imedi /  15 ნოემბერი 2019, 15:07 / სანდო წყარო

თალაკვაძე: ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემას დააბრალოს

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი, შესაბამისად, ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო თავის დროზე. სწორედ ჩვენი გუნდის ძალისხმევით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ 2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება. ასევე „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა, რასაც, როგორც ვნახეთ, სამწუხაროდ, დეპუტატთა გარკვეულმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კენჭისყრის დროს. 

როგორც არ უნდა შეეცადონ ამ პროცესის წარმოჩენას და ინტერპრეტაციას ჩვენი ოპონენტები, ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში მიიღო ქვეყნის კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა - საქართველოს პარლამენტმა. ნადმვილად სამწუხაროა, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა პროპორციული არჩვენების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერ განხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს სურთ დღეს ამის წარმოჩენა. 

ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლამდე საქართველოში რჩება იგივე საარჩევნო სისტემა, რომლითაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი მოქალაქეები და საზოგადოება ცვლიდა და ირჩევდა თავის ხელისუფლებებს.

2020 წლის არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება. ჩვენ ვიმუშავებთ, რათა ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა კონსტრუქციული და ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში წარმატებით დასრულდეს. ჩვენ კონსულტაციებს ვმართავს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთანაც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა. მე ამასთან დაკავშირებით მქონდა უკვე რამდენიმე შეხვედრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. 

არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი, შესაბამისად, ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს. ასევე შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად, არათუ დღეს არსებულ დემოკრატიულ გარემოში და ჩვენ კიდევ გვაქვს სამუშაო, არამედ 2012 წლამდე არსებული რეპრესიული რეჟიმის პირობებშიც კი სწორედ ამ საარჩევნო სისტემით შეძლო არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლებიდან მოძალადე პოლიტიკური ძალის ჩამოშორება. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვსმჯელობთ. საზოგადოება და ჩვენი მოქალაქეები თავისი არჩევანის გაკეთებას აუცილებლად შეძლებენ 2020 წლის არჩევნებში. ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობიანი, სტაბილური გარემო განვითარებისთვის. სახელმწიფო არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე და მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი, ხოლო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, ჩვენს ოპონენტებს, აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობების ნაცვლად, საფუძვლიანად მოემზადონ კონსტრუქციული, ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ ვის ანდობს ქვეყნის მომავალს! მე ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით, მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, თუმცა ხვალ 11:00 საათზე გვექნება უმრავლესობის სხდომა, ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მოგვიანებით მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. განცხადება გაავრცელა მმართველი პარტიის ლიდერმაც. ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერებს პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. 

ვინ დაუჭირა მხარი და ვინ იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი, ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 13:10

მსოფლიო

Reuters: შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს სამ ტანკერს დრონებით თავს დაესხნენ

შავ ზღვაში, თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ახლოს სამ გემს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

28 მაისი 2026, 13:00

სამართალი

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები ესტუმრნენ

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

კაია კალასი

28 მაისი 2026, 12:47

პოლიტიკა

კაია კალასი: რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის.

დონალდ ტრამპი

28 მაისი 2026, 12:32

მსოფლიო

ტრამპი ომანს „აფეთქებით“ დაემუქრა, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაამყარებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომანს დაემუქრა, რომ მას „ააფეთქებს“, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეში გემებს გავლისთვის ფულს გამოართმევს.

28 მაისი 2026, 12:11

სამართალი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

28 მაისი 2026, 11:57

მსოფლიო

აშშ-ის საელჩომ კიევში კალასის განცხადება ევაკუაციასთან დაკავშირებით უარყო

აშშ-ის საელჩო კიევში ღიაა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, - აღნიშნულია დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 მაისი 2026, 11:51

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

28 მაისი 2026, 11:44

სპორტი

სპორტის მინისტრი მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. EMF Euro - 2026 სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმართება, სადაც სპორტის მინისტრი მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

28 მაისი 2026, 11:39

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა ჰორმუზის სრუტის მმართველ ირანულ კომპანიას სანქციები დაუწესა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სპარსეთის ყურეში ნაოსნობის კონტროლის სამმართველოს, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის მართვისთვის იყო შექმნილი, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნინო ლაცაბიძე

28 მაისი 2026, 11:31

რეგიონი

რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდი კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს

რუსთავის მერიის ინფორმაციით, №25 საბავშვო ბაღის ადგილზე სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.

28 მაისი 2026, 11:25

სპორტი

ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს⚽

„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს“, - აღნიშნა მან.

დავით მათიკაშვილი

28 მაისი 2026, 11:22

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი განათლების მინისტრის ინტერპელაციაზე: პროვოკაციულად, პოპულისტურად გახარიებს უნდათ საზოგადოებას დაანახონ როგორც რაღაც გამორჩეული გულშემატკივარი ამ მოცემულობის. ღრმად ვართ დარწმუნებული, განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განათლების მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით.

28 მაისი 2026, 11:21

პოლიტიკა

ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა

ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა. მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას აკრიტიკებს და იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა. სააკაშვილის ამ სტატუსს მელია ჯერ არ გამოხმაურებია. მელიას თანაგუნდელმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მაოხრებელი გზირი უწოდა.

28 მაისი 2026, 11:20

მსოფლიო

BBC: აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ჩინოვნიკი დააკავეს მას შემდეგ, რაც მის სახლში 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი მას შემდეგ დააკავეს, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვირჯინიაში მდებარე მის სახლიდან ჩხრეკის შედეგად 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:16

სამართალი

აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:15

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:15

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეგვიპტის, პაკისტანის, სუდანის ერაყის, ყაზახეთის, უზბეკეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 86 მოქალაქე.

28 მაისი 2026, 11:12

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

28 მაისი 2026, 11:01

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.

კაია კალასი

28 მაისი 2026, 10:52

მსოფლიო

კაია კალასის განცხადებით, აშშ-მა კიევიდან თავისი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მუქარის შემდეგ აშშ-მა კიევიდან საკუთარი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა.