გახარია: TANAP-ი საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს
გიორგი გახარია
რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ილჰამ ალიევი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
„ენერგომატარებლების ტრანსპორტირების თვალსაზრისით TANAP-ი არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ TANAP-ის პროექტის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გახარიამ აღნიშნა, რომ მთავრობის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყნის უსაფრთხოებაა და TANAP-ის პროექტი ყველა ამ მიმართულებას პასუხობს.
„დღეს ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ TANAP-ის პროექტის ინაუგურაციაში. მოგეხსენებათ, რომ ენერგომატარებლების ტრანსპორტირების თვალსაზრისით ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას.
ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ ხიდის ფუნქცია და როლი შეასრულოს არამხოლოდ ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული, არამედ ენერგომატარებლების თვალსაზრისითაც, რადგან მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა გახლავთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყნის უსაფრთხოება.
ამ მიმართულებას TANAP-ის პროექტი პასუხობს და ამიტომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობლებთან, ჩვენს მეგობრებთან ერთად დღევანდელი ღონისძიების ჩატარება, როდესაც TANAP-ის პროექტი უკვე ევროპის საზღვრებზე მივიდა და აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა, რა თქმა უნდა, საქართველოს გავლით და რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია იძენს როგორც პოლიტიკურ, უსაფრთხოების განზომილებას, ასევე, ეკონომიკურ განზომილებასაც, რამეთუ ჩვენს ეკონომიკას მეტი ენერგომატარებლები ექნება მისი ეკონომიკის გაძლიერებისა და განვითარებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი (TANAP) მიზნად ისახავს ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას.
პროექტის ღირებულება 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. TANAP-ის მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს. მომავალში დაგეგმილია გამტარუნარიანობის გაზრდა, 2023 წლისთვის - 23 მილიარდი კუბური მეტრით, ხოლო 2026 წლამდე - 31 მილიარდი კუბური მეტრით.
ყველა სიახლე
10 ივნისი 2026, 17:25
მსოფლიო
კაია კალასი ირლანდიას მოუწოდებს, დააზუსტოს, ეხმარება თუ არა ირლანდიიდან რუსეთში ალუმინის ექსპორტი მოსკოვის სამხედრო წარმოებას
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი ირლანდიას მოუწოდებს, დააზუსტოს, ეხმარება თუ არა ირლანდიიდან რუსეთში ალუმინის ექსპორტი მოსკოვის სამხედრო წარმოებას, კერძოდ, იმ რაკეტებისა და დრონების შექმნას, რომელთაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 17:17
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 17:15
სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 3 000 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავა, ხოლო ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 3 000 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ხუთი პირი დააკავა, ხოლო ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 17:11
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ რვა ბრალდებული, რომლებმაც დანაშაული აღიარეს, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ რვა ბრალდებული, რომლებმაც დანაშაული აღიარეს, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
10 ივნისი 2026, 17:01
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხარო სპეკულაცია მოყვა ჩემს განცხადებას სასამართლო სისტემასა და კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით - მოვუწოდებ ყველა მედიასაშუალებას, ნუ დაამახინჯებს ჩემს ნათქვამს და ჩემი სიტყვების საწინააღმდეგოდ, ნუ წარმომაჩენს კონკრეტული მოსამართლისა და სასამართლო სისტემის მტრად
„მოვუწოდებ ყველა მედიასაშუალებას, ნუ დაამახინჯებს ჩემს ნათქვამს და ჩემი სიტყვების საწინააღმდეგოდ, ნუ წარმომაჩენს კონკრეტული მოსამართლისა და სასამართლო სისტემის მტრად! მოვუწოდებ ყველას, ნუ ეცდებიან დაამთხვიონ ჩემი სიტყვები „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსს და გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგისათვის“.
10 ივნისი 2026, 17:00
მსოფლიო
თეთრი სახლი: აშშ-ირანს შორის ბოლო დროს დაძაბული ვითარების მიუხედავად, სამშვიდობო მოლაპარაკებები გრძელდება
აშშ-ისა და ირანის შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გაფართოების შესაძლებლობაზე საუბრობს. ინფორმაციას Fox News-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 16:51
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მითვისების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მითვისების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 16:50
პოლიტიკა
ანა მიროტაძე ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას რუსული ტერმინი - „გროსმაისტერი" გამოიყენა. ტერმინი გერმანულია და ჭადრაკის უბადლო მოთამაშეს გულისხმობს
პარლამენტის ყოფილი წევრი ანა მიროტაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა, როდესაც პრემიერმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას სიტყვა გროსმაისტერი გამოიყენა.
10 ივნისი 2026, 16:46
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, ის ახლოსაა გადაწყვეტილებასთან, რათა გასცეს ბრძანება ირანის ჰიდროელექტროსადგურებისა და ხიდების დაბომბვის შესახებ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ს ინტერვიუში გაუცხადა, რომ ის ახლოსაა იმ გადაწყვეტილებასთან, რომლითაც ირანის ჰიდროელექტროსადგურებისა და ხიდების დაბომბვის შესახებ ბრძანებას გასცემს.
10 ივნისი 2026, 16:33
პოლიტიკა
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.
10 ივნისი 2026, 16:30
პოლიტიკა
მარიამ გრიგოლიშვილი პოლიტიკური საბჭოსა და მმართველი კომიტეტის სხდომაზე: ჩვენი მიზანია, გავხდეთ საიმედო და უსაფრთხო ხიდი სავაჭრო, ენერგეტიკული და ციფრული მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის
9-10 ივნისს, ბრიუსელში, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) პოლიტიკური საბჭოსა და მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.
10 ივნისი 2026, 16:25
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომლის მიხედვით, მერქნიანი მცენარეების ჭრა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ისინი პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და მათი დატოვება შეუძლებელს გახდის მშენებლობის განხორციელებას, შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების შესრულების პირობით
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას.
10 ივნისი 2026, 16:24
ეკონომიკა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შიდა ქართლში 66 მილიონიან ენერგეტიკულ პროექტს იწყებს
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შიდა ქართლში სამი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროექტზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 65 963 611 ლარს შეადგენს.
10 ივნისი 2026, 16:24
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი, გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა.
10 ივნისი 2026, 16:17
პოლიტიკა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში ეტაპობრივად დანერგვას ითვალისწინებს
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 84 ხმით მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.
10 ივნისი 2026, 16:17
საზოგადოება
გივი მიქანაძემ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
10 ივნისი 2026, 16:09
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმში ახალი N21 საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო
ბათუმში ახალი N21 საჯარო სკოლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად გაეცნო.
10 ივნისი 2026, 16:09
პოლიტიკა
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად 2030 წლის 1 იანვარი განისაზღვრა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად, პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
10 ივნისი 2026, 16:01
პოლიტიკა
პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო
საქართველოს პარლამენტმა 87 ხმით „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო.
10 ივნისი 2026, 15:57
პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ცვლილებებით ზუსტდება პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების თანამდებობიდან გადადგომის, გამოწვევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურები.


