imedi /  07 იანვარი 2018, 00:26 / სანდო წყარო

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

ილია მეორე

ილია მეორე

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე:

"ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გიხაროდეთ!

„ამიერიდან შენ უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღმერთის მიერ” (გალ.4,7).

ახლა, ამ ღამეს, მთელ კაცობრიობას და თითოეულ ჩვენგანს კვლავ ეუწყება ანგელოზის საოცარი სიტყვები, პირველად ბეთლემელმა მწყემსაბმა რომ გაიგონეს: ,,…მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი, რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი…” (ლუკა. 2.11) და მსოფლიოს კვლავაც ეფინება ზეციური საგალობელი: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება” (ლუკა 2.14). ანთებული სანთლებით მწყემსებთან და მოგვებთან ერთად სულიერად ჩვენც გავეშუროთ ბეთლემისაკენ და მივეახლოთ ყრმა იესოს, – წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ დავითის ძედ წოდებულს.

რატომ შეიყვარა ღმერთმა ასე დავითი? რატომ მიაგო გამორჩეული პატივი? შობის ადგილად მისი ქალაქი რატომ ირჩია და თავისი ხორციელი წარმომავლობა მას რატომ დაუკავშირა?!
პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი გახდა მეფე-რჩეული დავითს ძლევამოსილობის მწვერვალზეც და უდიდესი შეჭირვების ჟამსაც სულით ხორცამდე ჰქონდა განცდა იმისა, რომ ქვეყანაში თვითონ კი არ მეფობდა, არამედ, – ყოვლადსახიერი უფალი. თავად კი იყო ოდენ მსახური და მისი ნების აღმსრულებელი, ამიტომაც თავმდაბლად სრულად იყო მასზე მინდობილი და უდრტვინველად ემორჩილებოდა.

ძველი აღთქმის მეფეთა შორის მეფე-მსახურის ტვირთი ასე სწორად, ასე ღირსეულად არავის უტარებია და დღესაც იგი მისაბაძად რჩება.

დავითს ჰქონდა დიდი შეცდომებიც, მაგრამ ჰქონდა გულმხურვალე, გულწრფელი, სულისშემძვრელი სინანული და ეს განცდა იმდენად ძლიერი იყო მასში, რომ სჭარბობდა ცოდვათა სიმძიმეს და მაგალითად გახდა დაცემულთა წამოდგომისა. თავმდაბლობისა და გულშემუსვრილობის გამო მიეცა მას წინასარმეტყველების მადლი და უფალთან პირდაპირი საუბრის ძალმოსილება, რითაც იქცა მეფობის, ღვთისმახურებისა და წინასწარმეტყველების ნიჭთა შემომკრებად.

ამ თვისებათა გამო დაფასდა დავითი ღვთის თვალში.

****

ჩვენ ყველამ მშობლებისა და წინაპართაგან მივიღეთ გენეტიკური მემკვიდრეობა. ამ მემკვიდრეობის, გარემოებათა და პიროვნული არჩევანის მიხედვით კი ვყალიბდებით ინდივიდებად.
ეს შემოქმედებითი პროცესია, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ქმედებების ნაწილი მოვიწონოთ, ნაწილი დავიწუნოთ, ზოგს განვერიდოთ, ზოგს მუდმივად ვებრძოლოთ … და ასე გავხდეთ თანამონაწილე ჩვენი ,,მე”-ს გამოძერწვისა.

ავს ვაკეთებთ თუ კარგს, ეს ყველაფერი შემდეგ იმ ქვეყნად აისახება და მთელი სისავსით გამოვლინდება; ამიტომაც ჩვენს ყველა ნაბიჯს და არსებობის ყოველ წუთს დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჩვენ ვმოქმედებთ გონებით, სიტყვით, საქმით, გრძნობით და პასუხს ვაგებთ ფიქრზე, რომელიც გონებაში გვაქვს, საქმეზე, რომელსაც ვაკეთებთ, ტკივილზე თუ სიხარულზე, რომელსაც განვიცდით, სიტყვაზე, რომელსაც ვამბობთ, მზერაზეც კი … რადგან ეს ჩემი აზრია, ჩემი გრძნობაა, ჩემი მოქმედებაა, ჩემი სიტყვაა, ჩემი განწყობაა. მე ვქმნი ამ ყოველივეს და ჩემს ,,მე”-დ, ჩემს ინდივიდუალურ ყოფად ვაქცევ.

