imedi /  22 იანვარი 2020, 18:03 / სანდო წყარო

ევროპარლამენტარი ტერეში: დასანანია, რომ ბევრი ევროპარლამენტარი სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან საუბარს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს

კრისტიან ტერეში

კრისტიან ტერეში

საქართველოს დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ცოტა ხნის წინ ევრონესტის ვიცეპრეზიდენტს კრისტიან ტერეშს შეხვდნენ. განხილვის მთავარი თემები ამ შეხვედრაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო. 

ამასთან, ტერეშმა დასანანი და სამწუხარო უწოდა იმ განცხადებებს, რომლებიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის წევრებმა გუშინდელ შეხვედრაზე გააკეთეს, ვინაიდან, მისი აზრით, ევროპელმა პოლიტიკოსებმა საქართველო ქულების დასაწერად არ უნდა გამოიყენონ. 

„ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ქართველი ხალხის ერთიანობას, ვინაიდან რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ტაქტიკაა იპოვნონ გზები, არგუმენტები იმისთვის, რომ ხალხი და საზოგადოება გაყონ. მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიებს მიეკუთვნებიან. თქვენ გაქვთ ერთი ქვეყანა, სხვა ქვეყანა არ გაქვთ, ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეთ. მე არ ვარ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის წევრი, მე არ ვესწრებოდი სხდომას, მაგრამ, რა თქმა უნდა, მივიღე ინფორმაცია გუშინდელი მსჯელობის შესახებ. გული დამწყდა იმის გამო, თუ როგორ იყო განხილული საქართველოს საკითხი. მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ევროპარლამენტის წევრები წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნებს. ისინი არიან პოლიტიკოსები. დასანანია ჩემთვის ვთქვა, რომ ბევრი მათგანი ამ შესაძლებლობას - სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან საუბარს - იყენებს პოლიტიკური ქულების დასაწერად. ეს ხდება მგრძნობიარე თემების და დეტალების გათვალისწინების გარეშე. მე არ ვფიქრობ, რომ მიზანშეწონილი იყოს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისთვის, გამოიყენოს საქართველო, როგორც ბრძოლის ველი და დააგროვოს პოლიტიკური ქულები ბრიუსელში. საქართველომ დაამტკიცა, რომ სანდო, ძლიერი პარტნიორია და ამას ვერავინ უარყოფს. ძლიერი პარტნიორია არამარტო ევროკავშირისთვის, არამედ ნატოსთვის. თქვენ გყავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, მათ აქვთ სხვადასხვა მოსაზრებები და ეს ამტკიცებს, რომ თქვენთან დემოკრატიაა. ეს საკითხები, რაც შიდა დაპირისპირებებს ეხება, უნდა გადაწყდეს შიგნით. არ არის მიზანშეწონილი არც ერთი პოლიტიკური ლიდერისთვის ჩამოვიდეს, ლექციები წაგიკითხოთ, გააკრიტიკოს ქვეყანა და არ იცოდეს რეალურად რა ხდება. თქვენ გაქვთ შესანიშნავი ქვეყანა, ხართ არაჩვეულებრივი ხალხი და იამაყეთ საქართველოთი“, - განაცხადა კრისტიან ტერეშმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ კი აღნიშნა, რომ დარჩენილი კვირის განმავლობაში საქართველოს დელეგაციის წევრები ევროპარლამენტარებთან შეხვედრებისთვის გამოიყენებენ და მაქსიმალურად მიაწოდებენ დეპუტატებს ინფორმაციას ოპოზიციასთან დიალოგის და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პროცესების შესახებ. მისივე თქმით, გუშინდელმა ფორმატმა მას ამის საშუალება არ მისცა, რადგან კითხვებზე პასუხების გასაცემად მხოლოდ 2 წუთი ჰქონდა. 

„გვექნება შეხვედრები ყველა იმ ადამიანთან, ვისთანაც წინასწარ იყო დაგეგმილი, ვისთანაც ახლა იგეგმება, რადგან საკითხები, რომლებზეც ვერ მოვასწარით საუბარი, მათ აქვთ სურვილი მათზე უფრო დეტალურად ვისაუბროთ. მათთან ერთად გვექნება ამ საკითხებზე მსჯელობა. აქ საუბარი არ არის მარტო არაობიექტურ ინფორმაციაზე. აქ ასევე საუბარი არის იმ ფაქტებზე, რომლებიც შეიძლება სხვანაირად იყოს გამოყენებული, შესაბამისად, ცვლის რეალობას. განსაკუთრებით ვცდილობ შევხვდე მათ, ვინც ძალიან კრიტიკული იყო ჩვენს მიმართ, რადგან არ ჰქონდათ პასუხის მოსმენის საშუალება იმ კითხვებზე, რომლებიც მათ დასვეს, 2 წუთი პასუხისთვის ძალიან ცოტა დროა. თუმცა ამ ფორმატში ვცდილობ ჩვენი პოზიციები წარვუდგინო მათ“, - განაცხადა კუჭავამ.

ყველა სიახლე

მეუფე შიო

19 აპრილი 2026, 17:58

საზოგადოება

მეუფე შიო: მხოლოდ სიყვარულს ძალუძს დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების, ერთობის განწყობის დამკვიდრება

მხოლოდ სიყვარულს ძალუძს დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების, ერთობის განწყობის დამკვიდრება. უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენ გარშემო, - განაცხადა თომას კვირას, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

19 აპრილი 2026, 17:54

ეკონომიკა

ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ აშშ-ში საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ქალი მმართველების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

გურამ თუშიშვილი

19 აპრილი 2026, 17:50

სპორტი

გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია

გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია - ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მან ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა.

19 აპრილი 2026, 17:27

საზოგადოება

ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა

ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა - ის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დონალდ ტრამპი

19 აპრილი 2026, 17:26

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ისრაელმა დაამტკიცა, რომ აშშ-ის ნამდვილი მოკავშირეა. სხვებისგან განსხვავებით, ისრაელი კარგად იბრძვის და იცის, როგორც მოიგოს

„იმისდა მიუხედავად მოგწონთ თუ არა ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ შეერთებული შტატების ნამდვილი მოკავშირეები არიან. ისინი მამაცები, გაბედულები, ერთგულები და ჭკვიანები არიან და სხვებისგან განსხვავებით, ვინც კონფლიქტისა და სტრესის მომენტში თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინეს, ისრაელი კარგად იბრძვის და იცის, როგორც მოიგოს!” - წერს ტრამპი.

გიორგი ვოლსკი

19 აპრილი 2026, 17:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობაზე: უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის

უზარმაზარი ინვესტიციაა და საგანგებოდ მნიშვნელოვანია ის თემაც, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, რომელიც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.

19 აპრილი 2026, 17:16

მსოფლიო

ლეკაშენკო აშშ-სთან შეთანხმების ხელმოწერის მზადყოფნას გამოთქვამს

„ჩვენ გაცილებით მეტი საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი და ეს დიდი შეთანხმების თემაა. როგორც კი ამას დაბალ დონეზე მოვამზადებთ, მზად ვართ დონალდს [ტრამპს] შევხვდეთ და ამ გარიგებას ხელი მოვაწეროთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

რობერტ ფიცო

19 აპრილი 2026, 17:10

მსოფლიო

ლატვია და ლიეტუვა ფიცოს მოსკოვში ჩასასვლელად საკუთარ საჰაერო სივრცეს არ გამოაყენებინებენ

„ლიეტუვამ და ლატვიამ უკვე გამოაცხადეს, რომ მოსკოვისკენ ფრენის დროს თავის ტერიტორიაზე გადაფრენის საშუალებას არ მოგვცემენ. რატომ? ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თავის ტერიტორიაზე ფრენის საშუალებას არ აძლევენ… დარწმუნებული ვარ, სხვა მარშრუტს ვიპოვი, ისევე როგორც გასულ წელს, როდესაც ესტონეთმა ჩაშალა ჩვენი გეგმები“, - აცხადებს ფიცო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 აპრილი 2026, 17:08

მსოფლიო

ზელენსკი: ყველა დოლარი, რომელიც რუსულ ნავთობშია გადახდილი, არის ფული ომისთვის

„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესუსტება კვებავს რუსული სახელმწიფოს ილუზიას, რომ ომის გაგრძელება შეიძლება. ყველა დოლარი, რომელიც რუსულ ნავთობშია გადახდილი, არის ფული ომისთვის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დონალდ ტრამპი

19 აპრილი 2026, 17:03

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის წარმომადგენლები პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრნენ

„ჩემი წარმომადგენლები მიემგზავრებიან ისლამაბადში, პაკისტანში - ისინი იქ ხვალ საღამოს იქნებიან მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ძალიან სამართლიან და გონივრულ შეთანხმებას ვთავაზობთ და იმედი მაქვს, რომ მიიღებენ, რადგან თუ არ დათანხმდებიან, ამერიკის შეერთებული შტატები ირანში ყველა ელექტროსადგურსა და ყველა ხიდს გაანადგურებს“, - დაწერა ტრამპმა.

თამარ ჩიბურდანიძე

19 აპრილი 2026, 15:55

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: Trump Tower-ის შემოსვლა საქართველოში არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ პოლიტიკური განაცხადიცაა

„ახლა ევროპის დროა, რომელიც ჯერ კიდევ ჯიუტობს პოლიტიკურად, მაგრამ ჩვენ არსად გვეჩქარება. დრო მხოლოდ ბრიუსელზე მუშაობს ნეგატიურად. საქართველო კი ყოველდღიურად წინ მიიწევს და არავინ ვიცით, ხვალ რა საუკეთესო სიურპრიზებს გვიმზადებს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

19 აპრილი 2026, 15:55

სამართალი

პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, ერთ-ერთ სკვერში, შელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს დანით, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა, რის შემდგომაც ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.

დავით ქართველიშვილი

19 აპრილი 2026, 15:55

საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: კი ბატონო, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ეწვია ბაქოსა და ერევანს, მაგრამ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სწორედ საქართველოა აღიარებული - Trump Tower-ი სწორედ თბილისში აშენდება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.

19 აპრილი 2026, 15:35

სპორტი

ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა

მეტოქე, რომელსაც სულამანიძე თბილისში მიმდინარე ტურნირზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უნდა შეხვედროდა,ზელიმ კოცოევი, ნახევარფინალში ჰანსოკუ-მაკეთი დაისაჯა და ტურნირიდან მოიხსნა.

19 აპრილი 2026, 15:02

სპორტი

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

ქართველი ძალოსნები ტურნირში ხვალიდან ჩაერთვებიან და ჩვენი ქვეყნის სახელით გოდერძი ბერდელიძე და რამინ შამილიშვილი იასპარეზებენ. ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია კი ასევე ხვალ, 20:30 საათზე დაიწყება.

19 აპრილი 2026, 14:50

საზოგადოება

ვასილ ფხაკაძე: ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა „ტრამპ თაუერ თბილისი,“ რომელიც „ტრამპის ორგანიზაციასთან“ პარტნიორობით ხორციელდება

Biograpi Living არ არის მხოლოდ სამშენებლო პროექტები. ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა „ტრამპ თაუერ თბილისი,“ რომელიც „ტრამპის ორგანიზაციასთან“ პარტნიორობით ხორციელდება, - განაცხადა Biograpi Living-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ.

19 აპრილი 2026, 14:47

მსოფლიო

ლაშა კვაჭაძე: Trump Organisation-თან თანამშრომლობა ჩვენი ჯგუფისთვის განსაკუთრებული პატივია

„ეს მნიშვნელოვანი განვითარება ასახავს ძლიერ საერთაშორისო ნდობას და ქმნის მდგრად ღირებულებას ბაზრისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვმონაწილეობთ საქართველოს ეკონომიკური ევოლუციის ასეთ გადამწყვეტ ეტაპში“, - აცხადებს კვაჭაძე.

მეუფე შიო

19 აპრილი 2026, 14:36

საზოგადოება

მეუფე შიო: ჩვენ ვფიქრობთ დღეს, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება

მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა: მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს მშვიდობის შესახებ, რომ მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ქვეყანა იძლევა, არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) კვირაცხოვლობასთან­ დაკავშირებით წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას.

19 აპრილი 2026, 14:32

ეკონომიკა

ილია წულაია: „არქი“ ამაყობს, რომ „ტრამპის ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობით საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც გლობალური ინვესტიციებისა და ლუქს კლასის უძრავი ქონების ცენტრად ქცევაში

საქართველო მდიდარი ისტორიისა და გაბედული ამბიციების მქონე ქვეყანაა. Trump Tower Tbilisi- ით ჩვენ ამ ამბიციას ყველაზე სიმბოლური ფორმით გავაცოცხლებთ, - აცხადებს „არქი გრუპის“დამფუძნებელი ილია წულაია.

19 აპრილი 2026, 14:30

მსოფლიო

„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებით შეთანხმებას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს

„შეურაცხმყოფელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ლიბანის მთავრობის სახელით ისაუბრა და გარიგება გამოაცხადა, რადგან ყველამ იცის, რომ ის ლიბანის ხელისუფლებას არ შეხვედრია და გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო. ჩვენ დავრჩებით ბრძოლის ველზე სასხლეტზე თითით, რათა ვუპასუხოთ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას“, - ნათქვამია განცხადებაში.