Imedi /  21 მარტი 2018, 13:10 / სანდო წყარო

ოპოზიცია ძალის გამოუყენებლობაზე დეკლარაციის შესაძლო მიღებას აკრიტიკებს

ცხინვალი

ცხინვალი

საქართველოს საკითხზე შექმნილი ჟენევის დისკუსიის მონაწილეების მიერ ძალის გამოუყენებლობაზე დეკლარაციის შესაძლო მიღებას ქართული ოპოზიცია აკრიტიკებს. 

პარლამენტის ვიცესპიკერის, "ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის აზრით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაციაზე დათანხმება შეცდომა იქნება. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

„ამ დეკლარაციაზე თანხმობას ვიძლეოდით იმ შემთხვევაში, თუ მას წინ უსწრებდა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების იურიდიული ვალდებულების აღება. ფაქტია, რუსეთმა ეს ვალდებულება არ აიღო, მაშინ ამ დეკლარაციაზე დათანხმება რას გვაძლევს, სრულიად გაუგებარია. საქართველოს ძალის არგამოყენების ვალდებულება ისედაც აღებული აქვს 2010 წელს და 2013 წელს, ამიტომ ჩვენი მხრიდან არაფერი ახალი არ არის. რუსეთი თუ არ იღებს ამ ვალდებულებას ჩვენ მიმართ, ამ დეკლარაციის არსი რა არის, სრულიად გაუგებარია, მითუმეტეს იმ ფონზე, რაც ახლა ხდება - ტატუნაშვილის შემთხვევა მაქვს მხედველობაში“, - თქვა სერგი კაპანაძემ.

დეპუტატი არ იზიარებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას არგუმენტს იმის შესახებ, რომ ქართული მხარე ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა მიერ მისაღებ პოლიტიკურ განცხადებას შემდგომი საგნობრივი მოლაპარაკების გზაზე გადადგმულ ერთ-ერთ ნაბიჯად განიხილავს.

ხელმოწერას არ ეთანხმება არც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. ვაშაძის შეფასებით, საქართველოს დელეგაციამ ჟენევაში რუსეთის მიმართ მთავარი მოთხოვნა მოხსნა, რაც ცალმხრივად ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო ვალდებულების აღება იყო.

„რუსული პრესა, რუსულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჟენევაში ამ თვის ბოლოს დაგეგმილი კონსულტაციების რაუნდზე, ვციტირებ: „საქართველო, ე.წ. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, შეერთებული შტატები და ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეები, მიიღებენ დეკლარაციას, რომელის მიხედვითაც ჟენევის კონსულტაციებში მონაწილე ყველა მხარე უარს იტყვის ერთმანეთთან ურთიერთობაში ძალის გამოყენებაზე“. გასაგებია, რომ რუსული პრესა რუსულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იყენებს იმ ლექსიკას, რომელსაც მიჩვეულია, მაგრამ კიდევ უფრო ნიშანდობლივია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანერვიულებული კომენტარები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უპირველეს ყოვლისა, საქართველოს დელეგაციამ, ჟენევის კონსულტაციებზე მოუხსნა რუსეთს კატეგორიული მოთხოვნა, რაც ჩვენი პოზიცია იყო ამ კონსულტაციების პირველივე დღიდან. კერძოდ, რუსეთს აეღო საქართველოს წინაშე ცალმხრივი სამართლებრივი ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ, ზუსტად ისევე, როგორც ეს გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის 23 ნოემბერს, როდესაც თავის გაგზავნილ წერილში გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს, ნატოს და ა.შ. საქართველომ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება აიღო ძალის არგამოყენების შესახებ“, - განაცხადა ვაშაძემ. 

მისივე შეფასებით, დეკლარაციის მიღების შემთხვევაში, საქართველო რუსეთს საშუალებას მისცემს, რომ ეს დეკლარაცია პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენოს.

