imedi /  10 დეკემბერი 2019, 23:03 / სანდო წყარო

ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

ქიბარ ხალვაში

ქიბარ ხალვაში

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ ბოლო გადაწვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სასამართლომ ძმები ყარამანიშვილების საჩივრის განხილვა დაუშვებლად ცნო.

ქიბარ ხალვაშის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა "რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილ ნარატივს, რომ ქართული სასამართლო "რუსთავი2"-ის საქმესთან დაკავშირებით მიკერძოებული იყო, სიმართლესთან კავშირი არ აქვს და ეს, მხოლოდ მათი პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილი იყო".

"რუსთავი 2"-ის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული არც ერთი უფლება არ დარღვეულა.

ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მივმართე სასამართლოს "რუსთავი 2"-ის წილების დაბრუნების მოთხოვნით, ჩემს მიერ წარმოებულ დავასთან დაკავშირებით საზოგადოებამ მოისმინა უამრავი ტყუილი, რაც  სამწუხაროდ, სწორედ "რუსთავი2"-ის ეთერით ვრცელდებოდა. დღეს ყველა დარწმუნდა, რომ განცხადებები სასამართლოს მიკერძოებულობასთან, მხარის უფლებების შეზღუდვასთან, სახელმწიფოს ჩარევასთან დაკავშირებით ტყუილი აღმოჩნდა, რომ არაფერი ვთქვათ სტრასბურგის სასამართლოში გადაწყვეტილების გამომტანი პალატის მოსამართლეების დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობებზე.

თითქმის ხუთი თვეა გასული მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ბოლომდე გაიზიარა და ტელეკომპანია "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა.  ამას მოჰყვა არხისათვის ძალიან მტკივნეული პროცესი, როდესაც, რამდენიმე ათეულმა ჟურნალისტმა ტელეკომპანია დატოვა. ამის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, მიზანმიმართულად ანგრევდა "რუსთავი 2"-ს, არხის ქონებას პირადი კომფორტის შესაქმნელად და საკუთარი გარემოცვისთვის სარგებლის მისაღებად ანიავებდა. ცხადი გახდა, რომ ნიკა გვარამიასთვის, "რუსთავი 2" მხოლოდ სხვისთვის წართმეული იარაღი იყო, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდის ინსტრუმენტად იყენებდა, ამის პარალელურად კი, 2015 წლიდან ახალი არხის შესაქმნელად საფუძველს ამზადებდა, რადგანაც იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, სამართალი აღსრულდებოდა და "რუსთავი 2" მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდებოდა.

მე და ჩემს გუნდს, სწორედ, ამ ვითარებაში მოგვიწია ტელეკომპანიის გადაბარება. ჩვენ მივედით ვალებში ჩაძირულ არხზე, სადაც განადგურებული იყო ტელეკომპანიის ფინანსური მდგრადობა და განიავებული იყო ქონება.

ჩვენ ურთულეს ვითარებაში დავიწყეთ ტელევიზიის ხელახლა მშენებლობა. არხის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი მუშაობით, აუცილებლად კიდევ ერთხელ შევქმნით იმ "რუსთავი 2"-ს, რომლის თითოეულ გადაცემას ელოდა ჩვენი ქვეყნის მთელი მოსახლეობა.

საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ 2017 წლის მარტში, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ  დროებითი ღონისძიება გამოიყენა, მე წერილობით მივეცი პირობა სასამართლოს, რომ არ ვაპირებდი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას და ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვას. ეს პირობა არაერთხელ გავიმეორე, დავპირდი არხის ჟურნალისტებს და სხვა თანამშრომლებს. იმედი მაქვს, საზოგადოება ხედავს, რომ ჩემი პირობის ერთგული დავრჩი. მაყურებელი ხედავს, რომ არხმა შეინარჩუნა კრიტიკულობა, ამასთანავე, პარტიული დავალებებისგან გათავისუფლებული, არ ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას და არ ახდენს ფაქტებით მანიპულაციას.

მე ჩემი პირობის ერთგული ვრჩები - "რუსთავი 2" არის და იქნება ყველაზე ობიექტური, თუმცა ამავდროულად კრიტიკული, საუკეთესო არხი საქართველოში, რომელიც არა ვინმეს პროპაგანდისტული იდეების გამტარი, არამედ ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ოჯახი იქნება", - წერია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.

18 ივლისს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება. 

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. წილის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ცდილობდა. ამავდროულად, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პრეტენზიას თავდაპირველი დამფუძნებლები - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალიც აცხადებდნენ. მათი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა წილები ძალით დაათმობინეს.

სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა. 

ყველა სიახლე

16 აგვისტო 2026, 17:55

საზოგადოება

„STEAM ბანაკი 2026“-ის სამივე ნაკადში 300 მოსწავლე მონაწილეობდა

დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ბანაკი აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, ხელოვნებას, დიზაინს და მათემატიკას და მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების პროგრამირების საწყისებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესებას, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

16 აგვისტო 2026, 17:33

რეგიონი

ცაგერში ქართველი შემსრულებლების კონცერტი გაიმართა

მსმენელის წინაშე გიორგი შავლაშვილი, ენრიკო ჯანელიძე, ჯგუფები „დრონი“, „ალეგრო“, „ბანი“ და „გუფი ლენდი“ წარდგნენ.

16 აგვისტო 2026, 17:30

კულტურა

პოლონეთში ღვთისმშობლის ევროპაში ყველაზე მაღალი ქანდაკება აღმართეს

პოლონეთის სოფელ კონოტოპში ღვთისმშობლის ქანდაკება აღმართეს, რომლის სიმაღლეც კვარცხლბეკთან ერთად 55,6 მეტრს შეადგენს. ეს ევროპაში ღვთისმშობლის ყველაზე მაღალი ქანდაკებაა.

16 აგვისტო 2026, 17:19

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურები დასრულდა

სუს-ის მიერ გაშიფრული დანაშაულებრივი სქემა სისხლის სამართლის ორ საქმეს მოიცავს. პირველი საქმის ფარგლებში დაკავებულია თურქეთის ერთი და საქართველოს 4 მოქალაქე. ისინი თურქეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ყოფნის კანონიერი ვადა გასდიოდა, 14500 დოლარის სანაცვლოდ ბინადრობის უფლების მოპოვებაში დახმარებას დაჰპირდნენ. მათ დანაპირები ვერ შეასრულეს, რის შემდეგაც ამავე მოქალაქეს 3 ათასი დოლარის სანაცვლოდ დაეხმარნენ, კანონის გვერდის ავლით გაეხანგრძლივებინა ქვეყანაში ყოფნის ვადები.

16 აგვისტო 2026, 17:18

მსოფლიო

ირანელი დეპუტატი: ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით გაუთავებელი მუქარის ნაცვლად, დონალდ ტრამპმა საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იდარდოს

„შესაძლოა შეიქმნას პირობები, როდესაც ის თავად იძულებული გახდება, უსაფრთხოების მიზნით, საკვების გადამზიდ სატვირთო მანქანაში დაიმალოს“, - დაწერა აზიზიმ სოციალურ ქსელში.

16 აგვისტო 2026, 17:12

მსოფლიო

Times: ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინა რუსეთზე შეტევებისთვის ბრიტანული წარმოების დრონებს აქტიურად იყენებს

გამოცემის ცნობით, მთავარ სამიზნეებს შორის რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და სამხედრო-სამრეწველო ობიექტები მოხვდა. ბრიტანული დრონებით თავდასხმა განხორციელდა მოსკოვის ოლქში მდებარე ობიექტებზე, იაროსლავლის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებსა და ვოლგოგრადის ინფრასტრუქტურაზე.

16 აგვისტო 2026, 17:08

მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

უკრაინაში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტთა დარტყმებს კრივი რიჰში 2 ადამიანი ემსხვერპლა და 14 დაშავდა. ერთი ადამიანი დაიღუპა სარაკეტო დარტყმის შედეგად სუმის ოლქში.

16 აგვისტო 2026, 17:06

მსოფლიო

ესპანეთის საჰაერო ძალებმა რუმინეთში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდეს

ესპანეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა რუმინეთში უცნობი დრონი ჩამოაგდო, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონის ნამსხვრევები ორ სოფელს შორის მდებარე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ლადო სადღობელაშვილი

16 აგვისტო 2026, 17:03

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე - რა არის ეს თუ არა შერიგების პროცესის საბოტაჟი?!

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

16 აგვისტო 2026, 16:59

მსოფლიო

ჰავაიზე ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა

ჰავაის ქარიშხალი „ლალა“ დაატყდა თავს. სტიქიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. 60 ათასზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ლიზა გეგეჭკორი

16 აგვისტო 2026, 16:58

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: რეინტეგრაცია სწორედ იმაზე უნდა იდგეს, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოსთან თანაცხოვრება უფრო უსაფრთხო და სასარგებლო პერსპექტივად ეჩვენებოდეთ, ვიდრე იზოლაცია და რუსეთზე სრული დამოკიდებულება, ამიტომ 300 ტონა ბენზინზე მეტად საინტერესოა პატარა ადამიანების პატარა მასკარადის დადგმის მცდელობა, რომელიც ამ ამბავმა გააჩინა

აფხაზეთში საწვავის შეტანას რაც შეეხება, ყველაზე საინტერესო ამ ამბავში არც 300 ტონა ბენზინია და არც ის ტექნიკური დავა, ბენზინი შევიდა თუ დიზელი. ბევრად საინტერესოა პოლიტიკური პრეცედენტი, რომელიც ამ ფაქტმა შექმნა, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

