imedi /  08 მარტი 2018, 13:41 / სანდო წყარო

ხუთი ქალი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე

1918 წლის 26 მაისს ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე, თბილისში, გოლოვინის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, რომლითაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. აქტს, კაცებთან ერთად, 5 ქალის ხელმოწერა აქვს. ინფორმაციას JAMnews-ი ავრცელებს.

ვინ არიან ქალები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერეს.

1. მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე

მინადორა ტოროშელიძე წარმოშობით იმერეთიდან იყო. ის ჟენევაში წავიდა სასწავლებლად და იქ მედიცინასთან ერთად მარქსიზმიც შეისწავლა. მოგვიანებით ჟენევაშივე გაცნობილ ქმართან, “ბოლშევიკ” მალაქიასთან ერთად თბილისში დაბრუნდა და აქტიურ “მენშევიკურ” საქმიანობას ეწეოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი იგი არალეგალურად მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში. თავისი ანტისაბჭოთა მოღვაწეობის გამო, ის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. მინადორას დაუხვრიტეს ქმარი და შვილები.

2. ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე 

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე თბილისში დაიბადა და მოგვიანებით ქმართან ერთად სოხუმში გადავიდა საცხოვრებლად; იყო მენშევიკური მთავრობის წევრი.

3. ქრისტინე შარაშიძე

ქრისტინე შარაშიძე 1919 წლის დამფუძნებელი საბჭოს და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო. მუშაობდა ჟურნალისტად და მასწავლებლად. აქტიურად იყო ჩაბმული ანტისაბჭოთა მოძრაობაში. არაერთხელ დააპატიმრეს. მისი ოჯახის წევრები კი დახვრიტეს.

4. ელისაბედ, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძე

ლიზა ბოლქვაძე იმ 5 ქალს შორის იყო, რომლებიც 1919 წელს პირველი არაოფიციალური პარლამენტის ანუ დამფუძნებელი კრების წევრები იყვნენ. ბოლქვაძე რამდენჯერმე დააკავეს, გადაასახლეს და ბოლოს დახვრიტეს ანტისაბჭოთა საქმიანობის გამო.

5. ანა სოლოღაშვილი

ანა სოლოღაშვილი, მასწავლებელი, მენშევიკი და ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის გადასახლებული ქალი იყო. ერთ-ერთი იმ ხუთი ქალიდან, რომლებიც საქართველოს ისტორიაში პირველი დეპუტატი ქალები გახდნენ. 1903 წლიდან ანა სოლოღაშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. მოგვიანებით, პარტიაში განხეთქილების შემდეგ “მენშევიკებს” მიემხრო. 1918 წელს ანამ ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, 1919 წელს კი იგი დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. 1921 წლიდან, ანუ საქართველოს გასაბჭოების დღიდან, იგი სხვა მენშევიკების მსგავსად ანტისაბჭოთა საქმიანობას ეწეოდა. 1925 წლიდან ანა მასწავლებლადაც მუშაობდა. 1937 წელს ანა სოლოღაშვილი შინსახკომმა დააპატიმრა. ე.წ “ტროიკამ მას დახვრეტა მიუსაჯა. სოლოღაშვილს ბრალად ედებოდა ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის და „შოვინისტური“ განწყობების დანერგვა, ასევე „მენშევიკთა“ ლიდერ რამიშვილთან კავშირი.

ყველა სიახლე

ირაკლი ხელაძე

28 სექტემბერი 2026, 18:12

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: მიმდინარე წლის ქონების გადასახადიდან, რომლის დეკლარირებაც 1 ნოემბრიდან უნდა დაიწყოს, ეს გადაწყვეტილება შეეხება და საგადასახადო ვალდებულებებისგან ის ადამიანები, რომლებიც მოხვდებიან 40 ათასიდან 100 ათასამდე საშემოსავლო ზღვარში

მიმდინარე წლის ქონების გადასახადს, რომლის დეკლარირებაც 1 ნოემბრიდან უნდა დაიწყოს, ეს გადაწყვეტილება შეეხება და საგადასახადო ვალდებულებებისგან ის ადამიანები, რომლებიც მოხვდებიან 40 ათასიდან 100 ათასამდე საშემოსავლო ზღვარში, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი ხელაძემ „დღის ქრონიკაში“ კანონპროექტზე, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადს ეხება.

დავით მათიკაშვილი

28 სექტემბერი 2026, 18:09

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: პრაქტიკულად, ლევან მაჭავარიანმა რეტროსპექტივა მოახდინა, მოვლენათა განვითარების მთელი ჯაჭვი საზოგადოებისთვის ხელისგულზე ფაქტებით დადო. ეს არის საზოგადოებისთვის ძალიან კარგად დანახული სცენარი, რა სცენარითაც მზაკვრულად მოქმედებდნენ და დღესაც მოქმედებენ ცალკეული ძალები

პრაქტიკულად, ლევან მაჭავარიანმა რეტროსპექტივა მოახდინა, მოვლენათა განვითარების მთელი ჯაჭვი საზოგადოებისთვის ხელისგულზე ფაქტებით დადო, რაც ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილი

28 სექტემბერი 2026, 18:03

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი სააკაშვილის მიმიკურ მუქარაზე: სააკაშვილი ამით კიდევ ერთხელ აჩვენებს საკუთარ სახეს და იმას, თუ როგორ სძულს ის ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიც იყო

ამ სიტყვებით ის მთელ საქართველოს აგინებს. ეს „ქართული ოცნების“ მიმართ კი არ არის ნათქვამი, არამედ საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლოზე მიმიკურად წარმოთქმულ მუქარასთან დაკავშირებით.

დავით მათიკაშვილი

28 სექტემბერი 2026, 17:58

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ამ გარე ძალების ინფორმაციის პირველწყარო, რომელთაც საქართველოში არ სურთ მშვიდობა, არის სწორედ „ნაცმოძრაობა“ და მისი განშტოებები

ამ გარე ძალების ინფორმაციის პირველწყარო, რომელთაც საქართველოში არ სურთ მშვიდობა, არის სწორედ „ნაცმოძრაობა“ და მისი განშტოებები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

დავით მათკაშვილი

28 სექტემბერი 2026, 17:53

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ბელგიაში შეხვედრები გვქონდა ორივე პალატის თავმჯდომარეებთან, ლუქსემბურგში შევხვდით დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს. ყველა შეხვედრა იყო პოზიტიური - ჩვენ ჩვენი სათქმელი ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით პირდაპირ ვუთხარით და გავაგებინეთ ჩვენს კოლეგებსა და პარტნიორებს

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ბრიუსელსა და ლუქსემბურგში ვიზიტები შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ყველა შეხვედრა პოზიტიურად წარიმართა და ეს ვიზიტი უმნიშვნელოვანესი იყო.

დავით მათიკაშვილი

28 სექტემბერი 2026, 17:53

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ფაქტია, რადიკალური აგენტურული ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვი კარდინალურად შემცირებულია. პარტია, რომელსაც აქვს ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, ანტიეროვნული ნიადაგი, რომელსაც სურს საკუთარი ქვეყნის ნგრევა, ბუნებრივია, რომ ის არ უნდა იყოს პოლიტიკურ ზედაპირზე. ამიტომაც აბსოლუტურად გამართლებულია ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში

ფაქტია, რადიკალური აგენტურული ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვი კარდინალურად შემცირებულია. პარტია, რომელსაც აქვს ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, ანტიეროვნული ნიადაგი, რომელსაც სურს საკუთარი ქვეყნის ნგრევა, ბუნებრივია, რომ ის არ უნდა იყოს პოლიტიკურ ზედაპირზე. ამიტომაც აბსოლუტურად გამართლებულია ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

28 სექტემბერი 2026, 17:51

სპორტი

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული დარბაზი საქართველოს სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ ბაქრაძემ და მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ გახსნეს.

28 სექტემბერი 2026, 17:46

მსოფლიო

Reuters: ჩინეთი და აშშ 60 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დაწესებული ტარიფების შემცირებაზე შეთანხმდნენ

ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები 60 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დაწესებული ტარიფების შემცირებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

28 სექტემბერი 2026, 17:42

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილსა და მის მოღალატეობრივ პარტიას საკუთარი ღალატი რამდენჯერმე აქვთ აღიარებული

„ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას მოღალატეობრივი პოლიტიკის მორიგ აღიარებას უწოდებს. სააკაშვილმა დღეს სასამართლოში 2008 წლის აგვისტოზე ლაპარაკისას რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები ძალიან პატარა სოფლებად მოიხსენია. მათიკაშვილის თქმით, სააკაშვილსა და მის მოღალატეობრივ პარტიას საკუთარი ღალატი რამდენჯერმე აქვს აღიარებული.

28 სექტემბერი 2026, 17:32

საზოგადოება

საქართველოში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, დედაქალაქში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ცხოველთა მეპატრონეებს საშუალება ჰქონდათ აეცრათ თავიანთი ოთხფეხა მეგობრები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ცხოველის მოვლის, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და იმ აუცილებელი პროცედურების შესახებ, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

28 სექტემბერი 2026, 17:30

სამართალი

საქალაქო სასამართლოში სიძულვილის ენის ორი ადმინისტრაციული ოქმი განიხილეს

ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში უხამსი სიტყვების გამოყენებისთვის სამი ათასი ლარით დაჯარიმდა, სიძულვილის ენის გამოყენებისთვის კიდევ ერთი მოქალაქის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

ტარიელ შავერდაშვილი

28 სექტემბერი 2026, 17:28

სამართალი

ტარიელ შავერდაშვილი: გირგვლიანის ამბის შემდეგ დაიძაბა ურთიერთობა ბადრი პატარკაციშვილსა და ხელისუფლებას შორის, რადგან მე და ბადრი ახლოს ვიყავით, ჩემზეც და ჩემს ოჯახზეც დაიწყო ზემოქმედება. 15 ათასი ტონა შაქრით დატვირთული გემი დამიპატიმრა კეზერაშვილმა იმ მიზეზით, თითქოს იარაღი და კონტრაბანდა შემომქონდა

დღეს ბადრი პატარკაცისვილის მეგობარი ტარიელ შავერდაშვილი გამოკითხეს. მან დეტალურად ილაპარაკა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის რეკეტის და წნეხის შესახებ.

28 სექტემბერი 2026, 17:27

მსოფლიო

მოლდოვის კრიზისების მართვის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თუ მდინარე დნესტრში წყლის დონის კლების ტენდენცია გაგრძელდება, კიშინიოვი წყლის გარეშე დარჩება

მოლდოვის კრიზისების მართვის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თუ მდინარე დნესტრში წყლის დონის კლების ტენდენცია გაგრძელდება, დედაქალაქი კიშინიოვი უახლოეს კვირებში წყლის გარეშე დარჩება.

28 სექტემბერი 2026, 17:24

სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე გიორგი მალანიას პროცესი მიმდინარეობს

გიგა ავალიანის საქმეზე გიორგი მალანიას პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ეკა კუპატაძე ესწრება

28 სექტემბერი 2026, 17:23

რეგიონი

ბათუმის შემოვლით გზაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო ღამის საათებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი (ასაქცევი)–სარფის საავტომობილო გზის ნაწილია, გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების მიზნით, 28 სექტემბრიდან ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ღამის საათებში დროებით შეიზღუდება: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით — 00:00-დან 07:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას — 02:00-დან 07:00 საათამდე.

მარიამ ლაშხი

28 სექტემბერი 2026, 17:21

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი მიხეილ სააკაშვილზე: გამოსავალი არ აქვთ და ვხედავთ, რომ იმუქრება ციხიდან და მსგავსი ტიპის არტიკულაციებს თუ განცხადებებს აკეთებს

გამოსავალი არ აქვთ და ვხედავთ, რომ იმუქრება ციხიდან და მსგავსი ტიპის არტიკულაციებს თუ განცხადებებს აკეთებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

28 სექტემბერი 2026, 17:18

პოლიტიკა

პარლამენტში ინიციირებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებით წესდება ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის ზღვარი, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვას დაიწყებს.

ენდი ბერნემი

28 სექტემბერი 2026, 17:12

მსოფლიო

The Independent: ბრიტანელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მთავრობა მხოლოდ მისთვის მისაღებ სიტყვის თავისუფლებას იცავს

ახალი კვლევის თანახმად, ბრიტანელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მთავრობა მხოლოდ იმ სიტყვის თავისუფლებას იცავს, რომელიც მისთვის მისაღებია. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.

თამარ ჩერგოლეიშვილი

28 სექტემბერი 2026, 17:08

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: გვარამია ეჯდათ „ფორმულაზე“ ბრადიაგებს და იკითხა, ჩერგოლეიშვილს თუ ურტყამთ, სხვას რატომ არ ამხელთ, ვინც ოპოზიციაში რყევებს იწვევსო და სანაია გამოუხტა - ვერ შეგვარყევსო. მართალია, არ ვარყევ, ვეხმარები. ტელევიზია შერყეული კი არა, გადარყეული აქვს

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში ნიკა გვარამიას სტუმრობას ეხმიანება და მასა და წამყვან ვახო სანაიას შორის გამართულ დიალოგზე წერს.

28 სექტემბერი 2026, 16:54

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კიევში უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა კიევში ქვეყნის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის შენობაზე იერიში მიიტანეს.