ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის გენერალური გეგმა მოიწონა
შეხვედრა საკრებულოში
ფოტო: დეა მამისეიშვილი
დავრწმუნდი, რომ გენგეგმა არის დოკუმენტი, რომელზეც შეიძლება პროფესიონალებმა იმუშაონ და გამოადგეს ქალაქს"- ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა ვაჩეიშვილმა 3-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. სხდომა კონკრეტული შედეგით დასრულდა- ოპოზიციამ გენერალური გეგმა მოიწონა.
თუმცა ოპოზიცია, უმრავლესობას პოზიციას კვლავ უწუნებს და განხილვის ფორმატს არ ეთანხმება. ნაციონალურ მოძრაობაში კვლავ მასშტაბური განხილვის აუცილებლობაზე მიუთითებენ.
”შედგა შეხვედრა, ძალიან საინტერესო დისკუსია იყო. პირადად მე დავრწმუნდი, რომ ეს გენგეგმა არის ის დოკუმენტი, რომელზეც შეიძლება პროფესიონალებმა იმუშაონ და გამოადგეს ქალაქს, რათა დაიცვას ქაოტური ჩარევებისაგან. ეს არის ჩვენთვის მთავარი და არა წერტილ-მძიმეზე დავა, როგორც ამას მერია აკეთებს. მე ვურჩევ ეს კარგად გაიაზრონ, ნუ ჩაიკეტებიან კაბინეტებში და შეხვდნენ პროფესიონალებს. აჩვენონ ეს გეგმა ფართო სპექტრს და ვფიქრობთ, დაგვეთანხმებიან, რომ ეს გენგეგმა შეიძლება ვაქციოთ დაცვის ძალიან კარგ ინსტრუმენტად"- განაცხადა ნიკა ვაჩეიშვილმა.
"სითი ინსტიტუტის" დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კონსტრუქციული შეხვედრა იყო, ყველა კითხვას გაეცა პასუხი და საკმაოდ კეთილგანწყობაა გენგეგმასთან დაკავშირებით.
"მგონი შევთანხმდით, რომ გენგეგმა მისაღებია ნამდვილად და შენიშვნები არ არის ისეთი კონცეპტუალური, რომელიც წყვეტს გენგეგმის მიღება-არმიღების საკითხს. ჩემი აზრით, შეიძლება გენგეგმა ხვალვე მივიღოთ და ეს დედაქალაქს ძალიან წაადგება, მით უმეტეს იმ ფონზე რაც ქალაქში არის, ქაოტური განაშენიანების მხრივ"- განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
დღეს საკრებულოში დედაქალაქის გენგეგმაზე მსჯელობდნენ. სხდომა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრნენ. მიწვევა მიიღეს, თუმცა ამ ფორმატში მონაწილეობაზე საკრებულოს უმრავლესობამ და მერიამ უარი თქვა.
ოპოზიციის კითხვებს სხდომაზე კომპანიის “სითი ინსტიტუტი საქართველოს” ხელმძღვანელმა უპასუხა.
26 იანვარს დედაქალაქის მერმა ოპოზიციას მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეფასების პროცესში მონაწილეობა შესთავაზა.
25 დეკემბერს თბილისის მერიამ გენგეგმის ჯგუფი 145 600 ლარით დააჯარიმა და ხარვეზების გამოსასწორებლად 10-დღიანი ვადა მისცა. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მერიის ყოფილმა ხელმძღვანელობამ კონკურსის წესით შეარჩია და ქალაქის მთავარი დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოყო.
თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, მერიას 18 ივნისს ჩაბარდა. მისი შემქმნელების თქმით, ეს დოკუმენტის სამუშაო ვერსიაა და მნიშვნელოვანია პროცესში მოქალაქეთა ჩართვა. თბილისის ახალარჩეული მერმა უკვე დასრულებული გენგეგმა თავიდან შესასწავლად სპეციალურ ჯგუფს გადასცა.
ყველა სიახლე
11 სექტემბერი 2026, 11:43
საზოგადოება
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია. ინფორმაციას სსიპ განათლების მართის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 11:40
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მიმდინარე წელს რეკორდული იყო მგზავრთნაკადის სტატისტიკა - 5 მილიონ 700 ათასზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში
ჩვენ დავიწყეთ მომზადება მომავალი პერიოდისთვის, იმისთვის, რომ გაზრდილ მგზავრთნაკადს, გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს, გაზრდილ ავიაკომპანიების რაოდენობას ჩვენი ქვეყანა ინფრასტრუქტურულად მზად დახვდეს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
11 სექტემბერი 2026, 11:33
საზოგადოება
სტუდენტებს პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის საშუალებით სტუდენტის სტატუსის დადასტურება შეუძლიათ - ისინი შესაბამისი შეღავათებითა და ფასდაკლებებით სარგებლობას შეძლებენ
სტუდენტებს პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის საშუალებით სტუდენტის სტატუსის დადასტურება შეუძლიათ. განმცხადებელი უნდა იყოს ავტორიზებული უმაღლესი დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც სტატუსი შეჩერებული ან შეწყვეტილი არ აქვს. ID ბარათის QR კოდზე ასახული სტატუსი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ შესაბამისი შეღავათებითა და ფასდაკლებებით.
11 სექტემბერი 2026, 11:30
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა
საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) დაარსებიდან 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
11 სექტემბერი 2026, 11:29
ეკონომიკა
ნათია თურნავამ SARAS-ის 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 11:25
მსოფლიო
პუტინი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ინდოეთში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორგანიზაცია BRICS-ის სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ინდოეთში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 11:20
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან დიდი ყურადღება დავუთმეთ და ვუთმობთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებას და შემდგომ განვითარებას
ტრანსპორტის სექტორი მრავალმიმართულებიანია და ჩვენ მუდმივად ვუყურებთ მის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში ტრანსპორტის სექტორზე საუბრისას.