პროკურატურა

16 აგვისტო 2026, 16:44

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულ უცხო ქვეყნის ერთ და საქართველოს ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

ზურაბ ქადაგიძე

16 აგვისტო 2026, 16:42

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: საქართველო გაერთიანდება და დეოკუპაცია მხოლოდ გააზრებული და ეროვნული პოლიტიკითაა შესაძლებელი, ხოლო საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ აგენტურას ქართველი ხალხი მკაცრ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს

პარტია “ხალხის ძალის” წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გია ბარამიძის ბოლოდროინდელ განცხადებებსა და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკას. ქადაგიძე წერს, რომ ქართული ოპოზიცია აფხაზეთში საწვავის გაგზავნას რუსეთის დახმარებად ნათლავს, რაც რეალურად ჰუმანიტარული დიალოგის საბოტაჟია. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ქვეყნის გამთლიანება იწყება ელემენტარული ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ხიდების მშენებლობით.

გიორგი ფხაკაძე

16 აგვისტო 2026, 15:42

პოლიტიკა

გიორგი ფხაკაძე: აფხაზეთი არის საქართველო, ვინც არ იცის, შეგახსენებთ! თუ ზუგდიდიდან სოხუმში გადავიდა ნავთობი, გადავიდა საქართველოს ერთი რეგიონიდან, მეორე რეგიონში. მე, პირიქით, მივესალმები, რომ აფხაზეთთან ვაჭრობა გაძლიერდეს

ეგ არის მთელი უბედურება, რომ ოპოზიციაშიც არ არიან ადამიანები… გამოდიან და რაღაც სისულელეებს ბოდავენ წყალდიდობის თემა დამთავრდა, უკვე აღარ აინტერესებთ და ახლა -ქართული ნავთობი მიდის აფხაზეთშიო. ისე, ინფორმაციისთვის, აფხაზეთი საქართველო არის და რა ვიცი, რა პრობლემაა აფხაზეთში თუ წავიდა ჩვენი ნავთობი? ისიც ჩვენია, ჰო? ლოგიკურად რომ მიუდგე. ჩახლართულები არიან უკვე, არ იციან რა ილაპარაკონ, - აცხადებს ექიმი გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

შაკო კუჭაშვილი

16 აგვისტო 2026, 15:31

პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი ოპოზიციის მხარდამჭერებზე, რომლებიც აფხაზეთში საწვავის შეტანის გამო საქართველოს უკრაინული დრონებით დაბომბვას ითხოვენ: ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძეები - საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო აგრესიის წახალისება არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც შიდა პოლიტიკური ბრძოლის სახეობად უნდა აღვიქვათ, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს

სულ ვფიქრობ რამდენად შორს წავლენ - მეთქი, და აჰა - ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძეები ამჯერად საკუთარი ქვეყნის დრონებით დაბომბვას ითხოვენ, - ასე ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარული ტვირთის სახით საწვავის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის მხარდამჭერთა კომენტარებს სოციალურ ქსელში, რომლებიც საქართველოს მიმართ შესაძლო აგრესიის წახალისებას ცდილობენ.

16 აგვისტო 2026, 15:19

სპორტი

„პსჟ“ დღეს საფრანგეთის სუპერთასისთვის „ლანსს“ შეებრძოლება

„პსჟ-მ“ ტიტულისთვის ბრძოლის უფლება საფრანგეთის ჩემპიონის რანგში მოიპოვა, „ლანსი“ კი ქვეყნის თასის მფლობელია.

16 აგვისტო 2026, 14:34

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი შვებულებაში ჰიდროციკლით სეირნობის გამო გააკრიტიკეს

ემანუელ მაკრონი კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფოტოგრაფებმა ის საფრანგეთის რივეირაზე ჰიდროციკლით სეირნობისას დააფიქსირეს. რივიერაზე გატარებული შვებულების გამო ოპოზიციამ მაკრონი მწვავედ გააკრიტიკა.

16 აგვისტო 2026, 14:33

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

16 აგვისტო 2026, 14:28

საზოგადოება

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი: ცალკეული ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე პროცესს

ცალკეული მუდმივმოქმედი ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე მასშტაბურ და უპრეცედენტო პროცესს, - წერია გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის განცხადებაში.

16 აგვისტო 2026, 14:27

მსოფლიო

INSA: გერმანიის მმართველი კოალიციის რეიტინგი 5 წლიან მინიმუმამდე დაეცა

გერმანიის მმართველი კოალიციის რეიტინგი 5 წლიან მინიმუმამდე დაეცა. სოციოლოგიური ინსტიტუტის, INSA-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა და ქრისტიან-სოციალურ კავშირს მხარს რესპონდენტთა 20% უჭერს.