საპატრიარქო: ეკლესია სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაცას არასდროს შეურიგდება
საქართველოს საპატრიარქო
ფოტო: არქივი
საქართველოს საპატრიარქო ქართულ-შვედური ფილმის, ,,და ჩვენ ვიცეკვეთ”კინო-თეატრებში ჩვენებას ეხმაურება. მათი განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად შეურიგებელია სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი, რის გამოც მიუღებლად მიაჩნია ქართულ-შვედური ფილმის, ,,და ჩვენ ვიცეკვეთ”კინო-თეატრებში ჩვენება, თუმცა საპატრიარქო იქვე ხაზს უსვამს, რომ ემიჯნებიან ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს.
„ბოროტი ცდილობს, შეურაცხყოს და ეჭვქვეშ დააყენოს ყოველივე ღირებული, ხალხს იდენტობა დააკარგვინოს და იმედი ჩაუკლას, თანაც ამას სიმართლისა და სიკეთის სახელი დაარქვას.
გარკვეულ ძალას, როგორც ჩანს, დიდად აწუხებს ეკლესიის ავტორიტეტი, მოსახლეობის სიყვარული ღვთისა და ტრადიციული ღირებებულებისადმი და მის შესარყევად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს.
შემთხვევითი არ არის, რომ 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე ახლა ლევან აკინის ქართულ-შვედური სოდომური ფილმის, - ,,და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება დაიგეგმა ბათუმში და თბილისის სამ კინოთეატრში. როგორც ვიცით, აქ ნაჩვენებია ახალგაზრდა მოცეკვავის ცხოვრება, რომელიც რადიკალურად იცვლება მამათმავალ მეტოქესთან დაკავშირების შემდეგ და სცენა ამ ფონზე ვითარდება.
ცნობილია ისიც, რომ განზრახული ჰქონდათ, ეს სიუჟეტი სუხიშვილების ანსამბლთან დაეკავშირებინათ, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს. შეგახსენებთ ქალბატონ ნინოს ნათქვამს: ,,მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი, – მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებშია გამოვლენილი. მე არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი,.. რადგან ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ - კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა.”
ამ პოზიციის გამო ანსამბლის ხელმძღვანელებზე დაიწყო საერთაშორისო მასშტაბის შეტევა და ზეწოლა, რაც მეტად სამწუხაროა; სამაგიეროდ ჩვენი ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელ ფილმს კანის ფესტივალზე VII ადგილი მიანიჭეს, ხოლო მსახიობი ლევან გელბახიანი ამერიკული ჟურნალ “W” -ს მიერ ამ ფესტივალის 15 კინოვარსკვლავთა შორის დასახელდა.
რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, პირველ რიგში, გაკეთდა იმისთვის, რომ შეცვალონ ჩვენი ხალხის ცნობიერება, დააცხრონ ლგბტ ურთიერთობისადმი საზოგადოებაში არსებული უარყოფითი მუხტი და საბოლოო ჯამში მიაღწიონ ამ ცოდვის ლეგალიზებას.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო, არის და იქნება კატეგორიულად შეურიგებელი როგორც საერთოდ ცოდვის, ისე, მითუმეტეს, სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი. ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება“, - წერია განცხადებაში.
საქართველოს საპატრიარქო იქვე აღნიშნავს, რომ როგორც ადრე, ამჟამადაც, ისინი ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს ემიჯნებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ფილმის ჩვენების დროს უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.
მანამდე პარლამენტის თავჯდომარემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივ წესრიგს არანაირი საფრთხე არ შეექმნება.
4 ნოემბერს მარშის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ პრემიერას ჩაშლიან. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძე კი განაცხადა, რომ ფილმის ჩვენებას ეკლესიის მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვება.
ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა.
ფილმის მთავარი პერსონაჟია მერაბი, რომელიც ბავშვობიდან ანსამბლში ქართულ ეროვნულ ცეკვებს ცეკვავს. მისი ცხოვრება ქარიზმატული ირაკლის მოულოდნელი გამოჩენისთანავე იცვლება. ირაკლიც ქართული ცეკვების მოცეკვავეა.
ლევან აკინი ამბობს, რომ მისი ინსპირაციის წყარო საქართველო და საქართველოში 2013 წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენები იყო. ფილმში მთავარ როლებს ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი ასრულებენ. ფილმის ჩვენების უფლება უკვე 20-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა.
ფილმის ტრეილერი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.
ყველა სიახლე
11 აგვისტო 2026, 18:12
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ძალიან დიდი ძალაა, როცა ყველა მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში გვყავს ფრაქცია. ეს მნიშვნელოვანია სამომავლოდ ჩვენი გეგმების განხორციელებისთვის
ადგილობრივ სახელისუფლებო რგოლებში პარტიული წარმომადგენლობების საქმიანობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
11 აგვისტო 2026, 18:08
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი უძველესი მეგობრის, გია ბარამიძის ნათქვამი სრული სისულელე, მართლაც არ იყო არავისთვის სასიამოვნო და გიას მართებს უფრო დეტალური განმარტება იმ ხალხთან, ვინც გულწრფელად ნაწყენი დარჩა
მიხეილ სააკაშვილი გია ბარამიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
11 აგვისტო 2026, 17:49
საზოგადოება
მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაო დღესაც მიმდინარეობდა
მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაო დღესაც მიმდინარეობდა. ამინდის გამო ახლა შეწყდა. პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ტერიტორიას ამოწმებენ.
11 აგვისტო 2026, 17:45
მსოფლიო
უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე არსებულ გაუსაძლის პირობებზე ამახვილებენ ყურადღებას - ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკუთარ შარდს ვსვამთ და ველოდებით, როდის მოგვაწვდიან თუნდაც რამეს
უკრაინელი ჯარისკაცები შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ფრონტიდან უსაფრთხო ევაკუაციას სთხოვენ. საბრძოლო პოზიციებზე რთული ვითარების შესახებ ვიდეომიმართვა 121-ე ბრიგადის მეთაურმა გაავრცელა, იუწყება უკრაინული მედია.
11 აგვისტო 2026, 17:42
სამართალი
დიმიტრი გვრიტიშვილი: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დადასტურდა ის ფაქტი, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა განიცდის განუწყვეტელ პროგრესს და ეს უკვე მერამდენედ დასტურდება საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დადასტურდა ის ფაქტი, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა განიცდის განუწყვეტელ პროგრესს და ეს უკვე მერამდენედ დასტურდება საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, - განაცხადა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დიმიტრი გვრიტიშვილმა.
11 აგვისტო 2026, 17:29
მსოფლიო
უნგრეთის პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ანდრაშ ბაკა გახდა
უნგრეთის პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ქვეყნის პრეზიდენტად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ანდრაშ ბაკა აირჩია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 17:28
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 17:15
მსოფლიო
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით მოქმედების სამი სტრატეგია აქვს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით მოქმედების სამი სტრატეგია აქვს - დაელოდოს მოვლენების განვითარებას, მიიტანოს მასშტაბური იერიში, ან მეტად დააზარალოს ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკა.
11 აგვისტო 2026, 16:53
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის ძალებმა, ირანის ბლოკადის გარღვევის მცდელობისას, პანამის დროშით მცურავ გემს ცეცხლი გაუხსნეს
აშშ-ის ძალებმა დღეს დილით ცეცხლი გაუხსნეს პანამის დროშით მცურავ გემს, რომელიც ირანის პორტების ამერიკული საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 16:24
მსოფლიო
Bloomberg: გერმანიაში სიცხის ფონზე საწვავზე ფასები გაიზარდა
გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა შტეფენ ბილგერმა განაცხადა, რომ მთავრობა საწვავის ფასების მკვეთრ ზრდას აკვირდება, რადგან ამ ზაფხულს ინტენსიური სიცხის შედეგად მდინარეებში წყლის დონის კლებამ ევროპის უმსხვილეს ეკონომიკაში ზოგიერთ რეგიონში ფასების მატება გამოიწვია. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 16:19
კულტურა
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქვეყნის სახელით, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“ ქართულ ფილმს წარადგენს
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქვეყნის სახელით, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“ ქართულ ფილმს წარადგენს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 15:53
ჯანდაცვა
ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მშობელი სახელმწიფოს მიერ ინოვაციური პრეპარატის დაფინანსებაზე: ეს ჩვენი შვილების ხელახალი დაბადებაა“
„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი შვილებისთვის, მათი სიცოცხლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მედიკამენტი გვექნება. ეს არის სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი, რომელიც ამ დაავადების მქონე ადამიანებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრეპარატია. ამიტომ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ყველა იმ პაციენტისთვის, ვისთვისაც ეს მედიკამენტი განკუთვნილია“, - აღნიშნა გოგა ბერიძემ.
11 აგვისტო 2026, 15:50
ჯანდაცვა
გენეტიკოსი დოდო აგლაძე ცისტური ფიბროზის მედიკამენტის შესყიდვაზე: დღეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღეა, ეს არის სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ძალიან დიდი გამარჯვება
პრეპარატი განკუთვნილია 2 წლისა და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები შეესაბამება აშშ-ის (FDA) და ევროპის (EMA) წამლის მარეგულირებელი უწყებების მიერ დამტკიცებულ ჩვენებებს. საქართველოში ცისტური ფიბროზის დიაგნოზით, დაახლოებით, 110 პაციენტია რეგისტრირებული. მათგან, შესაბამისი გენეტიკური მუტაცია, დაახლოებით, 60 პაციენტს აქვს.
11 აგვისტო 2026, 15:18
საზოგადოება
ზაჰესში, თავისუფლების N12 კორპუსთან სკვერი მოეწყო
პროექტის ფარგლებში, განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. გარდა ამისა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ამასთან, სკვერის მიმდებარედ საგზაო სამუშაოებიც მიმდინარეობს.
11 აგვისტო 2026, 15:01
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: რუსეთუმეებს გასაგებად მინდა ვუთხრა, რომ სანამ სამშობლოს ინტერესებზე ორიენტირებული ძალა იქნება „ქართული ოცნების“ სახით ხელისუფლებაში, ჩვენი ღირსების ხარჯზე, ერთი ნაბიჯიც არ გადაიდგმება
გიორგი გამსახურდია პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ “ვიდრე ე.წ. აღიარება არის შემდგარი ფაქტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება” და რომ “ქართული ოცნების” მიზანი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება.
11 აგვისტო 2026, 14:55
პოლიტიკა
პრეზიდენტი: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა გადაწყვეტილებები მიიღო მაშინდელმა ხელისუფლებამ და რა შედეგები მოჰყვა ამას
„არ უნდათ, ქართველმა ხალხმა იცოდეს, თუ რა ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ და ბოლომდე გვქონდეს გააზრებული მათი ომის დანაშაულები. სწორედ მათმა უგუნურმა ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ ჩვენ დამატებით 120 სოფელი და ასობით ადამიანის სიცოცხლე დავკარგეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
11 აგვისტო 2026, 14:48
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ყველა ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არის ჯანსაღი და თან იმდენად, რომ იგი შედარებულია ევროკავშირის სხვა ოთხ სახელმწიფოს
ყველა ბრალდება, რომელიც სასამართლოს მიმართ არის და რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური საკითხით არის მოტივირებული, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მიდის სასამართლომდე, ეფუძნება არაფერს, რადგან სასამართლოს სისტემა არის გამართული, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
11 აგვისტო 2026, 14:46
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეიძენს. ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისა და ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის
ინოვაციური თერაპია პირდაპირ მოქმედებს დაავადების გამომწვევ გენეტიკურ დეფექტზე და პაციენტებში მნიშვნელოვნად ზრდის ფილტვების ფუნქციის მაჩვენებლებს. მკურნალობა ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს პულმონოლოგიური გამწვავებების სიხშირესა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას - რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული კვლევების მიხედვით, აღნიშნული შემცირება საერთო ჯამში 76%-ს აღწევს, რაც დადასტურებულია არა მხოლოდ კვლევებით, არამედ კლინიკური პრაქტიკით და მტკიცებულებებით.
11 აგვისტო 2026, 14:45
სამართალი
აფხაზეთის ომის ვეტერანი ბარამიძის განცხადებაზე: ეს არის მტრული განცხადება ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და ხალხის მიმართ, აღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია
ეს არის მტრული განცხადება ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და ხალხის მიმართ, აღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, - განუცხადა პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს აფხაზეთის ომის ვეტერანმა, გიორგი მათიაშვილმა გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით
11 აგვისტო 2026, 14:43
პოლიტიკა
ომის ვეტერანი ლევან გოგოლაური: ბარამიძის განცხადება გამიზნული იყო კონკრეტული მიზნის მისაღწევად
როგორც ვეტერანი, გიორგი ბარამიძის განცხადებით აღშფოთებული ვარ. ეს განცხადება გაკეთებულია ყოვლად უპასუხისმგებლო ადამიანის მიერ, - განაცხადა ომის ვეტერანმა, ლევან გოგოლაურმა, რომელიც გენერალურ პროკურატურაში გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში იკითხება.


