imedi /  01 ნოემბერი 2017, 11:21 / სანდო წყარო

ჯანდაცვის სამინისტრო სტიპენდიას აწესებს

შეხვედრა

შეხვედრა

ჯანდაცვის სამინისტრო საექიმო სპეციალობის მაძიებლებისათვის სტიპენდიას აწესებს. დაფინანსებას ერთიან საკვალიფიკაციო გამოცდებზე უმაღლესი შეფასების მქონე სტუდენტები მიიღებენ.

აღნიშნული სიახლე დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თავად გააცნო სამედიცინო უნივერსიტეტში შეკრებილ რეზიდენტურის სტუდენტებს.

შეხვედრაზე დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამებსა და ამ მიმართურებით არსებულ სხვა სიახლეებზეც ისაუბრეს.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში მინისტრი აუდიტორიის მოსაზრებებს გაეცნო და შეკითხვებსაც უპასუხა.

ყველა სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი

06 ივლისი 2026, 12:55

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელზე: ეს არის ყველაზე ეროვნული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ანაკლიის პორტის უპირობო წარმატებას. ეს მოდელი უზრუნველყოფს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გახდება საერთაშორისო ინტერესების ცენტრი

ეს არის ყველაზე ეროვნული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ანაკლიის პორტის უპირობო წარმატებას და ეს მოდელი უზრუნველყოფს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გახდება საერთაშორისო ინტერესების ცენტრი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენებასთან დაკავშირებით.

06 ივლისი 2026, 12:50

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმური ინსპექტირებისას ინდივიდუალური მეწარმე თ. მ-ის (მისამართი: გორი, კომბინატის დასახლება) არალეგალურ საკონსერვო საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მაგდა მამუკაშვილი

06 ივლისი 2026, 12:47

პოლიტიკა

მაგდა მამუკაშვილი სალომე ზურაბიშვილს: ნანუ სანდერი მიყვებოდა, სალომემ დამაბრალა რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლობაო - ნანუს ერთი კვირის წინ მიუსაჯეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, აშკარაა, ეს გოგო გაწირულია. თუ აპირებთ მისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას ამ საჯარო განცხადების გამო?

ქალბატონო სალომე, გუშინ ვესაუბრე ნანუ სანდერს, თქვენ გაგიხსენათ, მიყვებოდა, იმდენად მეზიზღება ყველაფერი რუსული, რომ პროდუქტსაც არ ვყიდულობდი, თუ არ დავრწმუნდებოდი, რუსეთში არ იყო წარმოებულიო. სალომემ კი მთლად რუსობა დამაბრალა და რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლობაო, - წერს ოპოზიციონერი აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ.

06 ივლისი 2026, 12:46

საზოგადოება

„გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა მდგრადი მომავლისთვის“ – ComCom-მა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პროექტი დაიწყეს

კომუნიკაციების კომისიამ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მედიის წარმომადგენლების პროფესიული ცოდნისა და კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, ერთობლივი პროექტი „გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა მდგრადი მომავლისთვის“ დაიწყეს. თანამშრომლობის ფარგლებში, გარემოსდაცვითი, კლიმატის ცვლილების, ბუნებრივი რესურსების მართვისა და მდგრადი განვითარების საკითხების სწორად, ობიექტურად და ეფექტიანად გაშუქების მიზნით, მედიააკადემიაში „მედიასკოლის სტუდიის“ სტუდენტები თემატური ტრენინგებით გადამზადდებიან.

ნეიმარი

06 ივლისი 2026, 12:46

სპორტი

ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

„ვცდილობდი, ვცდილობდი, კიდევ და კიდევ. ყველაფერი აქ, „მეტ-ლაიფ სტადიონზე“ დაიწყო და აქვე დასრულდა. ახლა ყველაფერი დამთავრებულია“, - განაცხადა ფეხბურთელმა.

მარიამ ქვრივიშვილი

06 ივლისი 2026, 12:32

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: რაც არ უნდა ისაუბრონ ოპონენტებმა, ყველას შეუძლია ადგილზე ჩავიდეს და ნახოს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დღეს მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო პროცესი

„2029 წელს ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში მივიღებთ პირველ გემს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გამართულ ბრიფინგზე.

06 ივლისი 2026, 12:23

მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ უკრაინელებმა Patriot-ის ტიპის რაკეტების დეფიციტის გამო ღამე ვერცერთი რუსული ბალისტიკური რაკეტა ვერ მოიგერიეს

უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ 6 ივლისს, კიევზე თავდასხმის დროს, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვერცერთი ბალისტიკური რაკეტა ვერ მოიგერიეს. უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის თქმით, ამის მიზეზი კომპლექს Patriot-ის საზენიტო რაკეტების მწვავე დეფიციტი გახდა.

ჯორჯია მელონი და დონალდ ტრამპი

06 ივლისი 2026, 12:13

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჯორჯია მელონიზე: შემაკავებელი ორდერია საჭირო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იტალიის პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობებს მორიგ პოსტს უძღვნის. საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social ტრამპმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მელონი მას ღიმილით უყურებს. ფოტოზეა დატანილი წარწერა: „შემაკავებელი ორდერია საჭირო“.

