imedi /  13 ოქტომბერი 2017, 14:08 / სანდო წყარო

ირაკლი ხახუბია ავტოავარიაში დაღუპული შვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

პარლამენტის წევრი ირაკლი ხახუბია, რომლის შვილიც 2017 წლის 17 მაისს გორის გვირაბთან პატრულის მიერ გზის გადაკეტვის გამო ავტოავარიაში დაიღუპა, განცხადებას ავრცელებს.

"მინდა თავიდანვე გითხრათ, რომ მე ვსაუბრობ, როგორც გარდაცვლილი შვილის მამა და არა როგორც პარლამენტარი. ჩემი შვილის დაღუპვის მიზეზი გახდა დღეს უკვე ყოფილი პოლიციელების სრულიად გაუმართლებელი ქმედება - მათ გზის გადაკეტვის მიზნით გამოიყენეს სატვირთო ტრაილერი, რომელსაც არც კანონი უშვებს და არც გონივრული ზომების ფარგლებში ჯდება. ამ გადაწყვეტილებით მათ პრაქტიკულად გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს 21 წლის ბექას. გამოძიებამ დაადასტურა ის, რაც სამწუხაროდ შემთხვევის ადგილას მისულმა ახლობლებმა ნახეს - გორის გვირაბთან ახლოს, დასასვენებლად გაჩერებული სატვირთო ტრაილერის მძღოლს გიორგი ღლონტს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არაგონივრული და უკანონო გადაწყვეტილებით აიძულეს სიბნელეში, გორის გვირაბის გასასვლელთან ჩაეხერგა გზა, ისე რომ მაღალი სიჩქარით მოძრავ ავტომობილს გაჩერების შანსი აღარ ჰქონდა.

დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოსვლის მომენტში ავტომანქანის შეჩერებაც კი ვერ მოასწრო, ისე შეეჯახა სატვირთო ტრაილერს. მას არ ჰქონდა საკმარისი დრო, რომ მკვეთრად განათებული გვირაბიდან სიბნელეში მხედველობის ადაპტირება და რეაგირება მოეხდინა. ამას თან ერთვის ისიც, რომ ტრაილერი არ იყო მანათობელი ნიშნით (რეფლექტორით) აღჭურვილი, რაც სტანდარტის კიდევ ერთი დარღევევაა საპატრულო პოლიიციის მხრიდან, რისთვისაც სხვათაშორის, პოლიციელები მოქალაქეებს თავად აჯარიმებენ ხოლმე გზებზე. ყოფილი პოლიციელების მხრიდან ამ გაუმართლებელი ქმედებების შედეგად, 21 წლის ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა. 

ჩატარებული ექსპერტიზის და საგამოძიებო ექსპერიმენტის თანახმად, გვირაბთან ტრაილერის ამგვარი განლაგების პირობებში, მძღოლი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოასწრებდა რეაგირებას. ჩვენს ოჯახს არც წინასწარი შეფასებები, არც ემოციური განცხადებები არ გაუკეთებია. ჩვენი დარდი და ტკივილი გვაქვს და ბექას პატარა შვილს ვცდილობთ უმამობა არ ვაგრძნობინოთ. ნაცვლად იმისა, რომ ყოფილი პოლიციელები და ახლა უკვე ბრალდებულები დალოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათ საჯაროდ, ჩვენი ოჯახის ღირსების და ბექას სახელის შემბღალავი განცხადებები გააკეთეს, ცდილობენ ყველაფერი ჩემს გარდაცვლილ შვილს დააბრალონ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის საქმის რეალური სურათი. მათ უკანონო გადაწყვეტილებით და ქმედებებით, ახალგაზრდა ბიჭი გაწირეს სასიკვდილოდ და ახლა იმის ვაჟკაცობაც არ ყოფნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მომენტში მიღებულ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა აიღონ. 

