imedi /  16 აპრილი 2018, 20:36 / სანდო წყარო

ოჯახში ძალადობის პრევენციაზე ევროპელებს ორი ინიციატივა აქვთ

ოთარ კახიძე

ოთარ კახიძე

ოჯახში ძალადობისი პრევენციასთან დაკავშირებით, ევროპულ საქართველოს ორი ინიციატივა აქვთ. ამის შესახებ ოთარ კახიძემ თქვა. პირველი ინიციატივის თანახმად, ძალადობის ნიშნების არსებობის ან მუქარის შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერის გამოწერის ნაცვლად, ადამიანი უნდა დააკავონ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივა ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის გულისხმობს, რომ ძალადობის ნიშნების არსებობის ან ძალადობის მუქარის შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერის ნაცვლად, პირის დაკავება და მოსამართლის წინაშე მისი წარდგენა მოხდეს. ეს სავალდებულო იყოს, როგორც ამერიკის ძალიან ბევრ შტატშია, ვინაიდან იქაც ანალოგიური პრობლემა იდგა, როდესაც შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ მოძალადეები უფრო მძიმე დანაშაულს ჩადიოდნენ, მათ შორის მსხვერპლის სიცოცხლის ხელყოფით მთავრდებოდა“, – აცხადებს კახიძე.

მეორე ინიციატივა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის სანქციების გამკაცრებას გულისხმობს: "თუ დღეს განზრახ მკვლელობისთვის 7-დან 15 წლამდე პასუხისმგებლობაა განსაზღვრული, ის გაიზარდოს და 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაზღვროს. რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას, აქ უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა გვქონდეს“, – განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეს საკითხი მას შემდეგ გახდა კიდევ უფრო აქტუალური რაც 13 აპრილს ბარნოვის ქუჩაზე 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული, დაღუპულის დედის მეგობარი კაცი 1972 წელს დაბადებული ვეფხია ბაქრაძეა, რომელიც სოფელ თელეთში დააკავეს. დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

გაირკვა, რომ ვეფხია ბაქრაძე პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული, რაზეც დღეს მარგველაშვილმა განმარტება გააკეთა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

16 იანვარი 2019, 09:41

მსოფლიო

ნიუ-იორკში 50 წლის წინ აგებული ხიდის დემონტაჟი მოხდა

ხიდის დემონტაჟს მეგაპოლისის მცხოვრებლებიც აკვირდებოდნენ. სანაპირო დაცვის სამსახურს ხიდის გარშენო კილომეტრიანი რადიუსი გადაკეტილი ჰქონდა. ასევე მისი შემცვლელ ხიდზე, რომელიც 2017 წელს ააგეს, მოძრაობა 45 წუთით აკრძალეს.

16 იანვარი 2019, 09:32

კულტურა

The Cranberries-ის მუსიკოსებმა ინტერნეტში ახალი სინგლი ატვირთეს

სიმღერას All Over Now ჰქვია. ქსელში მისი აუდიოვერსია უკვე ხელმისაწვდომია. ფირფიტის გამოცემა კი აპრილისთვის დაიგეგმა. სინგლს გარდაცვლილი მომღერლის დედა გამოეხმაურა და აღნიშნა რომ დოლორეს ორიორდანი ამის გამო ბედნიერი იქნებდა.

პარლამენტი

16 იანვარი 2019, 09:23

მსოფლიო

ბრიტანეთის პარლამენტში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ

მას შემდეგ რაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტში კანონმდებლებმა Brexit-ის შესახებ ტერეზა მეის მთავრობის გეგმას მხარი არ დაუჭირეს, ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას ითხოვს.

მისი ელიოტი

16 იანვარი 2019, 09:13

კულტურა

„სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში“ მისი ელიოტი შეიყვანეს

მისი ელიოტმა მუსიკალური კარიერა 1989 წელს, არენბი ჯგუფში Sista დაიწყო, მოგვიანებით კი ჰიპ ჰოპ კოლექტივ Swing Mob-ს შეუერთდა. სადებიუტო სოლო ალბომი Supa Dupa Fly არტისტმა 1997 წელს ჩაწერა.

მთავარი პროკურატურა

16 იანვარი 2019, 09:11

ძალოვნები

საპროკურორო საბჭო ახალ თავმჯდომარეს ირჩევს

არჩევნების ჩატარება ახალი კონსტიტუციის და პროკურატურის შესახებ ორგანული კანონის ამოქმედების შედეგად გახდა საჭირო. რადგან საქართველოს მთავარი პროკურატურა გენერალურ პროკურატურად გარდაიქმნა და საქართველოს იუსტიციის მინისტრი საბჭოს წევრი აღარ იქნება.

ჯვრის მონასტერი

16 იანვარი 2019, 09:02

საქართველო

ჯვრის მონასტერი ისევ დაკეტილია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ ჯვრის მონასტრის ჭიშკარი მალე გაიღება. ის ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად მუშაობს ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომლის განხორციელების შემდეგაც ვითარება მოწესრიგდება.

პოლიცია

16 იანვარი 2019, 08:54

ძალოვნები

პოლიციამ ვერაზე ინციდენტისას დაჭრილი ზურა კუჭავა გამოკითხა

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ტატიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მას, სავარაუდოდ, 6 ტყვია აქვს მოხვედრილი. სროლის შემდეგ მძღოლმა მანქანა მიატოვა, რის შემდეგაც ავტომობილი დაგორდა და მელიქიშვილის ქუჩაზე გაჩერებულ მანქანას შეეჯახა.

რიანა

16 იანვარი 2019, 08:44

ტაბლოიდი

მომღერალი რიანა თავის მამას სასამართლოში უჩივის

რიანას სრული სახელი და გვარია რობინ რიანა ფენტი, მისმა მამამ კი რონალდ ფენტიმ დაარსა კომპანია, რომელსაც Fenty Entertainment-ი უწოდა. მომღერალი უკმაყოფილოა იმით, რომ მის გვარს კომერციული მიზნებისთვის იყენებენ.

16 იანვარი 2019, 08:39

ძალოვნები

რეგიონებში სიჩქარის მზომი კიდევ 18 სექციური „ჭკვიანი“ კამერა ამოქმედდა

ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1 441 ვიდეოკამერა მუშაობს, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი - ე.წ. "ჭკვიანი" ვიდეოკამერა. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით უკვე 375 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება.

პოლიცია

16 იანვარი 2019, 08:18

მსოფლიო

კენიაში სასტუმროზე თავდასხმას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

დაღუპულთა რაოდენობის შესახებ სხვა ვერსიებიც ვრცელდება. Reuters-ი წერს, რომ შესაძლოა სულ მცირე 15 ადამიანია დაღუპული.სროლისა და აფეთქებების ხმა სასტუმროში რამდენჯერმე გაისმა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებს შორის იყვნენ თვითმკვლელებიც.

დროშები

16 იანვარი 2019, 08:08

ეკონომიკა

ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრი ქვეყნებისთვის €13 მილიარდის გამოყოფას აპირებს

გამოყოფილი თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. ამავე ცნობით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრ ქვეყნებში საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ინფრასტრუქტურის განვითარება ამ ქვეყნების ეკონომიკურ აღმავლობასა და სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყობს ხელს.

გზა

16 იანვარი 2019, 08:02

საქართველო

ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კმ-მდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

16 იანვარი 2019, 07:50

სპორტი

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში გავიდა

1/16 ფინალში ბასილაშვილი სტეფანოს ციციპასს შეხვდება, რომელმაც პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ოთხ სეტში მოუგო სერბ ვიქტორ ტროიცკის – 6:3, 2:6, 6:2, 7:5.

შოვი

16 იანვარი 2019, 00:56

ძალოვნები

შოვში თოვლის ფესტივალზე დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ

ონის მუნიციპალიტეტში კურორტ შოვში დაკარგულ 23 წლის ბიჭს ეძებენ. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. ახალგაზრდა ბოლოს თოვლის ფესტივალზე 12 იანვარს ნახეს. ფესტივალის ტერიტორიის დატოვების შემდეგ კი აღარავის უნახავს.

ბაყაყები

16 იანვარი 2019, 00:51

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე მარტოხელა ბაყაყმა მეორე ნახევარი იპოვა

მეცნიერები დიდი ხანის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ რომეო ამ ჯიშის უკანასკნელი ბაყაყი იყო დედამიწაზე. დიდი ხნის მანძილზე ის ბოლივიის მუზეუმში მარტო ცხოვრობდა. პარტნიორის მოსაძებნად მეცნიერებმა რომეოს სოციალურ ქსელში გვერდიც კი შეუქმნეს. მალევე მათ ბოლივიის მთებში ჯულიეტასაც მიაგნეს.

უკრაინის არჩევნები

16 იანვარი 2019, 00:31

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატთა სიას კიდევ სამი პოლიტიკოსი დაემატა

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კიდევ სამი კანდიდატი დაარეგისტრირა. ესენი არიან: თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „სამოქალაქო პოზიციის“ თავმჯდომარე ანატოლი გრიცენკო, პარტია „ჩვენების“ ლიდერი ევგენი მურაევი და რადის ვიცესპიკერი ვიტალი კუპრი.

ჟან-კლოდ იუნკერი დონალდ ტუსკი

16 იანვარი 2019, 00:12

მსოფლიო

Brexit-ზე კენჭისყრას ევროკომისიისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტები გამოეხმაურნენ

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ისტორიული კენჭისყრა დასრულდა. კანონმდებლებმა Brexit-ის შესახებ ტერეზა მეის მთავრობის გეგმას მხარი არ დაუჭირეს. ტერეზა მეის გეგმას მხარდაჭერა 202-მა კანონმდებელმა გამოუცხადა, 432-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

კენჭისყრა ვესტმინსტერში

15 იანვარი 2019, 23:39

მსოფლიო

ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის სამთავრობო გეგმას მხარი არ დაუჭირა

Brexit-ამდე 73 დღით ადრე ტერეზა მეის გეგმას მხარდაჭერა 202-მა კანონმდებელმა გამოუცხადა, 432 კი წინააღმდეგი წავიდა. Brexit-ის საკითხზე დებატებმა მთლიანობაში სრული 8 კალენდარული დღე წაიღო. დებადებზე 55 საათი და 43 წუთი დაიხარჯა, რა დროსაც სიტყვის უფლება 425-მა კანონმდებელმა გამოიყენა.

ნიკოლას მადურო

15 იანვარი 2019, 23:25

მსოფლიო

ვენესუელის პარლამენტმა პრეზიდენტი უზურპატორად გამოაცხადა

ვენსუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ უზურპატორად გამოაცხადა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება უმოქმედოა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

15 იანვარი 2019, 23:00

ძალოვნები

სუსის რეგიონულ სამსახურებში ახალი უფროსები დანიშნეს

სახელმწიფო უსაფრთხოების რამდენიმე რეგიონული სამსახურის უფროსის დანიშვნის შესახებ ბრძანებას უწყების ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ხელი უკვე მოაწერა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ადასტურებს.