imedi /  09 აპრილი 2018, 00:02 / სანდო წყარო

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი შესრულდა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

აქციებმა თბილისში პიკს 4 აპრილს მიაღწია. ამ დღეს მოეწყო ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია, ხოლო მთავრობის სახლის წინ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა და აქციის სხვა მონაწილეებმა შიმშილობა დაიწყეს. 

1989 წლის 7 აპრილს თბილისში შევიდნენ საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, აგრეთვე, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან.

9 აპრილს, 11 საათზე გამოცხადდა კომენდანტის საათი თბილისში, მაგრამ ცნობა მოსახლეობას ტელევიზიით კომენდატის საათის ამოქმედების შესახებ მხოლოდ 22 საათსა და 15 წუთზე მიეწოდა. ქალაქის სამხედრო კომენდანტად როდიონოვი დაინიშნა.

აქციის დარბევა დილის 4 საათზე დაიწყო. დარბევისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა  ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები გამოიყენეს.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე მოიწამლა. 

1989 წლის 9 აპრილიდან 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.

ყველა სიახლე

27 მარტი 2026, 13:46

სამართალი

პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ მითვისების, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის 4 პირი დაკავებულია. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

27 მარტი 2026, 13:39

სამართალი

პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.

27 მარტი 2026, 13:38

სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე - 1998 წელს დაბადებული ს.უ. და 1987 წელს დაბადებული ა.ქ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით დააკავეს.

შალვა პაპუაშვილი

27 მარტი 2026, 13:30

პოლიტიკა

პაპუაშვილი: საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის სხდომებს რომ ვუყურებთ, გვახსენდება 9 აპრილის შემდეგ, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, სადაც ისე ლანძღავდნენ ქართველებს, როგორც დღეს გვლანძღავენ ევროპარლამენტში

ევროპარლამენტის სხდომებს, რომ ვუყურებთ ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით, გვახსენდება 9 აპრილის შემდეგ, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, სადაც ზუსტად ისე ლანძღავდნენ ქართველებს, როგორც დღეს გვლანძღავენ ევროპარლამენტში,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილი: საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის სხდომებს რომ ვუყურებთ, გვახსენდება 9 აპრილის შემდეგ, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, სადაც ისე ლანძღავდნენ ქართველებს, როგორც დღეს გვლანძღავენ ევროპარლამენტში

27 მარტი 2026, 13:30

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საერთაშორისო საბანკო კონფერენციის საქართველოში გამართვა ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის, როგორც რეგიონის ფინანსური ცენტრის, მზარდ როლს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციისა (BACEE) და ქართუ ბანკის მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

27 მარტი 2026, 13:25

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 6 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

27 მარტი 2026, 13:23

საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა 1 აპრილიდან ქუთაისი-საჩხერე-ქუთაისის მიმართულებით ელექტრომატარებელს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა 1 აპრილიდან ქუთაისი-საჩხერე-ქუთაისის მიმართულებით ელექტრომატარებელს ნიშნავს.

გიორგი კობერიძე

27 მარტი 2026, 13:18

რეგიონი

გიორგი კობერიძე: წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარება პრიორიტეტად რჩება

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში - „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ - ქვეყნის წყალმომარაგების სფეროში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

27 მარტი 2026, 13:16

საზოგადოება

ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში, დარგის რეგულირების ახალ მექანიზმებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

27 მარტი 2026, 13:13

ჯანდაცვა

ფსიქოტროპული მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა. ახალი წესი 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება

ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა. ახალი წესი 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება და მიზნად ისახავს ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე კონტროლის გამკაცრებას, მათი არამიზნობრივი გამოყენებისა და არასათანადო მოხმარების პრევენციას. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

27 მარტი 2026, 13:12

რეგიონი

ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი უნებართვო კვების ობიექტის დემონტაჟი დასრულდა

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, განაშენიანების გეგმის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს მუშაობას უსახური და უნებართვო ობიექტების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების მიმართულებით.

27 მარტი 2026, 13:11

რეგიონი

ანსამბლ „ხულოს“ დაარსების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა

„ანსამბლი „ხულო“ უკვე 40 წელია ღირსეულად ემსახურება ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას. თქვენი მრავალწლიანი საქმიანობა მნიშვნელოვანი წვლილია ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარებაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს გადასცემთ ქართულ ტრადიციებსა და ფასეულობებს. გილოცავთ იუბილეს და გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებულ წელს, ახალ შემოქმედებით მიღწევებსა და ღირსეულ მოღვაწეობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

27 მარტი 2026, 13:11

საზოგადოება

საქართველო საერთაშორისო პლატფორმა Global Travel Awards-ის გამარჯვებულია

საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმაზე Global Travel Awards საქართველომ 2026 წლის საუკეთესო განვითარებადი ტურისტული მიმართულების „Best Emerging Travel Destination“ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვარლამ ლიპარტელიანი

27 მარტი 2026, 13:08

პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენი მიზანი და მოტივაციაა მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, უფრო მეტად იყვნენ ჩართულები არა მარტო პოლიტიკურ პროცესში, არამედ ადგილობრივ დონეზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი ქალაქის განვითარება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს იწყებს. ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი „იმედის დღეში“ პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობაზე და გუნდის გეგმებზე საუბრობს.

შალვა პაპუაშვილი

27 მარტი 2026, 13:08

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი პიტერ ანდრეოლის ვიზიტზე: მივესალმები, რომ ამ ვიზიტსაც შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონდა. ორმხრივი ურთიერთობების ნამდვილ საკითხებს ეხებოდა და არა გამოგონილ საკითხებს, როგორც ჩვენ წინა ადმინისტრაციის დროს გვქონდა

ეკონომიკურ საკითხებს ეხებოდა ეს ვიზიტი და ეს გვაძლევს იმ ოპტიმიზმის საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა ორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება და რაღაც გამოგონილ, ყალბ, ცრუ იდეალებზე, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის ვიზიტთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

27 მარტი 2026, 13:07

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გუშინ ვისმენდი ბატონ ვაშაძესთან სამი „პ“ , რომ არიან - პატიოსანიო, პროფესიონალიო, პატრიოტიო. „პ“-თი დაწყებულ სიტყვებს ნუ გაეთამაშებიან. შეიძლება სხვა სიტყვებიც მოჰყვება მათ რიგში

ამ ხალხმა მგონი ჭკუა ვერ ისწავლა. სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და ცხვირ აწეულები საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება და ჰგონიათ, რომ მათ ქართველი ხალხი ხელისუფლებას გააკარებს?!, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ხელისუფლებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებაზე.

ვარლამ ლიპარტელიანი

27 მარტი 2026, 13:06

პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: ყველასთვის ძალიან ემოციური და მტკივნეული იყო ჩვენი უწმინდესის გარდაცვალება, მაგრამ, თავისი გარდაცვალებით მან მოახერხა ის, რაც ალბათ, არც ერთ ჩვენგანს არ გვინახავს - მართლა შეძლო ჩვენი ერის გაერთიანება

ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან ემოციური, ძალიან მტკივნეული იყო ჩვენი უწმინდესის გარდაცვალება, მაგრამ თავისი გარდაცვალებით, მან მოახერხა ის, რაც ალბათ, არც ერთ ჩვენგანს არ გვინახავს და საქართველოს ისტორიაში, შეიძლება არც მომხდარა. იმხელა სითბო, სიყვარული დათესა ერში, რომ მან მართლა შეძლო ჩვენი ერის გაერთიანება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, გადაცემაში "იმედის დღე" განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

27 მარტი 2026, 13:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს გვყავს ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალიზმში გადავარდნილი ჯგუფი საქართველოს მოქალაქეებისა, რომელსაც უბრალოდ რომ დაანახებ ბრიუსელის რომელიღაც პრესკონფერენციის დარბაზს, რელიგიური საკურთხეველი ჰგონია

დღეს გვყავს ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალიზმში გადავარდნილი ჯგუფი საქართველოს მოქალაქეებისა, რომელსაც უბრალოდ რომ დაანახებ ბრიუსელის რომელიღაც პრესკონფერენციის დარბაზს, რელიგიური საკურთხეველი ჰგონია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

დონალდ ტრამპი

27 მარტი 2026, 13:02

მსოფლიო

ტრამპი მიესალმება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტში მონაწილეობა აეკრძალათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიესალმება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტში მონაწილეობა აეკრძალათ.

შალვა პაპუაშვილი

27 მარტი 2026, 13:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნატომ თავის პასუხისმგებლობაზე იფიქროს - იმაზე იფიქროს, 2008 წლიდან მოყოლებული რა მდგომარეობაში ჰყავდა საქართველო და უკრაინა. ცარიელ დაპირებებზე ვიყავით, რისკში ვიგდებდით საკუთარ თავს და ამის სანაცვლოდ არაფერი ხდებოდა

თვითონ ესტონეთები, ლატვიები და ლიტვები 50-50 კაცით იყვნენ ავღანეთში და ჩვენ 1500-ით ვიყავით, ამის სანაცვლოდ ჩვენ ვერ ვხედავთ ადეკვატურ პასუხებს ნატოს მხრიდან,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილი: ნატომ თავის პასუხისმგებლობაზე იფიქროს - იმაზე იფიქროს, 2008 წლიდან მოყოლებული რა მდგომარეობაში ჰყავდა საქართველო და უკრაინა. ცარიელ დაპირებებზე ვიყავით, რისკში ვიგდებდით საკუთარ თავს და ამის სანაცვლოდ არაფერი ხდებოდა