გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა
საქართველოს დელეგაცია
ფოტო: Facebook
რამდენიმე წუთის წინ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ზალკალიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე იტყობინება.
“მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე. გაეროს ადმიანის უფლებათა საბჭომ ეს წუთია დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, რაც იმის დასტურია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა განაგრძობს ჩვენს მტკიცე მხარაჭერას და იზიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე რეაგირების საჭიროებას. ეს არის პასუხი ჩვენი გმირი ბიჭების თავდადებაზე“, - წერს ზალკალიანი.
გაეროს რეზოლუციაზე სპეციალურ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ავრცელებს:
“2018 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ - მიიღო. რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა წარადგინა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველოსა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. დავით ზალკალიანმა დელეგატებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით და ისაუბრა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად გასულ წელს საბჭოს პირდაპირი მოწოდებისა, უმაღლესი კომისრის ოფისს ჰქონოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება, საოკუპაციო ძალამ არ დაუშვა გაერო-სა და სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის შეღწევა ამ რეგიონებში.
ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის დელეგაციებმა. თავიანთ გამოსვლებში, აღნიშნული ქვეყნები მიესალმნენ საქართველოს თანამშრომლობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან. დელეგაციებმა ერთხმად გამოხატეს შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ისაუბრეს ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმების შესვლის საჭიროებაზე. თავის განცხადებაში ავსტრალიის დელეგაცია ასევე გამოეხმაურა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩვენო უბნების გახსნას და განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები მიუღებელია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გამომსვლელებმა მოუწოდეს საბჭოს წევრებს ქართული მხარის მიერ წარდგენილი რეზოლუციის მხარდაჭერისკენ.
რეზოლუციის განხილვისას სიტყვით ასევე გამოვიდა შვეიცარიის კონფედერაცია, რომელმაც გაიზიარა შეშფოთება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებთა მდგომარეობასთან დაკავშირებით და დააფიქსირა მხარდაჭერა ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის განხორციელების თაობაზე. შვეიცარიის დელეგაციამ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 9 მაისის განცხადებას, რომელშიც მან დაადასტურა მზადყოფნა კონსტრუქციული ნაბიჯების გადასადგმელად.
23 მარტს მიღებულ რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. ამასთან, საბჭო მიესალმება საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა, რეგიონულ თუ საერთაშორისო მექანიზმებთან.
რეზოლუციაში აღნიშნულია უმაღლესი კომისრის 2017 წლის ანგარიშში მოცემული შეფასებები და ხაზგასმულია საქართველოს რეგიონებში ეფექტური კონტროლის მქონე ძალის პასუხისმგებლობა - უზრუნველყოს ადგილზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.
რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასა და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის სახლების მიზანმიმართულ ნგრევასთან დაკავშირებით. ამასთანავე, გამოთქმულია შეშფოთება, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, კვლავაც ვერ ახერხებენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას.
დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონებში შესვლის საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეზოლუციაში არის მოწოდება - მოხდეს უმაღლესი კომისრის ოფისისა და მონიტორინგის სხვა მექანიზმების დაუყოვნებლივი შეღწევის უზრუნველყოფა.
ამასთან, ადამიანის უფლებათა საბჭო, მიღებული რეზოლუციით ავალებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, განაგრძოს საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების გაწევა და წარმოადგინოს ანგარიში რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით, საბჭოს მომდევნო - 38-ე და 39-ე სესიებზე“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ყველა სიახლე
15 აპრილი 2026, 21:43
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 21:35
მსოფლიო
The Wall Street Journal: ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ
13 მარტს, თეირანის ენყელაბის მოედანზე უზარმაზარი ბილბორდი გამოჩნდა. მასზე გამოსახული იყო ირანის ახლად არჩეული უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც სანგარში დგას და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლებს მტრების მიმართულებით რაკეტების გაშვების მითითებას აძლევს. ტექსტი მიანიშნებდა, რომ ეს მისია ღვთიური შთაგონებითაა ნაკარნახევი და ხამენეის ადარებდა იმამ ალის - მუსლიმთა შორის პატივსაცემ ფიგურას, რომელიც ებრაულ ტომებზე მოპოვებული ლეგენდარული გამარჯვებითაა ცნობილი - ირანის რეჟიმის ოპონენტებისთვის ეს გამოსახულება მათი ყველაზე საშინელი კოშმარის ვიზუალური გამოხატულებაა: მილიტარიზებული ირანი, რომელსაც უფრო ახალგაზრდა, რადიკალი ლიდერი მართავს და სადაც რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კიდევ უფრო დომინანტურ როლს ასრულებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ.
15 აპრილი 2026, 21:03
მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს
უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს. როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იტყობინება, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
15 აპრილი 2026, 20:53
საზოგადოება
ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია-რესტავრაცია, სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებისკენ მოძრაობის მიმართულება დროებით იცვლება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
17 აპრილიდან სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყება.
15 აპრილი 2026, 20:50
სამართალი
პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 აპრილს, ქალაქ სიღნაღში, ბრალდებულმა მიუსაფარ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ბასრი საგანი, რამაც ცხოველის დასახიჩრება გამოიწვია.
15 აპრილი 2026, 20:46
საზოგადოება
როგორი იქნება ფორმა საჯარო სკოლებში? - დიზაინი დამტკიცებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2026-2027 სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება. დიზაინი უკვე ცნობილია.
15 აპრილი 2026, 20:46
სამართალი
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გიგა ავალიანის მკვლელობის რეზონანსული საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ.
15 აპრილი 2026, 20:41
რეგიონი
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტში - აშენდება 1000-კაციანი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც ადგილობრივებს მოემსახურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, 1000 მაყურებლისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. პროექტი ისეთი სივრცის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მოემსახურება. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
15 აპრილი 2026, 20:41
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის (AIPA) გენერალურ მდივანს, ქემ ვიდიას შეხვდა.
15 აპრილი 2026, 20:41
მსოფლიო
El Pais: ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს
ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.
15 აპრილი 2026, 20:38
პოლიტიკა
მაია ბითაძე: მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის
მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის, - განუცხადა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
15 აპრილი 2026, 20:33
პოლიტიკა
ვის სურს ეკლესიის პოლიტიკურ მოედნად გამოყენება? - „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის განცხადება მმართველი გუნდისთვის თვალთმაქცობაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვის სურს ეკლესიის პოლიტიკურ მოედნად გამოყენება? „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ტაქტიკას უწუნებენ. თინა ბოკუჩავას განცხადება - „ერთობლივი მესიჯის პრობლემაა, რომ არ ვცდილობთ ამ მოედანზე შევიდეთ” - მმართველი გუნდისთვის თვალთმაქცობაა.
15 აპრილი 2026, 20:29
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოშია - მაიკლ ო’ ფლაერტს მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოშია. მაიკლ ო’ ფლაერტს მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა. შეხვედრები შედგა მინისტრებთან, გენერალურ პროკურორთან.
15 აპრილი 2026, 20:25
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სესიაზე, ეკონომიკური გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებზე - როგორ მიმდინარეობს აშშ-ში ვიზიტები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იუსტიციის მინისტრი შეერთებულ შტატებშია. პაატა სალია გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა, უპასუხა შეკითხვებსაც. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან.
15 აპრილი 2026, 20:24
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე: ამ ღონისძიების მთავარი ლაიტმოტივი არის მშვიდობა და სამართლიანობა და იმ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით, მშვიდობის ფასი ყველასთვის არის ძალიან მაღალი
იმ საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, მშვიდობის ფასი ყველასთვის არის ძალიან მაღალი. ძირითადად დისკუსია სწორედ ამ თემის ირგვლივ წარიმართება, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე
15 აპრილი 2026, 20:21
მსოფლიო
CNN: ბოლო მონაცემების თანახმად, რეგიონში კონფლიქტის დაწყებიდან, ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ირანსა და ლიბანში 5 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემების თანახმად, რეგიონში კონფლიქტის დაწყებიდან, ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ირანსა და ლიბანში 5 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 20:18
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად თურქეთშია - სტამბოლი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მასპინძლობს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად თურქეთშია. სტამბოლი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მასპინძლობს.
15 აპრილი 2026, 20:14
პოლიტიკა
კანონმდებელთა 19 შეკითხვა და პირველი დიპლომატის ინტერპელაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პროპაგანდა და ორკესტრირებული კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ - საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია.
15 აპრილი 2026, 20:11
პოლიტიკა
პაატა სალიამ გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტს საჯარო სერვისების ქართული რეფორმები გააცნო
ნიუ-იორკში მიმდინარე გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA-ს) 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესზე ისაუბრა.
15 აპრილი 2026, 19:55
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა.


