imedi /  14 ნოემბერი 2019, 14:37 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე რიგგარეშე არჩევნებს კატეგორიულად გამორიცხავს

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნები გამორიცხულია. მამუკა მდინარაძის თქმით, "ერთი გადაწყვეტილების გამო, ქვეყანა არ უნდა ავრიოთ".

"არანაირი რიგგარეშე არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდება. რაციონალურად უნდა გადავწყვიტოთ ყველა საკითხი. ქვეყანა არ უნდა ავრიოთ ერთი გადაწყვეტილების გამო, თუმცა, მესმის, რომ მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილებაც. მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის, სადაც უნდა გავიდეთ ღირსეულად და უნდა მივცეთ ყველა პარტიას თანაბარი შესაძლებლობა, რომ ასევე ღირსეულად მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა. მე კატეგორიულად გამოვრიცხავ რიგგარეშე არჩევნებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

რიგგარეშე არჩევნებს გამორიცხავს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. "არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა, უნდა მოვემზადოთ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძე. 

პარლამენტში დღეს გამართული კენჭისყრის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა და უმრავლესობის დეპუტატებმა: თამარ ხულორდავამ, სოფო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ზაზა ხუციშვილმა დატოვეს.

მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ მონაწილეები პარლამენტთან აქციას მართავენ. მათი თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ. 

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი პარტიების, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის", მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტის ჩაგდება გააპროტესტონ. ირმა ინაშვილის თქმით, "ახლა აღარ არის გარჩევის დრო, ესა და ის პარტია, ყველამ უნდა გააერთიანოს ძალები".

პარლამენტში პროპორციულის ჩაგდებასთან დაკავშირებით Facebook-ლაივის დროს მიხეილ სააკაშვილმაც ილაპარაკა და თქვა, რომ "23 ნოემბერი მოდის და ხალხი უნდა დაირაზმოს". შეფასებები გააკეთა ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამაც. 

პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 101 დეპუტატი მომხრე, 3 კი წინააღმდეგი იყო. უკვე ცნობილია, ვინ დაუჭირა და არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. 

ყველა სიახლე

ჰონგ-კონგი

08 დეკემბერი 2019, 23:20

მსოფლიო

ორგანიზატორების თქმით ჰონგ-კონგში აქციაზე 800 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა

ჰონგ-კონგში ხელისუფლების მიერ სანქცირებული საპროტესტო მანიფესტაციაში ორგანიზატორების განცხადებით, 800 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, პოლიცია კი ამბობს, რომ დემონსტრაციაზე 183 ათასი ადამიანი გავიდა. სამართალდამცავი ორგანოს თქმით, დღევანდელ აქციაზე 11 ადამიანი დააკავეს და იარაღი ჩამოართვეს.

ვადაგასული ხორცი

08 დეკემბერი 2019, 22:58

ძალოვნები

აღმოაჩინეს ვადაგასული ხორცი რომელიც ოზურგეთისა და აჭარის ბაღებში უნდა შესულიყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს ''სოფოს'' მიერ ნაქირავებ ფართში ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა. სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსის მანანა ერქომაიშვილის თქმით, ხორცი აჭარის ბაღებისთვის იყო განკუთვნილი.

კინოთეატრი

08 დეკემბერი 2019, 22:50

ეკონომიკა

2019 წელს Disney-ს შემოსავალმა რეკორდი დაამყარა

Disney მსოფლიოში პირველი კინოსტუდია გახდა, რომლის ფილმების შემოსავალმაც წლის განმავლობაში თითქმის 10 მილიარდი დოლარი შეადგინა. 8 დეკემბრის მონაცემებით, ჩრდილოეთ ამერიკაში სტუდიის შემოსავალმა $3.28 მილიარდი შეადგინა, დანარჩენ მსოფლიოში კი $6.7 მილიარდი. ამით Disney-მ 2016 წლის რეკორდი გააუმჯობესა.

საბას დაჯილდოება

08 დეკემბერი 2019, 22:32

კულტურა

პრემია საბას 2019 წლის გამარჯვებულები დაასახელეს

ლიტერატურული პრემია „საბა“ წელს მეჩვიდმეტედ ჩატარდა და ჟიურიმ 7 კატეგორიაში გამარჯვებულები გამოავლინა. წლის საუკეთესო რომანის კატეგორიაში გაიმარჯვა აკა მორჩილაძის, „კუპიდონი კრემლის კედელთან“. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცა მანანა გიგინეიშვილს.