„ამიერკავკასიას ზეპირი მშვიდობისთვის ამზადებენ“, - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია რუსულმა „კომერსანტმა“. გაზეთი წერს, რომ საქართველოს საკითხზე შექმნილი ჟენევის დისკუსიის მონაწილეები ძალის გამოუყენებლობაზე დეკლარაციის მიღებას გეგმავენ.

ამ სტატიას გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა გამოეხმაურა. 

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 14:00

პოლიტიკა

პრემიერი: ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა გადახედოს საკუთარ კომიკურ დამოკიდებულებას საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, გასაგებია, რომ უნდოდათ ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, ხუთჯერ გავიგეთ ეს ყველაფერი, ხუთჯერ სცადეს ხელისუფლებაში გვარამიას, ბოკუჩავას, ხაბეიშვილის და ამ ადამიანების დაბრუნება, მაგრამ ხომ ხედავენ, რომ ქართველი ხალხი ამ ადამიანებს არ იღებს

ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა გადახედოს საკუთარ კომიკურ დამოკიდებულებას საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, გასაგებია, რომ უნდოდათ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, ხუთჯერ გავიგეთ ეს ყველაფერი, ხუთჯერ სცადეს ხელისუფლებაში გვარამიას, ბოკუჩავას, ხაბეიშვილის და ამ ადამიანების დაბრუნება, მაგრამ ხომ ხედავენ, რომ ქართველი ხალხი ამ ადამიანებს არ იღებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 13:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაც ხდება შავ ზღვასთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით, არის იმ კომიკური მდგომარეობის ამსახველი, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში, ქართველი ხალხი ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სწორედ ხალხის და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად

რაც ხდება შავ ზღვასთან დაკავშირებით და ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებით, ეს არის აბსოლუტურად კომიკური მდგომარეობის ამსახველი, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 13:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა, რომელმაც დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა და როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს ამ კანონმდებლობის გაუქმებას, ლოგიკური დასკვნა მარტივია - კიდევ ერთხელ უნდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ქვეყნის არევა, რასაც, რა თქმა უნდა, დავუპირისპირდებით, ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული არა ამ ბიუროკრატიის, არამედ ქართველი ხალხის წინაშე, ქართველ ხალხს უნდა სიმშვიდე და ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად

როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს იმ ნაბიჯების გაუქმებას, რომლებმაც დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

13 ივლისი 2026, 13:54

ეკონომიკა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო - ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP საქართველოში 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიციას განახორციელებს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მასშტაბური საინვესტიციო პროექტი ოფიციალურად დაიწყო. პროექტში „ტავ ჯორჯია“150 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომლის მეშვეობითაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და წელიწადში 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონამდე გაიზრდება. აღნიშნული კომპანია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს და წარმოადგენს ფრანგული საავიაციო გიგანტის, Groupe ADP-ის წევრის, TAV Airports-ის შვილობილ კომპანიას საქართველოში. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

13 ივლისი 2026, 13:53

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ქალბატონი კალასის დღევანდელი განცხადება კიდევ უფრო დამაფიქრებელია იმის გათვალისწინებით, რომ იგი, როგორც ALDE-ის ერთ-ერთი ლიდერი, წარმოადგენს იმავე პოლიტიკურ ოჯახს, რომლის წევრიც არის „ლელო“, პარტია, რომელიც, ტერორიზმს პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმურ იარაღად მიიჩნევს

ქალბატონი კალასის დღევანდელი განცხადება კიდევ უფრო დამაფიქრებელია იმის გათვალისწინებით, რომ იგი, როგორც ALDE-ის ერთ-ერთი ლიდერი, წარმოადგენს იმავე პოლიტიკურ ოჯახს, რომლის წევრიც არის „ლელო“, პარტია, რომელიც, ტერორიზმს პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმურ იარაღად მიიჩნევს, - წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი კაია კალასის პასუხად, რომ მათ არ სურთ მთავრობის მხარდაჭერა და სურთ რომ მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს.