06 ივლისი 2026, 12:10

რეგიონი

წიწამურის ხევზე დღის ბოლომდე მოძრაობა ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება

სამუშაოების მიმდინარეობისას, აღნიშნულ მონაკვეთზე საჭიროა მოძრაობა დროებით შეიზღუდოს გზის ნელ ზოლზე და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხიდზე განხორციელდეს ცალმხრივად, სწრაფ ზოლში.

მარიამ ქვრივიშვილი

06 ივლისი 2026, 12:09

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ნავსადგურზე: ეს იქნება ქართული პორტი - საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს მფლობელობასთან

წილები არ გაიყიდება, კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ იმისთვის, რომ არ იყოს შემდგომი სპეკულაციები, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

დავით ქართველიშვილი

06 ივლისი 2026, 11:52

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მანიაკალური აკვიატებით მიექანება ევროკავშირი საკუთარი ფატალური ფინალისკენ და გამორიცხულია, 21-ე საუკუნის „მთავარ კატასტროფას“ ვინმემ კონკურენცია გაუწიოს

„რაც უფრო აქტიურად ცდილობს ბიუროკრატიული ცენტრი ათობით განსხვავებული ქვეყნის ღირებულებების, ტრადიციებისა და საზოგადოებრივი მოდელების უნიფიცირებას, მით უფრო ძლიერდება ქვემოდან წინააღმდეგობა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის!“ წევრი დავით ქართველიშვილი.

დონალდ ტრამპი

06 ივლისი 2026, 11:41

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: გონივრულად იმოქმედეთ, რესპუბლიკელებო. თუ ამას არ გააკეთებთ, ხელისუფლებაში დიდხანს ვერ დავრჩებით

„მათ „ფილიბასტერის“ წესის გაუქმება და საარჩევნო სისტემის თავიანთ სასარგებლოდ შეცვლა სურთ. თუ ეს მოხდება, შეუძლებელი იქნება, ოდესმე რესპუბლიკელი გახდეს პრეზიდენტი. მე არ მინდა ვიყო ბოლო რესპუბლიკელი პრეზიდენტი. გონივრულად იმოქმედეთ, რესპუბლიკელებო“ თუ ამას არ გააკეთებთ, ხელისუფლებაში დიდხანს ვერ დავრჩებით“, - წერს ტრამპი.

06 ივლისი 2026, 11:40

პოლიტიკა

ალექსანდრე ხვთისიაშვილი: მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობას მიიღებს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის საკითხებში გაეროს მაღალი დონის ღონისძიებაში. პრეზიდენტის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა.

06 ივლისი 2026, 11:33

მსოფლიო

ანკარაში ნატოს საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

„არა ნატოს“, „მკვლელი ამერიკა, გადი ახლო აღმოსავლეთიდან!“ - ამ შინაარსის ლოზუნგებით ანკარას ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა ალიანსი ომების გაღვივებაში დაადანაშაულეს და რეგიონის დატოვებისკენ მოუწოდეს. მათ ნატოდან თურქეთის დაუყოვნებლივ გასვლა და ქვეყანაში უცხოური სამხედრო ბაზების დახურვა მოითხოვეს. ადგილი ჰქონდა შეტაკებებს პოლიციასთან. ამასთან, ვრცელდება ცნობები ათობით დაკავებულის შესახებ.

რევაზ ლომინაძე

06 ივლისი 2026, 11:27

პოლიტიკა

რევაზ ლომინაძე: პრეზიდენტის გამოსვლა „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე იქნება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გაეროსთვის და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებისთვის

ჩვენი ქვეყნის ჩართულობა და მონაწილეობა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო მოძრაობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა ჟენევაში გაეროს განყოფილების და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა რევაზ ლომინაძემ.

ცოტნე ანანიძე

06 ივლისი 2026, 11:27

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ფაშინიანის რუსეთში ვიზიტზე: გუშინ ირანში თუ ხვალ რუსეთში - ჩვენს ოპოზიციასა და ევრობიუროკრატიას მოსწონს სომხეთის პრემიერი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის რუსეთში დაგეგმილ ვიზიტს ეხმიანება.

მარიამ ქვრივიშვილი

06 ივლისი 2026, 11:25

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. „ლენდლორდის“ მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. „ლენდლორდის” მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საუკეთესო პირობებს შექმნის,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

06 ივლისი 2026, 11:23

მსოფლიო

კიევში რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე ფრთოსანი რაკეტებით მიიტანეს იერიში. თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა და 50-მდე დაშავდა. დაშავებულთა შორის 5 ბავშვია. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები 9 დაღუპულის შესახებ. 7 ივლისი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა.

06 ივლისი 2026, 11:23

საზოგადოება

საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა

„ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

მარიამ ქვრივიშვილი

06 ივლისი 2026, 11:23

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ანაკლიის განვითარება დაეფუძნოს მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს წამყვან როლს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ამავდროულად, შექმნის კონკურენტულ გარემოს, სადაც არაერთი დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნისა და კომპანიის ინტერესების გათვალისწინება გახდება შესაძლებელი

„პროექტის მიმართ მრავალი ქვეყნისა და საერთაშორისო კომპანიის მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ანაკლიის განვითარება დაეფუძნოს მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს წამყვან როლს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ამავდროულად, შექმნის კონკურენტულ გარემოს, სადაც არაერთი დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნისა და კომპანიის ინტერესების გათვალისწინება გახდება შესაძლებელი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.