imedi /  08 ნოემბერი 2017, 14:03 / სანდო წყარო

მიწისქვეშა გადასასვლელებს ქვეითი პატრული გააკონტროლებს და კამერები დამონტაჟდება

თბილისის ახლადარჩეული მერის, კახა კალაძის მიერ მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული სიტუაციის კრიტიკის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ თბილისის მასშტაბით არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში, უახლოეს მომავალში, სათვალთვალო კამერები დამონტაჟება, მანამდე კი ქვეითი პატრულირება დაწესდება. ამის შესახებ "თბილსერვისის" დირექტორმა ლევან ჯღარკავამ თქვა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

ჯღარკავას თქმით, გადასასვლელების მონიტორინგს შსს-ს სპეციალიზირებული დეპარტამენტი გაუწევს. 

"დაჯარიმება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მოწესრიგების შემდეგ დაწესდება ფეხით პატრულირება, ვიდრე კამერებს დავამონტაჟებთ, მერე კი კამერის პრინციპით ვიმოქმედებთ. ამას ერთიან მონიტორინგს შსს-ს ახლად შექმნილი სპეციალიზირებული დეპარტამენტი გაუწევს. მათთან გვაქვს კონსულტაციები და კამერის მახასიათებლებიც იქიდან უნდა ავიღოთ. თუმცა, პირველ რიგში, პრიორიტეტული მიწისქვეშა გადასასვლელები იქნება. როდის მოხდება ეს, ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა შესწავლის პროცედურები დაწყებულია", - თქვა ლევან ჯღარკავამ.

ჯღარკავას განცხადებით, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ამონტაჟდებდნენ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში ღამის განათების სისტემას და პროცესი ხვალ დასრულდება.

"თბილისში 55 მიწისქვეშა გადასასვლელი გვაქვს, საიდანაც 33 მიწისქვეშა გადასასვლელში ფართები იჯარით არის გაცემული. ამასთან, ასევე არის იმ მიწისქვეშა გადასასვლელთა რაოდენობა, სადაც პრივატიზებული ფართებია, კანონმდებლობით კი, მათ ეკუთვნით თავიანთი ფართების მოწესრიგება და ეს გარკვეულ საჯარიმო სანქციებსაც ითვალისწინებს. ყოველთვის პრობლემური იყო გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი. მას შემდეგ, რაც მიწისქვეშა გასასვლელები „თბილსერვის ჯგუფს“ გადაეცა, ორჯერ დავამონტაჟეთ განათების სისტემა და ვანდალიზმის ფაქტი იმავე დღესვე დაფიქსირდა. პირველი, რაც გავაკეთეთ, არის ის, რომ, რა თქმა უნდა, იწმინდებოდა და ირეცხებოდა. იქ საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ არის და გუშინაც, რომ მივედით, ვნახეთ, უბრალოდ, იყო სუნის პრობლემა და ვიცით, რა მიზეზებზეა საუბარი. გმირთა მოედანს ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ თითქმის ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი, რაც გადმოგვეცა, მას შემდეგ გავარემონტეთ, საიჯარო ფართები ვისაც ჰქონდა, ის ნაწილიც. გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი სპეციფიური იყო იქიდან გამომდინარე, რომ იქ განათების სისტემის მხრივ ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა, რაზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრულია. გუშინ კი, ცხადია, რომ კიდევ ერთხელ მოირეცხა სპეციალური ხსნარებით, თუმცა საბოლოოდ პრობლემის მოგვარებას კონტროლის დაწესება სჭირდება. ვგულისხმობ, პატრულირებას, კამერების დამონტაჟებას და ასე შემდეგ“, - აღნიშნა ჯღარკავამ.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფს“ მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით 10 დღის ვადაში ერთიანი სტრატეგიის შემუშავება სთხოვა. ლევან ჯღარკავას ინფორმაციით, ამ ერთიან სტრატეგიაზე მუშაობა დაწყებულია.

გუშინ თბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ ზოოპარკთან და ცირკთან არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები „თბილისერვისის ჯგუფის“ დირექტორთან ერთად დაათვალიერა. დღის ბოლოს კი კალაძემ გადასასვლელების შესახებ facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა.

ყველა სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი

22 მაისი 2026, 00:22

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: გასაკვირი არ არის, რომ ოპონენტებისთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რომ რეალური შედეგები გვაქვს, რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად სტრატეგიული ობიექტია

გასაკვირი არ არის, რომ ოპონენტებისთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რომ რეალური შედეგები გვაქვს, რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გამორჩეულად სტრატეგიული ობიექტია ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ოპონენტები პროექტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად ავრცელებენ.

ბექა დავითულიანი

22 მაისი 2026, 00:08

საზოგადოება

ბექა დავითულიანი: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის თანხები არსებობს, ტენდერებთან დაკავშირებული პროცედურებია, სამწუხაროდ, რაღაც შეფერხებები იყო, თუმცა იმედი გვაქვს, მალე დაიწყება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის თანხები არსებობს, ტენდერებთან დაკავშირებული პროცედურებია, სამწუხაროდ რაღაც შეფერხებები იყო, თუმცა იმედი გვაქვს მალე დაიწყება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა. დავითულიანი იმედოვნებს, რომ რეაბილიტაცია შემოდგომის ბოლომდე დასრულდება.

ბექა დავითულიანი

22 მაისი 2026, 00:07

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: რომ ვხედავდეთ რა უნდა ევროკავშირის დღევანდელ მენეჯმენტს, რა გზით მიდის, რაღაცებში ასეთი ხისტი ჩვენც არ ვიქნებოდით. ჩვენ ვპასუხობთ ხომ?! ჩვენ ხომ არ ვართ აგრესიული ურთიერთობების ინიციატორები?! მაგრამ ასე ტყუილად, კლასის დამრიგებელივით ყურს გიწევდნენ უმიზეზოდ, წარამარა და თან თვითონ არ იცოდნენ, რას გასწავლიან... რაღაც სიგიჟეა

რომ ვხედავდეთ რა უნდა ევროკავშირის დღევანდელ მენეჯმენტს, რა გზით მიდის, რაღაცებში ასეთი ხისტი ჩვენც არ ვიქნებოდით. ჩვენ ვპასუხობთ ხომ?! ჩვენ ხომ არ ვართ აგრესიული ურთიერთობების ინიციატორები?! მაგრამ ასე ტყუილად, კლასის დამრიგებელივით ყურს გიწევდნენ უმიზეზოდ, წარამარა და თან თვითონ არ იცოდნენ, რას გასწავლიან... რაღაც სიგიჟეა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა.

ბექა დავითულიანი

22 მაისი 2026, 00:07

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: დასავლეთი თავის მთავარ გმირად შერაცხილ აქტორს გვიგზავნის, ბატონ ზელენსკის და საუბარია ურთიერთობების გადატვირთვაზე. აშკარად შეცვლილი ტონალობაა

დასავლეთი თავის მთავარ გმირად შერაცხილ აქტორს გვიგზავნის, ბატონ ზელენსკის და საუბარია ურთიერთობების გადატვირთვაზე. აშკარად შეცვლილი ტონალობაა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა.

ბექა დავითულიანი

21 მაისი 2026, 23:56

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი ევრობიუროკრატიაზე: მათ აქვთ ემპირიული გამოცდილება კოლონიალიზმის და ამ სტრესულ ვითარებაში როცა გამოსავალს ვერ პოულობენ, საბაბს ეძებენ, რომ შარი მოგვდონ, მხოლოდ იმიტომ, რომ კოლონიალურ მორჩილებაში არ ვართ

ერთი მხრივ თვალს ხუჭავენ, რომ ლატვია წვეთ ალკოჰოლს არ აწარმოებს და მაინც ყველაზე მეტი შეაქვს რუსეთში, მეორე მხრივ მათივე ექსპერტები ადასტურებენ, რომ სამაგალითოები ვართ სანქციების დაცვის კუთხით და მაინც ჭიქაში ქარიშხალს ტეხენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა პეტერ ფიშერის განცხადებაზე საუბრისას. მისივე თქმით, გერმანია, რომლის ელჩიც საქართველოს აკრიტიკებს, ბოლო 30 წლის განმავლობაში, უკრაინის ომამდე, დამოკიდებული იყო რუსულ ნავთობზე.

