ქაშუეთში სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის პანაშვიდი მიმდინარეობს
ფოტო: ლევან კვატაშიძე
ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულ სპეცრაზმელს დღეს დაკრძალავენ. დილიდან ქაშუეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები მიდიან და დაღუპულის ხსოვნას პატივს მიაგებენ. დაკრძალვამდე ტაძარში ვანო გოლოშვილს სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაუხდიან. 14:00 საათზე კი ცხედარს მუხათგვერდში გადაასვენებენ და ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.
41 წლის სპეცრაზმელი კონტრტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობისას თავის არეში დაიჭრა. კლინიკაში მიყვანისას მას ქალატვინის მძიმე ტრავმა აღენიშნებოდა, რის გამოც მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ივანე გოლაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.
ყველა სიახლე
06 ივნისი 2026, 14:59
საზოგადოება
თბილისის მერი სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო. სამუშაოების საწყის ეტაპს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
06 ივნისი 2026, 14:32
პოლიტიკა
კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე: მათ ქვეყნის ინტერესებთან არანაირი თანხვედრა არ აქვთ, ისინი პირდაპირ უცხო ქვეყნის და კონკრეტული ადამიანების გავლენების გამტარებლები არიან
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებენ.
06 ივნისი 2026, 14:30
პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: მიუხედავად იმისა, რომ ზარ-ზეიმით წარმოადგინეს ერთიანი პლატფორმა, რეალურად იბრძვიან, რომელი იქნება მათ შორის მთავარი ოპოზიციური პარტია
თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებას. მანვე განმარტა, რომ გაერთიანდებიან თუ არა ისინი რომელიმე პლატფორმის ქვეშ, მათ შორის ბრძოლა პირველობისკენ მუდმივად იქნება.
06 ივნისი 2026, 14:29
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელთან უკრაინის ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხე არმიის“ სახელის მინიჭების საკითხი განიხილა - არსებობს საზღვრები, რომელთა გადაკვეთა არ შეიძლება
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დღეს ვარშავაში ის უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისი ხელმძღვანელს კირილ ბუდანოვს შეხვდა.
06 ივნისი 2026, 14:27
პოლიტიკა
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ბედი
თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიციას რეალურად საერთოდ არ აინტერესებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ბედი და აღნიშნული თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სურდა.
06 ივნისი 2026, 14:24
პოლიტიკა
ხვალ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება - როგორია წინასაარჩევნო განწყობები. „ქრონიკა“ ერევნიდან
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღე რჩება. საარჩევნო სისტემა შერეულია. მოქალაქეებს ბიულეტენში 18 პოლიტიკური პარტია და ალიანსი დახვდება. სომხეთში არჩევნებს გააშუქებს „ქრონიკა“.
06 ივნისი 2026, 14:22
პოლიტიკა
კახა კალაძე: ოთხმილიონიან ერთან, რომელიც ისტორიის ყველა მონაკვეთში თავის კვალს ტოვებს, თითის ქნევით საუბარი არ გამოვა
დიალოგისთვის, მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კონსტრუქციულ რეჟიმში. თითის ქნევით რომ ვინმემ გვესაუბროს, ეს დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროკავშირის მიერ დაანონსებულ დიალოგს, რომელიც 11 ივნისს ქართულ მხარესთან გაიმართება და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საკითხს შეეხება.
06 ივნისი 2026, 13:46
მსოფლიო
უკრაინამ საბერძნეთს საზღვაო დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ბოდიში მოუხადა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა გიორგი ტიჰიმ ბოდიში მოუხადა საბერძნეთს საზღვაო დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, რომელიც კუნძულ ლევკასთან იონიის ზღვაში მოხდა.
06 ივნისი 2026, 13:45
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფის ფორმატში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებისა და მინისტრის შეხვედრაზე მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უწყების ხელმძღვანელი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
06 ივნისი 2026, 13:38
საზოგადოება
მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
პროექტი „განათლება მწვანე მომავლისთვის“ მიზნად ისახავს სკოლამდელი აღზრდისა და დაწყებითი საფეხურის პედაგოგების მხარდაჭერასა და წახალისებას, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ბავშვებში გარემოსდაცვითი და აგრარული ცნობიერების ჩამოყალიბებაში.
06 ივნისი 2026, 13:03
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ დრონებით პეტერბურგში მდებარე სამხედრო-საზღვაო ძალების არსენალი, ბაზა კრონშტადტში და კრასნოდარის მხარეში ნავთობის ბაზა დაბომბა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ გასულ ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, პეტერბურგთან ახლოს მდებარე სამხედრო-საზღვაო ძალების არსენალი და ქალაქ კრონშტადტის ბაზა დაბომბეს.
06 ივნისი 2026, 12:48
პოლიტიკა
შალვა ხაჭაპურიძე: წინა ხელისუფლების დროს მქონდა 18 გამამართლებელი განაჩენი. ახლა, ცალსახად უფრო მეტია. მაშინ გამამართლებელი განაჩენი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო
წინა ხელისუფლების დროს მქონდა 18 გამამართლებელი განაჩენი. არცერთ ადვოკატს ამდენი გამამართლებელი არ ჰქონია, - განაცხადა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ იუთუბ არხზე -„სამართლის ექსპერტი“ ადვოკატის როლზე, გახმაურებული საქმეებზე და იმდროინდელ ქართულ მართლმსაჯულებაზე საუბრისას.
06 ივნისი 2026, 12:40
თავდაცვა
თავდაცვის სამინისტროში დაჭრილ-დაშავებული სამხედროები უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ
საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა უწყებრივი მედლები და ფასიანი საჩუქრები მიიღეს. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა 10 სამხედრო მოსამსახურე, თავდაცვის ძალების აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, უწყებრივი მედლით „საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა“ დააჯილდოვა, სამხედროების ნაწილს კი, ფასიანი საჩუქრები გადასცა.
06 ივნისი 2026, 12:38
სპორტი
ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა
ქვეყნის მასშტაბით მულტისპორტულ შეჯიბრებაში 12 რეგიონის 1200 სპორტსმენი მონაწილეობდა და გამარჯვებულები სპორტის 17 სახეობაში გამოვლინდნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი 932 ქულით თბილისმა მოიპოვა. მეორე ადგილზე 369 ქულით აჭარა, ხოლო მესამეზე 288 ქულით იმერეთი გავიდა.
06 ივნისი 2026, 12:31
კულტურა
თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მესამე საფესტივალო დღე დავით ხრიკულის კონცერტს დაეთმო
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართული კლასიკური მუსიკის საღამო, სრული ანშლაგით შედგა. ახალგაზრდა ქართველი პიანისტი დავით ხრიკული მსმენელის წინაშე გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად წარდგა - მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით. პროგრამაში წარმოდგენილი იყო ფრედერიკ შოპენისა და ალექსი მაჭავარიანის ნაწარმოებები.
06 ივნისი 2026, 12:28
პოლიტიკა
რუსთავში ლომოურისა და მელიქიშვილის ქუჩების გასასვლელებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
რუსთავის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაციას იწყებს.
06 ივნისი 2026, 12:27
რეგიონი
ახალციხე „გემო ფესტისთვის“ ემზადება
ახალციხე ყველაზე გემრიელი დღესასწაულისთვის ემზადება - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე „გემო ფესტი“ დღეს, 15:00 საათიდან გაიხსნება.
06 ივნისი 2026, 12:22
მსოფლიო
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს
უკრაინამ და რუსეთმა 185-185 სამხედრო ტყვე გაცვალეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
06 ივნისი 2026, 12:21
პოლიტიკა
ოპოზიციაში დაპირსპირება გრძელდება - სააკაშვილი და გვარამია პოსტებს აქვეყნებენ
ოპოზიციაში არსებული დაპირისპირების ფონზე, რუსთავის ციხიდან, მსჯავრდებული სააკაშვილი წერს, რომ იდეა და იდეალისტი ხალხი იმარჯვებს და არა ინტერესები და ფული. პატიმარი ექსპრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მღვრიე წყალი დაიწმინდება. პოსტი გამოაქვეყნა ნიკა გვარამიამაც, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უპირისპირდება და წერს, რომ „პარტიაში ვითარება აშკარად ასრიალდა“.
06 ივნისი 2026, 12:13
ეკონომიკა
საქართველოს დელეგაციამ ათენში მსოფლიოს უმსხვილეს საერთაშორისო საზღვაო გამოფენა-კონფერენციაში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე რეფორმები და საპორტო ინფრასტრუქტურის ინვესტიციები განიხილა
დელეგაციამ შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციების, გემთმფლობელების, საზღვაო ბიზნესის წარმომადგენლებთან. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქართველი მეზღვაურების მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციასა და ქვეყნის მზარდ როლზე რეგიონულ საზღვაო ინდუსტრიაში. ასევე ილაპარაკეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე


