თბილისის მერმა ილია ელოშვილი ვიცემერად დანიშნა
კახა კალაძე
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი მუშაობას თბილისის ვიცემერის თანამდებობაზე გააგრძელებს. ელოშვილი ამ თანამდებობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ამის შესახებ სააგენტო ipn-ი წერს.
”დღეს მერის მოადგილის თანამდებობაზე მინდა წარმოგიდგინოთ ილია ელოშვილი. ილია წლების განმავლობაში ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობდა ჩემს მოადგილედ. ჩვენ ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ 2012 წლიდან. ილიას დამსახურება ძალიან დიდია საქართველოში ენერგეტიკის სფეროს წინსვლაში. ერთიანი ძალისხმევით, ახალი ენერგიით, ჩვენ ძალიან ბევრს გავაკეთებთ ჩვენი დედაქალაქისთვის. ჩვენ წარმოდგენილი გვქონდა წინასაარჩევნოდ 7-პუნქტიანი გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იყო ყველა ის მტკივნეული მიმართულება, რომელიც აწუხებს ჩვენს დედაქალაქს. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია ძლიერი გუნდი, რომელიც იქნება დაკომპლექტებული პროფესიონალი, კვალიფიციური და პატიოსანი კადრებით. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი გიგა ნიკოლაიშვილს, რომელიც იკავებდა მერის მოადგილის თანამდებობას. ის უხელმძღვანელებს დაცვის პოლიციას და წარმატებას ვუსურვებ მომდევნო საქმიანობაში”, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერს სულ 5 მოადგილე ჰყავდა. ესენი არიან: მაია ბითაძე, გიგა ნიკოლაიშვილი, ირაკლი ბენდელიანი და ილია ელოშვილი. ამასთან, მერის მოადგილის თანამდებობა დატოვა გიგა ნიკოლაიშვილმა, რომელიც დაცვის პოლიციის ხელმძღვანელად დაინიშნა.
ყველა სიახლე
08 ივნისი 2026, 23:28
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას, ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება, მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება და ვის ვედრებით, მოლდოვას და უკრაინას, სადაც აღარ არის მედიაპლურალიზმი
მედიის თავისუფლებაზე რიცა ვსაუბრობთ, მოლდოვაში დახურეს 12 ტელევიზია, არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი 1, საზოგადოებრივი მაუწყებელი 2. საქართველოში არის მედიაპლურალიზმი, ტელევიზიები აშუქებენ რასაც უნდათ, სრული თავისუფლებაა უზრუნველყოფილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
08 ივნისი 2026, 23:21
პოლიტიკა
პრემიერი: ვიღაცას დასჭირდა საქართველოს დაშანტაჟება და ჩათვალეს, რომ ევროინტეგრაციის საკითხი, გამომდინარე საზოგადოების ძალიან მაღალი მხარდაჭერიდან ევროინტეგრაციის მიმართ, გამოყენებული იქნებოდა როგორც ხელისუფლების გადატრიალების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რასაც საბოლოო ჯამში ვერ მიაღწიეს
თავდაპირველი გათვლითვე, საქართველო იყო სამიზნე და თავიდანვე ვუთხარით გუნდის წევრებს, რომ ჩვენი პროგნოზით, ორ ქვეყანას მიანიჭებდნენ კანდიდატის სტატუსს, საქართველოს - არა და ეს იქნებოდა გამოყენებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში. მისივე თქმით, ივნისში საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, თუმცა ევროკომისია თვითონვე აღიარებდა თავის დასკვნაში, რომ საქართველო წინ უსწრებდა სხვა ქვეყნებს, ვისაც მანამდე მიანიჭეს სტატუსი.
08 ივნისი 2026, 23:12
პოლიტიკა
პრემიერი: მოლდოვაში მცხოვრებ მოლდოველებს არ უნდათ ევროინტეგრაცია, ასეთ ქვეყანას გვადარებენ და ამბობენ, რომ მოლდოვა არის ჩვენზე წინ, ეს არის საერთო მოცემულობა - დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი, მედიის თავისუფლება, ეკონომიკა, ევროინტეგრაციის მხარდაჭერა, საქართველო არის ბევრად უფრო წინ
2020 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე სამჯერ შემცირდა, იყო 21,3% და შემცირდა 7,1%-მდე. უკრაინაში 2021 წელს დაახლოებით 21% იყო სიღარიბე, გაიზარდა 41,6%-მდე. 90-იანი წლები არის დაბრუნებული უკრაინაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე დებატებში. მთავრობის მეთაურის თქმით, დაახლოებით იგივე ვითარებაა მოლდოვაში.
