imedi /  04 სექტემბერი 2017, 10:07 / სანდო წყარო

ექსპერტები შავი ზღვის კვლევებს ახორციელებენ

სამეცნიერო-კვლევითი გემის  Mare Nigrum საშუალებით ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებულ პროექტ „შავი ზღვის გარემოს  მონიტორინგის გაუმჯობესება (EMBLAS)“  ფარგლებში საქართველოს, უკრაინის, და  ევროკავშირის ქვეყნების წამყვანი ექსპერტები შავ ზღვას ერთობლივად იკვლევენ.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი კვლევა 2016 წელს ჩატარდა, რომლის შედეგადაც 12  სამეცნიერო ფაქტი გამოვლინდა, რაც აისახა ნაშრომში „12 ახალი ფაქტი შავი ზღვის შესახებ“. 

"შავი ზღვის კვლევების მეორე ეტაპი მოიცავს შემდეგ ახალ საკითხებსა და მეთოდებს:

დნმ-ის კვალით გამოვლენილი ზღვის ცოცხალი ორგანიზმების ჩამონათვალი; შავი ზღვის ფსკერზე ბაქტერიების სახით დალექილი/დაშლილი ტოქსიური დამაბუნძურებლების გამოკვლევა; შავი ზღვის  დამაბინძურებელი ნივთიერების ნუსხის შემდგომი სრულყოფა; შავი ზღვის მონიტორინგის ფარგლებში უცხოელი სპეციალისტები, გარემოს ეროვნულის სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად  შავი ზღვის ბიოლოგიურ, ფიზიკურ-ქიმიურ და მყარ მცურავ ნარჩენებს გამოიკვლევენ, რაც მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების სრულყოფილად შეფასებისათვის. სამეცნიერო ჯგუფს ბათუმის პორტში გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  და სააგენტოს სპეციალისტები დახვდნენ", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასეთი კვლევის შედეგები საშუალებას მისცემს შავი ზღვის ქვეყნებს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ შავი ზღვის მდგომარეობის შესახებ.

კომენტარები ()