მთავრობის და ოპოზიციის შეხვედრა

08 დეკემბერი 2019, 22:23

საქართველო

მთავრობა და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ

ასეთია სასტუმრო „შერატონში“ გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შედეგი. ამ ინიციატივით შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გამოვიდნენ. ახალ ინიციატივაზე მხარეები შემდეგ შეხვედრაზე იმსჯელებენ, მანამდე კი ოპოზიციამ საპროტესტო აქციების განახლება დააანონსა.

უკრაინა

08 დეკემბერი 2019, 22:06

მსოფლიო

ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის წინ კიევში კაპიტულაციის შიშის გამო აქცია გაიმართა

პარიზში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტის წინ, ათასობით უკრაინელმა კიევში, მაიდანზე საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მიზანი ზელენსკისთვის იმის თქმა იყო, რომ უკრაინელები "კაპიტულაციას" არ დაეთანხმებიან. უკრაინაში შიშობენ, რომ მოლაპარაკებებში ზელესნკიმ შესაძლოა ბევრი დათმოს.

საუდის არაბეთი რესტორანი

08 დეკემბერი 2019, 21:51

მსოფლიო

საუდის არაბეთის რესტორნებში ქალები და კაცები საერთო შესასვლელით ისარგებლებენ

აქამდე ქვეყნის ყველა რესტორანს ორი შესასვლელი ჰქონდა: ერთით ოჯახები და ქალები სარგებლობდნენ, მეორეთი კი მარტო მოსული კაცები. დღეს კი ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს წესი აუცილებელი აღარ არის. თუმცა სურვილის შემთხვევაში რესტორნების მფლობელებს ძველი წესით მუშაობა შეუძლიათ.

მაჭანკლობა

08 დეკემბერი 2019, 21:30

ტაბლოიდი

წყვილმა ერთმანეთი ინტერნეტში გაიცნო და დაქორწინდა, მალევე ლისა დენის დონორიც გახდა

ლისა და დენ სამერსებმა არ იცოდნენ თუ რა ძალიან შეეფერებოდნენ ერთმანეთს. მათ ერთმანეთი ონლაინ სამაჭანკლო აპლიკაციით გაიცნეს, შეხვდნენ, შეუყვარდათ ერთმანეთი და დაქორწიდნენ. დენი, ახლა 30 წლის არის და ჯერ კიდევ 10 წლის წინ იცოდა, რომ მომავალში თირკმელთან დაკავშირებით სირთულეები შეხვდებოდა.

ბორის ჯონსონი

08 დეკემბერი 2019, 20:59

მსოფლიო

ლონდონის ტერაქტის მსხვერპლის მამამ ბორის ჯონსონს მატყუარა უწოდა

დავიდ მერიტმა, რომლის შვილიც ტერორიზმისთვის გასამართლებულმა უსმან ხანმა დაჭრა, ბორის ჯონსონი მის ოპონენტთან ჯერემი კორბინთან ბოლო სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ, მატყუარად და თაღლითად დაახასიათა. დავიდ მერიტის თქმით, მომხდარის მოტივები და იყო თუ არა მისი არიდება შესაძლებელი ცნობილი დიდი ხანი არ იქნება.

ენოტი

08 დეკემბერი 2019, 20:57

ტაბლოიდი

გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მთვრალი ენოტი იპოვეს

ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გამოცემის ინფორმაციით, ცხოველი ბარბაცებდა, ერთ-ერთი ქალის ფეხსაცმელს ეთამაშა, რის შემდეგაც ჩაეძინა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ცხოველმა ჭიქებში დარჩენილი გლინტვეინი დალია. შემთხვევის ადგილიდან ენოტი მეხანძრეებმა გაიყვანეს და ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს.

ლეიკემია

08 დეკემბერი 2019, 20:38

ტექნოლოგიები

ლეიკემიისა და ლიმფომას სამკურნალო ახალი თაობის პრეპარატი შეიმუშავეს

მედიკამენტს PROTAC-ი ჰქვია და მისი სამიზნე ცილების ნაერთი სახელწოდებით BCL-XL-ია, რომელიც კიბოს უჯრედებს გადარჩენის საშუალებას აძლევს. მედიკამენტების წინა თაობა, რომელიც ამავე პრინციპით მოქმედებდა თრომბოციტების რაოდენობის საშიში დოზით შემცირებისა და სისხლდენის მაღალი რისკით ხასიათდებიან.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი

08 დეკემბერი 2019, 20:32

მსოფლიო

ტრამპმა ფხენიანს დენუკლეარიზაციისკენ მოუწოდა

„კიმ ჩენ ინი საკმარისად ჭკვიანია და თუ მტრულად მოიქცა დასაკარგი ბევრი აქვს, ყველაფერი. ჩემთან ერთად სინგაპურში დენუკლეარიზაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. არ ვურჩევ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან განსაკუთრებული ურთიერთობების შეწყვეტას ან ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

