16 აგვისტო 2026, 14:28 / სანდო წყარო

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი: ცალკეული ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე პროცესს

ცალკეული მუდმივმოქმედი ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე მასშტაბურ და უპრეცედენტო პროცესს, - წერია გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის განცხადებაში.

გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს, გამოეხმაუროს ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციულ ცნობებს გელათში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების თაობაზე.

„სამწუხაროდ, ცალკეული მუდმივმოქმედი ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე მასშტაბურ და უპრეცედენტო პროცესს. საზოგადოებისადმი პატივისცემისა და სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, წარმოგიდგენთ დეტალურ განმარტებებს გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, დეზინფორმაციული კამპანიის ავტორების მხრიდან არის მცდელობა ეჭვქვეშ დადგეს კათედრალის დროებითი გადახურვის მართებულობის საკითხი და ვრცელდება უღირსი ცნობები, თითქოს ტაძარი ე.წ. „ცელოფნით“ არის გადახურული. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გელათის ღმრთისმშობლის შობის სახელობის კათედრალის ერთიანი დროებითი გადახურვა 2020 წლიდან წარმოადგენდა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის (WHC) პირდაპირ და მკაფიო ერთ – ერთ მთავარ მოთხოვნას. ქართველი სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი 19 და ერთიც იტალიური ჯგუფის მიერ შეთავაზებული საპროექტო წინადადებიდან, მხოლოდ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ხელმძღვანელობითა და ქართველი და გერმანელი სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებული სტრუქტურის პროექტი აღმოჩნდა რეალურად განხორციელებადი, რომელიც ყველა ურთულეს გამოწვევას პასუხობს. საგულისხმოა, რომ აღნიშნულმა განხორციელებულმა პროექტმა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. რაც შეეხება უშუალოდ გადასახურ მასალას, იგი წარმოადგენს PVC ტიპის მაღალტექნოლოგიური ქსოვილს, რომელიც სამი თვის განმავლობაში სპეციალურად გელათისათვის იქსოვებოდა გერმანიაში, შესაბამის საწარმოში და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო საკონსერვაციო სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ არა ერთიანი დროებითი გადახურვა, შეუძლებელი იქნებოდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის უხარისხო გადახურვების მოხსნა და იმ სველი ინერტული მასალის ამოღება, რომელსაც დღეს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი ახორციელებს.

ასევე, უსაფუძვლოა მტკიცებები ინტერიერსა და კედლის მხატვრობასთან დაკავშირებით, თითქოს ტაძრის შიგნით ფრესკების მასობრივი ცვენა მიმდინარეობს. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ აქვს. ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და მიმდინარეობს გეგმური, ეტაპობრივი კონსერვაციის პროცესი. ამასთან, გავრცელებული წერილი, რომლის ავტორიც თავს „გელათის სტიქაროსნად“ მოიხსენიებს, შეიცავს ცრუ ინფორმაციებს, ხოლო აღნიშნული პიროვნება საერთოდ არ წარმოადგენს მონასტრის სტიქაროსანს ან მსახური სასულიერო პირების მრევლს. ამავე კონტექსტში გაჟღერდა მცდარი მოსაზრებები სადრენაჟე სისტემასთან დაკავშირებითაც. ისტორიული და არქეოლოგიური რეალობა ისაა, რომ წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის დროინდელმა სადრენაჟე არხებმა ფუნქციონირება შეწყვიტა 1510 წელს, ოსმალთა მიერ მონასტრის გადაწვის შემდეგ, რაც დასტურდება მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებით — სადრენაჟე სისტემა საუკუნეების განმავლობაში გამოვსებული იყო მიწით, ნაცრითა და ნახშირით.

გელათის რეაბილიტაციის პროცესებისადმი სუბიექტურად და ტენდეციურად განწყობილ გარკვეულ წრეებში არასწორი აღქმა შეიქმნა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის მიმართაც, რომელიც ტაძრების მიკროკლიმატის კვლევას ეხება. ჩვენთვის უცნობია ანგარიშის კრიტიკოსთა კომპეტენცია კლიმატოლოგიის კუთხით, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ , რომ ზემოხსენებული კვლევის ავტორია იტალიელი პროფესორი დარიო კამუფო — კულტურული მემკვიდრეობის მიკროკლიმატის კვლევის სამეცნიერო დისციპლინის აღიარებული ფუძემდებელი, რომლის სახელმძღვანელოებითაც კლიმატოლოგიის დარგის სპეციალობებზე ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობენ. შესაბამისად, გაუგებარია ბატონი კამუფოს ანგარიშში მოყვანილი სამეცნიერო მსჯელობების საფრთხის შემცველად მიჩნევა, რეალობა კი ის არის, რომ კლიმატოლოგიური პრობლემა, რომელიც გელათის კათედრალს აღენიშნება (და რომელიც საუკუნეების მანძილზე პროგრესირებს), ტიპიურია ყველა დიდი კათედრალისთვის, კერძოდ: იმდენად, რამდენადაც გაზაფხულზე ტემპერატურა იზრდება და იწყება ინტენსიური დათბობა, ამ დროს კი ტაძრის კედლები რომელთა სისქეც 170 სმ-ია, ზამთრის სიცივეს ინარჩუნებს და როდესაც მზისგან გამთბარი ჰაერი ინტერიერში შეედინება, ხდება ტაძრის იატაკისა და კედლების (დაახლოებით 70 სმ. სიმაღლემდე) დატენიანება/კონდესირება. ფიზიკის საკითხია, რომ სითბოსა სიცივის შეხებისას ჰაერში არსებული ტენი განიცდის კონდესაციას და მკვეთრი კონტრასტის დროს ნამის წვეთებიც კი წარმოიქმნება. ამიტომ, ერთ-ერთ აპრობირებულ გამოსავლად პროფესორი კამუფო იატაკის ნელ-ნელა შეთბობას გვთავაზობს, გაზაფხულის დათბობიდან ზაფხულის შუა პერიოდამდე, მანამ ვიდრე ტაძარის ტემპერატურა და გარე ტემპერატურა ისე არ გათანაბრდება, რომ კონდესაცია აღარ მოხდება.

