imedi /  17 დეკემბერი 2019, 11:15 / სანდო წყარო

ზალკალიანი კონგრესმენების მიმართვაზე: ვაშინგტონამდე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ამერიკელი კონგრესმენების საქართველოს პრემიერმინისტრისადმი წერილს გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება მედიასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩების კონფერენციის დაწყებამდე გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესების კრიტიკული შეფასება დეზინფორმაციის შედეგია, თუმცა მსგავსი განცხადებები აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას არ აკნინებს. 

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის რეაგირება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. მათი რჩევები ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ფასეული. ბუნებრივია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის ვაშინგტონამდე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნიორებთან იყოს სწორი კომუნიკაცია, მათ მიეწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორობა ამ განცხადებით არ კნინდება, პირიქით, ჩვენ გვაქვს ორპარტიული მყარი მხარდაჭერა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების, ისე აღმასრულებელ დონეზე. როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა ჩვენი თანამშრომლობა ვაშინგტონთან, რისი დასტურიცაა ის უპრეცედენტო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ერთხმად მიიღეს წარმომადგენლობით პალატაში. დარწმუნებული ვარ, ასევე იქნება მხარდაჭერილი სენატსა და აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან“, - განაცხადა ზალკანიანმა.

ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერის თაოსნობით, საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით 16 დეკემბერს მიმართეს და პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა

ოპოზიცია აქციებს განაგრძობს, პარალელურად საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებს მართავს და მის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ეუთოს დასკვნას ელოდება.

ყველა სიახლე

Delta Air Lines

18 იანვარი 2020, 18:54

მსოფლიო

აშშ-ში მასწავლებლები ავიაკომპანიას თვითმფრინავიდან საწვავის დაღვრის გამო უჩივიან

ინციდენტი 15 იანვარს მოხდა. სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულ დაშვებას ახორციელებდა, წონის შემცირების მიზნით საწვავი 6 ადგილობრივი სკოლის ეზოებში დაღვარა. შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა. მათი უმრავლესობა ბავშვია.

ანაპურნა

18 იანვარი 2020, 18:31

მსოფლიო

ნეპალში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 6 ადამიანი დაიკარგა

ინციდენტი ჰიმალაის მთების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მწვერვალზე, ანაპურნას მთაზე მოხდა. დაკარგულთა შორის ქვეყანაში მოხალისედ ჩასული 4 სამხრეთკორეელი მოსწავლებელი და 2 ადგილობრივი გიდია. სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ცუდი ამინდი ართულებს. ზვავი 3 230 მეტრის სიმაღლეზე ჩამოწვა.

ელექტროენერგია

18 იანვარი 2020, 18:10

ეკონომიკა

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 13 მილიარდ 153.7 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2018 წელს (13 მლრდ 197.8 მლნ კვტ.სთ) მცირედ ჩამორჩება. ესკოს სტატისტიკით, 2019 წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა გაიზარდა 7,8%-ით და 1 მილიარდ 626.5 მილიონი კვტ.სთ შეადგინა.

The Walking Dead: World Beyond

18 იანვარი 2020, 17:50

კულტურა

„მოსიარულე მკვდრების“ ახალი სპინოფი 2020 წლის აპრილში გამოვა

სერიალის სიუჟეტის ცენტრში ზომბი აპოკალიფსის დროს გაზრდილი ბავშვები იქნებიან, რომლებიც კედლებით გარშემორტყმულ თავშესაფარში ცხოვრობენ. მაგრამ მათ ეს უსაფრთხოება ბეზრდებათ და ნამდვილი სამყაროს ნახვას გადაწყვეტენ.

ნორვეგია ტერორისტი

18 იანვარი 2020, 17:30

მსოფლიო

ნორვეგიის მთავრობამ ტერორისტ ქალს ქვეყანაში დაბრუნების უფლება მისცა

ნორვეგიის მმართველ კოალიციაში განხეთქილებაა, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფ ტერორისტ ქალს შვილებთან ერთად ქვეყანაში დაბრუნების უფლება მისცა. Daily Mail-ის ცნობით, 29 წლის ტერორისტი ქალის რეპატრიაცია ერაყიდან მცირეწლოვან შვილებთან ერთად მოხდა.

ბათუმი ზღვა საჩივარი

18 იანვარი 2020, 17:10

საქართველო

საქართველო და უკრაინა რუსეთს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში უჩივიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევს. საუბარია უკანონო ქმედებებზე ოკუპირებულ აფხაზეთში.

ქუთაისის თოჯინების თეატრი

18 იანვარი 2020, 16:34

კულტურა

ქუთაისის თოჯინების თეატრმა 73-ე სეზონი გახსნა

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრმა 73-ე სეზონი გახსნა. თეატრმა რეაბილიტირებულ შენობაში ვაჟა-ფშაველას პიესის „ჩხიკვთა ქორწილის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარმოადგინა. საპრემიერო ჩვენების ფარგლებში ასევე შედგა მაღალპოლიგრაფიული წიგნი-კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც თეატრის 70-წლიან ისტორიას გადმოსცემს.

20th Century Fox

18 იანვარი 2020, 16:34

კულტურა

Disney-მ სტუდია 20th Century Fox-ს სახელწოდება შეუცვალა

ამის მიზეზი ის გახდა, რომ პროდიუსერებს სტუდიის ყოფილი მფლობელის, რუპერტ მერდოკისგან დისტანცირება სურთ. ამერიკული მედიის ინფორმაციით, Disney-ს არ უნდა 20th Century-ი მედიამაგნატის მემარჯვენე ტელეკომპანია Fox News-თან ასოცირდებოდეს.

ბერნარ არნო

18 იანვარი 2020, 16:20

ეკონომიკა

Forbes: მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ბერნარ არნო გახდა

ფრანგული LVMH (Moet Hennessy — Louis Vuitton) მფლობელი ბერნარ არნომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში Amazon-ის მფლობელ ჯეფ ბეზოსს გაუსწრო, წერს Forbes. გამოცემის ცნობით, არნოს წარმატება მისი კომპანიის აქციები 0,7%-ით გაძვირებამ გამოიწვია. ამის შედეგად მან დამატებითი შემოსავალი $1,9 მილიარდი მიიღო.

Huawei

18 იანვარი 2020, 15:45

ტექნოლოგიები

გერმანია 5G ტექნოლოგიის უზრუნველსაყოფად Huawei-სთან თანამშრომლობას გეგმავს

გერმანიას არ შეუძლია უზრუნველყოს 5G ქსელი ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტის, Huawei,-ს გარეშე, ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს. AP წერს, რომ ეს არის საკითხი, რომელმაც აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის დაძაბულობა გამოიწვია და ვაშინგტონი Huawei-ს აკრძალვის მიზნით მის მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს.

პაველ დუროვი

18 იანვარი 2020, 15:18

ტექნოლოგიები

Telegram-ის დამფუძნებელი ნიუ-იორკის სასამართლოში დაკითხეს

დაკითხვისას დუროვმა განმარტა, რამდენი ფული დახარჯა Telegram-ის განვითარებასა და ბლოკჩეინ პლატფორმა TON-ზე და რატომ გადაწყვიტა პირველადი მონეტარული შეთავაზებების (ICO) ჩატარება. 17 იანვარს SEC-მა დაკითხვის ოქმები ნაწილობრივ გაასაჯაროვა.

ტოჩინოშინი

18 იანვარი 2020, 14:59

სპორტი

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა გაიმარჯვა

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის, ჰაცუ ბაშოს მეშვიდე დღეს ლევან გორგაძემ გაიმარჯვა. ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი ჰატატიკომის ილეთით დაამარცხა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18 იანვარი 2020, 14:50

მსოფლიო

ერდოღანი ევროპას ტერორიზმის ახალი საფრთხის შესახებ აფრთხილებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროპას ტერორიზმის ახალი საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ერდოღანის განმარტებით, ასეთი საფრთხის წინაშე ევროპა იმ შემთხვევაში დადგება, თუ გაეროს მიერ აღიარებული მთავრობა ტრიპოლში დამარცხდება.

აფრიკა შიმშილი

18 იანვარი 2020, 14:29

მსოფლიო

WFP: აფრიკაში 45 მილიონ ადამიანს შიმშილი ემუქრება

2015 წლიდან აფრიკის სამხრეთში არაერთი ბუნებრივი ანომალია დაფიქსირდა. ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი წვიმის სეზონის არარსებობამ აგრარულ სექტორს სერიოზული ზიანი მიაყენა. ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში ნალექის სიმცირეს თან სდევს არნახული გვალვა და ტემპერატურის მკვეთრი ზრდა.

საქართველო XV

18 იანვარი 2020, 14:20

სპორტი

„საქართველო XV“ არგენტინის „ხაგუარესთან“ დამარცხდა

„დიდი ათის“ მორაგბეებით დაკომპლექტებულმა „საქართველო XV“-მა არგენტინის „ხაგუარესთან“ პირველი შეხვედრა გამართა. ქართველი მორაგბეები სუპერაგბის ვიცეჩემპიონ გუნდთან დიდი ანგარიშით, 3:66 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთადერთი საჯარიმო რევაზ ჯინჭველაშვილმა გაიტანა.

მკვლელობა

18 იანვარი 2020, 13:03

ძალოვნები

სურამში ქმარმა ცოლი სავარაუდოდ ნაჯახით მოკლა

დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია, მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ პუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

18 იანვარი 2020, 12:56

ვიდეო

კალმისკაცი მთიდან

ზვიად კუპრავა

18 იანვარი 2020, 12:55

ძალოვნები

გენერალურ პროკურატურასთან ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს

გენერალურ პროკურატურასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორი ადამიანი, მათ შორის „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა დააკავეს. კუპრავამ პროკურატურასთან გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნა გააპროტესტა და პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარა.

წყალბურთი

18 იანვარი 2020, 12:50

სპორტი

წყალბურთელთა ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს

ქართველი წყალბურთელების მეტოქე 3-გზის მსოფლიოს და 3-გზის ევროპის ჩემპიონი იტალიის ნაკრები იქნება. საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ფრანგებს 9:7 მოუგო, რის შემდეგაც საბერძნეთის გუნდთან 10:17 დამარცხდა.

ბათუმი

18 იანვარი 2020, 12:30

საქართველო

გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნა ბათუმში გააპროტესტეს

გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნა ბათუმში აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს. მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრები იუსტიციის სახლთან, სადაც აჭარის პროკურატურაა განთავსებული, საკენკით მივიდნენ.