ვიქტორ დოლიძე ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში ელჩად ინიშნება
ვიქტორ დოლიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა წარადგინა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა მთავრობის განკარგულებას დოლიძის კანდიდატურის საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისთვის წარდგენის თაობაზე.
დღეს ვიქტორ დოლიძეს საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.
ვიქტორ დოლიძე 2016 წლიდან დღემდე არის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. იგი გახლავთ კარიერული დიპლომატი და 2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
2012 წელს ვიქტორ დოლიძე გახდა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, სხვადასხვა დროს ეკავა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის, ავსტრიასა და საბერძნეთის რესპუბლიკასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციები. პოლიტიკურ მოღვაწეობამდე ვიქტორ დოლიძე ეწეოდა აქტიურ დიპლომატიურ საქმიანობას.
2005-2009 წლებში გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ. 2004-2005 წლებში ასევე გახლდათ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი.
ყველა სიახლე
03 მაისი 2026, 21:27
პოლიტიკა
ხალხში და გაერთიანებულ „ნაცმოძრაობაში“ ნდობადაკარგულების წრე - სეზონური ერთობა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
რადიკალებმა 26 მაისს აქცია დააანონსეს. ფაქტია, ევრობიუროკრატია არც მოქმედების სტრატეგიას ცვლის, არც სცენარს და არც შემსრულებლებს.
03 მაისი 2026, 21:17
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: რატომ ვერ იზრდება ოპოზიციის მომხრეთა რაოდენობა - ხალხი ხედავს, რომ ნაცების „დაშლა-არმოშლით“ ისინი ისევ ძველი პოლიტიკისკენ დაბრუნებას სთავაზობენ საზოგადოებას
რატომ ვერ იზრდება ოპოზიციის მომხრეთა რაოდენობა, - ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვრცლად წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.
03 მაისი 2026, 21:16
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ თუ დავაკვირდებით ოპოზიციის ამ ე.წ. „რეგიონებში გასვლას“, ეს არის ფაქტობრივად ფიქცია. მათ ძირითადად შეხვედრები აქვთ ნახევრად ცარიელ დარბაზში და ხვდებიან იმ აქტივს, რისი მობილიზების უნარიც ამ ეტაპზე გააჩნიათ
ჩვენ თუ დავაკვირდებით ოპოზიციის ამ ე.წ.რეგიონებში გასვლას, ეს არის ფაქტობრივად ფიქცია. მათ ძირითადად შეხვედრები აქვთ ნახევრად ცარიელ დარბაზში და ხვდებიან იმ აქტივს, რა აქტივის მობილიზების უნარიც ამ ეტაპზე გააჩნიათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
03 მაისი 2026, 20:57
პოლიტიკა
რატომ იქცა სამოქალაქო ომი ევრობიუროკრატიის ბოლო იმედად - ისტორიის გაკვეთილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ვინ დაავალა დიპლომატს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდით სპეკულირება და ქართველი ხალხის შანტაჟი? რატომ იქცა სამოქალაქო ომი ევრობიუროკრატიის ბოლო იმედად?, - ამაში გარკვევა „იმედის კვირამ“ მძიმე წარსულის გახსენებით სცადა.
03 მაისი 2026, 20:56
პოლიტიკა
ლელა რაზიკაშვილი: ვიბრძოდით თავისუფლებისთვის და ღირებულებითი სივრცისთვის, სწორედ ეს არის ჩვენთვის ევროპა. ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ შენი უფლება ნულია და სხვისი უფლება არის პრიორიტეტული, ჩემთვის ევროპა არ არის
ჩვენს ტყავზე გადავიტანეთ ის საშინელება, ის უბედურება, რომ ყველა დავდექით დანგრეულ, დამტვრეულ, გადამწვარ, გვამებით მოფენილ ქალაქში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა, რომელმაც 1990-იან წლებში საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების მოვლენები გაიხსენა.
03 მაისი 2026, 20:35
პოლიტიკა
დეზინფორმაციის ბიურო პოლონეთში - რა კრიტერიუმებით იქმნება მსგავსი პლატფორმები, პროპაგანდის ინსტრუმენტები და რეალურად ვის ინტერესებს ემსახურება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
პოლონეთის სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება პროექტი, სადაც მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც წარსულში არაერთი სკანდალური და მანიპულაციური მედიაკამპანიით გახდნენ ცნობილი. ნათია კობერიძე - „მოდელირებული ქრონიკის“ თანაავტორი და სკანდალური ეთერის წამყვანი, ე.წ. ჟურნალისტი, რომელმაც სრულიად საქართველო მოატყუა და ამისთვის აგვისტოს ომის თემა გამოიყენა, ახლა პოლონეთიდან გვასწავლის ჭკუას და გვიყვება ამბებს, ისე როგორც იმიტირებულ ქრონიკაში.
