ქეთევან ციხელაშვილი: არ ვაპირებთ ჩვენი მოსახლეობის მიტოვებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მსოფლიო პანდემიასთან გამკლავებისას
ქეთევან ციხელაშვილი
ფოტო: არქივი
„არ ვაპირებთ, ჩვენი მოსახლეობის მიტოვებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევასთან, მსოფლიო პანდემიასთან გამკლავებისას“, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფო იყენებს ყველა საკომუნიკაციო არხს, რათა ორივე ოკუპირებულ რეგიონში მოსახლეობა ინფორმირებული იყოს იმაზე, თუ რა ზომებს უნდა მიმართონ თავის დასაცავად, ასევე სახელმწიფო მზად არის დაეხმაროს მოსახლეობას დიაგნოსტიკის და მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამკურნალო სერვისებით.
„საუბედუროდ იცით, რომ ოკუპაციისა და გადაადგილების შეზღუდვის გამო, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობებს, რომ იქ გავატაროთ ისეთი ღონისძიებები, რასაც ვატარებთ საქართველოს დანარჩენ რეგიონებში. იცით თქვენ, რომ შესაძლებლობების დეცენტრალიზება ხდება დედაქალაქს მიღმაც. მიუხედავად ამ შეზღუდვებისა, წლებია, ჩვენ ჯანდაცვის სერვისებს ვავრცელებთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაზე, გარკვეული სამედიცინო საშუალებებით ადგილზე ვეხმარებით, ხოლო უფასო სამედიცინო სერვისებზე წვდომა აქვს ჩვენ მოსახლეობას და არც ეს იქნება გამონაკლისი.
მინდა გითხრათ, რომ ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ ეს დღეებია, ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, ასევე ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობით, რათა გავატაროთ უფრო კონკრეტულად აფხაზეთის მიმართულებით გარკვეული საპრევენციო ღონისძიებები, ასევე ორივე რეგიონში მოსახლეობა იყოს მეტად ინფორმირებული, თუ რა ზომებს უნდა მიმართონ იმისთვის, რომ თავი დაიცვან. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, დავეხმაროთ მოსახლეობას დიაგნოსტიკის და მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამკურნალო სერვისებით.
დღეს არის მობილიზაციის დრო, მე მინდა მოვუწოდო მათაც და რა თქმა უნდა, ყველას, განსაკუთრებით ჩვენს საზოგადოებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ვითარება არ არის კონტროლირებადი, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ რუსეთ-საქართველოს საზღვრის იმ მონაკვეთებს, რომელიც ახლა გახლავთ ოკუპირებული და ამიტომ, ცხადია ძალიან რთულია იქ ანალოგიური ღონისძიებების გატარება, თუნდაც სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით. მაგრამ გარკვეულ შესაძლებლობებს რა თქმა უნდა, ვეძებთ, ჩვენ მზად ვართ და ხაზგასმით ვამბობ, დღეს მიმდინარეობს მუშაობა და გარკვეული ღონისძიებებიც ტარდება იმისთვის, რომ მოსახლეობას დავეხმაროთ. გვინდა მათ იცოდნენ, არ იგრძნონ არცერთი წუთით, რომ საქართველოს სახელმწიფო დატოვებს მათ. კიდევ ერთხელ, მთავარი არის ის, რომ მთლიანად საქართველოს მასშტაბით საპრევენციო ღონისძიებები მაქსიმალურად ეფქტურად გატარდეს“, - განაცხადა მინისტრმა.
კორონავირუსის გამო 14 მარტიდან ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს. ოკუპირებული ცხინვალი კი ამავე ვირუსის გამო 60-ზე მეტ ქვეყანას შეზღუდვას უწესებს.
12 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.
ყველა სიახლე
22 ივლისი 2026, 12:14
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: საქართველოში წარმოებული პროდუქცია უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან და სანდოობასთან
„საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის გადამმუშავებელი სექტორის გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ფერმერებს, რათა ქართულმა საწარმოებმა დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები წარმოებაში და ორიენტირებული გახდნენ მხოლოდ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქტის წარმოებაზე. საქართველოში წარმოებული პროდუქცია უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან და სანდოობასთან, რაც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
22 ივლისი 2026, 11:49
მსოფლიო
რუბიოს განცხადებით, აშშ ირანის კრიზისის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებისთვის კვლავ მზად არის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი კვლავ მზად არის, ირანთან კრიზისის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები გამართოს, თუმცა, თეირანი მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებას არ ავლენს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 11:47
ტექნოლოგიები
კვლევა: შაქრის შემცვლელები ტვინის დაბერებას აჩქარებს
ჟურნალში Science Daily გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ბრაზილიაში, სან-პაულუს უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შაქრის ზოგიერთმა ფართოდ ცნობილმა შემცვლელმა დროთა განმავლობაში შესაძლოა მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების გაუარესების დაჩქარებას შეუწყოს ხელი. მასში თითქმის 13 ათასმა ზრდასრულმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა საშუალო ასაკი 52 წელი იყო. მათზე დაკვირვება 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
22 ივლისი 2026, 11:35
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრსა და ფინანსთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და ფინანსთა სახელმწიფო მინისტრს, ჯეფრი სიოუს შეხვდა.