13 ივლისი 2026, 13:52

სამართალი

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 13:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველამ თუ რა ვითარება იყო ციხეებში - დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000 - უმეტეს შემთხვევაში ესენი არიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები

გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველამ თუ რა ვითარება იყო ციხეებში, დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ქსავიე ბეტელი

13 ივლისი 2026, 13:42

პოლიტიკა

ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ქსავიე ბეტელი: საქართველოს ხელისუფლებამ მოიგო არჩევნები, ეს მოგვწონს თუ არა, ფაქტია. ამასთან, თუ ჩვენ არ დაველაპარაკებით ქართველებს, ვერასდროს შევძლებთ გამოსავლის პოვნას

საქართველოს ხელისუფლებამ მოიგო არჩევნები, ეს მოგვწონს თუ არა, ფაქტია, - განუცხადა ჟურნალისტებს ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა ქსავიე ბეტელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

დავით ქართველიშვილი

13 ივლისი 2026, 13:40

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ბაქომ ნათელი გზავნილი გაუგზავნა ევროპას, რომ საქართველოს მსგავსად აღარ დაელოდება აზერბაიჯანის გაქრობას მსოფლიო რუკებიდან და მზად არის თვით ევროპა გააქროს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება შუშაში, გლობალური მედიაფორუმის გახსნაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას „აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან მთლიანად რომც გამოვიდეს, ჩვენს ქვეყანაში ამას ვერავინ შეამჩნევს“. ალიევმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ევროპარლამენტი ბაქოზე უსაფუძვლო თავდასხმებში დაადანაშაულა.

თეონა ბაღდავაძე

13 ივლისი 2026, 13:38

პოლიტიკა

თეონა ბაღდავაძე თამარ ჩერგოლეიშვილზე: ბოროტებას რომ სახე ჰქონდეს ეს ქალი იქნება

კომუნიკაციების სპეციალისტი, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე თეონა ბაღდავაძე „ფედერალისტების“ ერთ-ერთ ლიდერზე, თამარ ჩერგოლეიშვილზე ამბობს, ბოროტებას რომ სახე ჰქონდეს სწორედ ის იქნება.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 13:34

პოლიტიკა

პრემიერი: ეუთო/ოდირთან კონფლიქტი აქვს ადგილობრივ აგენტურას, ჩვენ მივესალმეთ იმ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თავდასხმის ობიექტი ეუთო/ოდირი გახდა სწორედ ადგილობრივი აგენტურისა და მათი გარე პატრონების, „დიპ სტეიტის“ მხრიდან

კარგად ჩანს ის, თუ ვის აქვს კონფლიქტი ეუთო/ოდირთან, ეს არის სწორედ ადგილობრივი აგენტურა, ესენი არიან მათი პატრონები და არა ჩვენ. ჩვენ მივესალმეთ იმ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის მიერ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

13 ივლისი 2026, 13:31

ეკონომიკა

საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა და არგენტინის ტრანსპორტის მდივანმა მოაწერეს.

13 ივლისი 2026, 13:30

საზოგადოება

ანასეულის ბაზაზე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ბაზაზე ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლობით ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

ვახტანგ ცინცაძე

13 ივლისი 2026, 13:29

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: მიმდინარე წლის ივნისის თვეში ექსპორტის 771.3 მლნ. აშშ. დოლარის მოცულობის მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც რეკორდულია სხვა წლების ივნისის თვეებს შორის

„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება, კერძოდ, მიმდინარე წლის ივნისის თვეში ექსპორტის 771.3 მლნ. აშშ. დოლარის მოცულობის მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც რეკორდულია სხვა წლების ივნისის თვეებს შორის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 13:19

პოლიტიკა

პრემიერი: კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომ დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს, ყველამ იცის, რომ ათი ათასობით ფაილი, კომპაქტ-დისკი და სხვა ტიპის მასალა იყო შენახული კასრებში, რომელიც ასახავდა ადამიანების პირად ცხოვრებას და წამების სხვადასხვა ფორმას, როდესაც უტიფრად ცდილობ ამ ყველაფრის გამართლებას, ამას ახსნა ვერ ექნება