წარმოიდგინეთ, მუდმივად რამდენი მიმართულებით ვავლენთ თავს. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში არც ვუკვირდებით და ვერც ვაცნობიერებთ, რას ვაკეთებთ, რატომ და როგორ ვმოქმედებთ. რა არის ჩვენთვის სასარგებლო ან უარსაყოფი, რა ითვლება სიმართლედ და სიკეთედ, როგორ ვიცხოვროთ, როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება? – ეს კითხვები ფილოსოფოსთათვის საუკუნეთა მანძილზე განსჯის საგნად იყო ქცეული და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

ქრისტიანობამ კი ყველასთვის გასაგებად მარტივად გასცა მას პასუხი: ,,შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი სულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და დიდი მცნება და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი” (მთ.22, 37-39), ანდა ,,ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ” (მთ. 7,12). მაგრამ ამგვარი ცხოვრების შედეგი არ არის მიწიერი ბედნიერება, სიმდიდრე და თანამდებობა, არც პატივი და უზრუნველი ყოფა. ასეთი ცხოვრების შედეგი არის მარადიული ნეტარება, მარადიული სიხარულის განცდა და ანგელოზთა თანა ქრისტეს საუფლოში მყოფობა.

წუთისოფელში ყოველთვის იყვნენ და არიან ადამიანები, რომელნიც ამქვეყნიურ, წარმავალ კეთილდღეობას ირჩევენ ცხოვრების მიზნად და სხვა არც არაფერი სურთ. მაგრამ იყვნენ, არიან და იქნებიან ისეთნიც, რომელნიც ბედნიერებას უფალთან ერთობაში ხედავენ. ასეთი აზროვნება ზოგიერთს ადრეული ასაკიდან უყალიბდება, ზოგი განსაცდელის შემდეგ ხდება მორწმუნე, ნაწილიც განსჯით ეძიებს და იმეცნებს ღმერთს, რომელთანაც სიახლოვეს მთელი ძალით ეკლესია შეგვაგრძნობინებს.

რა არის და რას ნიშნავს ეკლესია?

ეკლესია ღვთის მიერ მოწოდებულთა და მისი სიწმინდის გარშემო გაერთიანებულთა კრებულია. პირველი ეკლესია ჩვენთვის უხილავია და იგი შემოქმედთან ანგელოზთა დასის ურთიერთობას გულისხმობს. ადამს, ევასა და ღმერთს შორის დაცემამდელი კავშირი კი იყო ედემში არსებული ეკლესია, ანუ ის სივრცე, რომელშიც შემომქმედთან ჩვენი პირველმშობლების ერთობით ხდებოდა მათი ნეტარებითი ცხოვრება.

ცოდვით დაცემის შემდეგ ხილული ეკლესია კვლავ შენარჩუნდა აბრაამის და სხვა მამათმთავართა კრებულში; სჯულდებითი სახე კი მას სინას მთის გამოცხადების შემდეგ მიეცა.

I საუკუნემდე მთელს მსოფლიოში მხოლოდ ისრაელში არსებობდა ეკლესია, სადაც იდიდებოდა ჭეშმარიტი ღმერთი.