მომავალში სხვისი შვილები რომ გადარჩნენ, პოლიციაში რომ აღარ მუშაობდეს ასეთი მოუმზადებელი და უპასუხისმგებლო თუნდაც რამდენიმე თანამშრომელი - ჩვენი ოჯახი სამართლებრივი მექანიზმებით ბოლომდე იბრძოლებს. ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და სამართლიანობა ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს! ჩვენ არ ვაპირებთ ამ თემაზე შემდგომში განცხადებების გაკეთებას და მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ ბექას ხსოვნას, პატივი სცენ დამწუხრებულ ოჯახს და თავი შეიკავონ სპეკულაციებისა და მანიპულირებისგან. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას."

აღნიშნულ ფაქტზე ყოფილ პოლიციელებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია", - წერია პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიას განცხადებაში.

პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 17 მაისს ემსხვერპლა. მას გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს. 24 მაისს ბექა ხახუბიას ავარიის გამო 2 პოლიციელი თანამდებობიდან გათავისუფლდა. მოგვიანებით ამ საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარუდგინეს, თუმცა 11 აგვისტოს სასამართლომ ისინი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ოქტომბრის დასაწყისში ბრალდებულებმა მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა მოითხოვეს.

ყველა სიახლე

ზაალ ანჯაფარიძე

30 მაისი 2026, 18:00

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: პოლიტიკური სურათი რომ გავადიდოთ, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვერც „ნაცმოძრაობა“ და ვერც მისგან გამოყოფილნი ვეღარ წარდგებიან „მთავარ ოპოზიციურ ძალად“. ხალხს, მათ შორის, ოპოზიციურ ამომრჩეველს, არაერთი ალტერნატივა ეყოლება ასარჩევად

ბიძინა ივანიშვილის ექს-ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა როგორც იქნა გამოაცხადა მისი პოლიტიკური პარტიის 1ჯერ საქართველოს" დაფუძნება 21 ივნისს. დართეს როგორც იქნა ნება. სავარაუდოდ, ამ პარტიის შექმნით დასავლეთს ქართულ პოლიტიკურ ველზე თანდათანობით შემოჰყავს ახალი და მის მიერ თავიდან ბოლომდე მართული პოლიტიკური მოთამაშეები, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

გიორგი სოსიაშვილი

30 მაისი 2026, 18:00

პოლიტიკა

სოსიაშვილი: გიორგი კანდელაკი ყორღანაშვილის სულიერი შთამომავალია - გამოდის თავისი დაზუთხული ინგლისურით, რაღაცებს ბოდავს და ხალხი შეცდომაში შეყავს, თავის სამშობლოს მომავალს ძირს უთხრის

„ჩვენი ქვეყანა ცამდე მართალია, არანაირი სამხილები არ გააჩნიათ, მაგრამ ერთი სული აქვთ თავიანთი ქვეყანა დააბეზღონ, როგორღაც დააინტერესონ ეს ძალები, რომ თურმე საქართველოში რაღაც ხდება. საკუთარი ქვეყანა ბიზნესპროექტად მიაჩნიათ, ეს არის ამათი უბედურება, რომ ბიზნესპროექტად გადააქციეს თავიანთი პოლიტიკური საქმიანობა“.

გიორგი სოსიაშვილი

30 მაისი 2026, 17:55

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი რადიკალებზე: თავის დროზე, ძალიან დიდი ფული იშოვეს ქართველი ხალხის გაყიდვის ხარჯზე. საკუთარი სამშობლო მათ ბიზნესპროექტად ჰქონდათ გადაქცეული

თავის დროზე, მათ ძალიან დიდი ფული იშოვეს ქართველი ხალხის ხარჯზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.

დავით ჩიხელიძე

30 მაისი 2026, 17:43

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ახალგაზრდების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს წარმატებული განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ ტურნეებს, რომლებიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, დააფიქსირონ პრობლემები და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მომავლის ფორმირებაში - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მაია ბითაძე

30 მაისი 2026, 17:40

პოლიტიკა

მაია ბითაძე რადიკალებზე: კვლავ განაგრძობენ ერთმანეთთან დაპირისპირებას, შეურაცხყოფას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ესენი არიან არასერიოზული ადამიანები, რომლებიც საკუთარ დაგეგმილ ვაი გეგმასაც ვერ მიუყვებიან

კვლავ განაგრძობენ ერთმანეთთან დაპირისპირებას, შეურაცხყოფას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ესენი არიან არასერიოზული ადამიანები, რომლებიც საკუთარ დაგეგმილ ვაი გეგმასაც ვერ მიუყვებიან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ რადიკალურ ოპოზიციაში გაჩენილ მწვავე დაპირისპირებაზე საუბრისას.

დავით ქართველიშვილი

30 მაისი 2026, 17:38

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ცოტნე ივანიშვილის ჩართულობა ჩვენი საზოგადოების ახალგაზრდული სეგმენტის გაერთიანებაში მამულის, ენისა და სარწმუნოების გარშემო - არა თუ მისასალმებელია, არამედ მხარდასაჭერია, როგორც ხვალინდელი ერთიანი და სანიმუშო ქართველობის მომავლის ფუნდამენტის აღმშენებლობა

საქართველოს ჰყავს უგანათლებულესი და უნიჭიერესი ახალგაზრდობა, რომლებსაც ნაკლებად წარმოვაჩენთ ხოლმე. ძირითადად, თითქოს ვიღაცის ანგაჟირებული ნება გვალაპარაკებს მხოლოდ მის გენმოდიფიცირებულ ნაწილზე - რომელთა სამშობლოსაკენ და ქართველობის ფესვებისაკენ შემობრუნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციებს, რომელშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი.

30 მაისი 2026, 17:32

სპორტი

წყალბურთში საქართველოს თასის ფინალი „დინამომ“ მოიგო

წყალბურთში საქართველოს თასის ფინალი „დინამომ“ მოიგო. დედაქალაქის გუნდმა „ოლიმპიკის“ აუზზე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „აპოლო“ 20-19 დაამარცხა.

დავით მათიკაშვილი

30 მაისი 2026, 17:31

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილიც, მელიაც და უსამშობლო რადიკალების მთელი ეს კასტა, სინამდვილეში, წარმოადგენს ერთ მთლიან ძალას, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება

„ისინი ერთიანდებიან საქართველოს სიძულვილში, თუმცა ამბიციები ერთმანეთის მიმართ ალაპარაკებთ იმას, რასაც საზოგადოება ისმენს. სააკაშვილიც, მელიაც და მთელი ეს კასტა უსამშობლო რადიკალებისა, წარმოადგენენ სინამდვილეში ერთ მთლიან ძალას, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან და საქართველოს პროგრესის, წარმატების შეფერხებას ემსახურება. დაე, ეძახონ ის უშვერი სიტყვები ერთმანეთს, რასაც ეძახიან. ამით კიდევ ერთხელ ჩამოიხსნიან ნიღაბს და უფრო უკეთ დაანახებენ საზოგადოებას თავიანთ სახეს“, - აცხადებს მათიკაშვილი.

30 მაისი 2026, 17:19

სამართალი

„ქრონიკა“ სუს-ის მიერ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძის საცხოვრებელთან იმყოფებოდა - ახლობლებმა რცხილაძის შეხვედრები რუსეთის წარმომადგენლებთან დაადასტურეს, თუმცა სხვა მიზნებს ასახელებენ

„ქრონიკა“ სუს-ის მიერ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძის საცხოვრებელთან იმყოფებოდა. ახლობლებმა რცხილაძის შეხვედრები რუსეთის წარმომადგენლებთან დაადასტურეს, თუმცა სხვა მიზნებს ასახელებენ.

მიჰაი პოპშოი

30 მაისი 2026, 16:56

მსოფლიო

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ნატოში ქვეყნის გაწევრიანების იდეას მოქალაქეები არ ემხრობიან

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხაი პოპშოის განცხადებით, ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობა ნატოში გაწევრიანებას არ ემხრობა.

პიტ ჰეგსეტი

30 მაისი 2026, 16:39

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი: ჩვენ უკრაინისგან უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების თვალსაზრისით ბევრი რამ ვისწავლეთ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების კუთხით ბევრი რამ ისწავლა უკრაინისგან.

პიტ ჰეგსეტი

30 მაისი 2026, 16:18

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი უკრაინაზე: ჩვენ ვიპოვით საშუალებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათი დახმარება შეგვიძლია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ამერიკა ეძებს საშუალებას, რათა დარწმუნდეს, რომ უკრაინის დახმარებას შეძლებს.

ნიკოლოზ მეტრეველი

30 მაისი 2026, 16:16

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია

მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია და მათი მოსაზრებების მოსმენა ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

30 მაისი 2026, 16:10

სპორტი

20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის დასკვნით შეხვედრაში უმცროსი „ბორჯღალოსნები“ დღეს, 16:30 საათზე, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდება

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის დასკვნით შეხვედრას უმცროსი „ბორჯღალოსნები“ დღეს ჩაატარებენ.

30 მაისი 2026, 16:08

რეგიონი

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბათუმში ორდღიანი მუშაობა შეაჯამა

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბათუმში ორდღიანი მუშაობა შეაჯამა. შეხვედრაზე ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევაზე ისაუბრეს.

30 მაისი 2026, 16:06

სპორტი

მარიამ ალავიძემ მხატვრულ ცურვაში „მსოფლიოს თასზე“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მხატვრული ცურვის „მსოფლიოს თასი“ მიმდინარეობს. საერთაშორისო ტურნირზე მხატვრულმა მოცურავე მარიამ ალავიძემ თავისუფალ პროგრამაში 257,7213 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

30 მაისი 2026, 16:04

სპორტი

„სენტ-ეტიენი“, სადაც ზურიკო დავითაშვილი თამაშობს, მომავალ სეზონსაც ლიგა 2-ში გაატარებს

ქართველი ფეხბურთელი და მისი თანაგუნდელები პლეიოფის საპასუხო შეხვედრაში ნიცასთან სტუმრად 1-4 დამარცხდნენ და უმაღლეს დივიზიონში დაწინაურების შანსი დაკარგეს. მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მორიგი გოლის გატანა შეძლო. 79-ე წუთზე მან პენალტი ზუსტად შეასრულა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა, თუმცა შემდეგ „სენტ-ეტიენს“ სამჯერ გაუტანეს.

30 მაისი 2026, 16:02

კულტურა

თბილისის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და მრავალეროვან კულტურაზე „თბილისი - სახლი სიხარულისა“ მოსწავლეებმა საგანმანათლებლო ღონისძიება გამართეს

„თბილისი - სახლი სიხარულისა“ ამ სახელწოდებით მოსწავლეების საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, რომელიც თბილისის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და მრავალეროვან კულტურაზე გვიყვება.

30 მაისი 2026, 15:45

კულტურა

პოეტ ვაჩე რაინდელის პოეზიის კრებულის „ვარდისფერი წიგნის“ პრეზენტაცია გაიმართა

კრებული ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიებაზე წიგნის ავტორმა და სტუმრებმა ნაშრომი განიხილეს.

30 მაისი 2026, 15:31

პოლიტიკა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ თელავში მეექვსე რეგიონული ოფისი გახსნა

ბატონის ციხის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე პარტიის ლიდერებმა და წევრებმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს. ისაუბრეს ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე, პრიორიტეტებსა და ძირითად პოლიტიკურ ხედვებზე. ყურადღება გამახვილდა რეგიონებში პარტიული სტრუქტურების გაძლიერებისა და მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც.