Imedi /  11 ოქტომბერი 2019, 14:12 / სანდო წყარო

ქართველი სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნა

დავით გარეჯი

დღეიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნა.  აღდგომის ტაძრამდე მისასვლელი გზა, დილიდან გახსნილია. თუმცა მსახურთა დიდი ნაწილისთვის, მათ შორის სამონასტრო კომპლექსის წინამძღვრისთვის, მიუღებელია, რომ აკრძალვა ამ დრომდე მოქმედებს მრევლისა და ტურისტებისთვის.

მათი თქმით, ვიდრე გადაადგილება მორწმუნეებისთვისაც არ იქნება შესაძლებელი, მონასტერში სასულიერო პირებიც არ ავლენ. ტერიტორიაზე ასვლის სურვილი მხოლოდ ერთმა სასულიერო პირმა, მამა პავლემ გამოთქვა, რომელიც ტაძრიდან ჯერ არ გამოსულა. 

ასევე სასულიერო პირების განცხადებით, დაპირების მიუხედავად ჩიჩხიტურის მიმართულებით გზა ამ დრომდე არ გახსნილა.

დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიების გახსნის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც აზერბაიჯანში გამართული ვიზიტი შეაჯამა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, შემთხვევითი არ იყო პრემიერმინისტრის რანგში მისი აზერბაიჯანში პირველი ვიზიტი.

„ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი, ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია, ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს და, რა თქმა უნდა, სრულად შემიძლია ამას დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებსა და პარტნიორებს გეოგრაფია და ისტორია კი არ ჰყოფს, არამედ აკავშირებს. სწორედ ამ საფუძველსა და ამ ფუნდამენტზე გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი, შემიძლია გითხრათ, რომ 11 ოქტომბრიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიმართულებითაც უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

8 ოქტომბერს ილია მეორემ დავით გარეჯთან დაკავშირებით მთავრობას წერილით მიმართა30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა. აგვისტოში საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივმა კომისიამ დავით გარეჯში საველე სამუშაოები დაგეგმა.

ყველა სიახლე

კორონავირუსი იტალია

23 თებერვალი 2020, 08:55

მსოფლიო

კორონავირუსის ეპიდემიის გამო იტალიის ჩრდილოეთში კარანტინი გამოცხადდა

მას შემდეგ, რაც დაინფიცირებულთა რიცხვმა 79-ს მიაღწია, პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ ქვეყნის ჩრდილოეთში, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში კარანტინი გამოაცხადა. ხელისუფლებამ 50 000-მდე ადამიანს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულებას პოლიცია და სამხედროები გააკონტროლებენ.

კორონავირუსი

23 თებერვალი 2020, 08:40

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2442-ს მიაღწია

ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 97 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 2442-ს მიაღწია. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 76 936-მდე გაიზარდა.

ბერნი სანდერსი

23 თებერვალი 2020, 08:13

მსოფლიო

ნევადაში გამართულ დემოკრატების შიდაპარტიულ კენჭისყრაში ბერნი სანდერსი იმარჯვებს

ნევადას შტატში გამართულ დემოკრატების საპრეზიდენტო პრაიმერში სენატორი ბერნი სანდერსი ლიდერობს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ამომრჩევლებმა არჩევანი 33 კანდიდატს შორის გააკეთეს. ბიულეტენების 22%-ის დათვლის შემდეგ სანდერსი ხმების 47%-ს, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი 23%-ს აგროვებს.

წერილი ბოთლში

23 თებერვალი 2020, 00:51

ტაბლოიდი

ახალ ზელანდიაში ბოთლში გერმანიაში დაწერილი წერილი იპოვეს

8 წლის წინ, გერმანიის ქალაქ ბონში გოგოსების ოჯახმა წერილი დაწერა, ბოთლში მოათავსა და მდინარე რაინში გაუშვა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ გზავნილი ახალ ზელანდიაში, ქალაქ ოკლენდში აღმოაჩინეს. გერმანულმა ოჯახმა ამის შესახებ ავსტრალიელების მიერ მიწერილი წერილიდან შეიტყო.

კვენტინ ტარანტინო

23 თებერვალი 2020, 00:43

ტაბლოიდი

კვენტინ ტარანტინოს პირველი შვილი შეეძინა

ამერიკელ რეჟისორ კვენტინ ტარანტინოს და სუპერმოდელ დანიელა პიკს შვილი შეეძინათ. დანიელა პიკმა ისრაელის კლინიკაში იმშობიარა, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. რეჟისორმა დანიელა 2009 წელს ფილმის „უსახელო ნაბიჭვრების“ გადაღებისას გაიცნო. 2017 წელს წყვილს ნიშნობა ჰქონდა, 2018 წელს კი დაქორწინდნენ.

ჯეი დი დილარდი

23 თებერვალი 2020, 00:30

კულტურა

Lucasfilm-ი „ვარსკვლავური ომების“ ახალ პროექტზე მუშაობს

პროექტის რეჟისორი ჯეი დი დილარდი იქნება, სცენარზე კი მეტ ოუენსი იმუშავებს. ამ ეტაპზე ფილმის სიუჟეტის და პერსონაჟების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უცნობია სურათის ფორმატიც. Lucasfilm-ი და Disney არ აკონკრეტებენ, იქნება ეს სრულმასშტაბიანი ფილმი თუ სერიალი.

სერგეი სტარიცკი

23 თებერვალი 2020, 00:18

მსოფლიო

უკრაინის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრის სახლში ბიზნესმენი სერგეი სტარიცკი გარდაცვლილი იპოვეს

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ლეონიდ კოჟარის სახლში ბიზნესმენი სერგეი სტარიცკი გარდაცვლილი იპოვეს. რუსული მედიის ცნობით, სტარიცკი ადრე ტელეარხ „ინტერს„ ხელმძღვანელობდა. თავიდან სიკვდილის ვერსიად სუიციდს განიხილავდნენ. თუმცა გამოჩნდა მტკიცებულებები, რომ ბიზნესმენი სავარაუდოდ მოკლეს. საქმის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ანას ბაღი

22 თებერვალი 2020, 23:55

საქართველო

ანას ბაღის მიმდებარედ კორპუსის მშენებლობას აქტივისტები „პარტიზანული ბაღის“ მოწყობით აპროტესტებენ

ვარკეთილში, ანას ბაღის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივები პერიოდულად აპროტესტებენ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, პარტიზანი მებაღეები სკვერს აწყობენ. ისინი ადგილზე სპეციალური მოწყობილობებით გამოჩნდნენ, მიწის ამოთხრა და გამწვანებითი სამუშოები დაიწყეს.

კრისტოფერ ჰივიუ

22 თებერვალი 2020, 23:24

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი „მხედვარის“ მეორე სეზონში ითამაშებს

ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ჰივიუ ნიველენის როლს შეასრულებს. „მხედვარის“ წიგნებში ის დაწყევლილი კაცია, რომელიც იძულებულია მონსტრის სახე მიიღოს. მეორე სეზონის გადაღებები უკვე დაიწყო. „მხედვარი“, რომელიც პოლონელი მწერლის ანჯეი საპკოვსკის წიგნებზეა დაფუძნებული.

ოქროს ზოდები

22 თებერვალი 2020, 23:03

მსოფლიო

ინდოეთის გეოლოგიური სამსახური 3 ათასი ტონა ოქროს პოვნას უარყოფს

ინდოეთის გეოლოგიური სამსახური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას 3 ათასი ტონა ოქროს პოვნის შესახებ უარყოფს. შესაბამისი განცხადება Twitter-ზეა ხელმისაწვდომი. გეოლოგიური სამსახური აცხადებს, რომ გეოლოგებმა 160 კილოგრამი ოქრო იპოვეს. მსოფლიოს ოქროს მარაგების საბჭოს ინფორმაციით, ინდოეთის ოქროს მარაგი 626 ტონას შეადგენს.

ტატო გრიგალაშვილი

22 თებერვალი 2020, 22:36

სპორტი

ტატო გრიგალაშვილმა დიუსელდორფის გრან სლემზე რუსი სპორტსმენის დამარცხებით ოქროს მედალი მოიპოვა

ტატო გრიგალაშვილი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. მან ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ხალმურცაევი დაამარცხა. დიუსელდორფის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი 21 თებერვალს ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა. 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ფინალში იაპონელ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა.

კორონავირუსი

22 თებერვალი 2020, 22:28

საქართველო

საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გამო ირანში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან. ინფორმაცია უწყების Facebook-ზეა ხელმისაწვდომი.

