imedi /  16 აგვისტო 2017, 14:09 / სანდო წყარო

ბათუმში რამდენიმე სახლი იწვის

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი იწვის. გაზეთ „ბათუმელების“ ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, ასევე სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ლერმონტოვის ქუჩაზე რამდენიმე საწყობი იწვის.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, გაზგასამართი სადგური აფეთქდა.

კომენტარები ()