imedi /  16 აპრილი 2018, 12:48 / სანდო წყარო

სოფო კილაძე: გედევან ფოფხაძე არის ცილისმწამებელი კაცი

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მოადგილეს სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ფოფხაძის ხელმოწერა არ გაუყალბებია

"გედი არის ცილისმწამებელი კაცი და მას ჭორაობას და ცილისწამებას ურჩევნია ის საქმე გააკეთოს, რაშიც ხელფასს იღებს, იმიტომ რომ საერთოდ არ დადის კომიტეტზე. რაც შეეხება სავარაუდო დანაშაულს, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა: როგორ შემეძლო გამეყალბებინა ფაქსიმილე, როდესაც ფიზიკურად არ ვიყავი ქვეყანაში და ვიმყოფებოდი ჩინეთში. იურისტმა კაცმა უნდა იცოდეს , რომ თუ დანაშაულს დაფარავს, თვითონვე უნდა მიეცეს პასუხისგებაში. მაშინ გედის პასუხისმგებლობაზეც უნდა ვიფიქრო"-განაცხადა კილაძე.

გედევან ფოფხაძემ "იმედის კვირასთან" საუბარში განაცახდა, რომ სოფო კილაძემ მისი ფაქსიმილე გამოიყენა.

"მოხდა რაღაც კონფლიქტი ჩვენ შორის, მივლინებაში ყოფნის დროს ჩემი ფაქსიმილე ჩემი ნებართვის გარეშე გამოიყენა, მე ვერ გავიგე ეს რატომ გააკეთა და აღარ მაინტერესებდა ამ ადამიანთან ურთიერთობა. მოვიკითხე, ვთქვი "ხალხო ამას რატომ აკეთებს ეს ადამიანი?", ეს ხომ სისხლის სამართის დანაშაულია", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მმართველი გუნდის ყოფილი წევრის საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის მიზეზი თანაგუნდელების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერა გახდა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

21 ოქტომბერი 2018, 00:34

კულტურა

The Beatles-ის სიმღერის აკუსტიკური ჩანაწერი გავრცელდა ▶️

The Beatles-ის “თეთრი ალბომი” 1968 წელს გამოვიდა. Rolling Stone-მა გამოაქვეყნა აქამდე უცნობი ჩანაწერი სიმღერისა “While My Guitar Gently Weeps”, რომელიც ამ ალბომისთვის აკუსტიკურადაა ჩაწერილი.

მოგზაურობა

21 ოქტომბერი 2018, 00:30

ეკონომიკა

მოგზაურობისთვის ყველაზე იაფი ევროპული ქვეყნები დასახელდა

საბერძნეთში საკურორტე ზონები საბერძნეთში ბევრია და მოგზაურობის მსურველებსაც ფართო არჩევანი აქვს. რაც მთავარია, ამ ქვეყანაში დასვენება მცირე ბიუჯეტითაც შესაძლებელია, რადგან ამჟამად, საბერძნეთის ტურის ღირებულება 1 ადამიანისთვის 450 ლარიდან იწყება.

21 ოქტომბერი 2018, 00:14

კულტურა

ველური ბუნების საერთაშორისო ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ლონდონში Wildlife Photographer of the Year-ის გამარჯვებულები გამოავლინეს. ეს არის ველური ბუნების საერთაშორისო ფოტოკოკურსი, რომელსაც ბრიტანეთის ბუნების ისტორიის მუზეუმი ატარებს.

შშმ პირები

21 ოქტომბერი 2018, 00:05

საქართველო

ბათუმში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

პრეზენტაცია 2019 წელს განსახორციელებელი ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტების კონცეფციას ეხებოდა, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ბათუმის ბულვარში ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შშმ პირთათვის სანაპირო ზოლზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

სამეფო ოჯახი

20 ოქტომბერი 2018, 23:35

ტაბლოიდი

5 აკრძალვა, რომელსაც სამეფო ოჯახი არღვევს

BBC-მ სამეფო ოჯახის წევრებზე სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ეტიკეტით აკრძალულ ქცევები აღწერა. კოდექსი, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების საჯარო სივრცეში ქცევებს არეგულირებს, დაუწერელი კანონია, მაგრამ მას რამდენიმე ასწლეულია, ტრადიციებისამებრ, იცავენ.

დაცული ტერიტორიები

20 ოქტომბერი 2018, 23:33

ეკონომიკა

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 9 თვეში 974 827 ვიზიტორი ეწვია

დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი უცხოელი ესტუმრა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. 9 თვის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებია: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ოკაცეს კანიონი, თბილისის ეროვნული პარკი.