ხაზგასასმელია, რომ პროფესორ კამუფოს მიერ დასაშვებ მეთოდად დასახელებული იატაკის რეგულირებადი შეთბობა ჯერ მხოლოდ პირველადი სამუშაო ჰიპოთეზაა, რომელსაც ესაჭიროება შემდგომი დეტალური კვლევა და მრავალმხრივი დამუშავება. მსგავსი ტექნოლოგია წარმატებით არის დანერგილი ევროპის მრავალ ისტორიულ ტაძარში ტემპერატურული ცვალებადობით გამოწვეული კონდენსაციის პრევენციის მიზნით. გაუგებრობას იწვევს იტალიურ ინსტიტუტთან — Opificio delle Pietre Dure-თან გაფორმებულ მემორანდუმზე რეაგირებაც. ბრალდება, თითქოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული რესტავრაციის ცენტრი ჩამოგვყავს ძეგლზე „ექსპერიმენტების“ ჩასატარებლად, ელემენტარული პროფესიული უმეცრება ან პროპაგანდაა. პროექტში გამოყენებული საერთაშორისო ტერმინი „Pilot restoration“ ნიშნავს საპილოტე (საცდელ) რესტავრაციას და არა ექსპერიმენტს. კედლის მხატვრობის რესტავრაციისას ეს გახლავთ მიღებული სტანდარტი: მთლიანი ფრესკის დამუშავებამდე, უმცირეს და ნაკლებად შესამჩნევ მონაკვეთზე მოწმდება საკონსერვაციო ხსნარებისა და მეთოდების უსაფრთხოება, და მხოლოდ დადებითი შედეგის მიღების შემდეგ იწყება სრულმასშტაბიანი პროცესი.

ცინიკური და ფარისევლურია მათი მხრიდან გელათის მოზაიკაზე დიდი გულისტკივილით საუბარი, რადგან ჯერ კიდევ 1989 წელს, ბატონი კარლო ბაკურაძე, რომელმაც გელათის ღმრთისმშობლის კომპოზიციის მოზაიკას გადამრჩენი რესტავრაცია ჩაუტარა, წერს, რომ მოზაიკის კომპოზიცია 85%-ით არის მოშორებული საფუძველს. 1990 წლიდან, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტამდე, არავის უზრუნია გელათის უნიკალური მოზაიკის მდგომარეობის შესწავლაზე. აღნიშნულ მუდმივმოქმედ კრიტიკოსებს, რომლებიც წლების განმავლობაში დარგს ხელმძღვანელობდნენ, არცერთხელ მოუწვევიათ ერთი ექსპერტიც კი, რომ არათუ ხარაჩოდან, არამედ იატაკის დონიდან მაინც შეეფასებინათ უნიკალური მოზაიკის მდგომარეობა, რომელიც როგორც ბატონი კარლო ბაკურაძისა 80-იანი წლებისა და ბატონი რობერტო ნარდის ამჟამინდელი ანგარიშები ცხადყოფს, მოზაიკის დაზიანებების სიმძიმე პრაქტიკულად, იდენტურია. ასევე ცინიკური და ფარისევლურია, საკონსერვაციო სამუშაოების ხარისხზე იმ ადამიანების მხრიდან საუბარი, რომელთა უშუალო ხელმძღვანელობითაც ახლადაშენებულ ბაგრატის ტაძარში, სულ რაღაც ერთ წელიწადში, წყლის ჩადინების მასშტაბური პრობლემები შეიქმნა და ეს პრობლემა დღემდე დგას.

მოვუწოდებთ კონკრეტული სუბიექტური მიზნებისა ამოცანების მქონე რამდენიმე ადამიანისაგან შემდგარ ჯგუფს, თავი შეიკავონ გელათის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოების რეპუტაციული დაზიანების მცდელობებისა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობებისაგან და დაუბრუნდნენ ადამიანური და პროფესიული ეთიკის ნორმებს, ვინაიდან სიცრუემ და ცილისწამებამ მათ უკვე არაერთხელ დააკარგინა სახე. საზოგადოების მართებულად ინფორმირებულობისთვის კი, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო პროცესები უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, სამეცნიერო სიღრმითა და საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობით და შეესაბამება საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელების საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს“, - ნათქვამია გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის განცხადებაში.

ყველა სიახლე

კაია კალასი

12 სექტემბერი 2026, 11:32

მსოფლიო

კაია კალასი: ევროკავშირმა უნდა დაასანქციროს ებრაული დასახლებები ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო დასახლებებთან საქონლით ვაჭრობა უნდა აკრძალოს ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის შემთხვევაში. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 11:30

პოლიტიკა

„იმედმა“ აშშ-ის საელჩოს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ კამპანიაზე შეკითხვა გაუგზავნა

„იმედმა“ ამერიკის საელჩოს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ კამპანიაზე შეკითხვა გაუგზავნა

თორნიკე ჭეიშვილი

12 სექტემბერი 2026, 11:28

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას

ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, მარტა კოსის განცხადების შეფასებისას.

რატი იონათამიშვილი

12 სექტემბერი 2026, 11:19

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს

ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას.

თენგიზ შარმანაშვილი

12 სექტემბერი 2026, 11:19

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: ახლა რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თავში ხელს ირტყამენ, ეს მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა

ახლა რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თავში ხელს ირტყამენ, ეს მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა, - განაცხადა გიორგი ბარამიძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

12 სექტემბერი 2026, 11:07

პოლიტიკა

სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადება. სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

12 სექტემბერი 2026, 10:57

სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა - მათ შორის, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 10:51

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 59 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - კენიის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, განას, ეთიოპიის, უზბეკეთის, ფილიპინების, სუდანის, კამერუნის, ჩინეთის და აზერბაიჯანის მოქალაქე.

12 სექტემბერი 2026, 10:50

მსოფლიო

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ტოლიატისა და ტაგანროგის საწარმოებზე იერიში მიიტანეს

უკრაინულმა ძალებმა 12 სექტემბერს რუსეთის ქალაქებში ტოლიატისა და ტაგანროგში სამრეწველო ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 10:45

საზოგადოება

სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების მიზნით მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა

პანელური დისკუსიების ფარგლებში კონფერენციის მონაწილეებმა ფინანსური განათლების მიმართულებით ეროვნულ ხედვაზე, სკოლებში ფინანსური განათლების ინტეგრირებაზე, მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომ პროგრამებსა და საგანმანათლებლო რესურსებზე იმსჯელეს.

12 სექტემბერი 2026, 10:39

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

12 სექტემბერი 2026, 10:36

მსოფლიო

The New York Times: ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკული დერეფნები სულ უფრო იკეტება

მსოფლიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფნები სულ უფრო რთულად გასავლელი ხდება. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 10:33

საზოგადოება

გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ალექსანდრე იურჩენკო

12 სექტემბერი 2026, 10:11

მსოფლიო

უკრაინული მედია: ზელენსკის პარტიის ყოფილ დეპუტატს ქრთამის აღების საქმეზე 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დეპუტატ ალექსანდრე იურჩენკოს ქრთამის აღების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ირაკლი ნადარეიშვილი

12 სექტემბერი 2026, 09:47

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო დიალოგის სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანია ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა საქართველოში

საქართველოს ურთიერთობებს ჩინეთთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ადგილი უკავია, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პეკინში გამართულ მომსახურებით ვაჭრობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

ვლადიმერ პუტინი

12 სექტემბერი 2026, 09:41

მსოფლიო

ბრიტანული დაზვერვა: უკრაინის ომში რუსეთმა ნახევარი მილიონი სამხედრო დაკარგა

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო დაჭრილების ჩათვლით რუსეთის არმიის საერთო დანაკარგი 1,5 მილიონს აღწევს. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 09:26

პოლიტიკა

ანტიამერიკული პროპაგანდა ოპოზიციის პროპაგანდისტული „ფორმულას“ ეთერში, პრეზიდენტ ტრამპის დაცინვა და მისი დადანაშაულება ამომრჩევლის მოსყიდვაში

რადიკალური ოპოზიციისა და მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში ანტიამერიკული ნარატივების ტირაჟირება გრძელდება.

12 სექტემბერი 2026, 09:04

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 სექტემბერს საქართველოში

12 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +32 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

12 სექტემბერი 2026, 08:32

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ლინდსი გრემის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მომზადებულ კანონპროექტს მომავალი კვირიდან განიხილავს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა მომავალ კვირაში რუსეთზე ფართომასშტაბიანი სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტის განხილვას დაიწყებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 08:00

პოლიტიკა

ახალი სასწავლო წელი განათლების მასშტაბური რეფორმის ფონზე. რა სიახლეებს სთავაზობს სისტემა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს? - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერი“ „იმედზე“

ახალი სასწავლო წელი განათლების მასშტაბური რეფორმის ფონზე. რა სიახლეებს სთავაზობს სისტემა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს?