imedi /  16 სექტემბერი 2017, 15:29 / სანდო წყარო

The Telegraph-ი საქართველოში მოგზაურობის 7 მიზეზს ასახელებს

The Telegraph-ი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ბრიტანელებს "ევროპის ყველაზე გასაოცარ ქვეყანაში" მოგზაურობისკენ მოუწოდებს.

სტატიაში ჟურნალისტი ქართული კერძების, ბუნებისა და მდიდარი კულტურის შესახებ წერს და დასძენს, რომ "დღეს საქართველოს იმაზე მეტის შეთავაზება შეუძლია ტურისტისთვის, ვიდრე ხაჭაპური და წითელი ღვინოა".

გამოცემა ბრიტანელებს საქართველოში მოგზაურობის 7 მიზეზს სთავაზობს.

პირველ ადგილს სიაში ბათუმი იკავებს, რომლის კლიმატსაც ჟურნალისტი ბალისას ადარებს და წერს, რომ ქალაქი მაღალი შენობებით, სამორინეებითა და შემონახული ძველი იერსახით არის მიმზიდველი, სადაც ასევე შესაძლებელია ბოტანიკურ ბაღში სტუმრობა.

სტატიაში ყავისადმი ქართველების განსაკუთრებულ სიყვარულზეც წერია. ჟურნალისტი ამბობს, რომ ბათუმში მდებარე Coffeetopia-ში საუკეთესო ყავას ამზადებენ.

Telegraph-ი თბილისისა და ბათუმის ღამის ცხოვრებაზეც ამახვილებს ყურადღებას და ტურისტებს კლუბ BASSIANI-ში და "მტკვარზე" წასვლას ურჩევს, სადაც "მსოფლიოს წამყვანი დიჯეები უკრავენ". სტატიის ავტორის თქმით, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია "ფაბრიკაც".

"საქართველო მართლაც ცნობილია ღვინოს მრავალფეროვნებით, მაგრამ საქართველოს დედაქალაქში ლუდსახარშები და ბარებიც არის, სადაც ახლადმოხარშულ ლუდს გთავაზობენ", - წერია სტატიაში. ჟურნალისტი ამ მხრივ რეკომენდაციას ბარ Black Dog-ს უწევს და ქართული ლუდის გემოსაც ახასიათებს.

სტატიაში საქრთველოში ველოტურიზმის შესახებაც არის საუბარი. ასევე ხაზგასმულია ეკლესია-მონასტრების სიმრავლეც - ჟურნალისტი ვარძიისა და უფლისციხის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის მკითხველს.

და ბოლოს, Telegraph-ი საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს "ქარვისფერი ღვინის" დაგემოვნებას ურჩევს. "ეს არის თეთრი ღვინის ნაირსახეობა, რომელსაც ქარვისფერი აქვს და ტრადიციული ქვევრის მეთოდოლოგიით არის დამზადებული."

ყველა სიახლე

ჯანი ინფანტინო

01 აგვისტო 2026, 09:45

მსოფლიო

ინფანტინომ მსოფლიო ჩემპიონატის კომერციული უფლებების ნაწილობრივი გასხვისების გეგმაზე უარი თქვა

FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიო ჩემპიონატის კომერციულ უფლებებში წილის გაყიდვის გეგმაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან Sky News-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

01 აგვისტო 2026, 09:27

მსოფლიო

Bloomberg: პენტაგონი ირანთან ომში გამოყენებული რაკეტების მარაგის შესავსებად 18,2 მილიარდ დოლარს ითხოვს

პენტაგონმა საგანგებო დაფინანსების სახით მოთხოვნილი 67 მილიარდი დოლარიდან 18,2 მილიარდი დოლარის გამოყოფა მოითხოვა აშშ-ის ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვისა და მაღალი სიზუსტის შეიარაღების მარაგის შესავსებად.9 ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ნანა კაკაბაძე

01 აგვისტო 2026, 09:00

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: დღევანდელ ოპოზიციას ხელისუფლებაში ყოფნის 9-წლიან პერიოდში მთელი დასავლური სამყარო „ლიბერალებს“ ეძახდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ოპოზიციაში ყოფნის 14 წლის განმავლობაში მათ სულ უფრო მეტად გამოავლინეს საკუთარი სახე, დაამტკიცეს, რომ მათი მამოძრავებელი და მაცოცხლებელი იდეოლოგია სწორედ ნაციზმია

არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ლიბერალიზმსა და ნაციზმზე წერს და აღნიშნავს, რომ ხშირად დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც საქართველოს 9 წელი მართავდა, დასავლეთში „ლიბერალებს“ უწოდებდნენ.

01 აგვისტო 2026, 02:41

მსოფლიო

NBC News: აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება

აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.

01 აგვისტო 2026, 01:37

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს

აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

01 აგვისტო 2026, 01:20

მსოფლიო

CBS News: აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ

რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ი იუწყება, რომ აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ, რაც, შესაძლოა, დღემდე განხორციელებულთაგან ყველაზე მასშტაბური საჰაერო კამპანია იყოს.

დონალდ ტრამპი

01 აგვისტო 2026, 01:01

მსოფლიო

ტრამპი: უკრაინა ძალიან მდიდარია, მას აქვს ძალიან ნოყიერი ნიადაგი იშვიათი ლითონების თვალსაზრისით - ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას და შეგვიძლია იქ ნებისმიერ დროს შევიდეთ და თითქმის ყველაფერი ავიღოთ, რაც გვსურს, ეს საკმაოდ კარგი შეთანხმებაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან იშვიათი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს, რაც შეერთებულ შტატებს გაწეული ფინანსური დახმარების უკან დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

01 აგვისტო 2026, 00:50

მსოფლიო

Reuters: ტრამპის განცხადებით, აშშ-ს უკრაინის მიერ Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის მიერ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება - მან ასევე დასძინა, რომ აშშ „ძალიან ფრთხილად უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის აძლევს მათი წარმოების უფლებას“, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

ჯორჯია მელონი

31 ივლისი 2026, 23:39

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან - ეს საგანგებო ზომაა, რომელიც მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო მიმოსვლისას და აღადგინოს სასაზღვრო კონტროლი, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.

31 ივლისი 2026, 23:22

მსოფლიო

Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere della Sera ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 23:06

მსოფლიო

სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებაზე მოგზაურობის გაფრთხილება განაახლა. უწყებამ მე-2 დონის რეკომენდაცია გამოსცა, სადაც ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო.

31 ივლისი 2026, 22:53

საზოგადოება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთაველის გამზირზე მასიურად იჭრება ხეები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, გადაწყდა მისი მოჭრა.

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 22:35

მსოფლიო

The Guardian: ტრამპმა უკან წაიღო დაპირება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემდა

დონალდ ტრამპმა უკან წაიღო დაპირება იმის შესახებ, რომ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების საკუთარი ძალებით წარმოების უფლებას მისცემდა - კემპ დევიდში გამართულ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ტექნოლოგიის გადაცემა „ადვილი ამბავი არ არის“, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

31 ივლისი 2026, 22:27

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ვატო შაქარიშვილი

31 ივლისი 2026, 22:14

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. ევროკავშირი დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანებაა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით

ესპანეთის მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის უუნარობის კიდევ ერთი მკაფიო მტკიცებულებაა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია.

თამთა მეგრელიშვილი

31 ივლისი 2026, 21:48

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“, შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

პედრო სანჩესი

31 ივლისი 2026, 21:24

მსოფლიო

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი გამოეხმაურა იმ ევროპული ქვეყნების მოთხოვნას, რომლებიც სეუტაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ესპანეთთან შენგენის ზონის ჩაკეტვას ითხოვენ.

ნიკოლოზ სამხარაძე

31 ივლისი 2026, 21:18

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში წარმომადგენელი ჰყავდეს. პირველ რიგში, მინდა, ამ ადამიანს ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ვისურვო, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დიდი წვლილი შეიტანოს ამერიკა-საქართველოს შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერაში. ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, იმედია, ახალი დიპლომატი ამ დინამიკას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა სამხარაძემ.

31 ივლისი 2026, 21:06

სამართალი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის ქუჩებიდან მაღალმთიან რეგიონებამდე - საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. სამასამდე ახალი, თანამედროვე და ჰიბრიდული ავტომანქანა ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდა.

31 ივლისი 2026, 21:01

ეკონომიკა

მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. „„ქრონიკის“ სიუჟეტი

გლობალური კრიზისის ფონზე დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებელი - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა ზრდის სწრაფ ტემპს განაგრძობს.