03 მაისი 2026, 20:16
პოლიტიკა
ქვეყნის მტრებმა მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსად დამტკიცების შემდეგ სხვადასხვა უწყებაში ჩანერგილი ყველა დასაყრდენი დაკარგეს. გაიხსნა ათეულობით საქმე, კორუფციასთან ბრძოლამ უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
რადიკალების მიერ გავრცელებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია ვერ შეცვლის რეალურ სურათს და ვერ მოახდენს გავლენას იმ პროცესებზე, რომლებიც სახელმწიფოში ინსტიტუციური სტაბილურობისა და უსაფრთხოების სისტემის გაძლიერების მიმართულებით მიმდინარეობს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.
03 მაისი 2026, 20:04
საზოგადოება
ონიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონში, ოთარ ონიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება.
03 მაისი 2026, 18:31
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
03 მაისი 2026, 17:30
საზოგადოება
მეუფე შიო: დღესაც არსებობს ჩვენთვის სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც, მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა
დღესაც არსებობს ჩვენთვის ეს სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც - მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
03 მაისი 2026, 17:27
ტაბლოიდი
მარკო რუბიომ დიჯეის როლი მოირგო
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ქორწილში დიჯეის როლი მოირგო. პულტთან მას დახმარებას ერთ-ერთი დიჯეი უწევდა. ვიდეო სოციალურ ქსელში თეთრი სახლის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილემ დენ სკავინომ გამოაქვეყნა.
03 მაისი 2026, 17:25
მსოფლიო
INSA: მერცისა და მისი მთავრობის რეიტინგი ეცემა
ფრიდრიხ მერცის რეიტინგი ეცემა. INSA ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანიის კანცლერის საქმიანობით კმაყოფილი გამოკითხულთა მხოლოდ 16%-ია, 76% კი მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
03 მაისი 2026, 17:18
მსოფლიო
ისრაელმა ავიაგამანადგურებლების 2 ახალი ესკადრილიის შეძენის გეგმა დაამტკიცა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ახალი ესკადრილიები მოიცავს F-35 და F-15IA-ს ტიპის თვითმფრინავებს, რომლებსაც ამერიკული კომპანიები აწარმოებენ.
03 მაისი 2026, 17:08
მსოფლიო
აშშ ახლო აღმოსავლეთში $8 მილიარდზე მეტი ღირებულების იარაღის გაყიდვას აჩქარებს
ქვეყნების სიაში არიან: ისრაელი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ქუვეითი. უწყების განმარტებით, საგანგებო ვითარების გათვალისწინებით, რომელიც ახლო აღმოსავლეთშია შექმნილი, გადაწყვეტილება კონგრესის გვერდის ავლით იქნა მიღებული.
03 მაისი 2026, 17:03
მსოფლიო
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს კვლავ შეუტიეს
აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის დიდ ქალაქებშიც. მოსკოვის ოლქში უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი გუბერნატორის ინფორმაციით, ნეიტრალიზებულია კიდევ 6 დრონი. თავდასხმები განხორციელდა ლენინგრადის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კალუგის, ტვერისა და ტულის ოლქებზეც.
03 მაისი 2026, 15:31
სპორტი
საბა ლობჟანიძემ MLS-ში დუბლი შეასრულა⚽
საბა ლობჟანიძემ ამერიკის ჩემპიონატში (MLS) დუბლი შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის „ატლანტა იუნაიტედმა“ „მონრეალს“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.
03 მაისი 2026, 14:52
პოლიტიკა
ანანიძე: პრემიერისა და საპარლამენტო კომისიის ძალისხმევით, საზოგადოებამ კონკრეტული სარგებელი მიიღო - ქსელურმა მარკეტებმა პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინეს
„პრემიერისა და საპარლამენტო კომისიის ძალისხმევით, საზოგადოებამ კონკრეტული სარგებელი მიიღო: კონსულტაციების შედეგად, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა, პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინეს, რაც სპეციალურ საფასო პოლიტიკას გულისხმობს“, - წერს ცოტნე ანანიძე.
03 მაისი 2026, 14:44
სამართალი
შსს: ნარკოლოგიური შემოწმებისას შახვედროვს ნარკოტიკული საშუალებების - მეთადონის, მეფედრონის და ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. აღნიშნული თავად აღიარა გამოკითხვისას - იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას
„იმედინიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქე როშვან შახვედროვის მხრიდან უწყების მიმართ გაკეთებული ბრალდების შესახებ განმარტებისთვის დაუკავშირდა. კერძოდ, მოქალაქე როშვან შახვედროვმა ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პოლიციის თანამშრომლები ზეწოლაში დაადანაშაულა.
03 მაისი 2026, 14:42
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ორ რუსულ ტანკერს დაარტყა
„ჩვენი მეომრები აგრძელებენ სანქციების აღსრულებას რუსული ნავთობის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ - დარტყმა მიაყენეს ორ ასეთ გემს ნოვოროსიისკის პორტის შესასვლელ აკვატორიაში. ეს ტანკერები აქტიურად გამოიყენებოდა ნავთობის გადასაზიდად. ამიერიდან ვეღარ გამოიყენებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
03 მაისი 2026, 14:40
სპორტი
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პროფესიონალური კრივის შოუ გაიმართა
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პროფესიონალური კრივის შოუ გაიმართა. ღონისძიების მთავარ ბრძოლაში, გივი თოდუამ, ფილიპინელი მეტოქე მეორე რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო.


