imedi /  23 ივნისი 2017, 20:43 / სანდო წყარო

პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით, პირველი მოსმენის მსგავსად 115 ხმით მიიღო. 

პარლამენტში რიგგარეშე სესია 21 ივნისს გაიხსნა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს  21 ივნისიდან რიგგარეშე სესიის დანიშვნის შესახებ მიმართა. გუშინ პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განხილულიყო, უარი თქვა. 

რიგგარეშე სხდომის ფორმატში კონსტიტუციის განხილვას ბოიკოტი გამოუცხადა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "პატრიოტთა ალიანსმა", მოგვიანებით კი "ევროპულმა საქართველომაც". განხილვებს ბოიკოტი გამოუცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

კანონპროექტის დამტკიცებას უმრავლესობა საშემოდგომო სესიაზე გეგმავს. 

არქივი

18 ივლისი 2018, 12:32

ეკონომიკა

ახალციხეში 10 სოფელში მისასვლელი სტიქიისგან დაზიანებული გზები კეთდება

სამუშაოებისათვის ტენდერი არ გამოცხადებულა და გზების რეაბილიტაციისათვის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ტექნიკა მუშაობს. რა თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან, ეს სამუშაოების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

18 ივლისი 2018, 12:30

საქართველო

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი იტყუება, მას არ შეურჩევია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენას ეხმიანება. კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი იტყუება: "პრეზიდენტი იტყუება, მას არ შეურჩევია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი", - განაცხადა კობახიძემ.

18 ივლისი 2018, 12:28

საქართველო

ხორავას ქუჩის მოწმე: ჩხუბში არ ჩავერიე, რადგან ადრე ბიჭობაში გაშველებისას ცხვირ-პირში მომხვდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმეზე შემნილი დროებითი საგამოძიებო კომისია ავტომობილის მძღოლ ნიკოლოზ იორდანაშვილს კითხავს, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო. მისი თქმით, დანა და დაჭრის მომენტი არ დაუნახავს და საკუთარი სიტყვებისთვის შეუძლია დაიფიცოს კიდეც.

18 ივლისი 2018, 12:23

ვიდეო

თამარ უგულავა: მთავრობის თხოვნით მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევას დავამატეთ ტყვიის კომპონენტი

18 ივლისი 2018, 12:20

ვიდეო

დროებითი საგამოძიებო კომისია მუშოაბას განაგრძობს

18 ივლისი 2018, 12:11

ძალოვნები

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გადაწყვეტილება სააპელაციომ ძალაში დატოვა

მიხეილ სააკაშვილს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ოთხწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელის რაოდენობა სამ წლამდე შემცირდა. სააპელაციოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ სააკაშვილს 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება და სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება ჩამოერთვა.

18 ივლისი 2018, 12:09

საქართველო

ლევან დავითაშვილი ნიუ-იორკში UNESCAP -ის ფორუმს თავმჯდომარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) მე-6 ფორუმში თავმჯდომარის რანგში მონაწილეობს. მან ESCAP-ის ჯგუფის სახელით ანგარიში წარადგინა და გაეროს მაღალი ტრიბუნიდან რეგიონში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

18 ივლისი 2018, 12:08

ვიდეო

უმრავლესობის განცხადებით, პროკურატურის კითხვებზე პასუხის გაცემა ნებისმიერი ადამიანის ვალდებულებაა

18 ივლისი 2018, 12:01

საქართველო

გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთის პრემიერმინისტრი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი მუჰამედკალი აბილგაზიევი მიიღო, რომელიც თბილისში პირველად იმყოფება და საქართველოს OGP- ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.

18 ივლისი 2018, 12:01

ვიდეო

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს

18 ივლისი 2018, 11:54

ვიდეო

ქრონიკა 11:00 საათზე - 18 ივლისი, 2018 წელი

18 ივლისი 2018, 11:50

კულტურა

ბახმაროში კარიკატურისტთა საერთაშორისო გამოფენა იმართება

ეჯიბიას თქმით, დიდი სურვილი აქვს, რომ არტ-კაფე ბახმაროში ერთგვარ კულტურულ კერად ჩამოყალიბდეს და დამკვიდრდეს ტრადიცია, რომ ყოველწიურად შესაძლებელი იყოს კურორტზე სხვადასხვა საინტერესო პროექტების განხორციელება,

18 ივლისი 2018, 11:36

ეკონომიკა

2017 წელს საქართველოდან 2270 ტონა ჩაი გავიდა

2017 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1.4 მილიონი დოლარის (1 821 ტონა) მწვანე ჩაი და 1.1 მლნ დოლარის ღირებულების (449.5 ტონა) შავი ჩაი გავიდა. რაც შეეხება ყავას, ექსპორტზე 15.4 ათასი დოლარის (50.4 ტონა) ხსნადი ყავა გავიდა.

18 ივლისი 2018, 11:32

მსოფლიო

ილონ მასკი ბრიტანელ მყვინთავს შეურაცხყოფის გამო ბოდიშს უხდის

ილონ მასკმა ბრიტანელ მყვინთავს ვერნ ანსუორტის, რომელიც ტაილანდის გამოქვაბულიდან ბიჭების გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა, Twitter-ზე "პედოფილად" მოხსენიების გამო, ბოდიში მოუხადა. ილონ მასკის თქმით, მან მყვინთავს შეუარცხყოფა "გაბრაზებულ გულზე" მიაყენა.

18 ივლისი 2018, 11:31

საქართველო

თამბაქოს კონტროლის ალიანსი „თამბაქოს შესახებ“ კანონში ცვლილების განხილვას ეწინააღმდეგება

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თამბაქოს კონტროლის ალიანსი არ აპირებს მხარი დაუჭიროს კანონის დაშლის მცდელობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ შეასრულოს კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებები.

18 ივლისი 2018, 11:22

საქართველო

მამუკა ბახტაძემ ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტს რეზოლუციის მიღება შესთავაზა

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 სამიტი" დღეს სიტყვით გახსნა. პრემიერმა სტუმრებს და 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

18 ივლისი 2018, 11:21

საქართველო

ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდასა და განმარტების გაკეთებას ითხოვს, თუ რატომ დაასახელა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. პარტიის წევრების განცხადებით, პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით შეურაცხყოფა მიაყენა უმაღლეს საბჭოსა და რეგიონის მოსახლეობას.

18 ივლისი 2018, 11:18

ვიდეო

დავით ზალკანიანი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს

18 ივლისი 2018, 11:17

ეკონომიკა

6 თვეში ქართველებმა საბანკო ბარათებით უცხოეთში 791,4 მლნ ლარი დახარჯეს

2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში საბანკო ბარათებით წინა წელთან შედარებით 32,3%-ით მეტი დახარჯეს, რაც ჯამში791 498 000 ლარია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

18 ივლისი 2018, 11:17

სპორტი

ევროტურნირებზე საქართველოს ხელბურთის ორი კლუბი ითამაშებს

„ბათუმი“ - „ბესა ფამგასის“ პირველი მატჩები 1-2 სექტემბერს, საპასუხო შეხვედრები კი 8-9 სექტემბერს შედგება.რაც შეეხება „იმედი“ - „დუდელანჟის“ წყვილს, ეს თამაშები 6-7 და 13-14 ოქტომბერს არის დაგეგმილი.