მარიამ ქვრივიშვილი

21 მაისი 2026, 23:47

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო იქნება ერთადერთი გამონაკლისი, სადაც სამგზავრო მატარებელი აზერბაიჯანიდან დაიწყებს ოპერირებას

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს აზერბაიჯანში, რომლებმაც განსაკუთრებული ჟესტი გამოავლინეს ჩვენი ქვეყნისადმი და ექვსი წლის შემდგომ, პირველად მოხდება სამგზავრო მატარებლის ოპერირების დაწყება. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველო იქნება ერთადერთი გამონაკლისი, სადაც სამგზავრო მატარებელი აზერბაიჯანიდან დაიწყებს ოპერირებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გადაცემა „იმედი Live“- ის ეთერში.

მარიამ ქვრივიშვილი

21 მაისი 2026, 23:25

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, 5 საათ-ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ 4-საათიანი. ახალ მიმართულებებსაც ვამატებთ. ეს იქნება თბილისი-ქუთაისი, თბილისი-ახალციხე

ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ხუთ საათ ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილ

21 მაისი 2026, 23:24

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო მონაკვეთზე: ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი, რომელიც თავისი შინაარსით იქნება მეტი ღირებულების მომტანი „შუა დერეფნისთვის“

ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი, რომელიც თავისი შინაარსით იქნება მეტი ღირებულების მომტანი „შუა დერეფნისთვის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბაქო-თბილისი- ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის ექსპულატაციაში შესვლასთან დაკავშირებით.

მარიამ ქვრივიშვილი

21 მაისი 2026, 22:57

ეკონომიკა

ქვრივიშვილი: ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოსახლეობას აჩვენა, რომ თითოეული ქმედება მიმართულია მოქალაქეების კეთილდღეობაზე, მოლაპარაკებებისას უდიდესი როლი ჰქონდა პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს საქართველოში, მის შეხვედრას ბატონ ბიძინა ივანიშვილთან

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოსახლეობას საქმით აჩვენა, რომ თითოეული ჩვენი ქმედება ყოველთვის მიმართულია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე, კონკრეტული ინდუსტრიების გაძლიერებაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანთან გაფორმებულ შეთანხმებებზე საუბრისას. მისივე თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ისტორიული შეთანხმების პაკეტის გაფორმებას წინ უსწრებდა მრავალთვიანი მოლაპარაკებები.

მარკო რუბიო

21 მაისი 2026, 22:36

მსოფლიო

რუბიო: აშშ ძალიან განაწყენებულია ირანის საკითხზე ნატოს მიერ დახმარებაზე უარის თქმის გამო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო კვლავ აკრიტიკებს ნატოს ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომში მხარდაჭერის არარსებობის გამო.

ვალდის დომბროვსკისი

21 მაისი 2026, 22:27

მსოფლიო

ევროკომისიის პროგნოზი: მოლოდინის თანახმად, ევროკავშირში ინფლაცია 2026 წელს 3.1%-ს მიაღწევს, რაც ერთი პროცენტული პუნქტით აღემატება ადრინდელ პროგნოზს

ბრიუსელმა განგაშის ზარი შემოჰკრა საგაზაფხულო ეკონომიკური პროგნოზის გამოქვეყნებით, რომელიც „უფრო სუსტ ეკონომიკურ აქტივობას ვარაუდობს, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი იწვევს ახალ ენერგეტიკულ შოკს, რაც თავის მხრივ აჩქარებს ინფლაციას და არყევს ეკონომიკურ განწყობებს“, - წერს გამოცემა EURACTIV-ი.

ივანე აბაშიძე

21 მაისი 2026, 22:22

ეკონომიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი: საქართველო საიმედო პარტნიორად ყალიბდება, რომელიც ევროპასა და აზიას შორის უსაფრთხო, ეფექტიან და პროგნოზირებად დაკავშირებადობას უზრუნველყოფს

„დღეს საქართველო მხოლოდ სატრანზიტო დერეფანი აღარ არის; ქვეყანა ყალიბდება საიმედო პარტნიორად, რომელიც ევროპასა და აზიას შორის უსაფრთხო, ეფექტიან და პროგნოზირებად დაკავშირებადობას უზრუნველყოფს“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე.

21 მაისი 2026, 22:00

მსოფლიო

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი: კიევმა ბოდიში უნდა მოიხადოს საბერძნეთის კუნძულთან მეთევზეების მიერ უკრაინული სამხედრო დრონის აღმოჩენის გამო

კიევმა ბოდიში უნდა მოიხადოს საბერძნეთის კუნძულთან მეთევზეების მიერ უკრაინული სამხედრო დრონის აღმოჩენის გამო, რამაც ათენში უსაფრთხოების კუთხით შეშფოთება გამოიწვია, - განაცხადა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა.

ზურაბ ქადაგიძე

21 მაისი 2026, 21:29

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: არსებობს რაღაც პოლიტკონიუქტურა, რომელსაც „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით და თუ მათ მოერგები, ჩათვალე, რომ კაცის მკვლელობასაც, ადამიანის უფლებების შელახვასაც, ყველა „გაგიპრავებს“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე დანიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებში საპროტესტო აქციების დაშლის პრაქტიკა საქართველოს შემთხვევისგან განსხვავდება და ეს არის მაგალითი იმისა თუ რა არის დანაშაული და არა რაიმეს აღკვეთა. ამის მაგალითად კი დანიას, აშშ-სა და საფრანგეთს ასახელებს.

მარკო რუბიო

21 მაისი 2026, 21:22

მსოფლიო

მარკო რუბიო ირანთან მოლაპარაკებებზე: თუ კარგ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ მას სხვა ვარიანტებიც აქვს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებებში „პოზიტიური ნიშნების“ მიუხედავად, „სხვა ვარიანტებიც“ კვლავ განხილვის საგანს წარმოადგენს.

დონალდ ტრამპი

21 მაისი 2026, 21:19

მსოფლიო

ტრამპი: აშშ ირანის გამდიდრებულ ურანს ხელში ჩაიგდებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს ჰორმუზის სრუტეზე გადასახადების დაწესება და ირანის მიერ დაგროვილ მაღალგამდიდრებულ ურანს ამოიღებს.

მარკო რუბიო

21 მაისი 2026, 21:11

მსოფლიო

რუბიო: კუბა ჩვენი სანაპიროდან სულ რაღაც 90 მილის დაშორებითაა, ასე რომ, იქ არსებული მიგრაციული კრიზისი, ძალადობა თუ არასტაბილურობა ჩვენზე პირდაპირ აისახება - ეს საკითხი უშუალოდ ეხება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კუბაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრა და ქვეყანას „დაქცეული სახელმწიფო“ უწოდა. მისი განცხადებით, კუნძულზე შექმნილი სისტემური კოლაფსი პირდაპირ გავლენას ახდენს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებზე.

პეტერ ფიშერი

21 მაისი 2026, 21:11

პოლიტიკა

პეტერ ფიშერი: სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ სხვა დეპუტატები მუდმივად გეუბნებიან, რომ მატყუარა ხარ და ძალადობას უჭერ მხარს. ეს არ არის სახალისო

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია იყო, არის და იქნება საქართველოს მეგობარი, თუმცა სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თუ სხვა დეპუტატები მუდმივად ეუბნებიან, რომ მატყუარაა და ძალადობას უჭერს მხარს.

პეტერ ფიშერი

21 მაისი 2026, 21:09

პოლიტიკა

გერმანიის ელჩი: მნიშვნელოვანია, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ უნდა გააზვიადონ და გერმანია ამ სატრანზიტო დერეფნის გამო საქართველოშიო ადამიანის უფლებების დარღვევებზე თვალს არ დახუჭავს.

21 მაისი 2026, 20:56

ეკონომიკა

საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა იქმნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა იქმნება. ელექტრონული კალათა მომხმარებლებს საბაზისო პროდუქტებზე შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს.