imedi /  10 თებერვალი 2020, 09:32 / სანდო წყარო

ადამ კინზინგერი: აუცილებელია საპროტესტო აქციებმა შეინარჩუნოს მშვიდობიანი ფორმა

ადამ კინზინგერი

ადამ კინზინგერი

დემოკრატია არაა ადვილი და იმ დროს, როცა საპროტესტო აქციები თავისუფალ ქვეყანაში ნორმალურია, აუცილებელია, მან შეინარჩუნოს მშვიდობიანი ფორმა, - ამის შესახებ Twitter-ზე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი წერს.

„მონაწილეობა მივიღე დიალოგში სხვადასხვა მხარესთან, რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში. იმ დროს, როდესაც პროგრესს მივაღწიეთ, ჩემთვის აშკარა გახდა, რომ გადაუჭრელი განსხვავებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის გაგრძელდება. დემოკრატია არაა ადვილი და როცა საპროტესტო აქციები თავისუფალ ქვეყანაში ნორმალურია, აუცილებელია მან  შეინარჩუნოს მშვიდობიანი ფორმა“, - წერს კინზინგერი.

მისივე თქმით, აუცილებელია საქართველოში ყველა ჩართული პარტია კომპრომისზე წავიდეს, რათა ქვეყანამ მიაღწიოს დემოკრატიას და თავისუფლებას, რომლისკენაც ის ისწრაფვის. „როგორც წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, საქართველო-ამერიკის ძლიერი და მტკიცე ურთიერთობის ერთგული ვრჩები“, - წერს ადამ კინზინგერი.

ყველა სიახლე

25 თებერვალი 2020, 16:51

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში მდებარე კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა. სალომე ზურაბიშვილმა წარმატებული კადეტები დააჯილდოვა და ლიტერატურულ პერფომანსს დაესწრო, რომლითაც კადეტებმა დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს.

25 თებერვალი 2020, 16:42

მსოფლიო

ინდოეთში დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა

შეტაკებები ჯერ კიდევ კვირას, მოქალაქეობის შესახებ კანონის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაიწყო, თუმცა შემდეგ დაპირისპირებამ რელიგიური ელფერი მიიღო და ინდუისტებსა და მუსლიმებს შორის კონფლიქტში გადაიზარდა.

25 თებერვალი 2020, 16:26

მსოფლიო

კორონავირუსზე ეჭვის გამო ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კარანტინში იმყოფება

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას რუსული მედია ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანი ახლო აღმოსავლეთში პირველი სახელმწიფოა, სადაც COVID-19 გამოვლინდა.

ტენერიფე კორონავირუსი

25 თებერვალი 2020, 16:23

მსოფლიო

ტენერიფეზე ერთ-ერთ სასტუმროში კორონავირუსის გამო 1000-მდე ადამიანია იზოლირებული

ესპანეთში, კუნძულ ტენერიფეზე, ქალაქ ადეხეს სასტუმრო H10 Costa Adeje Palace-ში კორონავირუსის გამო 1000-მდე ადამიანია იზოლირებული. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ტურისტების იზოლირება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ერთი კვირის წინ ჩამოსულ იტალიის მოქალაქეს 24 თებერვალს კორონავირუსი აღმოუჩინეს.

25 თებერვალი 2020, 16:23

ძალოვნები

სამტრედიასთან ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სამტრედიის შემოსასვლთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრაილერი და მინივენი შეეჯახნენ.

დავით ზალკალიანი;  ფილიპო გრანდი

25 თებერვალი 2020, 16:08

მსოფლიო

დავით ზალკალიანმა გაეროს უმაღლეს კომისართან ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს წარმომადგენელს ფილიპო გრანდის შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი წარმომადგენლის ოფისს შორის არსებული წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

25 თებერვალი 2020, 16:05

სპორტი

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორი მატჩი გაიმართება

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორი მატჩი გაიმართება. ლონდონში, „სტემფორდ ბრიჯის“ სტადიონზე „ჩელსი“ მიუნხენის „ბაიერნს“ მიიღებს. მასპინძლებს ჩემპიონთა ლიგაში ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, მიუნხენელებმა კი ლიგაზე ზედიზედ ექვსი თამაში მოიგეს.

არჩილ თალაკვაძე 
პაველ ვიზდალი

25 თებერვალი 2020, 15:55

საქართველო

არჩილ თალაკვაძე სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, პაველ ვიზდალს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

ნესტან ლონდარიძე

25 თებერვალი 2020, 15:55

ძალოვნები

ზაზა სარალიძის ადვოკატი: მიხეილ კლანდიას ოჯახი მტკიცებულებებს ანადგურებდა, სისხლიან ტანსაცმელს ყრიდა, აქრობდა მობილურ ტელეფონებს

მიხეილ კლანდიას ოჯახი გახლავთ, ის ოჯახი, რომელიც მტკიცებულებებს ანადგურებდა, სისხლიან ტანსაცმელს ყრიდა, აქრობდა მობილურ ტელეფონებს და უფრო მეტიც, მათ ხელი შეუწყვეს გადაემალათ არასრულწლოვანი ბავშვები - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

ჰოსნი მუბარაქი

25 თებერვალი 2020, 15:50

მსოფლიო

ეგვიპტეს ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი 91 წლისა გარდაიცვალა

ეგვიპტეს სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ეგვიპტეს ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი კაიროში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

ირაკლი ჩიქოვანი

25 თებერვალი 2020, 15:33

საქართველო

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, უსაფრთხოების, დემოკრატიის, ეკონომიკის სექტორში, რაც მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი

პრემიერ-მინისტრის გზავნილები ნათელია, საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის რეალური ისტორია აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა, „ვაშინგტონ თაიმსში“ გიორგი გახარიას სტატიის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფო

25 თებერვალი 2020, 15:18

საქართველო

მილანის რეისით ჩამოსულ 20 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მილანის რეისით ჩამოსულ 20 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ლუგარის ლაბორატორიის ანალიზების პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს სეზონური ვირუსი, H1N1 დაუდგინდა.

დავით ზალკალიანი

25 თებერვალი 2020, 15:17

საქართველო

დავით ზალკალიანი: ნატოს მომავალი წევრობისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გვაქვს

ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველო, როგორც ყველაზე წინ წასული ასპირანტი ქვეყანა, ყველაფერს ასრულებს და ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოს მომავალი წევრობისთვის - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

ტოივო კლაარი

25 თებერვალი 2020, 15:02

საქართველო

ტოივო კლაარს მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივდა

ევროკავშირის საბჭომ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივა. ევროკავშირის საბჭოს ცნობით, ტოივო კლაარი ამ პოსტზე 2021 წლის 28 თებერვლამდე დარჩება.

25 თებერვალი 2020, 15:00

საქართველო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სალომე ზურაბიშვილი

25 თებერვალი 2020, 14:55

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: გამარჯვებაა ის ფაქტი, რომ დღეს იმ ემიგრაციის წარმომადგენელი ვდგავარ თქვენ წინაშე, როგორც თქვენი პრეზიდენტი

გამარჯვებაა ის ფაქტი, რომ დღეს მე, იმ ემიგრაციის წარმომადგენელი ვდგავარ თქვენ წინაშე, როგორც თქვენი პრეზიდენტი და თქვენ ხართ სამართალმემკვიდრეები იმ გმირი იუნკრების, რომლებიც ტაბახმელასა და კოჯორში იბრძოდნენ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუნკერებს თავდაცვის აკადემიაში შეხვედრაზე.

25 თებერვალი 2020, 14:35

ძალოვნები

თელავში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია

თელავში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია. ყარალაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. "ქრონიკის " ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი ჯგუფი მუშაობს და ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობს.

25 თებერვალი 2020, 14:33

საქართველო

თავდაცვის მინისტრმა იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპული იუნკრები კიდევ ერთხელ გაიხსენა. ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორ-ტაბახმელას ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

მკვლელობა

25 თებერვალი 2020, 14:31

ძალოვნები

ადვოკატი: დედისა და ბებიის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძალადობის მსხვერპლია

„ამ ბავშვზე წლების განმავლობაში ოჯახის წევრების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა. ეს გროვდებოდა და ძალიან მძიმედ იმოქმედა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება და განისაზღვრება მისი ფსიქიკური მდგომარეობა“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ დაკავებულის ადვოკატმა, თამარ გაჩეჩილაძემ განუცხადა.

ან ლინდე
დავით ზალკალიანი

25 თებერვალი 2020, 14:26

საქართველო

დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა

მინისტრებმა ისაუბრეს შვედეთისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე, ასევე სხვადასვხა საერთაშორისო ფორმატში წარმატებულ თანამშრომლობაზე. ზალკალიანმა ლინდეს გაეროს ფორმატებში წარდგენილი რეზოლუციების უწყვეტი მხარდაჭერისთვის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დამგმობი განცხადებებისთვის მადლობა გადაუხადა.