imedi /  07 დეკემბერი 2017, 17:11 / სანდო წყარო

მსაჯის სავარაუდო თვითმკვლელობას თელავის საფეხბურთო კლუბი ეხმიანება

თელავის საფეხბურთო კლუბი ფოთში ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების მსაჯის ილო ტუღუშის სავარაუდო თვითმკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კლუბის განცხადებით, "გურიასა" და "თელავს" შორის გამართული მატჩში "თელაველებმა" სამართლიანად გაიმარჯვეს და მატჩი ობიექტურად ჩატარდა.

"6 დეკემბერს, ქართველი მსაჯის, ილია ტუღუშის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტი, მედასაშუალებებმა ირიბად თუ პირდაპირ 3 დეკემბერს, ლანჩხუთში გამართული "გურია" - "თელავის" საპასუხო საპლეიოფო შეხვედრას დაუკავშირეს, რის გამოც უფლებამოსილნი ვართ განვაცხადოთ, რომ:
ლანჩხუთში გამართული შეხვედრა, რომელსაც ორივე გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, ჩატარდა ობიექტურად - მატჩს ემსახურებოდა ერთბაშად 6 მსაჯი, რომელთაც მაღალ დონეზე, პროფესიონალურად იმსაჯეს!
გვსურს, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ სკ "თელავი" პატივს სცემს სამართლიანი თამაშის პრინციპებს და გთხოვთ, ამიერიდან ყველამ თავი შეიკავოს უსაფუძვლო ჭორების გავრცელებისგან!", - წერია საფეხბურთო კლუბის განცხადებაში.

მატჩების მსაჯი ილო ტუღუში სამართალდამცველებმა ჩამომხრჩვალი გუშინ იპოვეს. ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 

გარდაცვლილის დედა და მეუღლე ერთი თვის წინ მომხდარ ამბავს იხსენებენ და ამბობენ, რომ მათთან ოჯახში იმყოფებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, რომლებიც ილო ტუღუშს ეძებდნენ და მისგან 5000 ლარს ითხოვდნენ. ოჯახი ვარაუდობს, რომ ეს თანხა ჩაწყობილი თამაშის სანაცვლოდ მოითხოვეს - საუბარია ლანჩხუთისა და თელავის გუნდების ბოლო თამაშზე, რომელშიც ლანჩხუთის გუნდი დამარცხდა.

ფეხბურთის ფედერაცია გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

14 ნოემბერი 2018, 21:18

საქართველო

მსოფლიოს 17 ქვეყნის ექსპერტი ლუგარის ლაბორატორიას ამოწმებს

მსოფლიოს 17 ქვეყნის ექსპერტი კრემლის ბრალდებებს გააბათილებს. საქართველო უცხოელ სპეციალისტებს მასპინძლობს. ექსპერტებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან ლუგარის ლაბორატორიის მუშაობის შესახებ, ობიექტის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნობიან და დასკვნასაც დადებენ. პირველ შეფასებებს ექსპერტებისგან ხვალ ელოდებიან.

14 ნოემბერი 2018, 21:00

არჩევნები 2018

28 ნოემბერი უქმე დღედ ცხადდება

ცესკოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 28 ნოემბერი, ოთხშაბათი დღე, რა დროსაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება, უქმე დღედ ცხადდება.

თავდაცვის სამინისტრო

14 ნოემბერი 2018, 20:55

ძალოვნები

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხონის რაიონულმა სამმართველომ სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

14 ნოემბერი 2018, 20:45

სპორტი

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ფეხბურთში ლიხტენშტეინი 7:0 დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წარმატებით დაიწყო - გიორგი მიქაძის გუნდმა თბილისში დაწყებულ მინი-ტურნირის პირველ შეხვედრაში, ლიხტენშტაინი 7:0 გაანადგურეს.

ბიულეტენები

14 ნოემბერი 2018, 20:33

არჩევნები 2018

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ცესკოს სხდომაზე მიიღეს. ცესკოს ინიციატივით, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში ენჭისყრის დრო ღამის 12 საათამდე გაგრძელდება.

დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი

14 ნოემბერი 2018, 20:24

მსოფლიო

ელისეის სასახლის წარმომადგენელმა ტრამპს საფრანგეთის ხსენებისას კორექტულობისკენ მოუწოდა

ნოემბრის დასაწყისში ემანუელ მაკრონმა რადიოინტერვიუში განაცხადამ რომ ევროპამ დამოუკიდებლად უნდა დაიცვას თავი ჩინეთისგან, აშშ-სგან და რუსეთისგან და ამ მიზნით ერთიანი ევროპული არმია უნდა შეიქმნას. ტრამპმა მაკრონის ეს სიტყვები შეურაცხყოფად მიიღო და მას ჩვეული ტონით გამოეხმაურა. ტრამპმა ასევე თქვა, რომ მაკრონი დაბალი რეიტინგის გამო იტანჯება.

14 ნოემბერი 2018, 20:18

საქართველო

ევროპარლამენტში საქართველოს რეგიონის ვარსკვლავი უწოდეს

ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციაში ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესზეა საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ შენიშვნებიც შევიდა, დოკუმენტი დადებითია და გამოსვლებისას, საქართველოს რეგიონის ვარსკვალიც კი უწოდეს.

14 ნოემბერი 2018, 20:11

საქართველო

საბჭოთა დიპლომატის წარსულზე ვიქტორ ბოშტინარუს განცხადების შეფასებას ვაშაძე თავს არიდებს

ეს განცხადება ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მაშინ გაისმა, როცა ევროპელი დეპუტატები ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ რეზოლუციას განიხილავდნენ. საბჭოთა დიპლომატის - გრიგოლ ვაშაძის მიუღებლობაზეც განცხადება სწორედ დებატების დროს გაკეთდა. გრიგოლ ვაშაძე ბოშტინარუს განცხადებაზე შეფასებას დღეს თავს არიდებს.

თამარ ჟვანია და თინა ბოკუჩავა

14 ნოემბერი 2018, 20:01

არჩევნები 2018

ცესკოს თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავას კომისიის სხდომა დაატოვებინა

თამარ ჟვანიას გადაწყვეტილებამ თინათინ ბოკუჩავა გააღიზიანა, რასაც სიტყვიერი რეპლიკები მოჰყვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არსებული რეგლამენტით დაუშვებელია სხდომას ერთი პარტიიდან ორი წარმომადგენელი ესწრებოდეს.

თამარ ჟვანია

14 ნოემბერი 2018, 19:54

არჩევნები 2018

თამარ ჟვანია: არჩევნები სამუშაო დღესაც ჩატარებულა, თუმცა საზღვარგარეთ ოლქებში პრობლემა არ შექმნილა

ოპოზიციის წარმომადგენლებს სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ უპასუხა. მისი თქმით, ცესკო მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული ინსტიტუტია, რაც საარჩევნო კომისიამ პირველ ტურში დაამტკიცა.

14 ნოემბერი 2018, 19:36

კულტურა

ბერძენმა არქეოლოგებმა ტენეას ნაქალაქარი აღმოაჩინეს

ბერძენმა მეცნიერებმა მიაკვლიეს იმ ქალაქის ნანგრევებს, რომლის არსებობის შესახებაც აქამდე მოღწეულ წყაროებში არსებობდა ინფორმაციას, თუმცა მისი ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობი იყო. ნანგრევებს პელოპონესის ნახევარკუნძულზე მიაკვლიეს. ძველი წყაროების მიხედვით, ოდესღაც დაკარგული ქალაქი მე-12 ან მე-13 საუკუნეშია დაარსებული.

ვაჰიდ მაზლუმინი

14 ნოემბერი 2018, 19:28

მსოფლიო

ირანში „მონეტების სულთანი“ სიკვდილით დასაჯეს

ირანში „ოქროს მონეტების სულთნად“ წოდებული ვაჰიდ მაზლუმინი და მისი თანაშემწე მუჰამედ გაზემი სიკვდილით დასაჯეს. სასამართლომ მათ სასიკვდილო განაჩენი ოქტომბერში გამოუტანა. მაზლუმინსა და გაზემის ბრალი უცხოური ვალუტითა და ოქროთი მაქინაციებში დასდეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

14 ნოემბერი 2018, 19:27

კულტურა

თსუ-ში „კლუბი 93-ე აუდიტორია“ აღდგა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, შეხვედრებზე ახალგაზრდა შემოქმედთა ნამუშევრებზე იმსჯელებენ. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, აუდიტორიაში სისტემატურად გაიმართება შეხვედრები მწერლებთან.

შსს

14 ნოემბერი 2018, 19:27

ძალოვნები

შსს: ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი 58%-ით შემცირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2018 წელს ქალთა მკვლელობები 58%-ით შემცირდა. ამასთან, წელს არ დაფიქსირებულა ქმრის ან ყოფილი ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის არც ერთი ფაქტი

ევროპული სასამართლო

14 ნოემბერი 2018, 19:12

საქართველო

სტრასბურგის სასამართლომ მთავრობის წინააღმდეგ საია-ს საჩივარი არ დააკმაყოფილა

ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ საქმეთა ნუსხაში აღდგენილიყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ის საჩივრები, რომლებიც მანამდე ამოირიცხა მთავრობის მიერ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციების საფუძველზე.

მიშელ და ბარაკ ობამები

14 ნოემბერი 2018, 18:58

ტაბლოიდი

ობამები მემუარებში $60 მილიონს მიიღებენ

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, მიშელ ობამას მემუარების წიგნი Becoming ბესტსელერების ლიდერი ჯერ კიდევ ოფიციალური რელიზის გამოსვლამდე გახდა. წიგნის დისტრიბუტორ კომპანია Barnes & Noble-ში აცხადებენ, რომ 2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჰარპერ ლის რომანი Go Set a Watchman გამოიცა, არასაბავშვო ლიტერატურაზე ასეთი დიდი მოთხოვნა არ ყოფილა.

დევიდ მაკნამარა

14 ნოემბერი 2018, 18:50

ტაბლოიდი

ინგლისელ მსაჯს სტადიონზე მონეტის გარეშე გასვლისთვის დისკვალიფიკაცია მისცეს

არბირტს მოედანზე მონეტის გატანა დაავიწყდა. უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილმა მსაჯმა გუნდების კაპიტნებს სთხოვა „ქვა, მაკრატელი, ქაღალდი“ ეთამაშათ და ამ გზით გადაწყვიტა, თუ რომელი გუნდი დაიწყებდა მოედნის ცენტრიდან თამაშს.

დავით ზალკალიანი

14 ნოემბერი 2018, 18:47

საქართველო

ზალკალიანი: ევროპარლამენტის შეფასებები 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრის წარმატებაზე მიანიშნებს

დავით ზალკალიანის განმარტებით, ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები, დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით არის უაღრესად წარმატებული.

ვინ არის ევროპარლამენტარი ვიქტორ ბოშტინარუ, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტად საბჭოთა დიპლომატი არ უსურვა

14 ნოემბერი 2018, 18:45

საქართველო

ვინ არის ევროპარლამენტარი ვიქტორ ბოშტინარუ, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტად საბჭოთა დიპლომატი არ უსურვა

ევროპარლამენტმა ვიქტორ ბოშტინარუმ განაცხადა, რომ არ იცნობს საქართველოს პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს, თუმცა სანდოობას მასში საფრანგეთის ყოფილი ელჩი იწვევს და არა ყოფილი საბჭოთა დიპლომატი.

14 ნოემბერი 2018, 18:44

ტაბლოიდი

ინდონეზიაში ავიაკატასტროფისას დაღუპული ბიჭის საცოლემ საქორწინო ფოტოები მარტომ გადაიღო

ინდონეზიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაღუპული ბიჭის, რიო ნანდა პრატამას საცოლემ გადაწყვიტა, თეთრ კაბაში გამოწყობილს გადაეღო ფოტოები. წყვილს 11 ნოემბერს უნდა ექორწინა. სწორედ ამ დღეს გოგომ კაბა ჩაიცვა და ფოტოები მეუღლის გარეშე, მარტომ გადაიღო.