imedi /  22 ნოემბერი 2019, 11:19 / სანდო წყარო

ქუთაისში აქციის მონაწილეებმა მაჟორიტარი დეპუტატის კაბინეტს ბოქლომი ვერ დაადეს

აქციის მონაწილეებმა ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარზე ბოქლომის დადება ვერ მოახერხეს. მაჟორიტარი დეპუტატის მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს კარების დაბოქლომების საშუალება არ მისცეს. ამას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, კარებს სხვა დროს მშვიდ ვითარებაში დაადებენ ბოქლომს. ადგილზე იმყოფება თავად ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე.

ოპოზიციის აქტივისტები რამდენიმე დღეა მართავენ აქციას „მაინც დაგაბოქლომებთ“. მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და მთავრობის გადადგომაა. გარდა ამისა, ისინი პარლამენტთან დაკავებულებისთვის პატიმრობის მისჯას აპროტესტებენ.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.  

18 ნოემბერს აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სულ 37 ადამიანი დააკავეს. 18 ნოემბერს სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები მოხსნა და ბარიკადებისგან გაათავისუფლა, ასევე რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაწმინდა. 

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

24 მაისი 2026, 20:39

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში მიმოიხილავს რუსეთის მიერ თავისი ბაზრის შეზღუდვას სომხური პროდუქციისთვის. ანალიტიკოსის აზრით, ესაა პირდაპირი გზავნილი ერევნისთვის, რათა შეცვალონ გეოპოლიტიკური კურსი.

24 მაისი 2026, 20:30

პოლიტიკა

სადაც მოზარდია და სადაც ჯანმრთელობაა, იქ არ არსებობს „ჩვენიანი“ და „თქვენიანი“. იქ მხოლოდ ღირსება და უანგარო თანადგომა უნდა არსებობდეს. დღეს ვხედავთ სრულიად საპირისპიროს. მცდელობას, რომ სახელმწიფოსა და პაციენტებს შორის ხელოვნური ბარიერები აღიმართოს - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც პოლიტიკური თამაშები, სუბიექტური მიზნებით დივიდენდების მისაღებად დაგეგმილი პიარსვლები თუ პირადი ამბიციები, უბრალოდ დანაშაულის ტოლფასია და ეს ზღვარი, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე გადის, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებზე საუბრისას.

24 მაისი 2026, 20:25

პოლიტიკა

დანიის მოვლენები, ირაკლი კობახიძის ღია წერილი და ევროპის ორმაგი სახე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ევროპული ღირებულებების გამოცდა ევროკავშირმა რომ ვერ ჩააბარა, ეს ყველაზე უკეთ თავად რიგითი ევროპელების დამოკიდებულებაში და საკუთარი ხელისუფლებების მიმართ ნეგატიურ შეფასებებში ჩანს. სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში საქართველო არ ერევა, მაგრამ ძალადობის დაგმობას საზღვრები არ სჭირდება, ისევე როგორც იმის აღიარებას, რომ ევრობიუროკრატიამ ევროპული ფასეულობები მიწასთან გაასწორა.

ლაშა დოლიძე

24 მაისი 2026, 18:34

საზოგადოება

ლაშა დოლიძე: 26 მაისს სოფლის განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება რუსთავში, დაცული ტერიტორიების სააგენტო - ქალაქ ფოთში, ხოლო ღვინის ეროვნული სააგენტო - ქალაქ ამბროლაურში

26 მაისს სოფლის განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება რუსთავში, დაცული ტერიტორიების სააგენტო - ქალაქ ფოთში, ხოლო ღვინის ეროვნული სააგენტო - ქალაქ ამბროლაურში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გასამართ ღონისძიებებზე საუბრისას.

ბაჩო ოდიშარია

24 მაისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში - ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა „ქართული ოცნების“ გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ

ძალიან გამიხარდა, როცა 2024-ში „ქართული ოცნების“ სია გამოქვეყნდა და იქ ვარლამ ლიპარტელიანიც იყო, ლაშა ტალახაძეც და გენო პეტრიაშვილიც, იმიტომ, რომ პირველ რიგში, თქვენ ხართ ის ადამიანები და ქართული სპორტის ბურჯები, ჩვენი ქვეყნის დროშის და ჰიმნის მსოფლიო ასპარეზზე გამტანი, - განაცხადა კინომცოდნე ბაჩო ოდიშარიამ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე.

ლაშა ბერულავა

24 მაისი 2026, 17:47

პოლიტიკა

ლაშა ბერულავა: გიორგი კარბელაშვილი ისევ ენმ-ს წარმოადგენს? - სამარცხვინოა, იმ ინციდენტის გამო, სადაც ტაქსის მძღოლს ძველბიჭური გარჩევები მოუწყო, მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“ - იქნებ, არ იცი, ამ ბიჭის მსგავსი მოქალაქეების ხმების დამსახურება იყო შენი დეპუტატობა?

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, პარლამენტის ყოფილ წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კარბელაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან ტაქსის მძღოლს „ძველბიჭური გარჩევები მოუწყო არაფრის გამო, ბოლოს კი მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“

24 მაისი 2026, 17:32

კულტურა

თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

კახა კალაძემ საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორ ლიკა ჭკუასელთან ერთად დაათვალიერა გამოფენა-ბაზრობა, რომელშიც, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური გალერეები და დამოუკიდებელი ხელოვანები მონაწილეობენ.

ემანუელ მაკრონი/ალექსანდრ ლუკაშენკო

24 მაისი 2026, 17:21

მსოფლიო

ემანუელ მაკრონსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის მიერ უკრაინაზე მიყენებული დარტყმების შემდეგ, მაკრონმა ლუკაშენკოს დაურეკა. ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სატელეფონო საუბარი ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა. ლიდერებმა რეგიონული პრობლემები და ბელარუსისა და ევროკავშირის, კერძოდ კი საფრანგეთის ურთიერთობები განიხილეს.

24 მაისი 2026, 17:09

მსოფლიო

ზელენსკიმ კიევში რუსეთის იერიშის შედეგად დაშავებული ერთ-ერთ რაიონი მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსულმა ძალებმა სამი რაკეტა გაუშვეს წყალმომარაგების ობიექტის მიმართულებით, გადაწვეს ბაზარი, დააზიანეს ათობით საცხოვრებელი სახლი, სკოლა, გაუშვეს „ორეშნიკი“ ბილა-ცერკვას მიმართულებით. მოგვიანებით კი მომხდარის ფონზე დასავლეთის მიერ რუსეთზე ზეწოლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა

24 მაისი 2026, 16:19

რეგიონი

ათენის დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა თევდორაძის პროექტის „მოუსმინე შენი ქალაქის ემიგრანტს“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს ვარლამ წიკლაურს და ათენში მცხოვრები ქართველ ემიგრანტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ათენის დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა თევდორაძის პროექტის „მოუსმინე შენი ქალაქის ემიგრანტს“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს ვარლამ წიკლაურს და ათენში მცხოვრები ქართველ ემიგრანტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

24 მაისი 2026, 16:16

საზოგადოება

თბილისის N199 სკოლა ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებულია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ყოველწლიური საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ 2026 წლის გამარჯვებული თბილისის N199 სკოლის გუნდი გახდა. მეორე საპრიზო ადგილი თბილისის რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის მოსწავლეებმა დაიკავეს, მესამე ადგილზე კი ხონის N1 საჯარო სკოლის წარმომადგენლები გავიდნენ, - ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

24 მაისი 2026, 15:54

პოლიტიკა

რუსთავში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს განაგრძობს. დღეს ღონისძიებას მე-7 რეგიონი მასპინძლობს. კონფერენცია რუსთავში, ქვემო ქართლის რეგიონის ახალგაზრდებთან გაიმართა, რომელსაც სტუმრის სტატუსით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი ესწრებოდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

24 მაისი 2026, 15:28

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ირანს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება არ უნდა მიეცეს

„ევროპა კვლავაც გააგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას, რათა ეს მომენტი გრძელვადიანი დიპლომატიური გადაწყვეტისთვის იქნას გამოყენებული“, - წერს ფონ დერ ლაიენი.

24 მაისი 2026, 15:11

სამართალი

პროკურატურამ თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს თბილისში, წერეთლის გამზირზე, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას დანით, გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა დაზარალებულს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

24 მაისი 2026, 15:09

საზოგადოება

მუნიციპალური განვითარების ფონდი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს

„რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მუნიციპალური განვითარების ფონდი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს რათა ქვეყანა რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ღირსეულად შეხვდეს“,- განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ.

შიო მესამე

24 მაისი 2026, 15:09

საზოგადოება

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა და ზიარების მნიშვნელობაზე იქადაგა. უწმინდესისა და უნეტარესის თქმით, წმინდა საიდუმლოს მიღებით, ადამიანი ქრისტეს ერთიანი სხეული წევრი ხდება და სხვა ადამიანებთანაც ერთიანდება.

მეუფე დანიელი

24 მაისი 2026, 14:56

საზოგადოება

მეუფე დანიელი: ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, სვეტიცხოვლობას ამ დიდი თარიღის დაგვირგვინება იქნება

ეკლესია საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. პროგრამა, რომელიც 12 მაისს დაიწყო, 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება და 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასრულდება. გაიმართება ეკლესია-მონასტრებიდან ფეხით მსვლელობები, კულტურული, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

24 მაისი 2026, 14:46

მსოფლიო

საფრანგეთში ნალექიანი ამინდი მაისისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურით შეიცვალა

ევროპაში ნალექიანი და ცივი ამინდის შემდეგ მკვეთრად დაცხა. საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურამ 30 გრადუსამდე მოიმატა, რაც ამ სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალია და მეტეოროლოგები კიდევ უფრო მატებას პროგნოზირებენ. მოულოდნელი და მკვეთრი დათბობის ფონზე პარიზელები გაგრილებას შადრევნებთან და სენას სანაპიროზე ცდილობენ. მდინარეში ცურვის აკრძალვის მიუხედავად რამდენიმე ადამიანი სენაში გასაგრილებლად ხიდიდან გადახტა.

კაია კალასი

24 მაისი 2026, 14:42

მსოფლიო

კაია კალასი: „ორეშნიკით“ დარტყმები მსოფლიოს ბირთვული ომის ზღვარზე აყენებს

რუსეთი ბრძოლის ველზე ჩიხში შევიდა, რის გამოც უკრაინას ქალაქების ცენტრებზე მიზანმიმართული დარტყმებით ატერორებს. ეს არის ამაზრზენი ტერორისტული აქტები, რომელთა მიზანიც რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაა, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა უკრაინაზე განხორციელებული ღამის დარტყმების კომენტირებისას.

ვარლამ ლიპარტელიანი

24 მაისი 2026, 14:40

პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: ქვემო ქართლში ძალიან მაგარი შეხვედრა გამოვიდა. ახალგაზრდებს მადლობა მინდა, ვუთხრა ჩართულობისთვის და აქტიურობისთვის

ძალიან მაგარი შეხვედრა გამოვიდა ქვემო ქართლში. ახალგაზრდებს მადლობა მინდა, ვუთხრა ჩართულობისთვის და აქტიურობისთვის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.