Imedi /  24 მარტი 2018, 11:30 / სანდო წყარო

გიორგი ტუღუში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას ეხმიანება

გიორგი ტუღუში

გიორგი ტუღუში

"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი ტუღუში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას ეხმაურება. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ორგანო საქართველოში შექმნილ ვითარებას იხილავს და ქვეყანაში არსებული პრობლემები კონკრეტულ რეზოლუციაში აისახა.

"ბოლო წლებში ვსაუბრობთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყურადღება მოკლებულია საქართველოს საკითხის მიმართ და ფაქტიურად არაერთხელ გამოიყენებოდა ტერმინი, რომ ჩვენ საერთაშორისო რადარებიდან გავქრით. სამწუხაროა, რომ ჩვენი თემის აქტუალიზება ხდება ისეთი მძიმე შემთხვევების გამო, როგორიცაა ტატუნაშვილის სიკვდილი. ჩვენ ალბათ აქამდე არც მივიდოდით, რომ ეს ნაბიჯები რეალურად გაცილებით ადრე გადადგმულიყო. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფორმატი გამოვიყენოთ, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს, რომელიც ძირითადი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა ამ მიმართულებით. საუბარი იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტრიებზე საერთაშორისო მისია უნდა აწარმოებდეს მონიტორინგს, ხელი უნდა შეუწყოს უფლებადარღვევების კლებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ არის პირველი და უკანასკნელი ნაბიჯი საერთაშორისო სტრუქტურებიდან და კიდევ იქნება მიღებული მხარდამჭერი დოკუმენტი", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა. 

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია გუშინ დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა

ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის დელეგაციებმა. თავიანთ გამოსვლებში, აღნიშნული ქვეყნები მიესალმნენ საქართველოს თანამშრომლობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან. დელეგაციებმა ერთხმად გამოხატეს შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ისაუბრეს ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმების შესვლის საჭიროებაზე. თავის განცხადებაში ავსტრალიის დელეგაცია ასევე გამოეხმაურა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩვენო უბნების გახსნას და განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები მიუღებელია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გამომსვლელებმა მოუწოდეს საბჭოს წევრებს ქართული მხარის მიერ წარდგენილი რეზოლუციის მხარდაჭერისკენ.

23 მარტს მიღებულ რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. ამასთან, საბჭო მიესალმება საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა, რეგიონულ თუ საერთაშორისო მექანიზმებთან.

რეზოლუციაში აღნიშნულია უმაღლესი კომისრის 2017 წლის ანგარიშში მოცემული შეფასებები და ხაზგასმულია საქართველოს რეგიონებში ეფექტური კონტროლის მქონე ძალის პასუხისმგებლობა - უზრუნველყოს ადგილზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასა და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის სახლების მიზანმიმართულ ნგრევასთან დაკავშირებით. ამასთანავე, გამოთქმულია შეშფოთება, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, კვლავაც ვერ ახერხებენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას.

დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონებში შესვლის საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეზოლუციაში არის მოწოდება - მოხდეს უმაღლესი კომისრის ოფისისა და მონიტორინგის სხვა მექანიზმების დაუყოვნებლივი შეღწევის უზრუნველყოფა.

ამასთან, ადამიანის უფლებათა საბჭო, მიღებული რეზოლუციით ავალებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, განაგრძოს საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების გაწევა და წარმოადგინოს ანგარიში რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით, საბჭოს მომდევნო - 38-ე და 39-ე სესიებზე“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 16:03

პოლიტიკა

სააკაშვილი თენგო თევზაძის უხეშ ქმედებაზე: ეს კადრები არის სრული კატასტროფა! არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის

არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის, - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის, თენგო თევზაძის მიერ 26 მაისს გამართულ აქციაზე მსვლელობის დროს, მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უხეშ ქმედებას ეხმიანება.

28 მაისი 2026, 16:01

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

ილია ინჯია

28 მაისი 2026, 15:58

პოლიტიკა

ილია ინჯია: განათლების რეფორმა უდიდეს როლს შეასრულებს ჩვენი რეგიონების წინსვლაში, მინდა, მადლობა გადავუხადო და მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრსა და მის გუნდს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და გაწეული სამუშაოსთვის

საქართველოს პარლამენტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას, ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერმა, ილია ინჯიამ მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

28 მაისი 2026, 15:39

მსოფლიო

შვეიცარიაში, ერთ-ერთ სადგურზე კაცმა 3 ადამიანი დაჭრა

ინციდენტი ვინტერტურის მატარებლის სადგურზე, დილის 08:30 საათის შემდეგ მოხდა. სამივე დაშავებული - 28, 43 და 52 წლის მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

28 მაისი 2026, 15:38

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

28 მაისი 2026, 15:37

სამართალი

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ძველი თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გამართეს.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 15:34

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა

რეფორმის მიზანია, რომ სკოლიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება, შექმნან ეკონომიკური დოვლათი და იყვნენ ქვეყნის განვითარებაში აქტიურად ჩართული მოქალაქეები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა - სასწავლო პროგრამების და სახელმძღვანელოების განახლება, მასწავლებელთა მხარდაჭერა, უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

28 მაისი 2026, 15:23

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.

28 მაისი 2026, 15:21

ტაბლოიდი

Sotheby’s აუქციონზე ტირანოზავრის ჩონჩხი გაიყიდება

„ჩონჩხზე რამდენიმე პათოლოგია აღინიშნება, მათ შორის ტირანოზავრთა ნაკბენის კვალი თავის ქალის ძვლებსა და მარჯვენა კბილზე - იარები მან ბრძოლაში ან სიკვდილის შემდეგ. გარდა ამისა, შეინიშნება სიცოცხლისდროინდელი ტრავმებიც: მოტეხილობები და შეხორცებული ძვლები რამდენიმე ნეკნზე“, - ნათქვამია Sotheby’s-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აღწერაში.

ირაკლი ზარქუა

28 მაისი 2026, 15:15

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა რადიკალებზე: ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები

ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ რადიკალებთან დაკავშირებით.

28 მაისი 2026, 15:14

მსოფლიო

ნიუ-ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა

ამერიკის ქალაქ ნიუ ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მირდატ ქამადაძე

28 მაისი 2026, 15:09

პოლიტიკა

მირდატ ქამადაძე: უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს - ჩვენ „ნაცმოძრაობიდან” იმიტომ წამოვედით, რომ გვეგონა, შესაძლებელი იყო მართლა ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა, სამწუხაროდ, რაც ახალი უნდა ყოფილიყო, არც თუ ისე კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა

დღეს უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მირდატ ქამადაძე სოციალურ ქსელში.

დავით მათიკაშვილი

28 მაისი 2026, 15:06

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ

უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 15:05

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს

სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს, - აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

28 მაისი 2026, 15:04

რეგიონი

რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ძველი რუსთავის განახლების მასშტაბური პროექტი, 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებები და სოციალური პროგრამები განიხილეს

რუსთავის მერვე მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი უძღვებოდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავი მიულოცა და განცხადება გააკეთა.

28 მაისი 2026, 15:04

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ირანმა 27 მაისს ქუვეითის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რითაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ირანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს.

პატრიარქი შიო მესამე

28 მაისი 2026, 14:58

საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე: ყველა ადამიანს, ვისაც სურს სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი, რადგან, როგორც იცით, წმინდა მამების სწავლებით, ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო, სულიერი ცხოვრების

ყველა ადამიანს, ვისაც სურს სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი, რადგან, როგორც იცით, წმინდა მამების სწავლებით, ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო, სულიერი ცხოვრების, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ დავითგარეჯის მამათა მონასტერში ქადაგებისას.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 14:53

პოლიტიკა

გივი მიქანაძე გახარიას გუნდს: მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ. თქვენმა ღრმად პატივცემულმა გაქცეულმა ლიდერმა, უმაღლესი განათლება პოლიციის აკადემიაში ერთი ხელის მოსმით გააუქმა

მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით გახარიას გუნდის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.

ანა პაულინა ლუნა

28 მაისი 2026, 14:53

მსოფლიო

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა ზელენსკის სამშვიდობო პროცესის შეფერხებაში სდებს ბრალს

ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო პროცესს აფერხებს.

28 მაისი 2026, 14:52

პოლიტიკა

„ადამიანს რომ დაიქირავებ, უნდა უთხრა მაინც, სად მიდის“ - ავტომობილის მძღოლი, რომელმაც 26 მაისის საპროტესტო აქციაზე ტექნიკა შეიტანა, ამბობს, რომ მოატყუეს

ავტომობილის მძღოლი, რომელმაც 26 მაისის საპროტესტო აქციაზე ტექნიკა შეიტანა, ამბობს, რომ მოატყუეს. მისი ამ განცხადების შემდეგ „დროა“-ს წევრმა შუშანა მაცაბერიძემ დაადასტურა, რომ მძღოლს ის ეკონტაქტებოდა და თანხაც მან გადაუხადა.