კობახიძე: უმრავლესობას და უმცირესობას ისრაელთან მეგობრობა გვაერთიანებს
შეხვედრა
ფოტო: ნინო არღვლიანი
ისრაელში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კოლეგას შეხვდა. ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ჯერ დახურულ ფორმატში, შემდეგ კი გაფაროებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
შეხვედრის მონაწილეებს ირაკლი კობახიძემ და იული იოელ ედენშტეინმა სიტყვით მიმართეს.
"ჩვენ ვამაყობთ ჩვენს ხალხებს შორის 26-საუკუნოვანი, ისტორიული კავშირით და სწორედ ეს ქმნის განსაკუთრებულ მოტივაციას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. არის ბევრი სფერო, სადაც ჩვენ თანამშრომლობის გაძლიერება შეგვიძლია და უკვე არსებობს მრავალი მიმართულება, სადაც აქტიურად ვთანამშრომლობთ.
ვიცით, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი ეწვია ისრაელს და თქვენს ქვეყანაში ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა. ჩვენი შეხვედრა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ჩვენს ხალხებს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავებისთვის. ჩვენ გვჯერა საქართველოსა და ისრაელს შორის ძლიერი თანამშრომლობისა და მეგობრობის. ჩვენი მხრიდან მოტივაციაა, ვიყოთ თქვენი ძლიერი პარტნიორი და ეს არის ჩვენი სტრატეგიული ინტერესიც.
"დელეგაცია საქართველოს პარლამენტის 11 წევრისგან შედგება, რაც ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ინტერესის დემონსტრირებაა. ასევე, ეს აჩვენებს ქართველი ხალხის სიყვარულს ებრაელი ხალხისა და ისრაელის მიმართ. ჩვენი დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებიც. ჩვენ ერთმანეთთან მრავალი წინააღმდეგობა გვაქვს, თუმცა, არსებობს საკითხი, რომელზეც ყველა ვთანხმდებით - ეს არის მეგობრობა ისრაელთან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ისრაელში ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გუშინ დაიწყო.
ყველა სიახლე
14 მაისი 2026, 15:22
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
14 მაისი 2026, 15:22
მსოფლიო
ტრამპმა სი ძინპინი 24 სექტემბერს აშშ-ში დაპატიჟა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი და მისი მეუღლე პენ ლიუანი 24 სექტემბერს ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.
14 მაისი 2026, 15:21
რეგიონი
ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე მრავალწლიანი საქმიანობის შემდეგ, მისთვის სიმბოლურია ახალ პოზიციაზე პირველი დიპლომატიური შეხვედრის აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან გამართვა.
14 მაისი 2026, 15:19
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას, საქართველო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და, შესაბამისად, ყველანაირად მხარს უჭერენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გულწრფელი ღია დიალოგის გამართვას
იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას, საქართველო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და შესაბამისად ისინი ყველანაირად მხარს უჭერენ და მომავალშიც დაუჭერენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გულწრფელი ღია დიალოგის გამართვას, - აღნიშნა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ იტალიაში ვიზიტისას.
14 მაისი 2026, 15:16
პოლიტიკა
პარლამენტმა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით, 9-ის წინააღმდეგ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
14 მაისი 2026, 15:12
კულტურა
ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-11 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიური ორკესტრი პოპულარულ ფრანგულ ჯგუფ „ელექტრო დელუქსთან“ ერთად წარდგა
მსმენელის წინაშე წარდგა თბილისის სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და პოპულარული ფრანგული ჯგუფი „ელექტრო დელუქსი“.
14 მაისი 2026, 15:05
მსოფლიო
კრემლი: ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში ჩინეთში ჩავა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავა, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.
14 მაისი 2026, 15:04
პოლიტიკა
„ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია დღეს დაფუძნებიდან 4 წლის იუბილეს აღნიშნავს
„ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია დღეს დაფუძნებიდან 4 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით მესამე ეროვნული კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც დელეგატები საქმიანობის შედეგებს შეაჯამებენ და იმსჯელებენ სამომავლო გეგმებზე. დღესვე აირჩევენ გამგეობის განახლებულ შემადგენლობას და თავმჯდომარეს.
14 მაისი 2026, 14:57
საზოგადოება
სემეკმა „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე სს „თელასი“ სალიცენზიო პირობებისა და სემეკის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევის გამო დააჯარიმა, - ინფორმაციას სემეკი ავრცელებს
14 მაისი 2026, 14:53
საზოგადოება
გივი მიქანაძე ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.
