გერმანიაში ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა
ფოტო: IMEDI
საქართველო 2022 წელს ბერლინში ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის, ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა იქნება.
გერმნიაში მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ITB Berlin-ი საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში დაესწრნენ. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ტურიზმის სექტორის და დონორი ორგანიზაციების წარმოდგენლები.
ღონისძიებაზე მარიამ ქვრივიშვილმა საზოგადოებას ITB Berlin-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებდეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ITB Berlin-ზე, გერმანიაში, მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვება საქართველოს 37 მილიონი ევროს ღირებულების მარკეტინგულ მხარდაჭერას და 1 მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს. ITB Berlin-ს ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნის 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება. ITB Berlin-ი წლიდან წლამდე მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. 3 დღის განმავლობაში გამოფენას 5 ათასზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს.
ITB Berlin-ის გამოფენაზე მასპინძლის სტატუსით მონაწილეობა არის უპრეცედენტო მასშტაბის შესაძლებლობა ქვეყნისთვის, რაც კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს საქართველოს, როგორც ტურისტულად განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ქვეყანას. მასპინძლის სტატუსი არის სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო 2022 წლამდე და მის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ქვეყანაა. 2007 წლიდან ბერლინში 15 ქვეყანა მასპინძლის სტატუსით წარდგა, მათ შორისა: ინდოეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, ინდონეზია, მალაიზია და ა.შ. აღნიშნული ქვეყნები მსოფლიოში ტურისტული ბაზრის უდიდეს წილს ფლობენ.
სტატისტიკით, ITB Berlin-ი მასპინძელ ქვეყნად გამოცხადების შემდეგ თითო ქვეყანაში შესული საერთაშორისო ვიზიტორების ზრდამ საშუალოდ 130 %-ს მიაღწია. ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყნად გამოვლენამდე საქართველომ ურთულესი საკონკურსო ეტაპები და კონკურენცია გაიარა მსოფლიოში ცნობილ ტურისტულ მიმართულებებს შორის.
საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ინსპექტირება. 2019 წლის აპრილში ITB Berlin-ის ხელმძღვანელების საქართველოში ვიზიტი შედგა, რომლის ფარგლებშიც ადგილზე შეფასდა ტურისტული პროდუქტები, ინფრასტრუქტურა, სასტუმროები. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა პროაქტიულად უდგება ტურიზმის განვითარებას და მისთვის ტურიზმის ინდუსტრია პრიორიტეტული დარგია.
გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო ბერლინის სამთავრობო უწყებების მხარდაჭერა, რაც იმის ნიშანია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი არამხოლოდ ტურიზმის განვითარებისათვის, არამედ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.
როგორც მასპინძელი ქვეყანა, საქართველო 37 მილიონი ევროს ღირებულების საიმიჯო საინფორმაციო და მარკეტინგულ მხარდაჭერას მიიღებს. ეს არის 15 მილიონი ევროს ღირებულების ონლაინ მედია მომსახურება. 3,200 000 ევროს ღირებულების ტელე და რადიო დაფარვა, 19 მილიონი ევროს ღირებულების მომსახურება ბეჭდურ მედიაში. უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ITB Berlin-ის მასპინძლობით საქართველოს მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომის შესაძლებლობა ეძლევა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში პირდაპირ და არაპირდაპირაა ჩართული.
2020 წლის 4-8 მარტს ITB Berlin-ის გამოფენას საქარველოს ეკონომიკისა და მგდრადი განვითარების მინისტრი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეწვევიან, გამოფენის ფარგლებში საქართველოს ოფიციალურად მიენიჭება მასპინძელი ქვეყნის სტატუსი და გაიმართება ხელმოწერის ცერემონია. 2020 და 2021 წლებში ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin-ი საქართველო უკვე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით, რაც გულისხმობს მარკეტინგულ მხარდაჭერას და ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას და უკეთ პოზიციონირებას, როგორც ბერლინის გამოფენის მომავალი მასპინძელი ქვეყანა.
ყველა სიახლე
05 აპრილი 2026, 22:10
პოლიტიკა
ხელმოცარული რადიკალების 26 მაისი - გაერთიანებული „ნაცმოძრაობა“ დამოუკიდებლობის დღის მოპარვას ცდილობს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
გაერთიანებული „ნაცმოძრაობა“ დამოუკიდებლობის დღის მოპარვას ისევ ცდილობს - მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, რუსთაველზე შეიკრიბონ, იქ, სადაც 2011 წელს სისხლის გუბეები დააყენეს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს უმოწყალოდ გაუსწორდნენ.
05 აპრილი 2026, 22:03
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლებას სჭირდება ზუსტად იმისთვის, რისთვისაც თავის დროზე სჭირდებოდათ საქართველოში
როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე სხვადასხვა საქმეში გაიმეორა, რომ საქართველოში ადამიანების წამებას, ციხეებში ადამიანების უმძიმეს ყოფას, ქუჩაში ადამიანების მკვლელობებს ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი, ეს ნიშნავს ზოგადად რეჟიმის გასამართლებას და ზუსტად ამ სისტემატურობის და სისტემის შემქმნელი იყო ზურაბ ადეიშვილი, ყველაფრის სათავეში იდგა, ყველაფერი იცოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.
05 აპრილი 2026, 22:01
მსოფლიო
ანდრაშ ლასლო უნგრეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე: ეს ის არჩევნებია, რომელში ჩარევას როგორც კიევი, ასევე ბრიუსელი ცდილობს - ვერავინ დაგვაშინებს, უნგრეთის ინტერესებს მუდამ დავიცავთ
ეს ის არჩევნებია, რომელში ჩარევას როგორც კიევი, ასევე ბრიუსელი ცდილობს, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ უნგრელმა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, რომელიც 12 აპრილს გაიმართება.
05 აპრილი 2026, 21:55
პოლიტიკა
თვითდაპატიმრებული პოლიტიკოსების რეალური მისია. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
პოლიტიკური ფაშიზმის გამოვლინებაა ტერორი, რომელსაც რადიკალები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს უწყობენ. კერძოდ, წარწერები ქუჩებში: „მოკალით“, „84 ტყვია“; ასევე, შვილების ფოტოების გასაჯაროება, მისამართების, ტელეფონის ნომრების გამოქვეყნება, ფიზიკური თავდასხმა და ფსიქოლოგიური ტერორი და ამას ახალისებდნენ მდიდარი „ენჯეოები“ თუ პოლიტიკოსები, რომლებიც თავად ცდილობდნენ მაგალითის მიცემას. მათ შორის, აქციებზე პიროტექნიკის სროლით, ოფისებთან საარჩევნო პლაკატების დაზიანებით და ჩამოხევთ.
05 აპრილი 2026, 21:35
სამართალი
ბრძოლა ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფებებთან - ნეონაცისტური ქსელის კიდევ 13 წევრი დააკავეს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ბრძოლა ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფებებთან - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნეონაცისტური ქსელის კიდევ 13 წევრი დააკავა, მათგან 7 არასრულწლოვანია.
05 აპრილი 2026, 21:25
მსოფლიო
ევრობიუროკრატიის ხელწერა უცვლელია - უნგრეთი გადამწყვეტი არჩევნებისთვის ემზადება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ერთ კვირაში უნგრეთში გადამწყვეტი არჩევნებია. არჩევნების პერიოდში „იმედის კვირა“ უნგრეთში იმუშავებს და უახლეს ცნობებს ადგილიდან მოგაწვდით.
05 აპრილი 2026, 21:18
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ძალიან ნიშანდობლივია, რომ პატრიარქმა როდესაც მოსაყდრის შესახებ განაცხადა, თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო. რა თქმა უნდა ამის შემდეგ მეუფე შიოზე კიდევ უფრო მძაფრი შეტევა დაიწყო
პატრიარქი მიხსნიდა, რატომ გახდა მისთვის ცხადი, რომ მოსაყდრის შესახებ გაეცხადებინა საზოგადოებისთვის. ბრძანა სრულიად გარკვევით, რომ დაფარული ანდერძი ამ რთულ ვითარებაში შესაძლოა დამატებით შფოთს ბადებს საზოგადოებაში, მითქმა-მოთქმას და იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს რა უნდა ეწეროს დახურულ ანდერძში, მე ამას ვუცხადებ მათ. იქნება ამან სიმშვიდე გამოიწვიოს მათშიო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
05 აპრილი 2026, 21:03
პოლიტიკა
ინტერპოლის ბიუროს ძებნილი შეფი - ზურაბ ადეიშვილის ახალი სტატუსი უკრაინაში. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რომელსაც წლებია ქართული სახელმწიფო უმძიმესი დანაშაულებისთვის ეძებს, უკრაინაში ინტერპოლის შეფად დანიშნეს.
05 აპრილი 2026, 20:55
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე: დააანონსეს, რომ მოხდება სკანდალი სინოდზე, ატყდება ომი და ეპისკოპოსები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, შეიძინეს პოპკორნი და მოემზადნენ საყურებლად. არაფერია საყურებელი, ეპისკოპოსები პატრიარქისადმი სიყვარულით აგრძელებენ საქმეს
ჯერ კიდევ 2004-2005 წლებში, 20 წლის წინ მესმოდა აქა-იქ, რომ პატრიარქი მოხუცდა და ვეღარ მართავს ეკლესიას. ძალიან მიკვირდა, რომ პატრიარქზე ამას ვისმენდი, თუმცა წლების მერე მივხვდი, რომ მაშინდელი დაწყებული კამპანია იყო პატრიარქის წინააღმდეგ ის, რაც მერე ვნახეთ ღიად დაპირისპირება და პატრიარქის ლანძღვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
05 აპრილი 2026, 20:54
პოლიტიკა
ეკლესიის მტრების მხილება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
უწმინდესის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, ყველა ფარისეველმა ჩამოიხსნა დროებით მორგებული მწუხარების ნიღაბი. სურთ შოუდ აქციონ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი. განიხილავენ არარსებულ წერილობით ანდერძს, სპეკულაციებისთვის გამოიყენეს უწმინდესის გადაწყვეტილება - მოსაყდრის ფაქტორი, პატრიარქის მიერ ამბიონიდან ნათქვამი.
05 აპრილი 2026, 20:30
მსოფლიო
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - დონალდ ტრამპის ირანისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა იწურება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირაში“ გაეცანით ბოლო ცნობებს ახლო აღმოსავლეთიდან. დონალდ ტრამპმის გზავნილი ირანს - „სამშაბათი იქნება ელექტროსადგურებისა და ხიდების დღე, ორივე ერთად. გახსენით ეს დაწყევლილი სრუტე, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ“.
05 აპრილი 2026, 20:25
პოლიტიკა
რადიკალური ოპოზიცია და მათთან აფილირებული მედიები გადადიან ზღვარს - ზღვარს, რომლის იქით უკვე სახელმწიფოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვაა - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
რადიკალური ოპოზიცია და მათთან აფილირებული მედიები გადადიან ზღვარს - ზღვარს, რომლის იქით უკვე სახელმწიფოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვაა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ „ფორმულას“ ჟურნალისტის მიერ დასმული ირანის ელჩისთვის დასმული შეკითხვის შეფასებისას.
05 აპრილი 2026, 19:26
საზოგადოება
ქუთაისის ცენტრალურ სკვერში შემეცნებით-ინოვაციური სივრცე „UniverCity“ განთავსდება
„ქუთაისი - საუნივერსიტეტო ქალაქი“ - ახალი შემეცნებით-ინოვაციური სივრცე ქუთაისის ცენტრალურ სკვერში განთავსდება. მისი კონცეფცია და პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU), ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა, - ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
05 აპრილი 2026, 19:22
სამართალი
თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
პროკურატურის ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2025 წლის 22 აგვისტოს თბილისში, ვაჟა- ფშაველას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ცოლ-ქმარს შორის კამათი მოხდა, რის შემდეგაც ქმარი სახლიდან გავიდა. თუმცა, ბრალდებული მას დანით ხელში დაედევნა და სადარბაზოში, დანის გამოყენებით გულის არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
05 აპრილი 2026, 18:33
საზოგადოება
მეუფე შიო: ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ყველა ცოდვამ და მანკიერებამ, არამედ ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში, რომ დღეიდან აღარ განვეშოროთ მას
ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ყველა ცოდვამ და მანკიერებამ, არამედ ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში, რომ დღეიდან აღარ განვეშოროთ მას, რომ მუდამ გვახსოვდეს იგი, მასთან ერთად ვიყოთ და მასთან ერთად ვიცხოვროთ, - განაცხადა სიონის საპატრიარქო ტაძარში ბზობის დღესასწაულზე ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
05 აპრილი 2026, 17:55
მსოფლიო
კოსმოსურ ხომალდ „ორიონზე“, რომელიც მთვარისკენ მიფრინავს, თხევადი ნარჩენების უტილიზაციის პრობლემა შეიქმნა
კოსმოსურ ხომალდ „ორიონზე“, რომელიც Artmemis 2-ის ფარგლებში, მთვარისკენ მიფრინავს, თხევადი ნარჩენების უტილიზაციის პრობლემა შეიქმნა. მისიის ხელმძღვანელის თქმით, როგორც ჩანს, წყალგამტარ მილში ყინული წარმოიქმნა.
05 აპრილი 2026, 17:44
მსოფლიო
ევროპის მასშტაბით გახშირებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აქამდე უცნობმა დაჯგუფება „აშაბ ალ-იამინმა“ აიღო
ევროპის მასშტაბით გახშირებულ თავდასხმებზე მათ შორის ბელგიასა და ნიდერლანდებში სინაგოგებსა და საფრანგეთში ამერიკულ ბანკზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აქამდე უცნობმა დაჯგუფება „აშაბ ალ-იამინმა“ აიღო. ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ აღნიშნული დაჯგუფება ირანთანაა დაკავშირებული და ის სულ რაღაც, ერთი თვის წინ ჩამოყალიბდა.
05 აპრილი 2026, 17:35
მსოფლიო
თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტში საეჭვო პაკეტის გამო ევაკუაცია გამოცხადდა
თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში საეჭვო პაკეტის გამო ევაკუაცია გამოცხადდა. ამანათი კურიერმა მიიტანა, საიდანაც კვამლი ამოვიდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მივიდნენ.
05 აპრილი 2026, 17:20
მსოფლიო
ტრამპი ირანის ხელისუფლებას: გახსენით ეს დედანატირები სრუტე, გიჟო ნაბიჭვრებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ - დიდება ალაჰს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს ინფრასტრუქტურის განადგურებით ემუქრება. პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი სამშაბათი ირანისთვის გარდამტეხი იქნება.
05 აპრილი 2026, 17:17
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ვხედავთ, რომ მავნებელი სააკაშვილი არ ისვენებს და კვლავ რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებს პატრიარქთან დაკავშირებით
ვხედავთ, რომ მავნებელი სააკაშვილი არ ისვენებს და კვლავ რაღაც დეზინფორმაციას ავრცელებს პატრიარქთან დაკავშირებით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.


