imedi /  22 ნოემბერი 2017, 13:00 / სანდო წყარო

ისანში სპეცოპერაციის გამო გათიშული ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, თუმცა ბუნებრივი აირი ამ დრომდე უსაფრთხოების მიზნით არ მიეწოდება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

სუსი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პირებს, რომელთა სპეცოპერაციაც ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარეობს, მძევლები ჰყავთ აყვანილი.

ბოლო ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ორი სავარაუდო ეჭვმიტანილია გამაგრებული. თუმცა, ვრცელდება ცნობა, რომ შესაძლოა, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ორზე მეტი ეჭვმიტანილი იყოს.

გრძელდება მოსახლეობის ევაკუაცია. კორპუსებიდან გაჰყავთ მშვიდობიანი მოქალაქეები. მათ შორის ბავშვები და ქალები. ადგილზე სროლისა და აფეთქებების ხმა ისევ ისმის.

სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრტერორისტული დეპარტამენტის ცნობით, სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია ერთი პირი, დანარჩენების დასაკავებლად კი ოპერაცია მიმდინარეობს.

ბინაში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სავარაუდოდ, ჩეჩენი ოჯახი ცხოვრობს. ამის შესახებ მედიას ისანში, გაბრიელ სალოსის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განუცხადა.

კორპუსიდან, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილები იმყოფებიან, ძლიერი კვამლი ამოდის. არსებული ინფორმაციით ხანძარი იმ სახლში გაჩნდა, სადაც სავარაუდო დამნაშავეები არიან დაბანაკებულები.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაცია ღამით დაიწყო.

ყველა სიახლე

აბას არაღჩი

27 თებერვალი 2026, 00:54

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბირთვული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი აქამდე ჩატარებულთა შორის ყველაზე სერიოზული იყო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ ბირთვული პროგრამის შესახებ ჟენევაში დღეს გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი აქამდე ჩატარებულთა შორის „ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული“ იყო.

სტივ უიტკოფი

27 თებერვალი 2026, 00:34

მსოფლიო

სტივ უიტკოფი უკრაინაში ომზე: ჩვენ საკუთარ თავს შუამავლად განვიხილავთ - ჩვენ არ მივიჩნევთ თავს ამ კონფლიქტის პროტაგონისტად

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა უკრაინის კონფლიქტში ამერიკის როლსა და პოზიციაზე ისაუბრა.

27 თებერვალი 2026, 00:13

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: BBC-ს ფილმი იყო ადგილობრივ „მეხუთე კოლონაზე“ დაყრდნობით ბრიტანეთიდან საქართველოს მისამართით გამოსროლილი პირველი შურდული

ბრიტანეთის მთავრობას, მის პრემიერს აქვს უმდაბლესი აღიარების რეიტინგი, მას აქვს ისეთი პოლიტიკური სკანდალი, რომელიც უკავშირდება მეფის ძმის პედოფილიაში ჩართულობას და ფინანსურ მაქინაციებს, რომელსაც უწევს, რომ დაიჭიროს ამერიკაში ბრიტანეთიდან წარგზავნილი ელჩი იმიტომ, რომ ფინანსურ გარიგებებში არის დადასტურებული მისი მონაწილეობა, ამ პირობებში ჩვენ გვეპყრობიან ისე როგორც ინდოეთს როცა მისი კოლონიზაცია მოახდინეს, მგონი ისტორიის შეხსენება სჭირდებათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ტელეკომპანია POSTV-ის წამყვანმა ბაჩო ოდიშარიამ. მისივე თქმით, BBC-ს ფილმი იყო ადგილობრივ „მეხუთე კოლონაზე“ დაყრდნობით ბრიტანეთიდან საქართველოს მისამართით გამოსროლილი პირველი შურდული.

ბაჩო ოდიშარია

27 თებერვალი 2026, 00:03

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: რატომ უნდა დავწვრილმანდეთ იმით, რომ „პოსტვ“-ის და „იმედის“ დასანქცირება გაუხარდათ. ამ ადამიანებს უხარიათ, როდესაც გვაშანტაჟებენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით. ძალიან ტრაგიკული საყურებელია მათი ქცევა

ეს არის ძალიან ტრაგიკული მოცემულობა, როდესაც უყურებ, რომ შენი თანამოქალაქე ხარობს შენი ქვეყნის ძალიან ცუდი მდგომარეობით. რატომ უნდა დავწვრილმანდეთ იმით, რომ „პოსტვ“-ის და „იმედის“ დასანქცირება გაუხარდათ. ამ ადამიანებს უხაროდათ, ამდენი წლის მანძილზე, რითაც გვაშანტაჟებენ, რომ ვიზალიბერალიზაცია გაუჩერდება საქართველოს, - ასე ეხმაურება „პოსტვ“-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია, დიდი ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით ოპოზიციის და მათთან აფილირებული პირების „სიხარულის ყიჟნას“.

26 თებერვალი 2026, 23:51

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: პრემიერმა კობახიძემაც თქვა, რომ სანქციები იყო ფუჭად გასროლილი ტყვია, რადგან არაფერი სერიოზული არ მოჰყვება როგორც ჩვენი არხებისთვის, ისე ქვეყნისთვის

პრემიერმა კობახიძემაც თქვა, რომ ეს [სანქციები] იყო ფუჭად გასროლილი ტყვია, რადგან არაფერი სერიოზული არ მოჰყვება როგორც ჩვენი არხებისთვის, ისე ქვეყნისთვის, - განაცხადა ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსმა, ტელეკომპანია POSTV-ის წამყვანმა ბაჩო ოდიშარიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

26 თებერვალი 2026, 23:49

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე ჩვენი ქვეყანა არ იმყოფება, ერთადერთი, რითაც მოსახლეობას მუდმივად აშანტაჟებენ, ეს არის უვიზო მიმოსვლა, პირდაპირ არიან მოსახლეობის შანტაჟზე გადასული

ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე ჩვენი ქვეყანა არ იმყოფება, ერთადერთი რითაც მუდმივად მოსახლეობას აშანტაჟებენ ეს არის უვიზო მიმოსვლა, პირდაპირ არიან მოსახლეობის შანტაჟზე გადასული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ურსულა ფონ დერ ლაიენის დღევანდელ განცხადებაზე საუბრისას. მისივე თქმით, ევრობიუროკრატები არ იცნობენ საქართველოს და არ ესმით რისთვის იბრძვის რეალურად ქვეყანა.

26 თებერვალი 2026, 23:47

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ეს სანქცია არაფერს წარმოადგენს იმ ფასთან, რისი მზაობაც არსებობს, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გავიღოთ. ამიტომ არავის ჰქონია ტრაგიზმის განცდა, რომ რამე თავზე დაგვექცა. შევხედეთ, როგორც სასაცილო ამბავს

თავიდან „ფეიკნიუსი“ მეგონა იმდენად აბსურდული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ შემდეგ, როდესაც დადასტურდა დარჩა კომიკურ გარემოში. შეუძლებელია, რომ სხვანაირად შეხედო. მიზეზი არის, რომ „პოსტვ“-ის და „იმედს“ გამოუწვევია უკრაინაში დესტაბილიზაცია და წაურთმევია სუვერენიტეტი და დაუბრალებია კორუფცია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „პოსტვ“-ის წამყვანმა ბაჩო ოდიშარიამ, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

26 თებერვალი 2026, 23:38

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: 2024 წელს უნდოდათ ისეთი ხელისუფლება მოეყვანათ საქართველოს სათავეში, რომელიც სულ მცირე, 2008 წლის ავანტიურის განმხორციელებელი იქნებოდა. ეს შედეგი არ დადგა

უნდოდათ ისეთი ხელისუფლება მოეყვანათ საქართველოს სათავეში, რომელიც სულ მცირე, 2008 წლის ავანტიურის განმხორციელებელი იქნებოდა. ეს შედეგი არ დადგა, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

26 თებერვალი 2026, 23:36

პოლიტიკა

ჯონდი ბაღათურია: ერთმნიშვნელოვნად ომში ჩართვა უნდათ და დღეს, ომში ჩვენი ჩართვა კიდევ უფრო აქტუალურია - იქ აგებენ ომს და ახლა ჟანგბადივით სჭირდებათ, რომ სადღაც ნახონ ვიღაც და როგორც უკრაინელი ხალხი, ისე შეატაკონ რუსეთს

,ერთმნიშვნელოვნად ომში ჩართვა უნდათ. დღეს, ომში ჩვენი ჩართვა კიდევ უფრო აქტუალურია, აგებენ იქ ომს და ახლა ჟანგბადივით სჭირდებათ, რომ სადღაც ნახონ ვიღაც საწყალი ხალხი, როგორც უკრაინელი ხალხი, ისე შეატაკებენ რუსეთს და მეორე ფრონტს გაახსნევინებენ, - განაცხადა "ქართული დასის" ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ, გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე".

26 თებერვალი 2026, 23:34

მსოფლიო

ამერიკული გამოცემა Foreign Affairs: უკრაინა მამაცურ წინააღმდეგობას უწევს მტერს, თუმცა მისი სიმტკიცე ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ ის ომს აგებს

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრიდან ოთხი წლის თავზე, ტრამპის ადმინისტრაცია კიევს მშვიდობის სანაცვლოდ მტკივნეულ ტერიტორიულ დათმობებზე დათანხმებას სთხოვს - სამშვიდობო შეთანხმების პროექტში, რომლის შესახებაც პირველად ნოემბერში გამოცემა Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, ადმინისტრაციამ წამოაყენა წინადადება, რომ ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები მთლიანად იყოს აღიარებული რუსეთის დე ფაქტო ტერიტორიებად, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს იმ ნაწილებზე, რომლებსაც ამჟამად რუსული ძალები აკონტროლებენ, რუსეთმა კონტროლი შეინარჩუნოს, - წერს ამერიკული გამოცემა Foreign Affairs-ი სტატიაში სათაურით უკრაინა ომს აგებს.

26 თებერვალი 2026, 23:33

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს მხრიდან სანქციის დაწესებას მოჰყვებოდა რუსეთის მხრიდან უმძიმესი პოლიტიკური გადაწყვეტილებები - ცხინვალის რეგიონი მაშინვე იქნებოდა შეერთებული რუსეთის ფედერაციას, ანალოგიური მოხდებოდა აფხაზეთშიც

ევროკავშირის ელჩმა პირდაპირი ტექსტით თქვა, რომ ჩვენ ეკონომიკურად დავზიანდით ამ სანქციების გამო და თქვენც უნდა ანალოგიური გზა გაიაროთ, ანუ თქვენც უნდა დაზიანებულიყავით ამ სანქციებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

26 თებერვალი 2026, 23:24

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: საქმე გვაქვს პოლიტიკურ ეფშტეინიზმთან. ერთი ხელის მოსმით შეუძლიათ ერებს მოუწოდონ რუსეთთან დაპირისპირებაზე, მეორე მხრივ, გარკვეული ფინანსური წრეები რუსეთთან ვაჭრობით ითბობენ ხელს

მიუხედავად 19 სასანქციო პაკეტისა, რომელიც მიიღეს, რუსეთთან ვაჭრობა მაინც გრძელდება, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

26 თებერვალი 2026, 23:24

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს ჩვენ გვაქვს ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, რომ თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმის პირობებშიც უზრუნველყოს ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის თავისუფლად გავრცელება

დღეს ჩვენ გვაქვს ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, რომ „იმედზე“, თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმის პირობებშიც უზრუნველყოს ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის, თავისუფლად გავრცელება და ეს არის საქართველოს სახელმწიფოს მონაპოვარი - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას. მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება ამ მონაპოვრის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

26 თებერვალი 2026, 23:15

პოლიტიკა

კაკაბაძე: 7 ნოემბერს სააკაშვილმა დაარბია და დახურა „იმედი“ იმ საბაბით, რომ ის ავრცელებდა დეზინფორმაციას. 2026 წლის 24 თებერვალს ბრიტანეთმა სანქციებით ფინანსურად დაარბია და ფაქტობრივად დახურა ტელეკომპანიები „იმედი“ და „POSTV“ იგივე საბაბით

ალბათ გახსოვთ, 2007 წლის 7 ნოემბერს „დემოკრატიის შუქურა“ სააკაშვილმა დემოკრატიის სახელით ფიზიკურად დაარბია და დახურა ტელეკომპანია „იმედი“ იმ საბაბით, რომ ის ავრცელებდა დეზინფორმაციას. 2026 წლის 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქციების დაწესებით ფინანსურად დაარბია და ფაქტობრივად დახურა ტელეკომპანიები „იმედი“ და „POSTV“ იმ საბაბით, რომ ისინი ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.

26 თებერვალი 2026, 23:00

მსოფლიო

თალიბანის ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთმა პაკისტანის არმიის პოზიციებზე ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო

თალიბანის ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთმა პაკისტანის არმიის პოზიციებზე ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რაც ისლამაბადის მიერ განხორციელებული ბოლო დარტყმების საპასუხო რეაქციაა.

26 თებერვალი 2026, 22:58

მსოფლიო

ლიზ ტრასი: როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება

როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება, რასაც პატრიკ კრისტისი „შიშს“ უკავშირებს, - წერს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი, X-ზე.

ალექსეი არესტოვიჩი

26 თებერვალი 2026, 22:52

მსოფლიო

ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინის მთავარი მარცხი კონსტიტუციაში ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების ჩანაწერია, რადგან ეს საკუთარი თავის შეზღუდვას და უფროსის დანიშვნას გულისხმობს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი მარცხი არა უბრალოდ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სურვილია, არამედ ამ მიზნის კონსტიტუციაში ჩაწერა.

26 თებერვალი 2026, 22:00

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი შვეიცარიულ ბანკს, MBaer Merchant Bank AG-ს ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომის შეწყვეტით დაემუქრა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი შვეიცარიულ ბანკს, MBaer Merchant Bank AG-ს ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომის შეწყვეტით დაემუქრა იმ საბაბით, რომ აღნიშნული ბანკი მხარს უჭერდა ირანთან, რუსეთსა და ვენესუელასთან დაკავშირებულ არალეგალურ აქტორებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

26 თებერვალი 2026, 21:41

პოლიტიკა

ვინ იბრძოდა საქართველოში ომისთვის? პარლამენტის თავმჯდომარე მშვიდობის მტრებს ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინ იბრძოდა საქართველოში ომისთვის? პარლამენტის თავმჯდომარე მშვიდობის მტრებს ამხელს. შალვა პაპუაშვილმა კონკრეტული საჯარო მოწოდებები გაიხსენა მათთვის, ვინც ამ დრომდე ირწმუნება, რომ ომში ჩართვის მცდელობა მითია.

26 თებერვალი 2026, 21:37

პოლიტიკა

თავდასხმა მედიაზე - არარსებული მტკიცებულებებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„იმედიც“ ამ დრომდე უცდის საელჩოს განმარტებას: ეჭვების გარდა, რას დაეყრდნო გაერთიანებული სამეფო ქართული ტელეარხების სანქცირებისას. პასუხები არ ჩანს.