ყვითელი მიკროავტობუსები 14 ქუჩაზე მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე გაჩერდებიან
დედაქალაქის მერიაში თბილისის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. კახა კალაძის თქმით, ყვითელი სამარშრუტო ტაქსები 14 ქუჩაზე მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე გააჩერდებიან.
როგორც კალაძემ დასძინა, ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად უკვე იმსჯელა და შესაბამისი გეგმაც მზად არის.
"გამოყოფილია 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს ექნებათ შესაძლებლობა, მხოლოდ და მხოლოდ მოსაცდელებზე გააჩერონ. ამით თავიდან ავიცილებთ ძალიან დიდ პრობლემას იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერ ადგილზე აჩერებენ მიკროავტობუსები და მგზავრები, რომლებიც ჩამოდიან, გადარბიან ქუჩებზე, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და მძღოლებსაც. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. ასევე ქმნიან საცობებს", - თქვა კალაძემ.
თბილისის მერმა შესაბამისი ღონისძიებების გატარება დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსსაც დაავალა.
ყველა სიახლე
23 ივლისი 2026, 09:09
პოლიტიკა
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 133-ე სამუშაო შეხვედრა გაიმართება
მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტები განიხილავენ,მათ შორის უკანონო ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა დაკავების ფაქტებს. ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას. დღის წესრიგში ასევე იქნება თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხიც.
23 ივლისი 2026, 09:03
პოლიტიკა
გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს დღეს გადასცემს
შესაბამისად, კარტოზია 7-თვიანი ლოდინის შემდეგ დიპლომატიურ საქმიანობას დღეიდან შეუდგება. პარალელურად კი დაახლოებით წლინახევრის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან წაიშალა ის არასწორი მონაცემები, სადაც საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი იყო მოხსენიებული.
23 ივლისი 2026, 09:00
მსოფლიო
ლავროვი რუბიოს შეხვდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან პირისპირ მოლაპარაკებები გამართა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
აბას არაღჩი: ჩვენი თავდაცვის დოქტრინა მკაფიოა – თვალი თვალის წილ
ჩვენი თავდაცვის დოქტრინა მკაფიოა – თვალი თვალის წილ, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი. მისივე თქმით, ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას, მათ შორის, ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, ძლიერი და გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება.
23 ივლისი 2026, 08:32
საზოგადოება
თსუ-ის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში გაიმართა ღონისძიება „ღამე ბიბლიოთეკაში 2“, რომელიც ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა
კონკურსის შედეგად შერჩეულმა ათმა გამარჯვებულმა ავტორმა პროექტში მონაწილეობა მიიღო. მათ თსუ-ის ბიბლიოთეკის სივრცეში მხატვრული ჩანახატი ან ესე დაწერეს. პროექტის მიზანი სტუდენტების წერითი და აკადემიური უნარების წარმოჩენაა. ათივე გამარჯვებული დაჯილდოვდა, მათი ნაშრომები კი წიგნის სახით გამოიცემა. მონაწილეებისთვის განსაკუთრებული განწყობის შესაქმნელად, ზალიკო სულაკაურმა მათი კარიკატურები დახატა.
23 ივლისი 2026, 08:28
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 ივლისს საქართველოში
23 ივლისს ქუთაისში მცირე ნალექი იქნება, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +34 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
23 ივლისი 2026, 08:07
საზოგადოება
რუსთაველზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება - თბილისის მთავარი გამზირი 4 თვით ყველანაირი ტრანსპორტისთვის გადაიკეტა
პროექტის პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები შეიცვლება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალურ ქსელებს. ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში.
23 ივლისი 2026, 08:00
პოლიტიკა
სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გრძელდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზიის ეკონომიკურ დედაქალაქში გრძელდება. ირაკლი კობახიძე დღეს სინგაპურის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. მთავრობის მეთაურმა უკვე გამართა მაღალი დონის შეხვედრები ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან.
23 ივლისი 2026, 02:20
სამართალი
ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა.
23 ივლისი 2026, 02:10
მსოფლიო
აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც სამეფოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარებას ისახავს მიზნად
აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის ოთხშაბათს გაფორმდა შეთანხმება, რომელიც სამეფოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარებას ისახავს მიზნად.
23 ივლისი 2026, 01:43
სამართალი
ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა, რის შედეგადაც დაიღუპა
ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით შეიყვანეს. კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ფირცხალეიშვილის ინფორმაციით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
23 ივლისი 2026, 01:27
მსოფლიო
Reuters: სპარსეთის ყურის რეგიონში CIA-ს ობიექტებზე ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, აშშ-ის სადაზვერვო ანალიტიკოსებმა დაიწყეს მოკვლევა იმის დასადგენად, უწევდა თუ არა რუსეთი ირანს დახმარებას
სპარსეთის ყურის რეგიონში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ობიექტებზე ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, აშშ-ის სადაზვერვო ანალიტიკოსებმა დაიწყეს მოკვლევა იმის დასადგენად, უწევდა თუ არა რუსეთი ირანს დახმარებას სამიზნეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ან უპილოტო საფრენი აპარატების თანამედროვე ტექნოლოგიებით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 00:46
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
23 ივლისი 2026, 00:27
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: გავაგრძელებთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს
გავაგრძელებთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.
23 ივლისი 2026, 00:23
სამართალი
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია, მან დაკავებისას პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია. მან დაკავებისას პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.
23 ივლისი 2026, 00:17
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ერთმანეთს ილუზიაში აცხოვრებენ, ამდენი წელია ერთმანეთს ატყუებენ, რომ ხვალ ხელისუფლებაში მოდიან. ეს ოპოზიცია არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის ოპოზიციაა
სრულიად ლუსტრირებულები არიან, ყველა აგენტი გაიშიფრა. ყველა თანაბრად დაზიანებულია, მათ თავი დაიზიანეს და ეს ასეც უნდა მომხდარიყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას.
23 ივლისი 2026, 00:07
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო
უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. კირცხალიამ აშშ-ს წინა ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და მას აუხსნელი თავდასხმები უწოდა.
22 ივლისი 2026, 23:53
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია პეტერ ფიშერზე: არაფერს ვამბობ ვენის კონვენციაზე, დიპლომატიურ პრინციპებზე და ზოგადად, მასპინძელი ქვეყნის პატივისცემაზე, ყველას შეურაცხყოფა მიაყენა
როგორი პატარა კაცი უნდა იყო, როგორი უთავმოყვარეო აზროვნება უნდა გქონდეს, რომ ასეთ რაღაცებს აკეთებ, საიტზე ბერკეტს იყენებ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით.
22 ივლისი 2026, 23:46
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ქვეყანა იმ აგენტურული სპირალიდან, რომელიც 2012 წლამდე იყო, გამოვიდა და საზოგადოება დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებას მიეჩვია - ახლა მთელ მსოფლიოში სუვერენული პოლიტიკის დროა
ამ დამანგრეველი ომის დაწყებისთანავე ვთქვით, რომ ჩვენთვის მთავარია მშვიდობა შევინარჩუნოთ, ჩვენ ბევრი სისხლი დავღვარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და ჩვენივე შეცდომებს აღარ გავიმეორებთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის გათალისწინებით, საქართველო ყველა ქვეყანასთან ისაუბრებს.
22 ივლისი 2026, 23:43
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: როდის დასრულდება ევრობიუროკრატიის მხრიდან ჩვენდამი არსებული დამოკიდებულება? მაშინ, როცა ევროპაში საზოგადოება უბრალოდ ციფრებს შეხედავს. ფაქტია, რომ დღეს კლასიკური საბჭოთა მეთოდებით მოქმედებენ
როდის დასრულდება ევრობიუროკრატიის მხრიდან ჩვენდამი არსებული დამოკიდებულება? მაშინ, როცა ევროპაში საზოგადოება უბრალოდ ციფრებს შეხედავს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, აბსურდია, როდესაც საქართველოს ღირებულებებზე აგენტი ესაუბრება.