ათიათასობით ფაილი, კომპაქტ-დისკი და სხვა ტიპის მასალა იყო შენახული კასრებში, რომელიც ასახავდა ადამიანების პირად ცხოვრებას და უფრო მეტიც, ასახავდა წამებას და წამების სხვადასხვა ფორმას, როდესაც ასეთ დროს ასე უტიფრად ცდილობ ამ ყველაფრის გამართლებას, ამას ვერავითარი გამართლება და ახსნა ვერ ექნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც გია ბარამიძის მიერ „კასრების საქმეზე“ გაკეთებულ კომენტარს შეეხებოდა, თითქოსდა კასრებში იარაღი ინახებოდა.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 13:17

პოლიტიკა

პრემიერი: ყველა მცდელობა, საქართველოში ხელოვნურად მოეწყოთ რევოლუცია, წარუმატებლად დასრულდა და ასე იქნება მომავალშიც, მათ რამდენჯერმე სცადეს ქართველი ხალხის მოტყუება, თუმცა ვერც ერთხელ ვერ მოატყუეს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, უნდა გადახედონ საკუთარ პოლიტიკას

ყველა მცდელობა საქართველოში ხელოვნურად მოეწყოთ რევოლუცია, წარუმატებლად დასრულდა და ასე იქნება მომავალშიც, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

ზაალ ანჯაფარიძე

13 ივლისი 2026, 13:14

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: უფრო რეალისტურია ახალი რეზოლუციის მიღება, რომლის შინაარსი ფაქტობრივად დეზავუირებას გაუკეთებდა 39 ხმით გაჩალიჩებულ უილსონის რეზოლუციას. ეს მზაობა განსაზღვრავდა ამ სტრუქტურასთან საქართველოს თანამშრომლობის დონეს და ხარისხს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულ სტრუქტურას, მიუხედავად პროცედურული შესაძლებლობისა, მიღებული დოკუმენტის გადახედვის პოლიტიკური მზაობა არ აქვს.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 13:11

პოლიტიკა

პრემიერი: ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ევროპას აღმოსავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის კუთხით, საქართველო რჩება ერთადერთ ეფექტიან გზად, რომ ევროკავშირმა შეინარჩუნოს მჭიდრო კავშირი აღმოსავლეთის მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, როდესაც ასეთ დროს გიჭირს საკუთარი ობიექტური ინტერესების შეცნობა, ეს ნიშნავს იმას, რომ მოქმედებ არა საკუთარი სუვერენული ინტერესების მიხედვით, არამედ გარე ძალების ინტერესების შესაბამისად

ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს იყო 30% და დღეს არის შემცირებული დაახლოებით 17.5%-მდე, ეს არის სწორედ სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 12:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და სწორედ ამის გამოხატულებაა ის რეიტინგები, რომლებიც ქვეყნდება ხოლმე, ჩვენ გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის საერთო სტაბილურობას და მათ შორის კონკრეტულად ეკონომიკურ სტაბილურობას და უსაფრთხოებას

ყველა ობიექტური კვლევა საქართველოს სათანადოდ აფასებს, სადაც კეთდება ობიექტური შეფასებები, იქ ყველა აღიარებს საქართველოს განსაკუთრებულ ეფექტიანობას, ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და სწორედ ამის გამოხატულებაა ის რეიტინგები, რომლებიც ქვეყნდება ხოლმე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროპის პარლამენტის კვლევითი ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური კრიზისებისადმი მედეგობის თვალსაზრისით მსოფლიოს ტოპ სამ ქვეყანაში საქართველოს დასახელებას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 12:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეკონომიკური აქტიურობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც ძალიან მაღალია, პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ზრდა დაახლოებით 8%-ია, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება

მთლიანობაში, ეკონომიკური აქტიურობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც არის ძალიან მაღალი, გვაქვს პირველი ხუთი თვის მონაცემები, ზრდა არის დაახლოებით 8%-ი და ეს ყველაფერი განაპირობებს სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისითაც გაზრდილ მონაცემებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.