11 სექტემბერი 2026, 11:15
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში, მაგრამ არსებული მოდელით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ოპერირებაში შემოვიყვანოთ რამდენიმე ტერმინალში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნები, ან პარტნიორ ქვეყნებში არსებული წარმატებული და გამოცდილი ოპერატორები
„სახელმწიფომ უკვე დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმის განახლება, რამეთუ რამდენიმე თვის წინ სახელმწიფომ საჯაროდ განაცხადა, რომ ის ცვლის ანაკლიის პორტის ოპერირების მოდელს, ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან - ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ოპერირებას გავუკეთებთ საერთაშორისოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდ მოდელით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
11 სექტემბერი 2026, 11:13
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: აშშ-სთან ურთიერთობას ვერ ალაგებენ, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქალბატონი კალასი, რომელიც საგარეო ურთიერთობებს ხელმძღვანელობს, ვერ ახერხებს მარკო რუბიოსთან ერთწუთიანი შეხვედრის ჩანიშვნასაც კი
თუ აშშ-სთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა ექნებათ და ფაქტობრივად ეს ურთიერთობა თუ აღარ იარსებებს, მათ აღარ ეყოლებათ უსაფრთხოების გარანტორი, რომლის გამოც, ევროკავშირი თავის მხრივ ამდენი წლის განმავლობაში საინტერესო იყო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
11 სექტემბერი 2026, 11:11
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: სიამაყით დაგიდასტურებთ, ყველა შეხვედრაზე ჩვენი ქართველი მეზღვაურები სახელდებიან, როგორც გამორჩეული კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა, ძალიან კარგი განათლება და რაც ყველაზე მთავარია, ისინი გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით
სიამაყით დაგიდასტურებთ, რომ ყველა პლატფორმაზე, ყველა შეხვედრაზე ჩვენი ქართველი მეზღვაურები სახელდებიან, როგორც გამორჩეული კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა, ძალიან კარგი განათლება და რაც ყველაზე მთავარია, ისინი გამოირჩევიან შრომის მოყვარეობით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
11 სექტემბერი 2026, 11:09
პოლიტიკა
როგორია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე, რომელმაც ევროკავშირში გაწევრების მსურველ ქვეყნებს ტრამპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა აუკრძალა - „ქრონიკამ“ აშშ-ის საელჩოს წერილი მისწერა
როგორია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე, რომელმაც ევროკავშირში გაწევრების მსურველ ქვეყნებს ტრამპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა აუკრძალა და დასავლეთიდან მომდინარე წნეხზე ილაპარაკა - „ქრონიკამ“ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წერილი მისწერა.
11 სექტემბერი 2026, 11:09
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: პარიზში საქართველომ ქართული ხომალდი კი არ გაუშვა სტრატოსფეროში, არამედ ქართველი რადიკალები გააგზავნა „რუსული ხომალდის“ მისამართით და ამისთვის პარიზში ჩასვლა ნამდვილად ღირდა
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ევროპაში განვითარდა ალბათ ბოლო წლების ყველაზე საინტერესო ქართული სიუჟეტი, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და პარიზში გამართულ კოსმოსის საერთაშორისო სამიტს ეხმიანება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, მიიღო მონაწილეობა. ირაკლი კობახიძემ, საქართველოს სახელით, სამიტის ფარგლებში მიღებულ სამ დეკლარაციას მოაწერა ხელი.
11 სექტემბერი 2026, 11:08
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ახლად დანიშნულ კავკასიის რეგიონულ ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა თადუმაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ახლად დანიშნულ კავკასიის რეგიონულ ხელმძღვანელთან - ენტონი სპირსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს საქართველოს პროგრამების მენეჯერი - სტეფანი პენინგტონი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 11:03
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
11 სექტემბერი 2026, 11:00
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 8 თვეში უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 213 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 10:53
სამართალი
პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული 57 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარელიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ. პოლიციამ რამდენიმე ადგილიდან 57 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე კვარტა მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11 სექტემბერი 2026, 10:52
მსოფლიო
Euractiv: ევროპის სამხედრო-სამრეწველო კომპანიები ძალიან არიან ორიენტირებულნი მოგებაზე, რის გამოც წარმადობას ვერ ზრდიან
ევროპის თავდაცვის ინდუსტრია წარმოების მასშტაბების საკმარისად სწრაფად გაზრდას ვერ ახერხებს, რადგან კომპანიები კვლავ ზედმეტად ფრთხილობენ და ინვესტიციებიდან მიღებულ შემოსავალზე არიან ორიენტირებული. ინფორმაციას Eucartiv-ი უკრაინული თავდაცვის კომპანია „Ukrainian Armor“-ის აღმასრულებელ დირექტორზე ვლადისლავ ბელბასზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 10:47
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიაში მიმდინარე ძალიან აქტიური სამშენებლო სამუშაოები სრულ თანხვედრაში ჩვენს გეგმა-გრაფიკთან
პორტის განვითარება არ არის მხოლოდ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება - ჩვენ ძალიან აქტიური, სამშენებლო, მიმდინარე ფაზა გვაქვს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე საუბრისას.
11 სექტემბერი 2026, 10:45
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 3 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სამი პირი დააკავეს.
11 სექტემბერი 2026, 10:43
სამართალი
საპატრულო პოლიციამ ბათუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა - შენახვა-ტარების, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