Juice Wrld

08 დეკემბერი 2019, 20:12

კულტურა

რეპერი Juice Wrld-ი 21 წლისა გარდაიცვალა

8 დეკემბერს მუსიკოსი აეროპორტში ლოს-ანჯელესიდან დაბრუნების შემდეგ, ცუდად გახდა - მას პირიდან სისხლდენა დაეწყო. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს. რეპერის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. Billboard-ის 2019 წლის პრემიაზე რეპერი ნომინაციაში "საუკეთესო ახალი შემსრულებელი" დააჯილდოეს.

The Worlds Big Sleepout

08 დეკემბერი 2019, 20:04

მსოფლიო

ათობით ათასმა ადამიანმა უსახლკაროების დასახმარებლად ღამე ქუჩაში გაატარა

მოხალისეებმა ეს აქცია „The World's Big Sleepout“-ის ფარგლებში გაატარეს, რომლის მიზანიც უსახლკაროებისთვის 50 მილიონი დოლარის შეგროვება იყო. აქცია მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებში გაიმართა. ორგანიზატორების მონაცემებით, მასში მონაწილეობა დაახლოებით 60 ათასმა ადამიანმა მიიღო.

დონალდ ტრამპი

08 დეკემბერი 2019, 19:39

მსოფლიო

ტრამპი: ისრაელს თეთრ სახლში ჩემზე კარგი მეგობარი არასდროს ჰყოლია

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მან დაპირება შეასრულა და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, რაც მის წინამორბედებს არ გაუკეთებიათ. 2017 წლის 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებდა. გასულ წელს კი იერუსალიმში აშშ-ის საელჩო გაიხსნა.

ალექსანდრ გაბიშევი

08 დეკემბერი 2019, 19:18

ტაბლოიდი

იაკუტელმა შამანმა პუტინის „განსადევნად“ მსვლელობა განაახლა

გაბიშევი მსვლელობას ორი ადამიანის და ოთხი ძაღლის თანხლებით აგრძელებს. გაბიშევმა ვლადიმერ პუტინის განსადევნად მოსკოვში მოგზაურობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. მას მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი „ბნელი ძალების პირმშოა“ და მასთან გამკლავება მხოლოდ შამანს შეუძლია.

პროპორციული არჩევნები

08 დეკემბერი 2019, 19:10

საქართველო

თალაკვაძე ნორმალურ პოლიტიკურ პროცესთან დაბრუნების ნიშნებს ხედავს

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნების ნიშნები არსებობს. ამის შესახებ თალაკვაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მეორე შეხვედრის დაწყებამდე თქვა და დასძინა, რომ თუ ოპოზიციას შემოთავაზებები ექნება, მმართველი გუნდი პასუხების მოსაფრიქრებლად დროს აიღებს.

საჭმელად ვარგისი ჭიქა

08 დეკემბერი 2019, 18:33

ტექნოლოგიები

ახალზელანდიური ავიაკომპანია მგზავრებს ყავას საჭმელად ვარგის ჭიქებში მიართმევს

Air New Zealand-ი კომპანია Twiice-თან თანამშრომლობს, რომელიც ასეთ ჭურჭელს მცენარეული მასალისგან ამზადებს და სხვადასხვა გემოს უმატებს. ჭიქებს რამდენიმე რეისზე უკვე იყენებენ. მათ ვანილის გემო აქვს და ცხელი სითხის გამო არ დნება. მგზავრებმა, რომლებმაც ახალი ჭიქები უკვე გასინჯეს, ჭურჭელი დადებითად შეაფასეს.

გაზით მოწამვლა

08 დეკემბერი 2019, 18:32

საქართველო

ნოემბერში თბილისში 3800-ზე მეტი ღიაკამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩახსნეს

"თბილისი ენერჯიმ" ნოემბერში დედაქალაქში 3867 ღიაკამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩახსნა. ქსელიდან ჩახსნილი სახიფათო დანადგარებისა და მოუწესრიგებელი გაზგაყვანილობის ყველაზე მეტი შემთხვევა ისანი-ვაზისუბანში გამოვლინდა - 962 კანონდარღვევა. შემდეგ ადგილზე კი სამგორია - 878.

ოცნება ოპოზიცია

08 დეკემბერი 2019, 18:25

საქართველო

„შერატონში“ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

განხილვის მთავარი საკითხი კვლავ საარჩევნო სისტემა იქნება. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვს, რაზეც ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.