imedi /  13 თებერვალი 2020, 00:20 / სანდო წყარო

კახა კუჭავა ოპოზიციას მოუწოდებს ითანამშრომლონ იმ ევროპარლამენტარებთან, ვინც მისიის ფარგლებში საქართველოში ჩამოვა

კახა კუჭავა

კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახა კუჭავას განცხადებით, ის ფაქტი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან ევროპარლამენტის მხრიდან ე.წ. ფაქტების მოკვლევის მისიის გამოგზავნას გიგი უგულავას საქმეზე კითხვებს ბადებს. 

„მივესალმები მზადყოფნას ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ ვისაც აინტერესებს ჩაერთოს ამ პროცესში, დადგინდეს რეალობა და თუ რამე დარღვევა იქნა, ესეც იქნას გამოვლენილი. თუმცა, თუ არაფერი დადგინდა და არ იქნა მიჩნეული ეს პოლიტიკურ დაპატიმრებად, ოპოზიციამ  ეს ფაქტი უნდა აღიაროს“, - პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ ასოცირების კომიტეტის დღევანდელი  სხდომის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

კახა კუჭავას განცხადებით,  ე.წ. ფაქტების მოკვლევის მისიის გამოგზავნის პრაქტიკა ევროპარლამენტს აქვს და ეს პროცესი საკმაოდ გამჭვირვალეა. ამ ფონზე კუჭავა მოუწოდებს ოპოზიციას ითანამშრომლონ იმ ევროპარლამენტარებთან, ვინც მისიის ფარგლებში საქართველოში ჩამოვა.

„იყო საუბრები უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს ის ფორმატი არ არის, სადაც ვინმეს შეუძლია სიმართლე დაამტკიცოს, მით უმეტეს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ სასამართლოს გადაწყვეტილების დაცვას, ეს ჩვენი საქმე არ არის.  ჩვენ, ერთადერთი რაც შევთავაზეთ, დილით გაჟღერდა ჩვენი პარტიის ლიდერების მხრიდან, ე.წ.ფაქტების მოკვლევის მისიის გამოგზავნა. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს არ არის ჩვენი ინოვაციური მიდგომა, მსგავსი, ფაქტების მოკვლევის მისია ადრეც ჰქონდა ევროპარლამენტს. ერთ-ერთ ქვეყანასთან დაკავშირებით და მან კონკრეტული შედეგი დადო. ოპოზიციამ უნდა ითანამშრომლოს იმ ევროპარლამენტარებთან, ვინც ჩამოვლენ ამ მისიის ფარგლებში“,-განაცხადა კახა კუჭავამ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ევროპარალამენტს  გიგი უგულავას საქმეზე ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნა შესთავაზა.

ევროპელი სოციალისტების პარტია მხარს უჭერს საქართველოში ევროპარლამენტარებისგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისიის გაგზავნას, რომელიც უგულავას საქმეს შეისწავლის. ინფორმაცია ამის შესახებ პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2020, 11:20

ტექნოლოგიები

Tesla უპილოტო ავტომობილებს სამი წლის შემდეგ $25 ათასად გაყიდის

Tesla უპილოტო ავტომობილებს სამი წლის შემდეგ ბაზარზე $25 ათასად გამოიტანს. მის შესახებ BBC კომპანიის ხელმძღვანელზე ილონ მასკზე დაყრდნობით წერს. მასკი აცხადებს, რომ ავტომობილის ელემენტებს თავად აწარმოებს, რომელიც 5-ჯერ უფრო მეტი სიმძლავრის იქნება და გარბენის მოცულობა 16%-ით გაიზრდება.

თბილისის ინფექციური

23 სექტემბერი 2020, 11:20

COVID19

თბილისის ინფექციურში 3 მძიმე პაციენტი ჰყავთ

ამჟამად თბილისის ინფექციურში 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მაჭახელას ეროვნული პარკი

23 სექტემბერი 2020, 11:19

რეგიონი

მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრებმა 21-მა ოჯახმა შეშის ალტერნატიული საშუალება მოიმარაგა

თხილის ნაჭუჭს, წვის დროს, სხვა საშუალებებთან შედარებით მინიმალური გამონაბოლქვი აქვს, ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით კი მეტ სითბოს გამოყოფს. შეშის ალტერნატიული საშუალება ფინანსური თვალსაზრისით უფრო მომგებიანია, ტრანსპორტირებასა და მოსახლეობის მომარაგებას ნაკლები დრო სჭირდება და არც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ამასთანავე, ბიომასით შეშის ჩანაცვლება საგრძნობლად ამცირებს შეშის მოხმარებას.

პოლიცია

23 სექტემბერი 2020, 11:08

სამართალი

პოლიციამ ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავა

პოლიციამ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორები დააკავა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა.

23 სექტემბერი 2020, 11:08

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტი ონკოლოგიური ავადმყოფი იყო

„მთავარი ის იყო, რომ პაციენტი იყო ონკოლოგიური ავადმყოფი. ხორხის კიბოს გამო იყო ახალი ნაოპერაციები და მოთავსდა ჩვენ კლინიკაში უკვე ორმხრივი მძიმე პნევმონიით, სუნთქვის უკმარისობით, მარჯვენამხრივი ტრომბოემბოლიით. ასევე მას ჰქონდა ბულოზური ემფიზემა. კოვიდისგან გათავისუფლდა, თუმცა მდგომარეობა მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო გაუარესდა, ჩამოყალიბდა ფილტვის მძიმე აფსესი და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა“, - აღნიშნა ენდელაძემ.

23 სექტემბერი 2020, 11:05

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში, 34 კი თბილისში გამოვლინდა

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში გამოვლინდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

23 სექტემბერი 2020, 11:01

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა

საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა, 21 წლის ფეხბურთელმა კლუბის ბაზაზე გამრთულ წვრთნაში მიიღო მონაწილეობა. ჩაკვეტაძემ ტრავმა 16 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვენის „რაპიდთან“ შეხვედრაში მიიღო. ეჭვობდნენ, რომ ჩაკვეტაძემ აქილევსის მყესი გაიწყვიტა და მისთვის სეზონი დასრულებული იქნებოდა, თუმცა გაირკვა, რომ დაზიანება გაცილებით მსუბუქი იყო და მოედანზე დასაბრუნებლად 2-3 კვირა დასჭირდებოდა.

ევროპაბეთი

23 სექტემბერი 2020, 10:59

საზოგადოება

„ევროპაბეთი“ თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა.

ინდოეთი კორონავირუსი

23 სექტემბერი 2020, 10:54

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 83 347 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5 646 010-მდე გაიზარდა. ვირუსს 90 020 ადამიანი ემსხვერპლა.

23 სექტემბერი 2020, 10:47

რეგიონი

რუხის საავადმყოფოს სამედიცინო აპარატი გადასცეს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 35 000 დოლარის ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა. „Philips Affinity 50“ ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერაა რეკომენდირებული.

კორონავირუსი საქართველო

23 სექტემბერი 2020, 10:45

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

23 სექტემბერი 2020, 10:43

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 227 ადამიანს დაუდასტურდა, 69 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 69 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

23 სექტემბერი 2020, 10:32

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 1,769 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 1,769 ადამიანს დაუდგინეს, 13 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 275,927 შემთხვევა გამოვლინდა, 9,409 ადამიანი კი გარდაიცვალა. გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.

მიხეილ ჩხენკელი

23 სექტემბერი 2020, 10:22

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: „ევროპის კვლევისა და ინოვაციის დღეები“ ნამდვილად განსაზღვრავს კვლევისა და ინოვაციების მომავალს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებასა და სფეროსთვის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტის უზრუნველყოფას გულისხმობს.

გიორგი გახარია

23 სექტემბერი 2020, 10:17

პოლიტიკა

გიორგი გახარიასა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაური ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის თაოსნობით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას მიესალმა. პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გეოსტრატეგიული ინტერესებისა და საერთო ღირებულებების გათვალისწინებით, საქართველო წარმოადგენს აშშ-ის საიმედო პარტნიორსა და მთავარ მოკავშირეს შავი ზღვის ფართო რეგიონში (wider Black Sea Region).

23 სექტემბერი 2020, 10:15

COVID19

თბილისის იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირება საღამოს 20:00 საათამდეა შესაძლებელი

თბილისის იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩასატარებლად სპეციალური სივრცეა მოწყობილი. ადგილზე ტესტირება ვირუსის ცირკულირების ინტენსივობის გაზომვის მიზნით ტარდება, რისთვისაც საშუალოდ 100-მდე ადამიანის გატესტვაა საჭირო.

ვეშაპები გამორიყული ავსტრალია ტასმანია

23 სექტემბერი 2020, 10:15

მსოფლიო

ტასმანიაში ნაპირზე ვეშაპების რეკორდული რაოდენობა გამოირიყა

ეს ტასმანიაში ნაპირზე გამორიყული ვეშაპების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ცხოველები შტატის დასავლეთ სანაპიროზე აღმოაჩინეს. ორშაბათიდან მაშველები 250 ძუძუმწოვრის გადარჩენაზე მუშაობენ, თუმცა გუშინ კიდევ 200-ზე მეტი ვეშაპი იპოვეს, რომლებიც პირველი ჯგუფიდან ოდნავ მოშორებით არის გამორიყული. მათი უმეტესობა უკვე მოკვდა.

23 სექტემბერი 2020, 09:58

COVID19

მსოფლიოში COVID19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ პირველია

ბოლო 7 თვენახევარში COVID19-მა აშშ-ში 200 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სტატისტიკას ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტი ავრცელებს. აშშ კოვიდინფექციით გარდაცვლითა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მეორე ბრაზილია, სადაც ვირუსმა 137 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

23 სექტემბერი 2020, 09:40

მსოფლიო

თურქეთის მოქალაქე სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანისთვის დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

23 სექტემბერი 2020, 09:26

COVID19

Bloomberg: შვედეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო შესაძლოა კარანტინი დააწესონ

შვედეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შემთხვევაში, შესაძლოა კარანტინი დააწესონ. ამის შესახებ Bloomberg წერს. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის ადრეს ტაგნელის ინფორმაციით, ბოლო კვირას კოვიდინფიცირებულთა რიცხვი ყველა ასაკობრივ ჯგუფში გაიზარდა. ყველაზე მეტი ინფიცირებული ქალაქ სტოკჰოლმში.