08 ივნისი 2026, 23:04
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რასაც დავპირდით ქართველ ხალხს, რომ მედიის თავისუფლებას ვერც ბრიტანეთის ხელისუფლება და ვერც ვერავინ შელახავდა, შევასრულეთ
თითოეულ ტელევიზიას აქვს რეიტინგის პროპორციული რეკლამა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში. პრემიერის თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში, თავისუფლების მთავარი საზომია, აქვს თუ არა ტელევიზიას მისი რეიტინგის შესატყვისი რეკლამა და ეს ასეა საქართველოში.
08 ივნისი 2026, 23:02
პოლიტიკა
პრემიერი: კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80, ხოლო უკრაინა 104-ე ადგილზე, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს მიმართ მიკერძოებული შეიძლება იყოს ეს ორგანიზაცია, თუნდაც საერთაშორისო, ანუ თვითონვე აღიარებენ შესაბამისი შემფასებლები, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ არის ამ პარამეტრითაც
კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80, ხოლო უკრაინა 104-ე ადგილზე, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს მიმართ მიკერძოებული შეიძლება იყოს ეს ორგანიზაცია, თუნდაც საერთაშორისო, ანუ თვითონვე აღიარებენ შესაბამისი შემფასებლები, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ არის ამ პარამეტრითაც, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
08 ივნისი 2026, 22:56
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკასთან ურთიერთობები დალაგებისკენ მიდის, როგორც მინიმუმ, იქიდან აღარ არის არასამართლიანი განცხადებები საქართველოსთან მიმართებით
„რეალური შედეგი რაც არის, ის უნდა განვიხილოთ და ეს შედეგი გვაქვს. წელიწად-ნახევრის წინ შეერთებული შტატებიდან ისმოდა არასამართლიანი განცხადებები, იყო უარგუმენტო კრიტიკა და არასწორი მიდგომები - ხან კვირაში ერთხელ, ხან ყოველდღე. შტატების ელჩი პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებას - რუსეთი თუ შემოიჭრება, გამოცდილება გაქვთ, პარტიზანული ბრძოლა დაიწყეთ, ათი ათასი კაცი დაიღუპებაო. ახლა კი ასეთი განცხადებები აღარ არის.
08 ივნისი 2026, 22:52
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის მხოლოდ ხუთ წლის განმავლობაში გაიზარდა 8,6 მილიარდი დოლარით, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას
საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მილიარდი დოლარი და შარშან გახდა 38,1 მილიარდი დოლარი. მოლდოვაში 11,5 მილიარდი დოლარი იყო ეკონომიკა და ხუთ წელში 20,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის მხოლოდ ხუთ წლის განმავლობაში გაიზარდა 8,6 მილიარდი დოლარით და ბიუჯეტებს შორის სხვაობა გაიზარდა 3,5 მილიარდ დოლარზე მეტით. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე დებატებში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკაც არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ევროკავშირისთვის, როდესაც ის იღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე.
08 ივნისი 2026, 22:51
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესის ცვლილებებზე: აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას - რადიკალებს აქვთ ტელევიზიები, დასხდნენ იქ და რაც უნდათ ის აკეთონ
„ჩვენ ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ რიგებში ყოფნისას და მოგვიანებით „ხალხის ძალის“ შექმნის შემდეგ, ვითხოვდით ევროპაში არსებული რეგულაციების საქართველოს პარლამენტში შემოღებას. დამისახელეთ რომელიმე დემოკრატიული ქვეყანა, ან მაჩვენეთ შემთხვევა, როცა ჟურნალისტი ლიფტში ან კაბინეტში უვარდება დეპუტატს, ან დერეფანში მისდევს და სურს სულელურ შეკითხვაზე პასუხის ძალით მიღება. აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას - მათ აქვთ ტელევიზიები, დასხდნენ იქ და რაც უნდათ ის აკეთონ“.
08 ივნისი 2026, 22:48
პოლიტიკა
პრემიერი: საერთო ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, აბსოლუტურად ცხადია, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო ლიდერია არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით
საერთო ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, არის აბსოლუტურად ცხადი, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ ზოგადად, კანდიდატ ქვეყნებს შორის არის აშკარა მოწინავე ყველა თვალსაზრისით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
08 ივნისი 2026, 22:45
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებზე: ორი გზა ჰქონდა ერევანს, ორი არჩევანი: საქართველო-აზერბაიჯანისა და უკრაინა-მოლდოვას. ეს უკანასკნელი აირჩიეს
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებას, რომლის თანახმად, არჩევნები უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ ჩატარდა, სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, არჩევანი, რომელიც სომხეთში გაკეთდა, ცხადყოფს, რომ ოფიციალურმა ერევანმა აირჩია „ცრუინტეგრაციების გზები“.
