imedi /  10 ოქტომბერი 2017, 11:16 / სანდო წყარო

ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს

საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიებში საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით მარგველაშვილის შენიშვნებს არგუმენტირებულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ვეტო არის ერთადერთი შანსი, მიიღონ „თანხმობის დოკუმენტი“.

მათი განმარტებით, შენიშვნები ოპოზიციის გარდა, ვენეციის კომისიისა და არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებსაც ასახავს.

ცოტა ხნის წინ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა კონსტიტუციის მიღების პროცესზე განცხადება გაავრცელა.  ევროკავშირის წარმომადგენლობა წუხილს გამოთქვამს, რომ კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის საკითხზე უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სათანადოდ არ იქნა გამოყენებული.

გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის პროექტს ვეტო დაადო და მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტში აგზავნის. პრეზიდენტს 6 მოტივირებული შენიშვნა აქვს. ესენია: ბონუსების საკითხი, საარჩევნო ბლოკები, საკონსტიტუციო სასამართლოს და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები; ასევე, 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის ცვლილების გადავადება.

საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და გიორგი მარგველაშვილის ვეტოს დასაძლევად მზადება დაიწყეს.

26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.

ვენეციის კომისიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა 6 ოქტომბერს დაამტკიცა.

ყველა სიახლე

მიხეილ ბატიაშვლი

17 ოქტომბერი 2019, 16:30

საქართველო

განათლების მინისტრი: საქართველო ევროკავშირის უმაღლესი განათლების ასოციაციის წევრი გახდა

ერევანში ევროპული ასოციაციის - ENQA-ს ყოველწლიური გენერალური ასამბლეა იმართება, სადაც საქართველო, როგორც ასოცაციის წევრი ქვეყანა ოფიციალურად წარადგინეს.განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვლის თქმით, დღეს საქართველოს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში გაწევრიანების ოფიციალური პროცესი დასრულდა.

პაატა სალია

17 ოქტომბერი 2019, 16:25

საქართველო

პაატა სალია: აქიმიძეს და დვალს სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს სასამართლოში სარჩელი 2014 წელს უნდა შეეტანათ, შესაბამისად დღეს უკვე სარჩელი ხანდაზმულია.

სალომე ზურაბიშვილი

17 ოქტომბერი 2019, 16:24

საქართველო

პრეზიდენტი: გაეროს პროგრამების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის

შეხვედრაზე, რომელსაც გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და გაეროს რეზიდენტი სააგენტოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, პრეზიდენტმა საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობის მნიშვნელობისა და ქვეყნის განვითარების საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა.

ესმერალდა გონსალესი

17 ოქტომბერი 2019, 16:15

მსოფლიო

ამერიკელი მოდელი გაუჩინარებიდან 5 თვის შემდეგ უდაბნოში გარდაცვლილი იპოვეს

24 წლის ამერიკელი მოდელი ესმერალდა გონსალესი, რომელსაც Instagram-ზე 300 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა, გაუჩინარებიდან 5 თვის შემდეგ ნევადის უდაბნოში გარდაცვლილი იპოვეს. გოგოს ცხედარი ხის ყუთში იპოვეს, რომელიც ზემოდან ბეტონით იყო დაფარული. მოდელს მაისიდან მას შემდეგ ეძებდნენ, რაც მისმა ოჯახმა პოლიციას მიმართა.

სირია

17 ოქტომბერი 2019, 15:38

მსოფლიო

„მაესტროს“ ჟურნალისტს თურქმა სამხედროებმა ტერიტორია პირდაპირ ეთერში დაატოვებინეს

ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტსა და გადამღებ ჯგუფს, რომლებიც თურქეთ-სირიის საზღვარზე იმყოფებიან, თურქმა სამხედროებმა ტერიტორია პირდაპირ ეთერში დატოვებინეს. როგორც „მაესტროს“ ჟურნალისტმა პირდაპირი ჩართვის დროს თქვა, თურქმა სამხედროებმა მათ სთხოვეს, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ, რადგან ის საშიშ ზონად ითვლება.