14 მაისი 2026, 14:48
სამართალი
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
14 მაისი 2026, 14:48
პოლიტიკა
მაღლაფერიძე ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს: რამდენად მოდის ევროპულ ღირებულებებთან თანხვედრაში, როდესაც თავისთავად საეჭვო რეპუტაციის ევროპარლამენტარები, ევროპის სახელით დასანქცირების მუქარით ცდილობენ მედიის დაშინებას
ვინ არიან ის პოლონელი ევროპარლამენტარები, ვინც ქართული მედიის დასანქცირებას ითხოვენ - ამ თემაზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ ბრიფინგი გამართა. მაღლაფერიძემ მათ შორის ისაუბრა ორ ევროპარლამენტარზე, მარიუშ კამინსკსა და მალგოჟეტა გოშევსკაზე და მათ პოლიტიკურ წარსულზე.
14 მაისი 2026, 14:45
პოლიტიკა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსების საკითხს შეეხება
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში (2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით) შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც.
14 მაისი 2026, 14:40
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასებაზე: ეს არის სამაგალითო კვლევა, შედეგები და რაც მთავარია, სამაგალითო პასუხი იმ უსაფუძვლო ბრალდებებზე, რაც გვესმის ხოლმე მათ შორის, ბრიუსელის მხრიდან
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი კანონის უზენაესობის მედეგობის შესახებ ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევას აფასებს. მისი თქმით, ამ კვლევის შედეგი არის პასუხი უსაფუძვლო ბრალდებებზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
14 მაისი 2026, 14:40
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ყველა რეიტინგით საქართველო არის ზუსტად იმ მაჩვენებლებით აღჭურვილი, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს უნდა ახასიათებდეს. ჩვენ არ დაგვიხევია იმ გზაზე, რასაც ევროპული გზა ჰქვია და ყველა მაჩვენებელი სწორედ ამაზე მეტყველებს
„ყველა რეიტინგით საქართველო არის ზუსტად იმ მაჩვენებლებით აღჭურვილი, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს უნდა ახასიათებდეს. ჩვენ არ დაგვიხევია იმ გზაზე, რასაც ევროპული გზა ჰქვია და ყველა მაჩვენებელი სწორედ ამაზე მეტყველებს. ჩვენი ევროპული გზა აი ამ მახასიათებლებით არის გამორჩეული“, - განაცხადა ვოლსკიმ.
14 მაისი 2026, 14:37
მსოფლიო
თეთრი სახლი: სი ძინპინი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს
ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პეკინში გამართული შეხვედრის დროს შეთანხმდნენ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
14 მაისი 2026, 14:34
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: ევროპარლამენტის რეზოლუციები გაჯერებულია ფეიკი ინფორმაციებით. „იმედი“ ყველაფერს აკეთებს, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. როგორც ჩანს, კონკრეტულ ძალას არ მოსწონს ეს და ცდილობენ „იმედს“ ხელი შეუშალონ
ევროპარლამენტის რეზოლუციები გაჯერებულია ფეიკი, აღქმებზე აგებული ინფორმაციებით, „იმედი" ამ დროს ყველაფერს აკეთებს, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ჩვენს საზოგადოებას. როგორც ჩანს, კონკრეტულ ძალას არ მოსწონს ეს და ცდილობენ „იმედს" ხელი შეუშალონ,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.
14 მაისი 2026, 14:32
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი მოლდოვაზე: ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერნეტის ეპოქაში მოახერხებს ინფორმაციის რაღაც ფორმით გავრცელებას. ამით ვერაფერს შეაფერხებენ. უბრალოდ, კიდევ ერთხელ, თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენეს
ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერნეტის ეპოქაში მოახერხებს ინფორმაციის რაღაც ფორმით გავრცელებას. ამით ვერაფერს შეაფერხებენ. უბრალოდ, კიდევ ერთხელ, თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენეს, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა მოლდოვას გადაწყვეტილებაზე, რომ ქართული სამი მედია-საშაულება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას არ გააშუქებენ.
14 მაისი 2026, 14:20
პოლიტიკა
მაია ბითაძე ევროპარლამენტისა და მოლდოვის მხრიდან ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს არის მცდელობა, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ევროპარლამენტისა და მოლდოვის მხრიდან ქართული თავისუფალი მედიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას აფასებს. მისი თქმით, ეს თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობაა.
14 მაისი 2026, 14:20
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: მოლდოვისგან გასაკვირი არაფერია, ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ მოლდოვის პრეზიდენტმა როგორ მოასუფთავა მედია სივრცე და დატოვა მხოლოდ ის ერთი-ორი არხი, რომელიც პირდაპირ არის სამთავრობო პროპაგანდა
ეს არის გაგრძელება იმ ძალისხმევის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ მათთვის არასასურველი ხმები გააჩუმონ, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.


