imedi /  31 ოქტომბერი 2019, 18:04 / სანდო წყარო

გაზაფხულზე თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

გაზაფხულზე თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა. მან პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მოწვევა მიიღო. ამის შესახებ ცნობილი თურქეთში, გახარიას ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გახდა. გახარიამ და ერდოღანმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარები გააკეთეს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თურქეთის რესპუბლიკის მეთაურმა გიორგი გახარიას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა.

ერდოღანმა თავის სიტყვაში იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც თურქეთი საქართველოსთან და მეზობელ აზერბაიჯანთან ერთად ახორციელებს, საუბარია, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ბუნებრივი აირის მილსადენზე, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე. ერდოღანმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და თურქეთს შორის ტურიზმში, თავდაცვაში, ეკონომიკურ სფეროებში არსებულ თანამშრომლობაზე. 

დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ნება, რომ 1,5 მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა 3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდოს. ამ ფარგლებში, თურქეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის გამარტივების პოტენციალით მეტად სარგებლობისთვის, საჭირო ნაბიჯებს გადავდგამთ და ჩვენს თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ძალიან მალე ანკარაში გასამართი თურქეთ-საქართველოს შერეული ეკონომიკური კომისიის შეხვედრა ამისთვის ხელსაყრელი შემთხვევა იქნება”, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრისას ასევე განხილული იყო უსაფრთხოების სფერო, ორმხრივი თანამშრომლობა და ერთობლივი წვრთნები, რომლებიც ქართველი და თურქი სამხედროების მონაწილეობით, რეგულარულად იმართება.

„საქართველოს დამოუკიდებლობა, პოლიტიკური სტაბილურობა და ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს შორის თურქეთსა და საქართველოში ერთობლივი წვრთნების ჩატარება წელსაც გავაგრძელეთ. 2200-მდე ქართველმა სამხედრო პერსონალმა თურქეთში ჩატარებულ ტრენინგებსა და სხვადასხვა კურსებში მიიღო მონაწილეობა. ჩვენს საერთო შავ ზღვაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენი ძალისხმევა საქართველოს მხარდაჭერითაც გრძელდება”, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც საქართველოა თურქეთისთვის წინაპრების სამშობლოში მყოფ ძმებთან დამაკავშირებელი ხიდი, ასევეა თურქეთი საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობების ჯანსაღი ფორმით დამყარებაში სტრატეგიული ხიდი.

„მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერს და ძვირფას დელეგაციას ნაყოფიერი ვიზიტისთვის. უმაღლესი დონის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ, მზად ვარ, მივიღო თქვენი მოწვევა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, გაზაფხულზე”, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ყველა სიახლე

ჰარი პოტერი

12 ნოემბერი 2019, 11:28

ტაბლოიდი

Airbnb-ზე ჰარი პოტერის ბავშვობის სახლი ქირავდება

ჰარი პოტერის ფანებს Airbnb-ზე ოთახი ქირაობა ჯეიმს და ლილი პოტერების სახლში შეეძლებათ. ჯადოსნური ატმოსფერო, სოფელ ლავენჰემში განთავსდება, რომელც ინგლისურ სოფელს წარმოადგენს, ფოლკის საგრაფოში. სიუჟეტის მიხედვით, ჰარი ამ ადგილას დაიბადა და გაიზარდა, სადაც ასევე მისი მშობლები გარდაცვალებამდე ცხოვრობდნენ.

კიმ როზენფელდი

12 ნოემბერი 2019, 11:26

ტექნოლოგიები

პლატფორმის Apple TV+ ტოპ-მენეჯერმა კომპანია სერვისის ამოქმედებიდან 10 დღეში დატოვა

როზენფელდი კომპანიაში სერიალებზე, დოკუმენტურ ფილმებზე და ეთერში ჯერ არ გასულ შოუებზე იყო პასუხისმგებელი. მენეჯერის გადაწყვეტილების მიზეზი Apple TV+-ის სტრუქტურის ცვლილება გახდა. როზენფელდი Apple-თან თანამშრომლობას თავისი კომპანია Hალფ Fულლ Pროდუცტიონს-ის სახელით განაგრძობს.

ჯვრის მონასტერი

12 ნოემბერი 2019, 11:05

კულტურა

აშშ-ის საელჩო ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზას დააფინანსებს

2019 წლის აშშ-ს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის კონკურსში ჯვრის მონასტრის განვითარების პროექტმა გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს საელჩომ გაავრცელა. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში 100 000 დოლარი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს გადაეცემა.

ჰილარი კლინტონი

12 ნოემბერი 2019, 10:55

მსოფლიო

კლინტონი ბრიტანეთს რუსეთის მიერ ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის თქმით, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს ანგარიშს არჩევნებამდე გაეცნოს. „ეს აუცილებელი პირობა უნდა იყოს. იმიტომ, რომ უდავოა, რომ რუსეთი დასავლური დემოკრატიების პოლიტიკის განსაზღვრას ცდილობს“.

ტრეფიკინგი

12 ნოემბერი 2019, 10:50

ძალოვნები

პოლიციამ არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით მშობელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინეს.

12 ნოემბერი 2019, 10:34

ძალოვნები

ქედაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 15 მგზავრი დაშავდა

მოქალაქეები ბათუმიდან დაბა ქედისკენ მიდიოდნენ. ავტობუსის გზიდან გადავიდა და ამოყირავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ჰაკერი

12 ნოემბერი 2019, 10:23

მსოფლიო

ისრაელმა აშშ-ს რუსი ჰაკერი გადასცა

ისრაელის ხელისუფლებამ ამერიკულ მხარეს რუსი ალექსეი ბურკოვი გადასცა, რომელიც საკრედიტო ბარათებით თაღლითობაშია ეჭვმიტანილი. სანქტ-პეტერბურგის მკვიდრი თელ-ავივის აეროპორტში აშშ-ის მოთხოვნით 2015 წლის დეკემბერში დააკავეს. მას ბრალი კიბერდანაშაულში წაუყენეს.

შაკო ბარამიძე

12 ნოემბერი 2019, 09:56

საქართველო

გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი „გირჩის“ განცხადებას კატეგორიულად ემიჯნება

მისი მშობლების თქმით, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან პოლიტიკური ორგანიზაცია ,,გირჩის,, მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე.

ევო მორალესი

12 ნოემბერი 2019, 09:34

მსოფლიო

ბოლივიის ექსპრეზიდენტმა მექსიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

როგორც ევო მორალესმა Twitter-ზე დაწერა, ის ტოვებს ბოლივიას, რათა უფრო „დიდი ძალითა და ენერგიით“ დაბრუნდეს. მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდმა დაადასტურა, რომ მორალესმა ქვეყანა მექსიკის სამთავრობო თვითმფრინავით უკვე დატოვა.

ღაზის სექტორი

12 ნოემბერი 2019, 09:22

მსოფლიო

ისრაელის ავიაციის იერიშს „ისლამური ჯიჰადის“ საველე მეთაური ემსხვერპლა

მის საცხოვრებელ სახლზე საჰაერო იერიში გამთენიისას განხორციელდა. ოპერაციას კიდევ ერთი პალესტინელი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. ინფორმაციას ალ-ატას გარდაცვალების შესახებ „ისლამური ჯიჰადიც“ ადასტურებს და ისრაელს საპასუხო ზომებით იმუქრება.

ღვინის ფესტივალი

12 ნოემბერი 2019, 09:03

კულტურა

ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი გაიმართება

ფესტივალში მონაწილეობას მეღვინეები და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები მიიღებენ. მოეწყობა სოფლის მეურნეობის სივრცეები და გაიმართება მასტერკლასები. ფესტივალის მიზანია კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა.

მაკო გომური

12 ნოემბერი 2019, 08:52

საქართველო

მაკო გომური: ამდენხნიანი ლოდინის, ტანჯვისა და ტკივილის შემდეგ მაინც გავიმარჯვე

„ამდენხნიანი ლოდინის, ტანჯვის, ტკივილის, მეტროში თვალის ამოვარდნების,უამრავი მზერის შემდეგ მაინც გავიმარჯვე. 5 თვის შემდეგ, მაგრამ მაინც“ - ასეთია მაკო გომურის რეაქცია პროკურატურის მიერ მის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით.