I საუკუნის დასაწყისში, სულიწმინდის მოფენის დღეს, – დაარსდა ახალი აღთქმის ეკლესია, რომელმაც მაცხოვნებლობითი მადლმოსილება შესძინა იმ მსახურებას ძველი აღთქმის ეკლესიაში რომ აღესრულებოდა. მისი მოწყობის წესი, იერარქია და საიდუმლოებები მაცხოვარმა თვითონ დაადგინა. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ მხოლოდ ეს ეკლესია არის მაცხოვნებელი, მარადიული სიცოცხლის წყარო და ემბაზი, რადგან იგი უშუალოდ იესო ქრისტეს მიერაა დაარსებული და მისი სისხლითაა გამოსყიდული. ,,კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას” (მთ. 1,16), – ბრძანებს უფალი.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს მძლავრობს პიროვნებაზე. მიუხედავად იმისა რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მისთვის უცხოა ჩვენი ნების რაიმე სახით შეზღუდვა (ცოდვა კი იმონებს კაცს და თავის მორჩილად ხდის), იგი კაცობრიობას და თითოეულ ჩვენგანს გადარჩენის გზებს უჩვენებს და გვთავაზობს თანამოღვაწეობას ჩვენს სულში და ჩვენს გარემოში გაბატონებული ბოროტი ძალის დასამარცხებლად. ამისთვის კი არ არის საკმარისი მხოლოდ ჩვენი სიტყვიერი აღმსარებლობა, არც ღრმა თეოლოგიური ცოდნა, არც წესების შესრულება, აუცილებელია ყოველი ჩვენგანის პირადი მოღვაწეობაც, ქმედებებში გამოვლენილი ჩვენი ბრძოლა გამარჯვებისათვის.

ამიტომაც ეწოდება ქრისტეს ეკლესიას მებრძოლი ეკლესია. ხოლო ვინც ამქვეყნად ამ სულიერ ბრძოლაში არ მონაწილეობს და ცხონების გზას არ ადგება, თუნდაც ეკლესიაში რეგულარულად დადიოდეს და სასულიერო პირიც იყოს, ქრისტეს ცოცხალი და ცხოველსმყოფელი ეკლესიის გარეთ დარჩება. ვიტყვით იმასაც, რომ მებრძოლი ეკლესია იარსებებს მეორედ მოსვლის შემდეგაც, ოღონდ ახალი ფორმით, – მოზეიმე ეკლესიის სახით, ცოდვებზე გამარჯვებულ ნათლის შვილთა და ღვთის ძეთა კრებულის სახით.

ასე რომ, ეკლესია ყოვლადწმინდა სამების მადლთან ანგელოზთა და კაცთა თანაზიარების ადგილია. იგი შესაქმის თანადროულია, ანუ სამყარო ეკლესიის გარეშე არ არსებობს!

ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენ მებრძოლი, გადამრჩენელი, მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნი ვართ და ძალგვიძს, მოზეიმე ეკლესიის თანაზიარნიც გავხდეთ.

ქრისტეს ეკლესიის წევრობა ცოდვის მონობისაგან ჩვენს გათავისუფლებას, საკუთარი თავის ფლობას, სხეულზე სულის წარმმართველობას გულისხმობს.

წარმომავლობის, ეთნოსის, წარსული ცოდვილი ცხოვრების მიუხედავად ქრისტე არ ერიდება უდიდეს სიწმინდეში ჩვენს შეყვანას, ზიარების მადლით კი მისი სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი ვხდებით. მაგრამ ამ სიწმინდეს გვთავაზობს არა პატივისათვის, არამედ პასუხისმგებლობისთვის, არა ბატონობისთვის, არამედ მოყვასზე ზრუნვისთვის, დავით წინასწარმეტყველის მსგავსად მეფე – მსახურად ჩვენი წარმოჩენისთვის. ,,მადლისა და სიმართლის უხვად მიმღებნი იმეფებენ სიცოცხლეში, იესო ქრისტეს მიერ” (რომ.5,17), – ვკითხულობთ წმინდა წერილში, რადგან ,,უკეთუ დავითმენთ, მასთან (იესოსთან) ერთად ვიმეფებთ” (II ტიმ. 2,12).

ქრისტიანად ყოფნა ნიშნავს ისეთი თვისებების ქონასაც, როგორიცაა, ერთი მხრივ, თავმდაბლობა, მეორე მხრივ, – უშიშრობა და სხვისთვის თავგანწირვა; ერთი მხრივ, გულწრფელობა და უბოროტობა, მეორე მხრივ, – სიბრძნე და გონიერება, სხვისი აზრის მოსმენისა და და უმჯობესის გამორჩევის უნარი…
როდესაც ვუყურებთ ჩვენს თანამედროვე მდგომარეობას, ერთგვარი შიში და უკმაყოფილება გვიპყრობს, რადგან ქრისტიანული წესით ცოტა ცხოვრობს და ეკლესიის მაცხოვნებელ საოცარ წიაღს მოწყვეტილნი, ვითარცა ხის ნაფოტნი და ვაზის ნასხლევნი, სიცოცხლეს კარგავენ.

ახალს არაფერს ვიტყვით, თუ აღვნიშნავთ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და კაცობრიობის დღევანდელი მდგომარეობა მეტად მძიმეა. პიროვნება უფსკრულის წინაშე აღმოჩნდა და ღვთის მადლის გარეშე დარჩენილს, აღარ ძალუძს, თავი დააღწიოს შექმნილ მდგომარეობას; ინგრევა ოჯახები, უმეთვალყუროდ რჩებიან ბავშვები; გამეფდა სიცრუე, ამპარტავნება, გაუტანლობა, ეგოიზმი, შური და ღვარძლი; ადამიანი ცდილობს, გაექცეს ამ რეალობას, მაგრამ გზააბნეული ხსნას ძირითადად ნარკოტიკის მოხმარებაში ხედავს, რითაც მდგომარეობას კიდევ უფრო ირთულებს.

აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით. ამასთან, უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები. მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასრტროფის წინაშე დგას, ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს, რათა აღნიშნული პრობლემისადმი სწორი კომპლექსური მიდგომა განხორციელდეს და რეალური, შედეგის მომტანი ნაბიჯები გადაიდგას.

მაინც მწამს, ქვეყანა, რომელიც უფლისა და ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა და რომელმაც 2000 წლის მანძილზე რწმენისთვის თავგანწირვის მრავალი მაგალითი აჩვენა, ქრისტიანობისთვის მებრძოლ სულს კვლავაც შეინარჩუნებს და ცხონების გზას, ათას ქარტეხილთა მიუხედავად, არ დატოვებს.

ამის იმედს განსაკუთრებით მაძლევს ჩვენი მომავალი თაობა, საოცრად ნიჭიერი და ღვთისმოყვარე ჩვენი ბავშვები. დღეს, უპირველეს ყოვლისა, მათი ზეიმია და გულითადად ვულოცავ და ვლოცავ მათ

ვლოცავ პატიმრობაში მყოფთ, სნეულთ და გაჭირვებულთ.

დღესასწაულს კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძენებს, უკრაინელებს, რუსებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სომეხებს, უდინებს, იეზიდებს, ქურთებს, ინგუშებს, ჩერქეზებს, ჩეჩენებს და ლეკებს, ყოველ სხვა მკვიდრთ საქართველოისა და საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ.

მაშ, ,,განვიშორნეთ უკუე საჭურველნი ბნელისანი, რათა შევიწყნაროთ დღე აღმოდაბადებისა” (იოანე თესალონიკელი). ,,ქრისტე იშვების, ადიდებდეთ! ქრისტეს ზეცით მოვალს, მიეგებვოდეთ! ქრისტე ქვეყანასა ზედა არს, ამაღლდით!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,

ილია II

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი,
შობა ქრისტესი,
2017/2018

ყველა სიახლე

ზუკა რურუა

11 სექტემბერი 2026, 08:28

პოლიტიკა

ზუკა რურუა მარტა კოსის განცხადებაზე: მისი შეფასება იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირში ცდილობენ ინტეგრაციას, არის ორმაგი სტანდარტი, ძალადობა და შიდა საქმეებში ჩარევის პირდაპირი მცდელობა

სახელმწიფოებს შორის კონფლიქტების გაღვივებაში ასრულებს ევროკომისრის როლს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა მარტა კოსის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.

ლევან მაჭავარიანი

11 სექტემბერი 2026, 08:16

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: გარდაცვლილი ადამიანის ისტორიით რომ სპეკულირებენ, ეს საშინელი ტრაგედიაა - გულდასაწყვეტია, რომ ბატონი ღარიბაშვილი და „ასავალ-დასავალი“ სინქრონში მოქმედებენ

დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხებს, მთლიანად ამ პროცესს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, კითხვის ნიშანი არ არსებობს.- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

11 სექტემბერი 2026, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

11 სექტემბერი 2026, 01:16

მსოფლიო

The New York Times: ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაზარდა, რათა ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ინფლაცია შეაკავოს

ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაზარდა, რათა ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ინფლაცია შეაკავოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

ტომაშ ფროელიხი

11 სექტემბერი 2026, 00:30

პოლიტიკა

ალტერნატივა გერმანიისთვის წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ყოველთვის, როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, მას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. ბრიუსელი ადანაშაულებდა „ქართულ ოცნებას“, რომ პრორუსული პარტიაა. სისულელეა. „ქართული ოცნება“, როგორც AfD ვიცავთ ჩვეულებრივი ხალხის ინტერესებს

ყოველთვის ერთი და იგივე ხდება. როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, ამ პარტიას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. იგივე ხდება საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხიმ.

11 სექტემბერი 2026, 00:26

მსოფლიო

კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს

კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს. კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ ალბერტას პროვინციის ქალაქ კალგარიში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ტომაშ ფროელიხი

11 სექტემბერი 2026, 00:21

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: თუ ეცდებიან აკრძალონ AfD -ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს

თუ ეცდებიან აკრძალონ AFD-ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული, ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა, გადაცემაში „იმედი LIVE“.

11 სექტემბერი 2026, 00:18

საზოგადოება

თამარ ჭოველიძის ქუჩიდან, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ამჟამად, ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტროტუარებზე მიმდინარეობს. ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი, რომლის დასრულების შემდეგაც, LED სანათები დამონტაჟდება. საფეხმავლო ტერიტორიაზე კი დაიგება ფილები და მოეწყობა ბორდიურები. პროექტის საბოლოო ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ზედა ფენა, განხორციელდება შესაბამისი საგზაო მონიშვნები, დამონტაჟდება შუქნიშნები და შესრულდება გამწვანების სამუშაოები.

ტომაშ ფროელიხი

11 სექტემბერი 2026, 00:15

პოლიტიკა

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ევროკავშირი მთელ მსოფლიოს უკითხავს ლექციებს და თქვენც გასწავლით ჭკუას. გული მტკივა ამაზე. ჩვენ ვუპირისპირდებით ევროპარლამენტს. საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ ეს არ არის 91 წელი, როდესაც დასრულდა ცივი ომის ისტორია და დასავლეთმა დაიწყო მთელი მსოფლიოს დიქტატი

ევროკავშირი მთელს მსოფლიოს უკითხავს ლექციებს და თქვენც გასწავლით ჭკუას. გული მტკივა ამაზე. ჩვენ ვუპირისპირდებით ევროპარლამენტს. საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ ეს არ არის 91 წელი, როდესაც დასრულდა ცივი ომის ისტორია და დასავლეთმა დაიწყო დიქტატი მთელი მსოფლიოსი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხიმ.

11 სექტემბერი 2026, 00:15

პოლიტიკა

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: ბრალდებები ჩვენს წინააღმდეგ არის სისულელე. ჩვენ არ ვართ პრორუსები და არც პროუკრაინულები, არც პროამერიკულები. ჩვენ ვართ პროგერმანულები. ვფიქრობთ, რომ იაფი ენერგეტიკა გვჭირდება, ამიტომ, ხანგრძლივი თვალსაზრისით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გვჭირდება

ბრალდებები ჩვენს წინააღმდეგ არის სისულელე. პრორუსებს გვეძახიან. ჩვენ არ ვართ პრორუსები და არც პროუკრაინულები, არც პროამერიკულები. ჩვენ ვართ პროგერმანულები. ვფიქრობთ, რომ იაფი ენერგეტიკა გვჭირდება, ამიტომ, ხანგრძლივი თვალსაზრისით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გვჭირდება, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:42

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე: ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება

ჩემი ვარაუდია, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:33

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რაც ბატონმა ტრამპმა დახურა USAID-ი და NED-ი, ბრიუსელის ფონდების ამარა დარჩნენ, ერთმანეთის დაჭმაზე არიან, რომ გარე პატრონებს დაანახონ, ვინ უფრო „ამინდს ქმნის“ ოპოზიციურ ველზე

რაც ბატონმა ტრამპმა დახურა USAID-ი და NED-ი, ბრიუსელის ფონდების ამარა დარჩნენ, ერთმანეთის დაჭმაზე არიან, რომ გარე პატრონებს დაანახონ, ვინ უფრო „ამინდს ქმნის“ ოპოზიციურ ველზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:24

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ღარიბაშვილის წერილზე: თურმე ძალიან მსხვილი ე.წ. „ატკატები“ ტყდებოდა ბატონი ღარიბაშვილის კაბინეტში. იგი ელოდა ახალი ბრალის წარდგენას, მან წინასწარ იცოდა ბატონი ბურჭულაძის თანამშრომლობის შესახებ და ორი დღით ადრე იყო ის პირველი წერილი, როდესაც გამოუშვა და ეცადა სამართლებრივი საკითხი გადაეტანა პოლიტიკურ ჭრილში

ბატონი ღარიბაშვილის მხრიდან ორმაგად გულდასაწყვეტი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ ხომ ეს სერიალი ბევრჯერ გვინახავს?! გვარამიათი დაწყებული, მელიათი გაგრძელებული და გიგი უგულავათი დამთავრებული - ვის მიმართაც კონკრეტული ბრალი იყო წარდგენილი, აბსოლუტურად ყველა ხდებოდა შემდეგ პოლიტიკური დევნილი. შემდეგ ეს საქმეები წავიდა სტრასბურგის სასამართლოში და ასიდან ასივე შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ჩვენი მართლმსაჯულება მოქმედებდა ძალიან მაღალი სტანდარტით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:16

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: გუნდისთვის თავდაპირველად, სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი. შემდეგ ამბობს, მე არაფერი ჩამიდენიაო

გუნდისთვის თავდაპირველად, სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:13

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე: ეს მორიგი ტყუილია, რომელიც გამჟღავნდა ნახევარ საათში. ბატონ გახარიასთან დაკავშირებული გვერდია ეს. გახარიასგან მიჩვეულები ვართ ზოგადად თაღლითობას

ეს მორიგი ტყუილია, რომელიც გამჟღავნდა ნახევარ საათში. ბატონ გახარიასთან დაკავშირებული გვერდია ეს. გახარიასგან მიჩვეულები ვართ ზოგადად თაღლითობას - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE,“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გახარიას პარტიის მიერ ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

10 სექტემბერი 2026, 23:02

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: თუ ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმა მოხდება, ვარშავამ ნატოს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება უნდა მოითხოვოს

თუ ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმა მოხდება, ვარშავამ ნატოს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება უნდა მოითხოვოს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.

10 სექტემბერი 2026, 22:36

მსოფლიო

Bloomberg: არქტიკაში მდებარე რუსეთის ობიექტებზე უკრაინის დარტყმებმა შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, რომელიც იამალის ნახევარკუნძულიდან დღემდე დიდი რაოდენობით თხევად ბუნებრივ გაზს იძენს

არქტიკაში მდებარე რუსულ გაზის ობიექტებზე უკრაინის უპრეცედენტო იერიშებმა რუსეთის ენერგოსექტორის ახალი სუსტი წერტილები და გლობალური გაზის ბაზრისთვის მოსალოდნელი საფრთხეები გამოკვეთა. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

დონალდ ტუსკი

10 სექტემბერი 2026, 21:57

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში

პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

10 სექტემბერი 2026, 21:51

მსოფლიო

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ განჟა იუწყება.

10 სექტემბერი 2026, 20:49

პოლიტიკა

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უბიძგებს თუ არა გერმანიის ფედერალურ მიწაზე, საქსონია-ანჰალტში, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვება ევროკავშირის ხელმძღვანელობას სადამსჯელო ზომებისკენ.