ონოკოლოგიური პაციენტი

20 ოქტომბერი 2018, 23:02

საქართველო

ზურაბიშვილი პრეზიდენტობის შემთხვევაში ონკოლოგიური პაციენტებისთვის პირობების გაუმჯობესებას გეგმავს

როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ის შეშფოთებულია, რომ დღეს ონკოლოგიური პაციენტები საქართველოდან ისევ საზღვარგარეთ მიდიან და მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოში არ არის. მისი თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკიტხი იქნება, რომლის მოგვარებაზეც იზრუნებს.

სიცივე

20 ოქტომბერი 2018, 22:48

ტექნოლოგიები

სპეციალისტები განმარტავენ, რატომ ვკანკალებთ სიცივეში

სპეციალისტების შეფასებით, ადამიანის ორგანიზმი ძალიან ჭკვიანი მექანიზმია. ხშირად ადამიანებმა არ ვიცით, რატომ გვემართება უცნაური მოვლენები. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ექიმების“ ეთერში სპეციალისტებმა ისაუბრეს, რა მოსდის ადამიანის ორგანიზმს სხვადსხვა სიტუაციაში.

ჯაფარიძე

20 ოქტომბერი 2018, 22:26

ძალოვნები

ზურაბ ჯაფარიძე მთავარი სამმართველოდან გაათავისუფლეს

დედა ენის ბაღში, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე დაკავებული ზურაბ ჯაფარიძე გათავისუფლდა. პოლიციის სამმართველოს შენობა მან რამდენიმე წუთის წინ ადვოკატთან ერთად დატოვა.

თუშეთი

20 ოქტომბერი 2018, 22:11

საქართველო

თუშეთის საავტომობილო მაგისტრალი გაზაფხულამდე დაიკეტა

ახემტის მერის მოადგილის განცხადებით, ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკა. თუშეთში გადადგილება ამიერიდან მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. როგორც იცით გასული წლიდან მოქმედებს თუშეთის მიმართა ავიერესები, რითაც ადგილობრივები და მესაზღვრეები სარგებლობენ

20 ოქტომბერი 2018, 22:02

ძალოვნები

მთავარ სამმართველოში სამი დაკავებული რჩება, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძე

დიღმის მთავარი სამმართველო "გირჩის" რამდენიმე წევრმა იაგო ხვიჩიამ, ნიკა ობოლაძემ და ვახტანგ მეგრელიშვილმა დატოვა. მათი თქმით სამართალდამცველები ძირითადად კითხვებს იმის შესახებ უსვამდნენ, გააჩნდა თუ არა ზურაბ ჯაფარიძეს მარიხუანა.

20 ოქტომბერი 2018, 22:00

ინტერვიუ

„9 წელს კი არა, 90 წელს გაგრძელდება ლაპარაკი, რომ აღარასოდეს განმეორდეს ის უბედურება“

რამ მისცა ბიძგი ბადრი პატარკაციშვილის საქმის გამოძიებას

პიტერ დინკლეიჯი

20 ოქტომბერი 2018, 21:52

კულტურა

პიტერ დინკლეიჯმა თავისი პერსონაჟის ბედის შესახებ მინიშნება გააკეთა

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობმა პიტერ დინკლეიჯმა საზოგადოებას თავისი პერსონაჟის ტირიონ ლანისტერის სიკვდილთან დაკავშირებით მინიშნება მისცა. ამის შესახებ მან გამოცემა Vulture-სთან ინტერვიუს დროს თქვა.

20 ოქტომბერი 2018, 21:39

ვიდეო

„ძალა ერთობაშიას“ სარჩელი ცესკო-ს წინააღმდეგ

იაგო ხვიჩია

20 ოქტომბერი 2018, 21:39

ძალოვნები

იაგო ხვიჩია პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს.მანამდე პოლიციამ „გირჩის“ ლიდერები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციის განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გადაიყვანა.

20 ოქტომბერი 2018, 21:37

ვიდეო

პრეზიდენტობის კანდიდატებმა ამომრჩევლებთან შეხვედრები დედაქალაქსა და რეგიონებში გამართეს

20 ოქტომბერი 2018, 21:33

ვიდეო

შიდაპარტიული კვლევები

რუსეთის პატრიარქი კირილი

20 ოქტომბერი 2018, 21:30

მსოფლიო

რუსეთის ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქს განხეთქილების შემომტანი უწოდა

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი განხეთქილების შემომტანია. ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების თავმჯდომარემ მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა.

20 ოქტომბერი 2018, 21:27

ვიდეო

ოკუპანტებმა ოკამის ორი მკვიდრი გაიტაცეს

20 ოქტომბერი 2018, 21:23

ვიდეო

ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმე