imedi /  04 აპრილი 2018, 14:26 / სანდო წყარო

გედევან ფოფხაძე: პატრიარქის მაგინებელ ნინია კაკაბაძეს რომ აირჩევ, ეს ეკლესიაზე თავდასხმაა

დეპუტატმა გედევან ფოფოხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ამის მიზეზი კი უმრავლესობის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის, ნინია კაკაბაძის მხარდაჭერა გახდა.

როგორც ფოფხაძე აცხადებს, მას აინტერესებს ვინ იყო ის 55 დეპუტატი, რომელმაც კაკაბაძეს მხარი დაუჭირა.

"პატრიარქის მაგინებელს რომ აირჩევ, ეს არის პირდაპირი თავდასხმა ეკლესიაზე", - განაცხადა ფოფხაძემ და დასძინა, რომ არც ქართული ოცნების დატოვებას არ გამორიცხავს.

საქართველოს პარლამენტში ნინია კაკაბაძე და იზაბელა ოსიპოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებად დაამტკიცეს. კაკაბაძეს, რომელიც უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების მიერ იყო წარდგენილი, მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი - 12 იყო.

„ნეტგაზეთი“ აქვეყნებს იმ დეპუტატების ჩამონათვალს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს, ან არ დაუჭირეს კაკაბაძის კანდიდატურას.

გამოცემის ცნობით, ნინია კაკაბაძეს მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ბაქრაძე დავით (ევროპული საქართველო); ბობოხიძე აკაკი (ევროპული საქართველო); ბერაია ირაკლი (ქართული ოცნება); ბერაია ირაკლი (დაჩი) (ქაქრთული ოცნება); ბოკერია გიგა (ევროპული საქართველო); ბოლქვაძე ანზორ (ქართული ოცნება); ბუკია გიგა (ქართული ოცნება); მაჭავარიანი ენძელა (ქართული ოცნება); მარგველაშვილი გენადი (ქართული ოცნება); მაკრახიძე იოსებ (ქართული ოცნება); მათიკაშვილი დავით (ქართული ოცნება); კობახიძე ირაკლი (ქართული ოცნება); კუჭავა კახაბერი (ქართული ოცნება); კილაძე სოფო (ქართული ოცნება); კვიჟინაძე პაატა (ქართული ოცნება); კედელაშვილი ზაზა (ევროპული საქართველო); კახიძე ოთარ (ევროპული საქართველო); კაპანაძე სერგი (ევროპული საქართველო); კანდელაკი გიორგი (ევროპული საქართველო); იონათანიშვილი რატი (ქართული ოცნება); თოლორაია ედიშერ (ქართული ოცნება); ზურაბიანი ცოტნე (ქართული ოცნება); ზურაბიშვილი სალომე (პარტიის გარეშე); რატიანი სერგო (ევროპული საქართველო); ოქრიაშვილი კახაბერ (ქართული ოცნება); ოხანაშვილი ანრი (ქართული ოცნება); ნავერიანი თამაზ (ქართული ოცნება); ნადირაშვილი ირმა (ევროპული საქართველო); მხეიძე დიმიტრი (ქართული ოცნება); მოსიძე გიორგი (ქართული ოცნება); მეშველიანი გოგი ( ქართული ოცნება); დამენია ლაშა (ევროპული საქართველო); გუნავა თენგიზ (ევროპული საქართველო); გულორდავა გოგა (ქართული ოცნება); გოცირიძე ელგუჯა (ქართული ოცნება); გოგორიშვილი ხათუნა (ევროპული საქართველო); ფრუიძე ირინე (ქართული ოცნება); ქაცარავა სოფიო (ქართული ოცნება); ქებურია ლელა (ევროპული საქართველო); ღვინიაშვილი გიორგი (ევროპული საქართველო); ყავლაშვილი მიხეილ (ქართული ოცნება); ჩანქსელიანი გოდერძი (ქართული ოცნება); ჩიქოვანი მამუკა (ევროპული საქართველო); ჩუგოშვილი თამარ (ქართული ოცნება); ძიძიგური ზვიად (ქართული ოცნება); წერეთელი გიორგი (ევროპული საქართველო); წილოსანი ნინო (ქართული ოცნება); ჭიაბერაშვილი ზრუაბ (ევროპული საქართველო); ხატიძე გიორგი (ქართული ოცნება); ხოშტარია ელენე (ევროპული საქართველო); ხუბულური თენგიზი (ქართული ოცნება); ხუციშვილი ზაზა (ქართული ოცნება); ჯაში მარიამ (ქართული ოცნება).

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მონაწილეობა მიიღო პატრიოტთა ალიანსმა. ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს დეპუტატებმა: ერქვანია ალექსანდრე (ქართული ოცნება); ხაბელოვი ლერი (ქართული ოცნება); ხაბარელი შოთა (ქართული ოცნება); გეგიძე ბიძინა (ქართული ოცნება); ბეჟანიძე ლევან (ქართული ოცნება); მაღეაძე გუგული (ქართული ოცნება); მარშანია ადა (საქართველოს პატრიოტთა ალიანსი); კუდბა სვეტლანა (ქართული ოცნება); კოპაძე გიორგი (ქართული ოცნება); კობალაძე კობა (ქართული ოცნება); ფოფხაძე გედევან (ქართული ოცნება); ნაკაიძე კობა (ქართული ოცნება).

პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ოთხი წევრი უნდა აერჩია. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია 12 კანდიდატს მისცა, მათგან ყველაზე დადებითი - ნინია კაკაბაძეს და ია მამალაძეს. ამის შემდეგ კაკაბაძის კანდიდატურა პარლამენტს საპარლამენტო უმცირესობამ წარუდგინა. მაგრამ პირველ კენჭისყრაზე დეპუტატებმა კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდეს. საკანონმდებლო ორგანომ თავდაპირველად მხოლოდ ორი წევრი დაამტკიცა - უმრავლესობის კანდიდატი ზაზა შათირიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებული კანდიდატი ბესიკ ლილუაშვილი.

ყველა სიახლე

13 აპრილი 2026, 01:03

საზოგადოება

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

საფლავთა კურთხევა

13 აპრილი 2026, 00:50

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

პიტერ მაგიარი

12 აპრილი 2026, 23:55

მსოფლიო

პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა

უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.

12 აპრილი 2026, 23:39

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას

არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.

12 აპრილი 2026, 23:30

კულტურა

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.

12 აპრილი 2026, 23:07

სპორტი

ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.

ცოტნე ჩხაიძე მაია ბოჭოიძე

12 აპრილი 2026, 22:55

სპორტი

მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია

პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

12 აპრილი 2026, 22:49

პოლიტიკა

მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.

12 აპრილი 2026, 22:30

პოლიტიკა

მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.

12 აპრილი 2026, 22:15

პოლიტიკა

ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მაკა ბოჭორიშვილი

12 აპრილი 2026, 22:04

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული

ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

12 აპრილი 2026, 21:52

პოლიტიკა

გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან

უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.

12 აპრილი 2026, 21:38

საზოგადოება

რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.

ტომაშ შუიოკი

12 აპრილი 2026, 21:29

მსოფლიო

ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე

მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.

12 აპრილი 2026, 21:25

მსოფლიო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.

12 აპრილი 2026, 21:25

საზოგადოება

წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.

12 აპრილი 2026, 21:15

საზოგადოება

მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე

„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.

12 აპრილი 2026, 21:02

საზოგადოება

უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.

ლაშა ჟვანია

12 აპრილი 2026, 20:33

საზოგადოება

ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო

2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.

12 აპრილი 2026, 20:30

საზოგადოება

დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე

მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.