ქეთევან ციხელაშვილი: ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ გამყოფი ხაზის მეორე მხარეს ადამიანებს დავეხმაროთ
ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ პერევში ჩავიდა. ქეთევან ციხელაშვილი იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან ერთად სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფლების სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცა.
დახმარების აქცია კომპანია Duty Free Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ქეთევან ციხელაშვილი და ზვიად შალამბერიძე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერთან ბენიამენ ფალავანდიშვილთან ერთად ოჯახების საჭიროებასაც გაეცნენ.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარება საერთაშორისო პარტნიორებისა და კერძო კომპანიების ჩართულობით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და საბოლოო ჯამში კამპანია გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფელს მოიცავს.
„დღეს სოფელ პერევში 71 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადავეცით ჰუმანიტარული დახმარება კერძო ბიზნესის მხარდაჭერით. აქ ყოფნით ასევე გვინდოდა მხარდაჭერა გამოგვეხატა იმ მოსახლეობის მიმართ, რომელსაც ყოველდღე მავთულხლართების და ოკუპაციის პირისპირ უწევს ცხოვრება.
პერევი ერთ-ერთი ესეთი სოფელია იმ 100-ზე მეტ სოფელთაგან, რომელიც დღეს გაყოფილია საქართველოში სხვადასხვა ტიპის ბარიკადით, მავთულხლართით. მიხარია, რომ აქ არიან მრავალშვილიანი ოჯახებიც, აქ არიან ახალგაზრდებიც, რომლებიც მიუხედავად გამოწვევებისა, არ ტოვებენ საკუთარ სოფელს.
ეს დახმარება გაგრძელდება, მთელი საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე გვაქვს ეს კამპანია, რომ გვერდით დავუდგეთ COVID-19-თან გამკლავების პერიოდში ამ ოჯახებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ COVID-19-ის შემდგომ ეტაპზეც, როდესაც ჩვენ უკვე ვდგამთ ნაბიჯებს ეკონომიკური გახსნის, სოფლის მეურნეობის პროგრამების განახლების მიმართულებით, მაქსიმალური სარგებელი მიიღონ სწორედ ამ სოფლებმა, მათ ნამდვილად სჭირდებათ დამატებითი შემოსავლის წყაროები.
მეტრებში არის უკვე სოფელი, რომელშიც აღარ არის წვდომა იმის გამო, რომ სრულ იზოლაციაშია მოქცეული ოკუპირებული ტერიტორია და ყველა ე.წ. გადასასვლელი არის დაკეტილი.
ამ პერიოდში, განსაკუთრებით სწორედ სექტემბრიდან მოყოლებული, იზოლაციის პირობებში, ფაქტობრივად, ყოველდღიურად გვაქვს მცდელობა, რომ ადამიანებს გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მივაწვდინოთ დახმარება.
განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს საჭიროება სწორედ COVID-19-ის გამოჩენის შემდეგ. რეგიონში და არც ამ სოფლებში არ არის საკმარისი პროდუქტები, არ არის მედიკამენტები, საუბარი აღარ მაქვს უკვე პირადი ჰიგიენის საშუალებებსა და სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობაზე, რომელიც უშუალოდ კოვიდთან გასამკლავებლად არის აუცილებელი.
ჩვენ პარტნიორებთან ყოველდღე ვმუშაობთ იმისთვის, რომ წვდომა მოვიპოვოთ. გვაქვს მზაობა, დავეხმაროთ მოსახლეობას არამხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გადმოდიან კონტროლირებად ტერიტორიაზე, არამედ ადგილზე. თუ აფხაზეთის მიმართულებით ამას სხვადასხვა არხით მაინც ვახერხებთ, ცხინვალის მიმართულებით ფაქტობრივად შეუძლებელია.
კიდევ ერთხელ, აქ საოკუპაციო რეჟიმს აქვს ყრუ კედელი, რომელიც პირველ რიგში ადამიანებს აზიანებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. იქ მოქმედებს ერთადერთი საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ჰუმანიტარული მანდატი. გარკვეულ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მოსახლეობას, იგივე პროდუქტების პაკეტებით და ჰიგიენური საშუალებებით. ცხადია, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან, რომ მოხერხდეს ამ მოსახლეობის მხარდაჭერა.
არც ერთი დღე შეგვიწყვეტია ჩვენ სამედიცინო მომსახურება, მათ შორის ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის. პრობლემა ისაა, რომ ეთნიკურად ქართველებს, საუბედუროდ, ეთნიკური ნიშნით ძალიან ხშირად ექმნებათ პრობლემა გადმოკვეთის. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ყველა პაციენტი ჩვენთვის, მიუხედავად ეთნიკურობისა, იქნება ის ოსი, ქართველი, თუ ნებისმიერი სხვა ჩვენი მოსახლე, რა თქმა უნდა, ყოველთვის იღებს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. COVID-19-ის პერიოდში თითქმის 100 პაციენტი არის ოკუპირებული ორივე რეგიონიდან, რომელიც გადის ან გადიოდა მკურნალობას კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 10:25
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
12 ივლისი 2026, 09:42
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 09:36
მსოფლიო
აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია
ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.
12 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს
„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.
12 ივლისი 2026, 09:02
მსოფლიო
ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს
მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.
12 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
12 ივლისი 2026, 08:27
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
12 ივლისი 2026, 08:14
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽
ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.
12 ივლისი 2026, 00:55
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
12 ივლისი 2026, 00:35
სპორტი
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა
ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
12 ივლისი 2026, 00:02
საზოგადოება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
11 ივლისი 2026, 23:28
სპორტი
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.
11 ივლისი 2026, 23:13
სპორტი
მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა
თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 22:42
სპორტი
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
11 ივლისი 2026, 22:26
სპორტი
ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია
კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.
11 ივლისი 2026, 22:19
სპორტი
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 21:49
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
11 ივლისი 2026, 21:28
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.
11 ივლისი 2026, 21:21
საზოგადოება
პატრიარქი შიო III ტარიელ ჭანტურიაზე: მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს
„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა“.
11 ივლისი 2026, 20:04
პოლიტიკა
UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.