ბესიკ ხარანაული

12 ნოემბერი 2019, 08:37

კულტურა

ბესიკ ხარანაული 80 წლის გახდა

ბესიკ ხარანაულს 80 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით მწერლთა სახლში პოეტის კოლეგებმა და მეგობრებმა მისი 50-წლიანი შემოქმედება მასთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს. გარდა ამისა, მწერალთა სახლში ბესიკ ხარანაულის კრებულების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო.

ბიუჯეტი

12 ნოემბერი 2019, 08:28

ეკონომიკა

პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის შუალედურ ვერსიას განიხილავენ

რაც შეეხება პარლამენტის შენიშვნების გათვალისწინებას, კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, დოკუმენტი პარლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე შევიდა. უმრავლესობაში ასევე ბიუჯეტის სოციალურ პრიორიტეტებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ხორავას ქუჩა

12 ნოემბერი 2019, 08:14

ძალოვნები

მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე რამდენიმე მოწმე დაიკითხება

კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, დღევანდელ პროცესზე რამდენიმე მოწმე დაიკითხება. მისივე ინფორმაციით, საქმეში სულ წარმოდგენილია 150 მოწმე და ამ დრომდე გამოკითხულ 54 მოწმეთა ჩვენებებიდან, მიხეილ კალანდიას ბრალეულობა არ დასტურდება.

ჯიმი კარტერი

12 ნოემბერი 2019, 08:07

მსოფლიო

ჯიმი კარტერი ისევ საავადმყოფოში მოხვდა

შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, ჯიმი კარტერს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. 85 წლის ექსპრეზიდენტი საავადმყოფოში შიდაქალის წნევის დასარეგულირებლად გადაიყვანეს. ბოლოს კარტერი საავადმყოფოში 21 ოქტომბერს მოხვდა, მას შემდეგ, რაც დაეცა და მენჯის ძვალი მოიტეხა.

ერგნეთი

12 ნოემბერი 2019, 08:00

საქართველო

ერგნეთში დღეს მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა ჩატარდება

დღეს ერგნეთში მეშვიდე ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. მთავარი საკითხი კი ისევ სოფელ ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები იქნება. ამ საკითხზე მხარეების პოზიციები პრინციპულად უცვლელია. დეფაქტო ცხინვალი ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს აღებას ისევ ითხოვს.

Twitter

12 ნოემბერი 2019, 00:55

ტექნოლოგიები

Twitter-მა ვენესუელის საგარეო უწყების ექაუნთი დაბლოკა

ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე წვდომა დროებით დაკარგა. კომპანიის პრესსპიკერის განცხადებით, ექაუნთი დროებით დაიბლოკა, მიზეზი შემთხვევითობაა. კომპანიის განმარტებით, ანგარიშის დიდი მოცულობიდან გამომდინარე ის შემთხვევით ე.წ. სპამის კატეგორიაში მოხვდა. პრობლემა ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში აღმოიფხვრა.

პიტ დოერტი

12 ნოემბერი 2019, 00:43

კულტურა

მუსიკოსი პიტ დოერტი პარიზში მეორედ დააკავეს

ბრიტანელი როკ მუსიკოსი პიტ დოერტი, რომელიც პარიზში კოკაინის შეძენისთვის დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს, ისევ დააკავეს. ამჯერად, მუსიკოსი გისოსებს მიღმა 19 წლის ბიჭთან ჩხუბის გამო მოხვდა. პიტ დოერტი როკჯგუფ Libertines-ის გიტარისტი და ვოკალისტია.

ირანი

12 ნოემბერი 2019, 00:14

მსოფლიო

საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია ირანს ურანის გამდიდრებაზე გადაწყვეტილების გადახედვას ურჩევენ

საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია ირანს ურანის გამდიდრების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვას ურჩევენ. ერთობლივ განცხადებაში ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და თეირანს აფრთხილებენ, უკან წაიღოს ეს გადაწყვეტილება. 7 ნოემბერს თეირანმა ბირთვულ ობიექტ „ფორდოზე“ სამუშაოები განაახლა.