დეკანოზ მამალაძის ძმა პატრიარქთან შეხვედრის აუდიო-ვიდეომასალის სრულ ვერსიას ითხოვს
თორნიკე მამალაძე
ფოტო: მარიამ ქართველიშვილი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა საპატრიარქოს წერილით მიმართავს. თორნიკე მამალაძე პატრიარქთან შეხვედრის აუდიო-ვიდეოჩანაწერის სრულ ვერსიის გადმოცემას ითხოვს. მისი განცხადებით, ჩანაწერის ავთენტურობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში, ოჯახი შესაბამის ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ პარტიარქთან შეხვედრის დროს დაკავებული დეკანოზის ზიარების შესახებ პატრიარქმა ვრცლად ისაუბრა, თუმცა შეხვედრის შემდეგ სასულიერო პირებმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.
"განცხადება შეგვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მოგვაწოდონ ორი დღის განმავლობაში ის აუდიოჩანაწერი სრულყოფილად, სადაც ჩვენი საუბრები იყო ჩაწერილი. მინდა, რომ ჩემი ყურით მოვისმინო და თუ რაიმე ეჭვი შემეპარება, ექსპერტიზას ჩავატარებ. მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას, ჩემი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ და ყველამ ვიცით, რომ ზიარებასთან დაკავშირებით გვითხრეს, რომ პატრიარქმა კურთხევა მოგვცა და ხვალ ან ზეგ უნდა ვაზიაროთო. გარეთ გამოვიდნენ და თქვეს, არ ვაზიარებთ, უბრალოდ მოსანახულებლად მივალთო. მე არ მინახავს, რა გაასაჯაროეს, მაგრამ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ექსპერტიზას ჩავატარებ", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
ასეთივე მოთხოვნა წამოაყენა დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ. „ვიცი, რომ ვიდეოჩაწერაც იყო და გვანახონ, ხელით როგორ აჩერებდა დეკანოზს მამა დავით ჭინჭარაული. აუდიოჩანაწერში არ გამოჩნდება უწმინდესი როგორი გაოცებული უსმენდა თორნიკე მამალაძის სიმართლეს“, - ასე გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ პატრიარქის და დეკანოზის ოჯახის შეხვედრის აუდიოჩანაწერს. ადვოკატის თქმით, ის ჯერ აუდიოჩანაწერს არ გაცნობია, თუმცა ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებასაც ითხოვს. „ჯერ ვერ გავეცანი აუდიოჩანაწერს. ვიცი, რომ იყო ვიდეოჩაწერა და თუ გასაჯაროებაა, ვიდეოც უნდა გვანახონ. მაგალითად, მამა დავით ჭინჭარაული ხელით როგორ აჩერებდა დეკანოზს, ეს აუდიოჩანაწერში არ ჩანს“, - განაცხადა ფანცულაიამ.
ეს განცხადებები თბილისის საქალაქო სასამართლოში გაკეთდა, სადაც დეკანოზის საქმის არსებითი განხილვა განახლდა.
დღეს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე 21 ივნისს პატრიარქის და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის ჩანაწერი გავრცელდა.
დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.
გიორგი ფანცულაია
ყველა სიახლე
10 ივნისი 2026, 08:00
რეგიონი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნარუჯაში გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2 440 მეტრი სიგრძის ასფალტის საფარის დაგება და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.
10 ივნისი 2026, 04:24
მსოფლიო
Reuters: ევროკავშირი ალბანეთისგან რეაგირებას მოითხოვს - ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული კურორტის პროექტი ევროპულ გარემოსდაცვით სტანდარტებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისიამ მოუწოდა ალბანეთს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, თუ მას ბლოკში გაწევრიანება სურს.
10 ივნისი 2026, 03:52
მსოფლიო
Axios: აშშ-მა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმების მეორე ტალღა დაიწყო
აშშ-მა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმების მეორე ტალღა დაიწყო. აღნიშნული ოპერაცია პასუხს წარმოადგენს ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანული ძალების მიერ ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის, Apache-ის ჩამოგდების ფაქტზე. ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 03:20
მსოფლიო
POLITICO: ტრამპს კვლავ მიაჩნია, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ახლოსაა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ირანზე საპასუხო დარტყმები განახორციელა
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კვლავ მიაჩნია, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ახლოსაა, მიუხედავად იმისა, რომ სამშაბათს საღამოს შეერთებულმა შტატებმა ირანზე საპასუხო დარტყმები განახორციელა - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.
10 ივნისი 2026, 03:15
მსოფლიო
ირანული მედია: ირანმა რეგიონში აშშ-ის ობიექტებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმა დაიწყო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ირანმა რეგიონში არსებული ამერიკული სამიზნეების მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა.
10 ივნისი 2026, 03:10
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის არცერთი თავდასხმა არ დარჩება უპასუხოდ
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან არცერთი თავდასხმა არ დარჩება „უპასუხოდ“.
10 ივნისი 2026, 03:06
მსოფლიო
ბელფასტში ადგილობრივზე თავდასხმას მასობრივი გამოსვლები მოჰყვა
ბელფასტში 9 ივნისს ანტიიმიგრაციული პროტესტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ორშაბათს ადგილობრივ მცხოვრებ პირზე დანით თავდასხმა მოხდა. არეულობის მიზეზი გახდა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული თავდასხმის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ეჭვმიტანილი დაზარალებულზე ზის და მას დანით ჭრილობებს აყენებს.
10 ივნისი 2026, 02:01
მსოფლიო
ტრამპი ირანზე საპასუხო დარტყმების შესახებ: ვფიქრობ, პასუხის გაცემა ძალიან მნიშვნელოვანია
ტელეკომპანია ABC News-ის მთავარი კორესპონდენტი ვაშინგტონში, ჯონათან კარლი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს მართავდა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ირანის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების დაწყება გამოაცხადა.
10 ივნისი 2026, 01:53
მსოფლიო
მადიარი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ადრეც გარკვევით ვთქვი და ახლაც შემიძლია გავიმეორო - ჩვენ არანაირ ორმაგ სტანდარტს არ მივიღებთ, ვერ ვხედავთ დაჩქარებული გაწევრიანების აუცილებლობას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი კიევის დაჩქარებული წესით გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.
10 ივნისი 2026, 01:31
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანზე საპასუხო დარტყმები დაიწყეს
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ძალებმა, მთავარსარდლის განკარგულებით, დღეს, აღმოსავლეთის დროით (ET) 17:00 საათზე, ირანის წინააღმდეგ თავდაცვითი დარტყმების განხორციელება დაიწყეს.
09 ივნისი 2026, 23:37
მსოფლიო
ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
გერმანიაში პოლიტიკური ძალადობის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა - 2025 წელს მკვეთრად და თანმიმდევრულად იმატა როგორც პარტიების წარმომადგენლებზე თავდასხმებმა, ისე პოლიტიკური მოტივით ჩადენილმა დანაშაულებმა მოსახლეობაში, - წერს ესპანური გამოცემა El País-ი სტატიაში სათაურით „მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია“.
09 ივნისი 2026, 22:43
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: ვუშვებ, რომ მე და მელია ერთად აღარ ვიყოთ
პარტია „ახალის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ისინი ერთ პოლიტიკურ გუნდში აღარ იყვნენ.
09 ივნისი 2026, 22:38
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ დიპლომატიის ენა გვირჩევნია, თუმცა სხვა ენებზეც ვსაუბრობთ
უცხოური ძალები, რომლებიც ჩვენი ტერიტორიის სიახლოვეს იმყოფებიან, მუდმივი რისკის ქვეშ არიან საკუთარი ადამიანური შეცდომების, ჩვეულებრივი უბედური შემთხვევების ან, შესაძლოა, ორმხრივ ცეცხლში მოყოლის გამო, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
09 ივნისი 2026, 22:20
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი „ტუპიაკი". უფასოდაა ასეთი
„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძის განცხადებას პასუხობს, რომლის თქმითაც, „ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ტყუილებში და არათანმიმდევრულობაში ჩემპიონი არის პარტია „ფედერალისტები“.
09 ივნისი 2026, 22:09
მსოფლიო
ზელენსკი: რუსები უკრაინის ომს ზუსტად ისევე იგრძნობენ, როგორც ამას ახლა ყველა უკრაინელი განიცდის
რუსები უკრაინის ომს ზუსტად ისევე იგრძნობენ, როგორც ამას ახლა ყველა უკრაინელი განიცდის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
09 ივნისი 2026, 22:04
საზოგადოება
ლევან მაისურაძე საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებულ ჯარიმებზე: განხილვის პროცესში შეფასდება როგორც საგზაო უსაფრთხოებაზე არსებული გავლენა, ისე მოქალაქეებისთვის ჯარიმებით გამოწვეული ფინანსური ტვირთი
განხილვის პროცესში შეფასდება როგორც საგზაო უსაფრთხოებაზე არსებული გავლენა, ისე მოქალაქეებისთვის ჯარიმებით გამოწვეული ფინანსური ტვირთი, - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან მაისურაძემ.
09 ივნისი 2026, 21:56
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია განულების პირასაა. ჩვენ მათ პოლიტიკურ გასვენებას ვუყურებთ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ოპოზიციის ალიანსში არსებულ დაპირისპირებას აფასებს. იგი პროცესს ოპოზიციის პოლიტიკურ გასვენებას უწოდებს.
09 ივნისი 2026, 21:50
მსოფლიო
CNN: ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის არმიის ვერტმფრენი ირანულმა დრონმა ჩამოაგდო
ომანის სანაპიროსთან, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტესთან ახლოს, აშშ-ის არმიის კუთვნილი Apache-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამერიკელი მაღალჩინოსნებისა და ინციდენტში ჩახედული წყაროების ცნობით, ვერტმფრენის ჩამოგდება ირანულმა დრონმა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
09 ივნისი 2026, 21:45
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე გლობალური ფონდის რეგიონული პროგრამების დირექტორ დუმიტრუ ლატიჩევსკის შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი გლობალური ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის პროგრამების დირექტორს შეხვდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
09 ივნისი 2026, 21:44
პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციის ალიანსზე: ამ ადამიანების ქმედებები, ინტერესები არანაირად თანხვედრაში არ მოდის ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. გაერთიანება, რაზეც საუბრობდნენ, ისიც დროებითი აღმოჩნდა და ვხედავთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის ალიანსში არსებულ დაპირისპირებას აფასებს.


