imedi /  22 დეკემბერი 2019, 23:54 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე Facebook-გვერდების დაბლოკვაზე: ჩვენ წესებს არ ვარღვევთ

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის მიესალმება Facebook-ის მიერ გვერდების გაუქმებას. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რომ დახარჯულიყო ამ გვერდებსა და ანგარიშებზე ფული, ამის გადამოწმებას ოპოზიცია და სხვა დაინტერესებული ჯგუფები ინფორმაციის გამოთხოვით შეძლებდნენ. არჩილ თალაკვაძის თქმით, აქედან გამომდინარე სოციალურ ქსელში Facebook-ის მიერ დაბლოკილ გვერდებზე კერძო ფული იხარჯებოდა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა "კვირის თემაში" ინტერვიუს დროს განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეს გვერდები და ანგარიშები ხელისუფლებას უჭერდნენ მხარს, შესაბამისად მათ ვერ ეტყვის "ქართული ოცნება" რომ "შეწყვიტონ მმართველი გუნდის მხარდაჭერა".

"არავითარი ბიუჯეტის ფული და სახელისუფლებო რესურსი მანდ არ არის დახარჯული. ეს არის კერძო თანხები, რომელსაც ოპოზიციაც დიდი ალბათობით ხარჯავს და რომელსაც ამ შემთხვევაში ხარჯავდა ჩვენდამი ლოიალური სხვადასხვა სუბიექტი. ჩვენ რა ვქნათ, გამოვიდეთ და ჩვენ მხარდამჭერებს, რომლებმაც შექმნეს ასეთი სუბიექტები ვუთხრათ, ნუ ხართ ჩვენი მხარდამჭერები და ოპოზიციას ვუთხრათ რომ გააგრძელეთ დეზინფომრაციის კეთება? ასე ვერ მოხდება", - განაცხადა თალაკვაძემ. 

"დიდწილად ამაზე ვნახეთ სპეკულაციები. იქ წერია, რომ სუბიექტები, რომლებიც გააუქმა Facebook-მა ხელისუფლების მხარდამჭერ ინფორმაციას ავრცელებდნენ. Facebook-ი, რეალურად, არის ღია სივრცე. ყველას აქვს ნანახი, რომ Facebook-ში არის ხელისუფლების საწინააღმდეგო ბევრი ინფორმაცია და დეზინფორმაცია, არის ხელისუფლების მხარდამჭერი ინფორმაცია და ეს არ არის ცალმხრივი. არიან ორგანიზებული ქსელები, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ ეწევიან დეზინფორმაციას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

"ქართულ ოცნებას" მხარი დაუჭირა მილიონმა მოქალაქემ. ბევრი მათგანი ევროპასთან დაკავშირებულ აქციაზე თავისუფლების მოედანზე იყო გამოსული. ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის რესურსიც. ეს ადამიანები და მხარდაჭერა, რაც საარჩევნო ყუთებთან ფიქსირდება, ტროლები ხომ ვერ იქნებიან, ეს ჩვენი საზოგადოების რეალური ნაწილია.

ტროლი არის სუბიექტი, რომელიც ეწევა საინფორმაციო სივრცეში სხვების შევიწროებას, ვინც ავრცელებს დეზინფორმაციას და ცდილობს რეალობის გადაკეთებას. ვინც ცდილობს ამ ქვეყანაში რეალობის გადაკეთებას?! ყველაზე მთავარი ტროლები ჯერ კიდევ რჩებიან ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

"ჩვენ ჩვენი ოფიციალური გვერდები გვაქვს და ვხარჯავთ ჩვენს თანხებს ოფიციალური გვერდების სამუშაოდ და ეს საჯაროდ არის ცნობილი. ამაზე ჩვენ პასუხისმგებელი ვართ.... Facebook-ში თუ ვინმე არღვევს წესებს მომხრე ვარ, რომ ამაზე რეაგირება გააკეთოს Facebook-მა. ჩვენ წესებს არ ვარღვევთ", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

სარეკლამო კომპანია "პანდამ", რომელთან დაკავშირებული გვერდებიც Facebook-მა რამდენიმე დღის წინ წაშალა, ვიდეომიმართვა გაავრცელა. კომპანიის თქმით, ისინი სოციალურ ქსელში დიდ რესურსებს ფლობენ, რომელსაც აქირავებენ, თუმცა მედიაში ინფორმაცია "არასწორი ინტერპრეტაციით" გავრცელდა.

Facebook-მა საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმა მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ ამ გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ.

როგორც სოციალური ქსელის ადმინისტრაცია განმარტავს, დაახლოებით 442 300 ათას ადამიანს ჰქონდა გამოწერილი ერთი ან მეტი ასეთი ჯგუფი, 52 ათასი მომხმარებელი ერთ-ერთ წაშლილ ჯგუფში მაინც იყო გაწევრიანებული და 2100 ადამიანი იწერდა ერთ ან მეტ ყალბ ინსტაგრამ ანგარიშს.

რაც შეეხება თანხას, ამ გვერდებმა დაახლოებით 316 000 დოლარი დახარჯეს Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში, ანუ პოსტების დასპონსორებაში.

როგორც Facebook-ში აცხადებენ, გამოძიებაში მათ ე.წ. დარეპორტების მექანიზმი დაეხმარათ.

ყველა სიახლე

ვარძია მუზეუმის ბილეთები

20 იანვარი 2020, 18:12

კულტურა

მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში შესვლა და გიდის მომსახურება გაძვირდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში შემავალ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში შესასვლელი ბილეთის ღირებულებები 2020 წლის 1 იანვრიდან თითქმის 100%-ით გაძვირდა. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.

თავდაცვის სამინისტრო

20 იანვარი 2020, 18:00

საქართველო

დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს სახელფასო დანამატები დაუწესდათ

დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება 2020 წლის იანვრიდან ამოქმედდა.

Minecraft

20 იანვარი 2020, 17:59

ტაბლოიდი

სამხრეთ კორეაში თამაშ Minecraft-ის მიხედვით სახლი ააშენეს

სახლი დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში, მაპჰოგუს რაიონში მდებარეობს. შენობა 4-სართულიანია და ის 5 ოჯახზე გათვლილი. სახურავზე გასასვლელი ყველა მცხოვრებს აქვს: ამისთვის კიბე გამოიყეს. პირველ სართულზე სადგომი და მაღაზიებია განთავსებული.

ევროვიზია

20 იანვარი 2020, 17:49

კულტურა

„ევროვიზიის“ აღმასრულებელი დირექტორი მარტინ ოსტერდალი გახდა

შვედი ტელემენეჯერი მარტინ ოსტერდალი საერთაშორისო კონკურსის „ევროვიზიის“ აღმასრულებელ დირექტორად დანიშნეს. ინფორმაციას ევროპის მაუწყებლთა კავშირის პრესსამსახური ავრცელებს. მარტინ ოსტერდალს მენეჯარად მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს.

გიორგი გახარია

20 იანვარი 2020, 17:39

საქართველო

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან. საქართველოს პრემიერმინისტრის სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორისაა Philips Lighting, Siemens Energy, Camille Bloch, Coca-cola, Oneweb შეხვედრებს დაეთმობა.

ირმა ინაშვილი
ლორა თორნტონი

20 იანვარი 2020, 17:32

საქართველო

ირმა ინაშვილი: ლორა თორნტონს ნაცმოძრაობისგან ფინანსური დაინტერესება აქვს

ირმა ინაშვილი NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით კორუფციას არ გამორიცხავს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს. მისი თქმით, გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციების თბილისის ფილიალები, ბოლო წლების განმავლობაში აქვეყნებენ კვლევის შედეგებს, რომლებიც ტყუილს ეფუძნება.

ელიზაბეთ რუდი

20 იანვარი 2020, 17:30

საქართველო

რუდი სოფელ ჩორჩანაზე: პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ყველა მექანიზმის გამოყენება

ელჩის თქმით, აშშ შეშფითებულია ბოლო თვეებში სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან სიტუაციის გაუარესების გამო, მათ შორის ჩორჩანას ტერიტორიაზე, სადაც „საოკუპაციო რეჟიმმა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი გადაწია ოფიციალური თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიაზე“.

Queen

20 იანვარი 2020, 17:22

კულტურა

დიდ ბრიტანეთში ჯგუფ Queen-ის პატივსაცემად მონეტა გამოუშვეს

მონეტაზე გამოსახულია Queen-ის ლოგოტიპი და ჯგუფის წევრების მუსიკალური ინსტრუმენტები: ბრაიან მეის ელექტროგიტარა, როჯერ ტეილორის დასარტყამი ინსტრუმენტი, ჯონ დიკონის ბასგიტარა და ფრედი მერკურის მიკროფონი. სამახსოვრო მონეტები 3 ვარიანტად იქნება წარმოდგენილი.

tindera

20 იანვარი 2020, 16:49

ტექნოლოგიები

Tinder-ის ქალი მომხმარებლების 70 ათასზე მეტი ფოტო კიბერდამნაშავეების ფორუმზე მოხვდა

გამოცემა არ აკონკრეტებს ფორუმის სახელწოდებას, სადაც ფოტოები გავრცელდა, თუმცა წერს, რომ დამნაშავეების მიერ შეგროვებულ მონაცემთა ბაზაში მხოლოდ მდედრობითი სქესის მომხმარებელთა ანკეტებია. საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა 16 ათასი მომხმარებლის პირადობის მოწმობა.

ვალერი გელაშვილი

20 იანვარი 2020, 16:48

საქართველო

პარლამენტში ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე ვალერი გელაშვილი იქნება

ზაქარია ქუცნაშვილის მიერ პარლამენტში დაბრუნებაზე უარის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე ვალერი გელაშვილია. გელაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 96-ე ნომერია, Imedinews-თან აცხადებს, რომ დეპუტატობისთვის მზად არის. გელაშვილის თქმით, მას ამ საკითხზე კონსულტაციები გუნდთან ჯერ არ ჰქონია, თუმცა აღნიშნავს, რომ ყოველთვის გუნდის წევრი იქნება და პარლამენტში შესვლას აპირებს.

ტურისტები

20 იანვარი 2020, 16:34

ეკონომიკა

2019 წელს მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ 1,5 მილიარდი შეადგინა. სტატისტიკა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ორგანიზაციის ცნობით, გასული წლის მაჩვენებელი 2018-ის სტატისტიკას (1,4 მილიარდი) 4%-ით აღემატება. ექპერტების პროგნოზით, 2020 წელს ამ მიმართულებით 4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 იანვარი 2020, 16:25

საქართველო

იტალიის სადეპორტაციო ცენტრში მომხდარ ინციდენტზე საგარეო უწყებაში შეხვედრა გაიმართა

საგარეო უწყების ინფორმაციით, ხათუნა თოთლაძისა და იტალიის ელჩი ენრიკო ვალვოსის შეხვედრის თემა იტალიის ქალაქ გორიციის სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტი და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი იყო.

გზის გადაკეტვა

20 იანვარი 2020, 16:21

საქართველო

სოფელ გორელოვკასთან მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გადაკეტილი გზა გახსნა

სოფელ გორელოვკასთან მოძრაობა აღდგენილია.გზა ადგილობრივებმა მხარის გუბერნატორთან და ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატთან ენზელ მკოიანთან შეხვედრის შემდეგ გახსნეს. პროტესტის ნიშნად ნინოწმინდა-სომხეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტილი თითქმის 2 საათი იყო. აქციის მონაწილეებმა მანქანებს შემოვლითი გზაც დაუკეტეს, რასაც მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა.

ტონი ჰოლი

20 იანვარი 2020, 16:09

მსოფლიო

BBC-ის მთავარი რედაქტორი თანამდებობას ტოვებს

ტონი ჰოლმა თქვა, რომ BBC-სთვის მნიშვნელოვანია, 2022 წლის გლობალური ფინანსური ანგარიშისა და 2027 წლისთვის კორპორაციის წესდების გადასინჯვის პროცესს ერთი და იგივე ადამიანმა უხელმძღვანელოს. ტონი ჰოლი BBC-ის გენერალური დირექტორი 2013 წლიდან იყო.

საფრანგეთი საპროტესტო აქცია

20 იანვარი 2020, 15:53

მსოფლიო

საფრანგეთში ლესბოსელებისთვის ხელოვნური განაყოფიერების აკრძალვას ითხოვენ

ინფორმაციას ამის შესახებ RFI ავრცელებს. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ ტრანსპარანტები წარწერებით „თავისუფლება, თანასწორობა, მამობა!“, „სადაა მამა? - ის საყინულეშია“, „დედა #1, დედა #2, სადაა თანასწორობა?“. დემონსტრაციის ორგანიზატორი 20-მდე კათოლიკური ასოციაცია იყო.

კორონავირუსი

20 იანვარი 2020, 15:48

საქართველო

ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის შემოტანის საშიშროება ამ ეტაპზე არ არის

ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინეთში დადასტურდა ახალი ატიპიური პნევმონიის არსებობა. გამყრელიძის განმარტებით მას იწვევს ვირუსების ჯგუფი - კორონავირუსები, რომელმაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ორი სერიოზული ეპიდაფეთქება გამოიწვია. მისი თქმით, ჩვენთან ამ ვირუსის გავრცელების საშიშროება ჯერ არ არის.

ფედერიკო ფელინი

20 იანვარი 2020, 15:21

კულტურა

იტალია ფედერიკო ფელინის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

ცნობილ იტალიელ რეჟისორ ფედერიკო ფელინის დღეს 100 წელი შეუსრულდებოდა. იტალია ამ ღირშესანიშნავ თარიღს სპეციალური პროგრამით აღნიშნავს. იტალიის კულტურის მინისტრ დარიო ფრანჩესკინის განცხადებით, 2020 წელს ფელინისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება.

20 იანვარი 2020, 15:07

საქართველო

ბოლო ერთ კვირაში გრიპის ვირუსის გამო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაიზარდა

გამყრელიძის თქმით, გაიზარდა ჰოსპიტალიზაცია მძიმე რესპირატორული ინფექციებით, რაც ალბათ ბავშვთა კონტინგენტის ხარჯზეა. მისივე განცხადებით, სახელმწიფოს მიერ 97 000 მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია, ასევე წელს კერძო სექტორმაც გააორმაგა ვაქცინაციები. ნებაყოფლობით 30 ათასი ადამიანია აცრილი.

მდიდარი ღარიბი

20 იანვარი 2020, 14:56

ეკონომიკა

მილიარდერების საერთო ქონება პლანეტის მოსახლეობის 60%-ის შემოსავალს აღემატება

მსოფლიოს ყველა დოლარიანი მილიარდერის (2153 ადამიანი) ქონება ჯამში დედამიწის ყველაზე ღარიბი 4,6 მილიარდი ადამიანის ქონებას აღემატება. ამის შესახებ სიღარიბესთან ბრძოლის სფეროში მომუშავე კომპანია Oxfam-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს.

ჰასკი

20 იანვარი 2020, 14:39

ტაბლოიდი

ჰასკი თავშესაფარში მუდმივად გაოცებული გამომეტყველების გამო ჩააბარეს 👀

ჰასკი სახელად ჯუბილი შტატ ნიუ-ჯერსის ქალაქ მატავანში მდებარე ცხოველთა თავშესაფარში ჩააბარეს. მისი მფლობელი სელექციონერი იყო, რომელმაც ჰასკზე უარი მისი თვალების არაორდინალური მდგომარეობის გამო თქვა. ჯუბილს ძირითადად გაოცებული და გაშტერებული გამომეტყველება ჰქონდა.