22 ივლისი 2026, 11:33
ეკონომიკა
„თბილისის ფინანსურ სამიტზე“ დასწრების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
წლევანდელი სამიტის მთავარი თემა იქნება „რეგიონული ეკონომიკური კორიდორების შექმნა პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“.
22 ივლისი 2026, 11:30
მსოფლიო
POLITICO: ორბანის წასვლამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესი გაართულა
ევროკავშირის ელჩები ოთხშაბათს კიდევ ერთხელ შეეცდებიან, საბოლოოდ შეათანხმონ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების პირველი პაკეტი მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 11:26
კულტურა
„კლინიკის“ ახალი სეზონის გადაღებები დაიწყო🎬
ABC-მ „კლინიკის“ ახალი სეზონის გადაღებები დაიწყო. ეს შოუს დაბრუნების მეორე, ხოლო ჯამში კი მე-11 სეზონი იქნება. მთავარ როლებს კვლავ ზაკ ბრაფი, დონალდ ფეიზონი და სარა ჩოკი უბრუნდებიან. მოსალოდნელია, რომ გაგრძელება მომავალ წელს გამოვა.
22 ივლისი 2026, 11:19
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის სინგაპურში გამართული შეხვედრები შეაფასა: ორივე ქვეყანას აქვს ინტერესი, რომ განვავითაროთ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს რეგიონებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან გამართული შეხვედრები შეაფასა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის შემდგომი განვითარებით, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.
22 ივლისი 2026, 11:18
ტაბლოიდი
96 წლის ქალი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ასაკოვანი კულინარი ბლოგერი
ეილინი წარმოშობით იამაიკიდანაა და ხშირად ეროვნულ კერძებს ამზადებს. მის არხზე ბევრი სხვა კერძის რეცეპტიცაა. ქალის ასევე ცნობილი გახდა თავისი საფირმო იამაიკური გამოთქმით - Mi rahtid! („ღმერთო ჩემო!“).
22 ივლისი 2026, 11:15
სპორტი
„ოქროს ტბაზე“ საერთაშორისო წყალსათხილამურო ტურნირი გაიმართა
ფოთში, მალთაყვის „ოქროს ტბაზე“ საერთაშორისო წყალსათხილამურო ტურნირი გაიმართა. ორი დღის განმავლობაში სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამორჩეული სპორტსმენები ეჯიბრებოდნენ.
22 ივლისი 2026, 11:09
სამართალი
სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის საქალაქო სასამართლომ ბადრი შუბლაძე სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა
სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის საქალაქო სასამართლომ ბადრი შუბლაძე სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. ბადრი შუბლაძემ შეურაცხყოფა მიაყენა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს.
22 ივლისი 2026, 11:04
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროების უფროს სახელმწიფო მინისტრს, ტან კიატ ჰოუს შეხვდა
სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროების უფროს სახელმწიფო მინისტრს, ტან კიატ ჰოუს შეხვდა.
22 ივლისი 2026, 10:47
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს და ორი პირი დააკავეს, მათგან ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 10:47
სამართალი
ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სგპ ,,სარფსა“ და ,,ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნები და ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი დენთი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტისა და ,,ფოთის “ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.
22 ივლისი 2026, 10:46
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პატივი მქონდა, შევხვედროდი სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობა
„პატივი მქონდა, შევხვედროდი სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობა. განვიხილეთ ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების, ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების, ტურიზმის განვითარებისა და საერთო ინტერესების სფეროებში ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები“, - აღნიშნავს პრემიერი.
22 ივლისი 2026, 10:45
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: საამაყოა, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები აჭარიდან დაიწყო
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური განვითარების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია და განსაკუთრებით საამაყოა, რომ აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი სწორედ აჭარიდან დაიწყო. იყალთოსა და გელათის აკადემიების ტრადიციებზე დაფუძნებული ქართული საგანმანათლებლო და სამეცნიერო მემკვიდრეობა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება და დიდი ივანე ჯავახიშვილის ჩანაფიქრით ბათუმში სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნა ქართულ მეცნიერებას დღემდე აძლიერებს. დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო, გამოგვეხატა პატივისცემა მეცნიერების, მათი შრომისა და იმ განსაკუთრებული წვლილის მიმართ, რომელიც მათ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეაქვთ“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
22 ივლისი 2026, 10:44
სპორტი
AXIOS: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი აშშ-ში რეკორდულმა 62,8 მილიონმა მაყურებელმა ნახა
კვირას გამართულ FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს აშშ-ში 62,8 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალებისა და ფეხბურთის სატელევიზიო ტრანსლაციების ისტორიაში ამერიკაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 10:43
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
22 ივლისი 2026, 10:40
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრეზიდენტს თარმან შანმუგარატნამს შეხვდა.
22 ივლისი 2026, 10:40
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.