დავით ზალკალიანი

17 ოქტომბერი 2019, 15:19

საქართველო

ზალკალიანი ლავროვთან შეხვედრაზე: შეხვედრა დროული, საჭირო, აქტუალური იყო

დავით ზალკალიანის განცხადებით, როგორც მაშინ, დღესაც დარწმუნებულია რომ სერგეი ლავროვთან შეხვედრა დროული, საჭირო და აქტუალური იყო. მისი თქმით, ეს შეხვედრა ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს შექმნილმა გამწვავებულმა ვითარებამ განაპირობა.

მკვლელობა

17 ოქტომბერი 2019, 15:11

ძალოვნები

ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა

ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა სოფელ ტალავერში მოხდა. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, კაცმა ქალი ქამრით გაგუდა. წყვილს 3 არასრულწოვანი შვილი ჰყავს. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, დამნაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ- ქვეპუნქტითაა აღძრული.

სირია

17 ოქტომბერი 2019, 15:08

მსოფლიო

BBC: ერდოღანმა ტრამპის წერილი ნაგვის ურნაში მოისროლა

9 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში ტრამპი ერდოღანს მოუწოდებს რომ თავი შეიკავოს სირიაში სამხედრო ოპერაციისგან. "ნუ იქნები ხისტი. ნუ ჩაიდენ სისულელეს", - მიმართავს ტრამპი ერდოღანს. თურქმა წყაროებმა კი BBC-ს განუცხადეს, რომ ერდოღანმა სრულად უგულებელყო და არ დაეთახნმა წერილის შინაარს.

ვეტერანთა დღე

17 ოქტომბერი 2019, 14:58

საქართველო

გიორგი გახარია ომის ვეტერანებს: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ომი აღარასოდეს იყოს

ჩემთვის დიდი პატივია, ვხედავდე აქ, ამ ქვეყნის ისტორიისთვის მართლაც სასიქადულო და საამაყო სახეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის ისტორიას ქმნიდნენ- ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერმინისტრმა ვეტერანებს მიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი გახარია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ომის ვეტერანებს შეხვდა და ვეტერანთა დღე მიულოცა.

17 ოქტომბერი 2019, 14:47

ძალოვნები

თბილისში, ფონიჭალასა და გარდაბანში 5 მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავეს

ბრიფინგზე ითქვა, რომ სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამ დაკავებული პირებისგან რამდენჯერმე იყიდეს საკონტროლოდ ნარკოტიკი, რაც ფარულად გადაიღეს. რეალიზატორები თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში დააკავეს.

17 ოქტომბერი 2019, 14:36

საქართველო

დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი: ქიბარ ხალვაშმა რითაც მოიგო, იმით წააგებს

როგორც კახა კოჟორიძემ განაცხადა, ისინი სასამართლოსგან 60%-იანი წილის დაყადაღებას მოითხოვენ. კოჟორიძემ აღნიშნა, რომ ამ სამართლებრივ დავაში დაახლოებით ისე იმოქმედებენ, როგორც ქიბარ ხალვაში მოქმედებდა წინა სასამართლო პროცესების დროს, სანამ სასამართლო მას „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ გამოაცხადებდა.

პროგრეს ბანკი

17 ოქტომბერი 2019, 14:24

საქართველო

„ბი ემ ჯი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

„ბი ემ ჯი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი მენი ბენიში (რომლის შვილობილი კომპანიაც არის „ბი ემ ჯი ჯორჯია“) 16 ოქტომბერს მთავარ არხზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც პროგრეს ბანკის ისტორიას შეეხებოდა განცხადებას ავრცელებს. ბენიში აცხადებს, რომ მთავარ არხს ცილისწამებისთვის უჩივლებს.

მამუკა ხაზარაძე

17 ოქტომბერი 2019, 14:18

საქართველო

მამუკა ხაზარაძე: პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა

„ვისაუბრეთ მოძრაობა "ლელოს" მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე -ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სამეგრელოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის.პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა.ერთად საქართველოსთვის"- წერს ხაზარაძე.

brexit

17 ოქტომბერი 2019, 13:58

მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა Brexit-ზე ახალ შეთანხმებას მიაღწიეს

ლონდონმა და ბრიუსელმა Brexit-ზე ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით BBC წერს. ბორის ჯონსონმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი გარიგება ორივე მხარეს პროცესებზე კონტროლის დაბრუნების საშუალებას მისცემს. შეთანხმების დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სირია

17 ოქტომბერი 2019, 13:53

მსოფლიო

ვითარება თურქეთ-სირიის საზღვარზე. ფოტო

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თურქი სამხედროები მეცხრე დღეა უკვე სამხედრო ოპერაციას ატარებენ. სამხედრო მოქმედებების შედეგად სირიელმა მებრძოლებმა გვიან ღამით თაბაყას აეროდრომზე კონტროლი დაამყარეს, აიღეს ქობანიც, რომელიც ქურთების ცენტრალურ ქალაქად ითვლება.

კულტურის ფონდი

17 ოქტომბერი 2019, 13:50

ეკონომიკა

კულტურის განვითარების ფონდს გრანტების გაცემის უფლება ოფიციალურად მიენიჭა

ფონდის მუშაობა დაფუძნებული იქნება დაფინანსების თანაბარი შესაძლებლობებისა და შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეუხებლობის დაცვის პრინციპებზე. მისი მთავარი დანიშნულება იქნება კულტურის განვითარების, პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

გრიგოლ ლილუაშვილი

17 ოქტომბერი 2019, 13:31

საქართველო

პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად 6 წლის ვადით გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა. მის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყარეს კენჭი. ლილუაშვილს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, რვა კი წინააღმდეგი იყო. კენჭისყრა ფარული იყო.

დასაქმების ფორუმი

17 ოქტომბერი 2019, 13:21

ეკონომიკა

თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართება

ფორუმის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლები დამსაქმებლების მიერ შეთავაზებულ ვაკანსიებს ადგილზე გაეცნობიან და პროფესიული მომზადების კურსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. ასევე, დამსაქმებლებს საშუალება ექნებათ არსებულ ვაკანსიებზე მოიძიონ შესაბამისი კადრები.

კამბოჯა

17 ოქტომბერი 2019, 13:12

მსოფლიო

კამბოჯაში სამმა კაცმა ფრანგი ტურისტი გააუპატიურა

შემთხვევა ქალაქ კამპოტში 11 ოქტომბერს მოხდა, თუმცა ამის შესახებ ახლა გახდა ცნობილი. 43 წლის ფრანგი რესტორნიდან სასტუმროში ბრუნდებოდა. ღამის სამ საათზე მას სამმა ადგილობრივმა სასტუმრომდე მიყვანა შესთვაზა. ქალის უარის შემდეგ კაცებმა ის ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს და დაუსახლებელ ადგილას წაიყვანეს.

რიჩარდ ბრენსონი

17 ოქტომბერი 2019, 12:49

ტექნოლოგიები

მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა კომოსში გამგზავრების მსურველებისთვის კოსტიუმი წარადგინა

ჩვენებაში მონაწილეობა ბრიტანელმა მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც Virgin Galactic-ის დამაარსებელია. კოსმოსური ტურისტის აღჭურვილობაში შედის მთავარი კოსტიუმი, სავარჯიშო კოსტიუმი, ასტრონავტის ქურთუკი და ფეხსაცმელი. ყველა ტანსაცმელი ინდივიდუალურად შეიკერება და მასზე იმ ქვეყნის დროშა იქნება გამოსახული, საიდანაც ტურისტია.