08 ივნისი 2026, 22:30
პოლიტიკა
პრემიერი: უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას? კორუფცია ყვავის, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა
უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას, თან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას და ა.შ. – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე დებატებში. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მოლდოვა არის ერთ-ერთი ყველაზე განუვითარებელი სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის თვალსაზრისით.
08 ივნისი 2026, 22:17
რეგიონი
ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლ „ბერმუხას“ ხელმძღვანელის, ქართული ფოლკლორის გამორჩეული მოღვაწის, რევაზ აბულაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა
ღონისძიებას, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ბერიძე დაესწრო. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რევაზ აბულაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა, ისაუბრა მის მრავალწლიან ნაყოფიერ საქმიანობაზე და ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე. ღონისძიების ფარგლებში ვახტანგ ბერიძემ რევაზ აბულაძეს “ქორეოგრაფიის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის” მადლობის სიგელი გადასცა.
08 ივნისი 2026, 22:15
პოლიტიკა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სტამბოლში გამართულ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ მინისტერიალში მონაწილეობდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი.
08 ივნისი 2026, 22:09
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: პოლიტიკოსები და აქტივისტები ცდილობენ, ვიზალიბერალიზაციის საკითხი გამოიყენონ შანტაჟისთვის, გააჩინონ შიში, თითქოს უვიზო მიმოსვლას საფრთხე ემუქრება
11 ივნისს ევროკომისიაში დაგეგმილი შეხვედრა არის ტექნიკური ხასიათის და მიზნად ისახავს იმ წინაპირობების აღმოფხვრას, რომელიც ევროკავშირმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის აამოქმედა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, 11 ივნისთან დაკავშირებულ შეხვედრაზე ევროკავშირის მხრიდან ინფორმაცია უცნაური ფორმით გაჟღერდა, რასაც არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა.
08 ივნისი 2026, 22:03
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სტამბოლის დეკლარაცია აჯამებს ჩვენს შეხვედრას. თურქეთიც და აზერბაიჯანით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს, საქართველოს სუვერენიტეტს პატივს სცემენ, ეს საკითხებიც იყო აღნიშნული დეკლარაციაში
ვიმსჯელეთ იმ სამომავლო გეგმებზე, თუ როგორ შეიძლება, განვავითაროთ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, რათა სამი ქვეყნის როლი, განსაკუთრებით დაკავშირებადების კონტექსტში უკეთ იყოს წარმოჩენილი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მინისტერიალის ფარგლებში განხილული საკითხების კომენტირებისას.
08 ივნისი 2026, 22:00
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს დაპირისპირება მათ არაორგანიზებულობაზე მეტყველებს, მათ არ შეუძლიათ თვითორგანიზება - აგენტი მოქმედებს დავალებით
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დაპირისპირება მათ არაორგანიზებულობაზე მეტყველებს.
08 ივნისი 2026, 21:49
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ნეთანიაჰუ გააფრთხილა - ირანთან ესკალაციის შემთხვევაში, ისრაელი შესაძლოა მარტო დარჩეს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გასული დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გააფრთხილა - კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, ისრაელი შესაძლოა ირანის წინაშე მარტო აღმოჩნდეს.
08 ივნისი 2026, 21:47
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი და თანამშრომლობა ჩვენს სომეხ კოლეგებთან
ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი ჩვენს სომეხ კოლეგებთან და თანამშრომლობა, რაც ორ ქვეყანას შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
08 ივნისი 2026, 21:42
მსოფლიო
„რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახური: უკრაინა რეფორმების დაგვიანების გამო ევროკავშირის დახმარების ნაწილის დაკარგვის რისკის წინაშე დგას
უკრაინა შესაძლოა ევროპული ფინანსური დახმარების შემცირების წინაშე პირველად დადგეს. ამის მიზეზი პროგრამა Ukraine Facility-ის ფარგლებში ნაკისრი მთელი რიგი ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობაა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახური ევროკომისიის პასუხზე დაყრდნობით ავრცელებს.
08 ივნისი 2026, 21:40
საზოგადოება
საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეგულაციები შემოდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მიგრაციულ გამოწვევებთან ბრძოლა და უცხოელთა საქართველოში ყოფნის ეფექტიანი, უსაფრთხო და გამჭვირვალე რეგულაცია - ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანი. რეგულაციებზე პარლამენტი დაჩქარებული წესით იმსჯელებს.


