Imedi /  07 ნოემბერი 2019, 19:56 / სანდო წყარო

ზურაბიშვილი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებას ეხმაურება

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი დეფაქტო მთავრობის მიერ ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის საკითხზე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მიმართვას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პროგრესის იმედი აქვს. 

„მივესალმები ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მოწოდებას, საოკუპაციო ხაზთან გადასასვლელი პუნქტების გახსნის თაობაზე. გუშინ, საერთაშორისო საზოგადოებისადმი ჩემი მიმართვის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით პოზიტიური ძვრების იმედი მაქვს“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.  

6 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, სასწრაფოდ მოიძებნოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ტრაგედიის ეფექტიანი გადაწყვეტის გზები. 

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა 6 ნოემბერს განაცხადეს, რომ საოკუპაციო რეჟიმის ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტები უნდა გაიხსნას. დეფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ადგილობრივები სამედიცინო მომსახურებით ვერ სარგებლობენ. ახალგორში 60 წლამდე ქალი ჭაში ჩავარდა. მძიმედ დაშავებულის ოჯახი ცხინვალის საავადმყოფოში მყოფი პაციენტის თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანას ისევ ითხოვს.

ყველა სიახლე

სერგი კაპანაძე

22 თებერვალი 2020, 13:18

საქართველო

სერგი კაპანაძე ოპოზიციის კონსულტაციებზე: საბოლოო შეთანხმება ყველასთვის დამაკმაყოფილებელი იქნება

„ყველა პოლიტიკური ლიდერის კანდიდატურა განიხილება, ოღონდ როგორ რა პირობებში რომელ ოლქებში ამაზე როცა შევთანხმდებით მერე გაკეთდება საერთო განცხადება. ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა, ბრძოლა რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალა თავისი მხარდაჭერიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე პოულობს თავის ადგილს“, - განაცხადა კაპანაძემ.

სერგი კაპანაძე

22 თებერვალი 2020, 13:06

საქართველო

სერგი კაპანაძე: თუ პროპორციული არჩევნები არ დაინიშნა, ოპოზიცია გეგმა ბ-ს მიხედვით იმოქმედებს

„ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად კოორდინირებულად, ერთიანი ფრონტით ყველა ერთის წინააღმდეგ იყოს არჩევნებზე, თუ ის ქვეყანაში სისტემა დარჩება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს გამარჯვების იმედი აქვს. ოღონდ ამ სისტემის მიხედვით ის უფრო მეტად დამარცხდება, ვიდრე პროპორციულ სისტემაში“, - აღნიშნა კაპანაძემ.

გიორგი გახარია

22 თებერვალი 2020, 13:06

საქართველო

გიორგი გახარია: თითოეული მოქალაქის და სახელმწიფოს ვალდებულებაა გვერდით ვედგეთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს

ის, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, იყო ბოლო წლების განმავლობაში გმირობის უდიდესი მაგალითი. სამშობლოსთვის გმირულად, თავდადებით მოკლული ადამიანის ხსოვნა არის ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს. ეს ქვეყანა ყველასია და ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაში აღარ იყოს",- აღნიშნა პრემიერმა.

ანტონიო გუტერეში

22 თებერვალი 2020, 12:52

მსოფლიო

გაეროს გენერალურმა მდივანმა სირიაში კონფლიქტის მონაწილეებს იდლიბში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

„თითქმის ერთი წელია სირიის მთავრობა რუსეთის ავიადარტყმების მხარდაჭერით სამხედრო ოპერაციას ახორციელებს. ამ თვეში კი თურქეთის და სირიის სამხედრო ძალებს შორის სასიკვდილო შეტაკებები დაფიქსირდა. ადამიანის ხელით შემქნილი ეს ჰუმანიტარული კოშმარის, რომლის გამოც სირიელი ხალხი იტანჯება, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, - განუცხადა გუტიერესმა ჟურნალისტებს.

კონფერენცია

22 თებერვალი 2020, 12:35

საქართველო

პარლამენტში ჯანდაცვის პოლიტიკის თემაზე კონფერენცია მიმდინარეობს

კონფერენციის მოხსენებებში ყურადღება გამახვილდება მსოფლიოში აპრობირებულ ჯანდაცვის სისტემებზე და ტიპებზე. წარმოდგენილი იქნება ამ სისტემების ძლიერი და სუსტი მხარეები, მართვის და დაფინანსების მოდელები. ასევე განხილული იქნება სამედიცინო ინფრასტრუქტურის, კადრების, სამედიცინო განათლების და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით საქართველოში არსებული გამოწვევები.

ჯენი კვანტალიანი აჭარის ტელევიზია

22 თებერვალი 2020, 12:22

საქართველო

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები არხზე არსებულ ზეწოლაზე საუბრობენ

ჟურნალისტები ამბობენ რომ დირექტორის მოადგილის შესარჩევ კონკურსზე მოხდა ჯენი კვანტალიანის მიერ მომზადებული სიუჟეტის განხილვა, რასაც მასალის ავტორის პროტესტი მოჰყვა. ზეწოლა განხორციელდა იმ ჟურნალისტზეც ვინც დახურული სხდომიდან სიუჟეტის განხილვის შესახებ ინფორმაცია გამოიტანა.

