კალაძე: მერიას ახალი სტრუქტურა სამ თვეში ექნება
კახა კალაძე
თბილისის მერმა კახა კალაძემ ბიზნესასოციაციის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან დედაქალაქის მერიაში არსებულ ბიუროკრატიულ სტრუქტურაზე კომენტარი გააკეთა. კალაძის თქმით, მერიაში სტრუქტურული რეფორმა გამოცხადდა და სამ თვეში მერიას ახალი სტრუქტურა ექნება.
"ბიუროკრატიის კუთხით მერიაში პრობლემები იყო. ჩვენ გამოვაცხადეთ სტრუქტურული რეფორმა, რეორგანიზაცია. ყველაფერს თავის წესი და კანონი აქვს. სამი თვის თავზე მერიის სტრუქტურა იქნება განსხვავებული. რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ მიმართულია იმისკენ, რომ მერიასთან ურთიერთობა მარტივი, მერიის სტრუქტურები კი მოქნილი და ადამიანებსი კეთილდღეობასა და ქალაქის განვითარებაზე იყოს მორგებული", - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა ბიზნესასოციაციის წევრებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ისინი ჩართულები იქნებიან თბილისის განვითარებაში.
ყველა სიახლე
23 აგვისტო 2026, 11:22
მსოფლიო
უკრაინამ „ოზონის“ კიდევ ერთ საწყობს დაარტყა
უკრაინა რუსულ ეკონომიკაზე დარტყმებს განაგრძობს. კომპანია „ოზონის“ საწყობი ორენბურგის ოლქში გაანადგურა. ეს კომპანიის მეორე ჰაბია, რომელიც უკრაინული დრონების სამიზნე გახდა. წინა დღით, დრონებმა „ოზონის“ საწყობი სამარაში დააზიანეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მსხვილ ცენტრებზე სისტემატური დარტყმებით მოწინააღმდეგის ლოჯისტიკას ართულებს და ნეგატიური გავლენა აქვს რუსეთის ეკონომიკაზე.
23 აგვისტო 2026, 11:16
რეგიონი
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მეშვიდე ნაკადის მონაწილეებს პარლამენტის წევრები, ასევე მუსიკოსი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი შეხვდნენ
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მეშვიდე ნაკადის მონაწილეებს პარლამენტის წევრები, ასევე მუსიკოსი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი შეხვდნენ. ინტერაქციულ რეჟიმში სტუმრებმა ახალგაზრდებს თავიანთი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და მათთან ერთად ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის როლზე იმსჯელეს. სხვადასხვა აქტუალურ თემასთან დაკავშირებით მოისმინეს მათი მოსაზრებები.
23 აგვისტო 2026, 11:10
მსოფლიო
რა ვითარებაა ყაზახეთში, სადაც ახალ პარლამენტს ირჩევენ. „ქრონიკა“ ასტანიდან
5 საათია, ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 12-მა მილიონმა ამომრჩეველმა ახალი პარლამენტი უნდა აირჩიოს. ახალი კონსტიტუციით იცლება საკანონმდებლო ორგანოს მოწყობის წესი. ასტანაში იმყოფება „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი, რომელიც არჩევნების მსვლელობას აკვირდება.
23 აგვისტო 2026, 11:06
კულტურა
ბათუმში ნუცა ბუზალაძის სოლო შოუს პრემიერა გაიმართა
ამერიკელი მუსიკოსებისგან შემდგარ ბენდთან ერთად მომღერალმა ახალი სიმღერები და მსმენელისთვის საყვარელი ქართული და უცხოური კომპოზიციები, ახალი არანჟირებით შეასრულა. ნუცას ლაივ შოუმ სცენაზე ცოცხალი მუსიკა, ცეკვა, ქართველ შემსრულებლები, თანამედროვე სასცენო ტექნოლოგიები და თეატრალიზებული სანახაობა გააერთიანა. მომღერალი ახალ სოლო შოუს სულ მალე ლოს-ანჯელესშიც წარადგენს.
23 აგვისტო 2026, 10:56
სპორტი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს ისრაელს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება🏀
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს ისრაელთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. თამაში თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართება. შეხვედრა 19:15 საათზე დაიწყება.
23 აგვისტო 2026, 10:55
საზოგადოება
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი დაიწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი დაიწყო, რომელშიც 6 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) 60 ახალგაზრდა მონაწილეობს. მონაწილეები ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მიმართულების სტუდენტები არიან.
23 აგვისტო 2026, 10:37
მსოფლიო
ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
კენჭისყრა ადგილობრივი დროით 07:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება, თუმცა პირველი ოფიციალური შედეგები მხოლოდ შუაღამის შემდეგ გამოქვეყნდება, რადგან ამ დრომდე ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნება აკრძალულია.
23 აგვისტო 2026, 09:57
პოლიტიკა
დავით საყვარელიძე: 2008 წლის აგვისტოს ომი საკმაოდ მძიმედ აისახა. წინა დღეს სხვა განწყობა იყო, ხალხში მაინც იყო იმედი, რომ ტერიტორიული მთლიანობა შეიძლება რაღაც ფორმით აღვადგინოთ, მაგრამ მეორე დილას, როდესაც თავზე გადაგვიფრინა რუსულმა ბომბდამშენმა მივხვდი, რომ ეს არის ჩვენი რეალობა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით საყვარელიძე იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ საქართველო სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან ნახევარ ნაბიჯში იდგა. მისი თქმით, ომის დაწყებამ საზოგადოების განწყობა მკვეთრად შეცვალა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი უეცრად უმძიმეს რეალობად იქცა.
22 აგვისტო 2026, 21:58
სპორტი
სანდრო ყურაშვილი 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია
თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა, (92 კგ) ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.
22 აგვისტო 2026, 21:30
მსოფლიო
მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას გერმანიაში პროტესტს უცხადებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გერმანიაში ხელისუფლების მილიტარისტულ პოლიტიკას აპროტესტებენ. მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას, რაც თავდაცვის ხარჯების ზრდას ითვალისწინებს, პროტესტი ამჯერად ბერლინში გამოუცხადეს და ხელისუფლებას სოციალური სექტორის დაფინანსების გაზრდისკენ მოუწოდეს.
22 აგვისტო 2026, 20:36
მსოფლიო
ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან
ახალი კონსტიტუციით, ორპალატიანი პარლამენტი ერთპალატიანად გარდაიქმნება. ასტანაში არჩევნებს „ქრონიკა“ გააშუქებს.
22 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრევენციისთვის სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, პიკური აქტივობის პერიოდში მზეზე ყოფნა შეზღუდონ. ატარონ ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე.
22 აგვისტო 2026, 20:28
პოლიტიკა
ოპონენტებად ქცეული თანამებრძოლები - რას ამტკიცებს გვარამიას ნათქვამზე პატიმარი სააკაშვილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პატიმარი სააკაშვილი კი ირწმუნება, რომ მისი პარტია უფრო ძვირი ღირს, ვიდრე გვარამიას ჰგონია და ფასის დაკლებას არ აპირებს. ასევე, სააკაშვილი თანამებრძოლებს მოუწოდებს წარსულში დატოვონ ყოფილები, რადგან სიბინძურეებით გაიყიდნენ.
22 აგვისტო 2026, 20:18
სამართალი
აღკვეთილი ნარკოდანაშაულები, სამართალდამცველების ეფექტიანი ბრძოლა, ამოღებული დიდი ოდენობით ნივთიერებები და კიდევ რამდენიმე დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართველი სამართალდამცველები რეგულარულად ატარებენ ოპერაციებს და ნარკოტიკების გასაღების მცდელობისთვის როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აკავებენ.
22 აგვისტო 2026, 20:15
რეგიონი
უნიკალური კურორტის ახალი სიცოცხლე - აბასთუმანს ისტორიული იერსახე შეუნარჩუნდება და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა მოეწყობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი უკვე განხორციელებულია. გზის რეაბილიტაცია კი სამცხე-ჯავახეთს იმერეთთან, ბევრად უსაფრთხო და კომფორტული მონაკვეთით დააკავშირებს. პროექტებს საფუძველი „ფონდმა ქართუმ“ ჩაუყარა.
22 აგვისტო 2026, 19:09
რეგიონი
რევაზ სოხაძე: აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მიზანი, კურორტის განვითარება და უნიკალური გარემოს შენარჩუნებაა
საქართველოს მთავრობისთვის აბასთუმნის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გაეცნო.
22 აგვისტო 2026, 18:42
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა
საქართველოს ნაკრები ხვალ, 23 აგვისტოს, 19:15 საათზე თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება. 28 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში შინ მონტენეგროს უმასპინძლებს, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიას ეწვევა.
22 აგვისტო 2026, 18:09
ეკონომიკა
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის მექანიზმი წარმატებით აამოქმედა.
22 აგვისტო 2026, 18:00
რეგიონი
ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება
„გოდერძიზე არსებული საბაგიროები, აქტიურად ემსახურება დამსვენებლებს. აღნიშნული ღონისძიება ემსახურება ზაფხულის სეზონის განვითარებას და ხელს უწყობს ტურისტებისთვის საინტერესო აქტივობების შეთავაზებას. „ემ თი ეის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ ანალოგიური ღონისძიებების ჩატარებას არა მხოლოდ გოდერძიზე, არამედ ჩვენს მიერ ოპერირებად სხვა კურორტებზეც“ - განაცხადა ლევან დარსალიამ.
22 აგვისტო 2026, 17:33
კულტურა
ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს
ცოცხალი შესრულება, თანამედროვე სცენოგრაფია და მრავალფეროვანი სანახაობა - დღეს საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი არტისტი ნუცა ბუზალაძე ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს.


