ყაზბეგიდან თბილისში ინფექციურ საავადმყოფოში ჩინელი ტურისტების ჯგუფი გადაჰყავთ
ფოტო: არქივი
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყაზბეგიდან ჩინეთის 9 მოქალაქე სასწრაფო დახმარების მანქანებით გადმოჰყავთ, რომელთა შორისაც ორი ბავშვიც არის. რამდენიმე მათგანს მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს.
არსებული ინფორმაციით, ჩინეთიდან ტურისტთა ჯგუფი 21 იანვარს აზერბაიჯანში ჩავიდა, იქიდან კი რამდენიმე დღეში შემოვიდა საქართველოში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის პაატა იმნაძის თქმით, ტურისტები „საეჭვო არ არიან, მაგრამ მეთვალყურეობის ქვეშ არიან და ყველაფერს მაინც ვიკვლევთ“.
დღეს ოფიციალურად ითქვა, რომ ჩინეთის ყველა პროვინციაში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ვირუსის ინკუბაციის პერიოდი 5-დან 14 დღემდეა.
ბოლო მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა ჩინეთში 170 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 7700-ს გადააჭარბა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.
ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.
ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.
ყველა სიახლე
03 ივნისი 2026, 12:39
მსოფლიო
ბრიტანეთში 18 წლის მოზარდის მკვლელობის გამო გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა
დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთჰემპტონში 18 წლის ჰენრი ნოვაკის მკვლელობის გამო გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 12:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საბედნიეროდ, ყოველ ჯერზე მარცხდება ყველა, ვინც ყვავივით დაგვჩხავის საქართველოს და ქართველ ხალხს და ელის საქართველოს წარუმატებლობას იქნება ეს ქვეყნის შიგნით ოპოზიცია, თუ ქვეყნის გარედან საქართველოს „კეთილის მსურველები“
საბედნიეროდ, ყოველ ჯერზე მარცხდება ყველა, ვინც ყვავივით დაგვჩხავის საქართველოს და ქართველ ხალხს და ელის საქართველოს წარუმატებლობას იქნება ეს ქვეყნის შიგნით ოპოზიცია, თუ ქვეყნის გარედან საქართველოს „კეთილის მსურველები“, - განუცხადა მედიას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
03 ივნისი 2026, 12:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: მანდატები დაყარეს ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნით და დღეს შეიცვალეს აზრი იმიტომ, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ სხვანაირი პოზიცია დაანახა. მათი დღის წესრიგი იცვლება იმის მიხედვით თუ რას ეტყვიან გარედან. ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როდესაც ვუყურებთ ადამიანების ჯგუფებს, რომლებიც თავს სთავაზობენ სხვა ქვეყნებს
მანდატები დაყარეს ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნით და დღეს შეიცვალეს აზრი იმიტომ, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ სხვანაირი პოზიცია დაანახა. მათი დღის წესრიგი იცვლება იმის მიხედვით თუ რას ეტყვიან გარედან. ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როდესაც ვუყურებთ ადამიანების ჯგუფებს, რომლებიც თავს სთავაზობენ სხვა ქვეყნებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
03 ივნისი 2026, 12:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე: ორ საკითხს გაუსვა ხაზი დელეგაციამ მის განცხადებაში, ეს არის საერთო ფასეულობებისა და საერთო ინტერესების დადასტურება, იქნება ეს ეკონომიკური, თუ სხვა სახის
ორ საკითხს გაუსვა ხაზი დელეგაციამ მის განცხადებაში, ეს არის დადასტურება საერთო ფასეულობებისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხანი და სწორედ ამ ვიზიტმაც დაადასტურა, რომ ჩვენ საერთო ფასეულობებს ვიზიარებთ და ასევე საერთო ინტერესები, იქნება ეს ეკონომიკური, თუ სხვა სახის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე საუბრისას.
03 ივნისი 2026, 12:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი პრემიერის ანგარიშზე: სავარაუდოდ 26 ივნისს გვექნება პლენარული სხდომა და ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც ექნება შესაძლებლობა კითხვის დასმით თუ გამოსვლით ჩართული იყოს ამ განხილვაში
„რა თქმა უნდა, წინ არ გავუსწრებ პრემიერ-მინისტრის ანგარიშს, მიუხედავად იმისა, რომ ის წერილობით უკვე წარმოდგენილია, თუმცა ზეპირ გამოსვლაში ის ყველა აქცენტს შეეხება, რაც მნიშვნელოვანია მთავრობის საქმიანობის წარმოსაჩენად და სახელმწიფოს განვითარების დღევანდელ მაჩვენებლებზე ყურადღების გასამახვილებლად. გვექნება პლენარული სხდომა და ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც ექნება შესაძლებლობა კითხვის დასმით თუ გამოსვლით ჩართული იყოს ამ განხილვაში“, - განმარტა პაპუაშვილმა.
03 ივნისი 2026, 12:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხი თავისი სიმტკიცითა და გამძლეობით მივიდა ამ წერტილზე, რომ დღეს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ განცხადებაში რამდენჯერმე ახსენა სიტყვა სუვერენიტეტი, რომელიც ევროპელებმა დაგვავიწყეს საქართველოსთან ურთიერთობაში
ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნისა თუ ბრიუსელის მხარდაჭერა რადიკალიზმში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება, დღეს რადიკალიზმი მხარდაჭერილი არის ბრიუსელი მხრიდან.
03 ივნისი 2026, 12:09
ტაბლოიდი
კიმ კარდაშიანმა ლუის ჰამილტონთან რომანი დაადასტურა
ჭორები მათი რომანის შესახებ პირველად მაშინ გავრცელდა, როდესაც 45 წლის ამერიკელი რეალითი შოუს ვარსკვლავი და 41 წლის ბრიტანელი F1-ის მრბოლელი ასპენში, ახალი წლის ღამის წვეულებაზე ერთად შენიშნეს.
03 ივნისი 2026, 12:06
საზოგადოება
ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას გზაზე მოძრაობა 2 დღით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 4 და 5 ივნისს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, ჯაპანას სატრანსპორტო კვანძთან მისასვლელ გზაზე, კვანძის ჩამომსვლელ პანდუსსა და წრიულებზე სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები განხორციელდება, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 11:54
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, მაქსიმ ლისენკოს შეხვდა
მხარეებმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელიც დაეფუძნება გამოცდილების და პროფესიული ცოდნის ურთიერთგაზიარებას. მხარეები შეთანხმდნენ, საჭიროებების გათვალისწინებით, გარკვეულ ვადებში განისაზღვროს თანმშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.
03 ივნისი 2026, 11:49
მსოფლიო
ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინამ სანკტ-პეტერბურგის ნავთობის ტერმინალი დაბომბა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მდებარე ნავთობის ტერმინალი დრონებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 11:48
რეგიონი
ზურაბ პატარაძე საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიას დაესწრო
გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან, ასევე ცენტრალური, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 11:35
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით პირველი სამუშაო სხდომა გამართა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა
ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით პირველი სამუშაო სხდომა გამართა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.
03 ივნისი 2026, 11:21
ჯანდაცვა
საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს
მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. აღნიშნულ საბჭოში ქვეყანას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - ირაკლი სასანია წარმოადგენს.
03 ივნისი 2026, 11:19
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის მინისტრს, ალექსანდრ კულიკს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, სატყეო მეურნეობის მინისტრს ალექსანდრ კულიკს შეხვდა.
03 ივნისი 2026, 11:10
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევა გამოავლინეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთში. მოქალაქეს ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოში უკანონოდ ჰქონდა დამონტაჟებული.
03 ივნისი 2026, 11:07
საზოგადოება
მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდებთან დაკავშირებით აბიტურიენტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 4 ივნისს, 15:00 საათიდან 16:00 საათამდე აბიტურიენტებისთვის მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
03 ივნისი 2026, 11:07
მსოფლიო
მედია: ირანმა ქუვეითის აეროპორტი დაბომბა
ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 11:03
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე დღეს დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება
ერთ საათში დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ- მინისტრს შეხვდებიან. ინფორმაცია თავად მშობლებმა გაავრცელეს და წერენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა პრეპარატების შემოტანის შესახებ უცვლელია.
03 ივნისი 2026, 11:02
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა და შენახვა), 261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა) 263-ე მუხლის პირველი ნაწილით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
03 ივნისი 2026, 10:52
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა სპარსეთის ყურეში ნავთობის ტანკერის დაბომბვის შესახებ იუწყება
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, გვიან ღამით მათ სპარსეთის ყურეში ნავთობის ტანკერი დაბომბეს, რომელიც ირანის ხარკის კუნძულისკენ გადაადგილდებოდა.


