საქართველოს გზებზე საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას მოითხოვენ
ფოტო: გზების დეპარტამენტი
„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
მესხიშვილი გზებზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მოითხოვს.
"მხოლოდ 3 დღეში, ავტოსაგზაო შემთხვევებში დაიღუპა 11 და დაშავდა-დასახიჩრდა 30-ზე მეტი ადამიანი. ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ვიზიარებთ გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას, რომელთა შორის ერთ-ერთი ამერიკის საელჩოს თანამშრომელია (ჩვენი ინფორმაციით). კვლავ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები.
მივმართავთ საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით, სადაც გათვალისწინებულია აუდიტის სამსახურის დასკვნაც, რომლის უმეტეს ნაწილსაც ჩვენი ასოციაცია ეთანხმება. წარმოგიდგენთ დაუყოვნებლივ შესასრულებელ რეკომენდაციებს:
1. ტრანსპორტის სექტორი გაბნეულია სხვადასხვა სამინისტროში (შსს, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის და ინფრასტრუქტურის სამინისტროები), რის გამოც უწყებებს შორის კომუნიკაცია არის გართულებული და არაფექტიანი. ეს პრობლემა, განსაკუთრებით მწვავედ აისახება საგზაო უსაფრთხოების მიმართულებაზე.
2.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არ ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის აღრიცხვის ბარათის სრულყოფილად შევსება - რაც შემთხვევის გამომწვევი მიზეზისა და ადგილმდებარეობის არასათანადოდ აღრიცხვაში მდგომარეობს.
3. დღემდე ვერ მოხერხდა „შავი წერტილების“-ს ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა. თვითონ ტერმინიც არ არის დამკვიდრებული მოქმედ კანონმდებლობაში. შეგახსენებთ, რომ "შავი წერტილი" წარმოადგენს გზის ისეთ მონაკვეთს, სადაც ავტოსატრანსპორტო შემთხვევები ხშირად ფიქსირდება. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე წარმოდგენილი პრობლემები ხშირად მსგავსია და მათი მოგვარება შესაძლებელია შესაბამისი ჩარევით. მსოფლიო ბანკის მიხედვით, „შავი წერტილისთვის“ დამახასიათებელი 2 გარემოებაა:
მომეტებული რისკის შემცველი ადგილი, განგრძობითი შეჯახებების ისტორიით, რომელიც არ წარმოადგენს შემთხვევით სტატისტიკურ ცდომილებას.
ადგილი, რომელიც ხასიათდება მსგავსი ტიპის შეჯახებების ტენდენციით და გამოწვეულია ერთი ან რამდენიმე მიზეზით, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია შეჯახების გამომწვევი მიზეზის გამოსწორებით.
2015 წელს პრობლემურ მონაკვეთებზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებზე ფატალური შემთხვევების 38% მოდის, რაც ნიშნავს, რომ პრობლემური მონაკვეთების მოგვარებით შესაძლებელია ავტოსატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული ფატალური შემთხვევების მნიშვნელოვნად შემცირება.
აუდიტის შედეგად, გამოვლინდა, რომ „შავი წერტილების“ იდენტიფიცირების თვალსაზრისით, პრობლემა იკვეთება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილმდებარეობის დადგენის სიზუსტეში.
4. დღეს მართვის მოწმობის აღება შეუძლია ყველას და ამისთვის ავტომობილის მართვის ცოდნა სულაც არ არის საჭირო. გავრცელებულია ე.წ. "ავტოსკოლები", რომლებიც კოდირების და ხრიკების გზით ამზადებენ მოსწავლეს. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ტესტი შედგენილია თუნდაც თქვენთვის უცხო ენაზე, თქვენ მაინც ახერხებთ თეორიული გამოცდის ჩაბარებას. დღემდე ვერ მოხერხდა პრაქტიკული გამოცდის ქალაქის რეალურ სივრცეში გატანა და ის კვლავ დახურულ მოედანზე წარმოებს.
5. ცნობილია, რომ "მკვლელ დარღვევებს" განეკუთვნება, თრობის ქვეშ საჭის მართვა და სიჩქარის გადაჭარბება. ზედმეტად ლოიალურია კანონმდებლობა მთვრალი პირის მიმართ, რომელსაც საერთაშორისო პრაქტიკაში "პოტენციურ მკვლელს" უწოდებენ. მართვის უფლების შეჩერება 6 თვის ვადით, მითუმეტეს 3 თვის შემდეგ თანხის სანაცვლოდ შესაძლებელია მართვის მოწმობის კვლავ აღდგენა.
6. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, საერთოდ არ მიმდინარეობს სოციალური კამპანია, რომელსაც აქტიურად მიმართავს ყველა წარმატებული ქვეყანა
და ბოლოს, უნდა დაინერგოს უსაფრთხო სისტემის მიდგომა („Safe System“ Approach) - ეფუძნება ვარაუდს, რომ ადამიანი ყოველთვის დაუშვებს შეცდომებს, რის გამოც, საგზაო უსაფრთხოება მხოლოდ ადამიანის გამოსწორებაზე მუშაობით ვერ მიიღწევა. მნიშვნელოვანია, ადამიანის გარე ძალების
მიმართ ამტანობის გათვალისწინება და სატრანსპორტო სისტემის ისე მოწყობა, რომ ადამიანი, შეცდომის დაშვების შემთხვევაშიც კი, არ დაექვემდებაროს ძალას, რომლის მიმართაც შეუძლებელია მისი სიცოცხლის შენარჩუნება. უსაფრთხო სისტემის მიდგომის მნიშვნელოვანი ელემენტია სიჩქარის მართვა, ვინაიდან კინეტიკური ძალის შემცირება პირდაპირ ზემოქმედებს სიცოცხლის შენარჩუნებაზე. აღნიშნული პრინციპი გაეროს საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის და სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული სტრატეგიის ქვაკუთხედია. აღნიშნული პრინციპის საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში გათვალისწინება და იმპლემენტაცია წარმატებულია რიგ ქვეყნებში: ირლანდია, პოლონეთი, კატარი, ავსტრალია და სხვა",- წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ყველა სიახლე
03 სექტემბერი 2026, 00:56
მსოფლიო
ტრამპი: ირანის წინააღმდეგ აშშ-ის განახლებული სამხედრო კამპანია ხანგრძლივი არ იქნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ამერიკის განახლებული კამპანია „ძალიან დიდხანს“ არ გაგრძელდება, მას შემდეგ, რაც თეირანსა და ვაშინგტონს შორის ივლისის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ცეცხლის გაცვლა მოხდა.
03 სექტემბერი 2026, 00:40
მსოფლიო
„მე მათ გამოვაქვეყნებ, თუმცა ვიცი ამ ვიდეოების შესახებ, ამის შესახებ ძალიან აქტიურად მსმენია“ - დონალდ ტრამპმა უკრაინაში იძულებითი მობილიზაციის შესახებ გავრცელებულ ვიდეოებზე ისაუბრა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე მობილიზაციის პროცესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრების შესახებ.
02 სექტემბერი 2026, 22:09
მსოფლიო
რუბიო უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე: ეს საკითხი განიხილება - თუმცა, ეს არ არის სწრაფი გამოსავალი, წარმოების გაფართოებასა და ქარხნების მშენებლობას, ლიცენზიის არსებობის შემთხვევაშიც კი, რამდენიმე წელი სჭირდება
აშშ უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გადაცემა The Brian Kilmeade Show-ს ეთერში განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 21:53
მსოფლიო
უკრაინული მედია: ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება
ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ირლანდიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 21:37
საზოგადოება
ლუქსემბურგიდან საქართველოს ავიაექსპედიცია ეწვია
ლუქსემბურგიდან საქართველოს ავიაექსპედიცია ეწვია
02 სექტემბერი 2026, 21:28
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს გაეცნო
02 სექტემბერი 2026, 21:13
მსოფლიო
ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების გადაცემას დაპირდნენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების გადაცემას დაპირდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ირლანდიის ქალაქ უიკლოუში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და პარტნიორების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 20:40
კულტურა
X-XI საუკუნეების ისტორიული არტეფაქტები რუსთაველის გამზირზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შუა საუკუნეების თბილისი და X-XI საუკუნეების არტეფაქტები - თბილისი რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მიმოსვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა, კონკრეტული არქეოლოგიური მასალითაც დასტურდება. რუსთაველის გამზირზე აღმოჩენილ მასალას მეცნიერული კვლევა ჩაუტარდება.
02 სექტემბერი 2026, 20:36
საზოგადოება
26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფი უკვე საქართველოშია - ლუქსემბურგიდან ჩამოსული ავიაექსპედიციის ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში 8 სექტემბრამდე დარჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფი უკვე საქართველოშია. ლუქსემბურგიდან ჩამოსული ავიაექსპედიციის ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში 8 სექტემბრამდე დარჩება. მანამდე, ექსპედიციის წევრები ნახავენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და მონაწილეობას მიიღებენ კაჭრეთში, საავიაციო სოფლის გახსნაში.
02 სექტემბერი 2026, 20:33
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ჩვენ გეგმა-გრაფიკის მიხედვით ვახორციელებთ სამუშაოებს და 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული და შესაბამისად, უკვე ნათელია მისი მასშტაბი, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.
02 სექტემბერი 2026, 20:31
რეგიონი
ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა, რეაგირება ქიმიურ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე - უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება ბათუმში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება ბათუმში.
02 სექტემბერი 2026, 20:27
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: დასტურდება ის, რაზედაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელში სერიოზული პრობლემებია
დასტურდება ის, რასაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელში სერიოზული პრობლემებია. პირველ რიგში კი მათ მმართველ კლასში და იმ პოლიტიკაში, რასაც ისინი აყალიბებენ არა ევროპელი ხალხის დაკვეთით, არამედ გარე ძალების დაკვეთით - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
02 სექტემბერი 2026, 20:26
ეკონომიკა
ანაკლიის პორტი როგორც შუა დერეფნის ახალი სატრანსპორტო ცენტრი - ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ანაკლიის პორტი, როგორც შუა დერეფნის ახალი სატრანსპორტო ცენტრი - წამყვანი საზღვაო მედია პლატფორმა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ეხმიანება.
02 სექტემბერი 2026, 20:25
პოლიტიკა
რატომ აღარ არის მიმზიდველი ევროგაერთიანება თავად ევროპელებისათვის - ისლანდიელი ხალხის უარი ევროკავშირს მეოთხე დღეა პოლიტიკური შეფასებების საგანია. დეტალები „ქრონიკაში“
უკვე მეოთხე დღეა ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, ევროპულ პოლიტიკურ წრეებში განხილვის საგანია.
02 სექტემბერი 2026, 20:21
სამართალი
ლაზარე ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი, რომელიც პატიმარი ექსპრემიერის სპეკულაციებს პასუხს სცემს - კორუფციული დანაშაულის გადაფარვის მცდელობა, თვითდაზიანების პოლიტიკა და სარგებელი ოპოზიციას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გამოქვეყნებულ განცხადებაში ღარიბაშვილი კითხვის ნიშნის ქვეშ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობას აყენებს. იმას, რაც ოპოზიციისთვის სარწმუნო აღმოჩნდა, ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი აბათილებს.
02 სექტემბერი 2026, 20:17
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა უნდა მოემზადოს ევროპული უსაფრთხოების ახალი ეპოქისთვის
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს „ევროპული უსაფრთხოების ახალი ეპოქისთვის“.
02 სექტემბერი 2026, 20:12
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობა“ ნდობის აღდგენის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარს არასდროს იტყვის, გაერთიანების გზა კი მხოლოდ შერიგებაზე გადის - ასეთია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია.
02 სექტემბერი 2026, 19:57
საზოგადოება
6 სექტემბერს, პირველად საქართველოში, თაიგულის ყვავილების ფესტივალი გაიმართება
6 სექტემბერს, 13:00 საათზე Expo Georgia-ს მესამე პავილიონში, პირველად საქართველოში გაიმართება თაიგულის ყვავილების ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მეწარმეები და ფლორისტები მიიღებენ. ფესტივალის მიზანია ქართული ყვავილების წარმოების ხელშეწყობა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ქართული წარმოების სათაიგულე ყვავილები.
02 სექტემბერი 2026, 19:52
პოლიტიკა
ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ
ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ
02 სექტემბერი 2026, 19:48
მსოფლიო
ტრამპი: ახლა, როდესაც ჰორმუზის სრუტეს აშშ აკონტროლებს, ხომ არ უნდა შევუცვალოთ სახელი და დავარქვათ „ტრამპის სრუტე“?
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში წამოაყენა იდეა, რომ ახლო აღმოსავლეთში მდებარე სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეს სახელი შეეცვალოს და მის პატივსაცემად „ტრამპის სრუტე“ ეწოდოს.