კორონავირუსი

22 თებერვალი 2020, 22:14

საქართველო

ირანის ოთხი მოქალაქე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ირანის ოთხი მოქალაქე ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ირანის მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ და ექიმები მათ გამოკითხვას აწარმოებენ.

გიორგი ახვლედიანი

22 თებერვალი 2020, 21:34

საქართველო

გიორგი ახვლედიანი: ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანების შემთხვევაში ვანო მერაბიშვილი მასში დიდ ნეგატივს შეიტანს

„ნაციონალური მოძრაობის“ ორი განაყოფიდან, მათთან გაერთიანების შემთხვევაში რომელიმე თუ გადაწყვეტს ვანო მერაბიშვილი ოპოზიციის მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას, ეს ფაქიზი, ფრთხილად შეკოწიწებული მაგიდა უბრალოდ აფეთქდება“, - ასე უპასუხა „ერთიანი საქართველოს“ წევრმა გიორგი ახვლედიანმა „შაბათის ქრონიკაში“ ჟურნალისტის კითხვას, დაჯდება თუ არა ვანო მერაბიშვილი საარჩევნო ცვლილების შესახებ მოლაპარაკების მაგიდასთან

გია გაჩეჩილაძე

22 თებერვალი 2020, 21:30

საქართველო

გია გაჩეჩილაძე: მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ნდობა არ შეიძლება

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები არასტაბილურობისკენ არიან მიმართულნი და არჩევნები საერთოდ აინტერესებთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარემ საარჩევნო სისტემის საკითხზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

აქცია ევროპული საქართველოს ოფისთან

22 თებერვალი 2020, 21:01

საქართველო

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისში, პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდა აქტივისტების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პარტიის შესასვლელთან სტიკერები გააკრეს. ისინი დეპუტატების, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის მხრიდან ბოდიშის მოხდასა და საპარლამენტო მანდატების დატოვებას ითხოვენ.

22 თებერვალი 2020, 20:58

საქართველო

ვაკეში საავტომობილო მოძრაობის სქემა იცვლება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 23-29 თებერვალს საგზაო მოძრაობა შემდეგ ქუჩებსა და მიმართულებებზე შეიცვლება: ჭავჭავაძის გამზირიდან კავსაძის ქუჩაზე აიკრძალება მოძრაობა; ავალიშვილის ქუჩაზე მოძრაობა რჩება ორმხრივი, საიდანაც ამომსვლელ ნაკადს ჭავჭავაძის გამზირის და თაქთაქიშვილის ქუჩის გავლით შეეძლება ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა.

წოლჭიმი

22 თებერვალი 2020, 20:46

სპორტი

მანჩესტერის მსოფლიო თასის გათამაშებაზე წოლჭიმში აჰმად რაზმაზარმა ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, წოლჭიმში მანჩესტერის 2020 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე აჰმად რაზმაზარმა 80კგ.წონით კატეგორიაში 186 კილოგრამი ასწია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.შეჯიბრი წოლჭიმში მანჩესტერში 20 თებერვალს დაიწყო და 24-ში დასრულდება.

ილია მეორე

22 თებერვალი 2020, 20:41

საქართველო

ილია მეორე: ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია, მე ვარ სამიზნედ

„ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ. ღმერთი გვიცავს, ღმერთი გვაძლევს მადლს და ძალას, რომ გავუძლოთ. მე მადლობელი ვარ, რასაც თქვენ აკეთებთ მთაში. მთა ძლიერია, მთა ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ბევრს აკეთებს”, - ეს სიტყვები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე თქვა.

ქეთევან გაიპარაშვილი

22 თებერვალი 2020, 20:25

სპორტი

თბილისში, სუპერთასის მატჩს ქალი მსაჯი ეყოლება

სუპერთასის ეგიდით ეს თბილისური კლუბების პირველი დაპირისპირება იქნება. ორივე კლუბი გადამწყვეტი მატჩისთვის და სეზონის წარმატებით განახლებისთვის სრული დატვირთვით ემზადება. სუპერთასის შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი იქნება. ისტორიაში პირველად კი, მას ასისტენტობას ქართველი ქალი მსაჯი ქეთევან გაიპარაშვილი გაუწევს.