როჯერ ფედერერი

22 თებერვალი 2020, 12:15

სპორტი

როჯერ ფედერერი ტრავმის გამო თამაშს ივნისამდე ვერ შეძლებს

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც როგორც მინიმუმ სამი თვე ვერ ივარჯიშებს და კორტზე ბალახის სეზონის დაწყებამდე ვერ დაბრუნდება. ამ პერიოდში ფედერერი მაიამის, როლან გაროსის, ინდიან უელსისა და დუბაის ტურნირებს გამოტოვებს, რის გამოც 3180 სარეიტინგო ქულას დაკარგავს.

22 თებერვალი 2020, 12:12

ეკონომიკა

Glovo აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეკვეთას მხოლოდ ერთ ლარად მიუტანს

ყვითელი დღეების ფარგლებში, 20-დან 29 თებერვლის ჩათვლით, გამოიძახე სასურველი პროდუქტი Glovo-თი და მიიღე სწაფად, ხარისხიანად და რაც მთავარია, გადაიხადე ნაკლები მიტანის სერვისში.

შეხვედრა ლონდა თოლორაია

22 თებერვალი 2020, 12:05

საქართველო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ომბუდსმენის აპარატის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, პრაქტიკული საკითხების განხილვა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა იყო. შეხვედრა ევროპის საბჭოს ,,არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერის" პროექტის დახმარებით ჩატარდა.

შსს

22 თებერვალი 2020, 11:55

ძალოვნები

პოლიციამ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.

დაკავება

22 თებერვალი 2020, 11:55

ძალოვნები

ბათუმში ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ კ.ჟ. ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და ამ სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდა ადამიანს, რომელიც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა.

22 თებერვალი 2020, 11:21

საქართველო

მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს პნევმონია არ აქვთ

„ჩვენთან როგორც პაციენტი გაფორმდა მხოლოდ 2 - 8 წლის და 13 წლის ბიჭუნა. ორივესთან ჩატარებული გამოკვლევებით გამოირიცხა პნევმონია. სხვა კლინიკური ლაბორატორიული კვლევებით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის დაფიქსირებული. მათი მდგომარეობა საშუალოზე ნაკლები სიმძიმის არის“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ქუთაისი აქცია

22 თებერვალი 2020, 11:15

საქართველო

სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს

ქუთაისში პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო მოძრაობის „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ ინიციატივით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მათი თქმით, პარლამენტის შენობის გაყიდვა ქუთაისისთვის საბოლოო განაჩენის ტოლფასია.

ბაკურიანი ტრენინგი სამხედროები

22 თებერვალი 2020, 10:57

ძალოვნები

ქართველი ინსტრუქტორები ბაკურიანში უცხოელ სამხედროებს სამთო ტექნიკასთან მოპყრობას ასწავლიან

ზამთრის საბაზისო სამთო კურსი აქტიურ ფაზაშია გადასული. პროგრამა „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PfP) ფარგლებში სამთო მომზადებას ნატოს წევრი და პარტნიორი 7 ქვეყნის 31 სამხედრო მოსამსახურე გადის. კურსის ბოლოს სამხედროებს ტექნიკურ და ფიზიკურ მოქმედებებში ტესტირება ჩაუტარდებათ.

ავღანეთი მშვიდობისმყოფელები

22 თებერვალი 2020, 10:47

ძალოვნები

მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული საქართველოში დაბრუნდა. ქართველი მშვიდობისმყოფელები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდნენ.

კორონავირუსი

22 თებერვალი 2020, 10:35

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 109 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 109 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 2345-ს მიაღწია. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 76 288-მდე გაიზარდა.

საჩხერე საავადმყოფო სასტუმრო

22 თებერვალი 2020, 10:30

საქართველო

ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები საჩხერის საავადმყოფოს ტერიტორიაზე სასტუმროში მოათავსეს

მათ უკვე დაურიგდათ ინსტრუქცია, სამედიცინო პერსონალიც შესაბამისად არის აღჭურვილი. მაია ხელაძე ამბობს, რომ საჩხერის საავადმყოფოს სასტუმრო სავარაუდოდ სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ საჭიროების შემთხვევაშია პერიმეტრზე სტაციონარის განყოფილებაცაა, საჭიროების შემთხვევაში კი სამედიცინო დაწესებულებას მათი მკურნალობისთვის შესაბამისი პირობები გააჩნია.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

22 თებერვალი 2020, 10:24

მსოფლიო

ჯანმო: კორონავირუსის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობა მცირდება

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერების ფანჯარა სულ უფრო ვიწვროვდება. „შეშფოთებულები ვართ ახალი შემთხვევების რაოდენობით, რომლებსაც ეპიდემიის ეპიცენტრთან კავშირი არ აქვთ, ვგულისხმობ მოგზაურობის ისტორიას ან კონტაქტს დაავადებულთან“, - განაცხადა გებრეიესუსმა.

კონფერენცია თეა წულუკიანი

22 თებერვალი 2020, 10:00

საქართველო

კონფერენციამ „დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“ მუშაობა დაასრულა

კონფერენციამ „დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“ მუშაობა დაასრულა. ღონისძიების დახურვის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მან დისკუსიის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

სერიალი მეგობრები

22 თებერვალი 2020, 09:41

კულტურა

სერიალ „მეგობრების“ ახალი ეპიზოდის პრემიერის თარიღი ცნობილია

ტელეარხმა HBO-მ სერიალ „მეგობრების“ სპეციალური ეპიზოდის გამოსვლის თარიღი დაასახელა. სერიალის 25-წლიანი იუბილესადმი იქნება მიძღვნილი ეპიზოდი სტრიმინგის სერვის HBO Max-ზე მიმდინარე წლის მაისში გამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ WarnerMedia ავრცელებს.