imedi /  16 ნოემბერი 2019, 13:29 / სანდო წყარო

ვოლსკი: გამორიცხული არაფერია, მაგრამ ვადამდელი არჩევნების წინაპირობა არ არსებობს

გია ვოლსკი

გია ვოლსკი

საერთოდ არაფერია  გამორიცხული, მაგრამ ვადამდელი არჩევნების წინაპირობა ახლა არ არსებობს. ხალხი ელოდება, რომ ქვეყანა სტაბილურობას შეინარჩუნებს, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანმა და პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

„საკმაოდ საინტერესო და წინააღმდეგობრივი კენჭისყრების შემდეგ ყველას გვსურდა ჩვენი პოზიციის დაფიქსირება. გამოითქვა საქმიანი და მეგობრული წუხილი იმის გამო, რომ 12-მა დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა. თუმცა პროპორციულ და შერეულ სისტემაზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, სხდომაზე მყარად ითქვა, რომ ეს უმრავლესობა სჭირდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ სახელმწიფოსაც.

ყველამ იცის, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება დღეს მოქმედ კონსტიტუციას. ამაზე უფრო დეტალურ პასუხებს ჩვენი კონსტიტუციონალისტები გაგცემენ. სხდომაზე  სახელმწიფო ბიუჯეტზეც ვისაუბრეთ, რაც გუშინ პრემიერმინისრტთანაც განვიხილეთ. ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფ ექიმთან დაკავშირებით იქნება განცხადება და მიმოვიხილეთ, თუ რას აკეთებენ ამ ადამიანის დასახსნელად.

მე ვხედავ, რომ ყველა აქცენტის გადატანა ბიძინა ივანიშვილზე ხდება, მაგრამ ნებისმიერ სისტემაში - შერეულსა თუ პროპორციულში - „ქართული ოცნების“ უპირატესობა არ არის განპირობებული კონკრეტული პიროვნებებით. საზოგადოებაში არსებობს გარკვეული დამოკიდებულება, როგორც ჩვენ მიმართ, ასევე ქუჩაში სპონტანურად ჩამოყალიბებული კოალიციის მიმართ. საპროტესტო აქციებზე შეკრებილი ადამიანების მიმართ ჩვენი მთავარი გზავნილი ასეთია - გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას და პოლიტიკური პარტიების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატოთ 2020 წლის არჩევნებზე.

საერთოდ არაფერია  გამორიცხული, მაგრამ ვადამდელი არჩევნების წინაპირობა ახლა არ არსებობს. ხალხი ელოდება, რომ ქვეყანა სტაბილურობას შეინარჩუნებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მოგვიანებით მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. განცხადება გაავრცელა მმართველი პარტიის ლიდერმაც. ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერებს პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. 

ვინ დაუჭირა მხარი და ვინ იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი, ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

ემანუელ მაკრონი

15 ივნისი 2026, 11:26

მსოფლიო

ტრამპი მაკრონს ფრანგულ ღვინოზე 100%-იანი ტარიფის დაწესებით დაემუქრა

„წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა არჩევანი არ დამრჩება, გარდა იმისა, რომ 100%-იანი ტარიფი დავაწესო საფრანგეთიდან შემოსულ ყველა შამპანურსა და ღვინოზე. მათ მხოლოდ ამ გადასახადზე უარის თქმა სჭირდებათ და მაშინ მაკრონზე ასეთი ზეწოლა აღარ იქნება“, - განაცხადა ტრამპმა გაზეთ New York Post-თან ინტერვიუში.

15 ივნისი 2026, 11:15

მსოფლიო

საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტისთვის უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის კანადის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და შეერთებული შტატების ლიდერების შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენელთა მონაწილეობით დღეს დაიწყება. სამიტის უსაფრთხოებას 800-ზე მეტი სამართალდამცველი უზრუნველყოფს.

თენგიზ შარმანაშვილი

15 ივნისი 2026, 11:13

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: საქართველო აგრძელებს ლიდერობას ნებისმიერი მიმართულებით. დემოკრატიის, მმართველობის, გამჭვირვალობის და ეკონომიკური განვითარების ინდექსით

საქართველო აგრძელებს ლიდერობას ნებისმიერი მიმართულებით. დემოკრატიის, მმართველობის, გამჭვირვალობის და ეკონომიკური განვითარების ინდექსით, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

15 ივნისი 2026, 11:09

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მაისის თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 642 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 642 ფაქტი გამოავლინეს.

15 ივნისი 2026, 11:06

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: მთავარი, რაც დღეს ახალგაზრდებთან საუბარში იკვეთება, არის სურვილი, საკუთარი შესაძლებლობები, რუსთავს მოახმარონ

რუსთავის მერიაში სტუდენტური პროგრამის „მართე შენი ქალაქი“ ახალი - მეთორმეტე ეტაპი გაიხსნა. პროექტის მონაწილეებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან ანა ნელი ჩხარტიშვილთან ერთად შეხვდა.

15 ივნისი 2026, 11:05

მსოფლიო

აშშ-ში ავიაკატასტროფას 12 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, მისურის შტატში თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა ბატლერის აეროპორტთან მოხდა. ინციდენტის შედეგად ბორტზე მყოფი 11 პარაშუტისტი და პილოტი დაიღუპა.

მარიუს ბორგ ჰოიბი

15 ივნისი 2026, 10:57

მსოფლიო

ნორვეგიის კრონპრინცესის ვაჟი გაუპატიურების 2 ეპიზოდში დამნაშავედ ცნეს და პატიმრობა მიუსაჯეს

ოსლოს საოლქო სასამართლოს 250-ე დარბაზის სამმა მოსამართლემ ის გაუპატიურების სხვა 2 ეპიზოდში გაამართლა, თუმცა დამნაშავედ ცნო მრავალ სხვა სამართალდარღვევაში, რომლებშიც ბრალი ედებოდა.

15 ივნისი 2026, 10:46

სამართალი

სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში ე.წ. მაინერები ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 76 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

15 ივნისი 2026, 10:42

საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი სასაზღვრო პოლიციას ეწვია

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით თამაზაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს სამუშაო სივრცე და აღჭურვილობა დაათვალიერებინა. მინისტრი, ასევე, დაესწრო ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ სწავლებას, რომელიც მოიცავდა ტაქტიკური, საცეცხლე და სამთო მომზადების სხვადასხვა კომპონენტებს.

15 ივნისი 2026, 10:41

სამართალი

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

15 ივნისი 2026, 10:39

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

15 ივნისი 2026, 10:38

სამართალი

საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს.

15 ივნისი 2026, 10:27

ტაბლოიდი

იზმირში კატამ „რომეო და ჯულიეტას“ ფინალი ჩაშალა და ვარსკვლავი გახდა🐱

სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები კატის მონაწილეობით, რომელიც სპექტაკლ „რომეო და ჯულიეტას“ ყველაზე დრამატულ მომენტში თეატრის სცენაზე გავიდა.

15 ივნისი 2026, 09:57

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს.

რობერტ ქოჩარიანი

15 ივნისი 2026, 09:57

მსოფლიო

რობერტ ქოჩარიანს სომხეთიდან გასვლა აუკრძალეს

თითქმის პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელებში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც სომხეთში 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ქრთამის აღების მცდელობებზე ისაუბრა და კორუმპირებული პირების დევნა დააანონსა, თუმცა მათი სახელები არ დაუკონკრეტებია.

ლევან მაჭავარიანი

15 ივნისი 2026, 09:55

პოლიტიკა

მაჭავარიანი: მათ სურთ, პოლიციელებს „მწამებლების“ იარლიყი მიაწებონ და პოლიციელობა სამარცხვინო პროფესიად დაბრენდონ. ჩვენი პოლიციელები მოქმედებენ გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ევროპის წამყვანი ქვეყნების სამართალდამცველები - ჩვენი ქვეყნის სამართალდამცველებო, თქვენ ხართ გმირები

იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში ჩვენმა სამართალდამცველებმა რადიკალური ოპოზიციისა და მათი უცხოელი პატრონების ხუთი რევოლუციური სცენარი გაანეიტრალეს და ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი საფრთხე აარიდეს თავიდან, ამ მავნებლებმა თავიანთ მედიასაშუალებებთან ერთად ჩვენი გმირი პოლიციელების გაშავების კამპანია დაიწყეს, - წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

15 ივნისი 2026, 09:48

საზოგადოება

კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, კოორდინირებული მმართველობის რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგი ეფუძნება ბეტსელმანის ფონდის გლობალურ გამოკვლევას თემებზე: „რამდენად შეუძლია მთავრობას კონფლიქტური მიზნების კოორდინაცია თანმიმდევრულ პოლიტიკაში?” და „რამდენად ეფექტურად ავსებენ არაფორმალური კოორდინაციის მექანიზმები სამინისტროებს შორის კოორდინაციის ფორმალურ მექანიზმებს?

15 ივნისი 2026, 09:46

მსოფლიო

აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ნავთობის ფასები ეცემა

გლობალური ნავთობის ეტალონის, „Brent“-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი 4.8%-ით შემცირდა და ბარელზე $83.18 შეადგინა, ხოლო ამერიკულ ბირჟებზე ვაჭრობისას ნავთობის ფასმა 5.6%-ით დაიკლო და $80.13-ზე ჩამოვიდა.

15 ივნისი 2026, 09:32

მსოფლიო

სომხეთის ცესკომ არჩევნების საბოლოო შედეგები აქციის ფონზე გამოაცხადა

პრო​რუსი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის ბლოკს „ძლიერ სომხეთს“ 23,27% ერგო. 9,92%- ით მესამე ადგილზე ექს-პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ გავიდა. ​მილიარდერის, გაგიკ ცარუკიანის პარტია კი პარლამენტს გარეთ დარჩა. პოლიტიკურმა ძალამ 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

15 ივნისი 2026, 09:29

მსოფლიო

ჟენევაში „დიდი შვიდეულის“ საწინააღმდეგო დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

დემონსტრანტებმა „დიდი შვიდეულის“ სამიტს მდიდრების შეხვედრა უწოდეს, მათი მტკიცებით ლიდერები მშვიდობაზე ზრუნვის ნაცვლად, ხალხზე ფულით და ძალაუფლებით ზეწოლას ახდენენ. აღსანიშნავია რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტის მთავარი თემები, ირანსა და უკრაინაში ომის მოგვარების გზები იქნება.