imedi /  16 მაისი 2018, 20:20 / სანდო წყარო

პარლამენტმა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტის პლენარულმა სხდომამ კანონპროექტი „მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის“ შესახებ პირველი მოსმენით დღეს განიხილა და უმრავლესობით დაამტკიცა.

კანონპროექტი დეპუტატებს მისმა ავტორმა დიმიტრი ხუნდაძემ წარუდგინა და ქვეყანაში დემოგრაფიული კუთხით არსებულ პრობლემებზე პრეზენტაციაც გამართა.     

როგორც დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, 2050 წლისთვის საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება.  

ხუნდაძის თქმით, კანონპროექტის შემუშავების მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის საჭიროებაა.

ინიციატივის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტით დასაფინანსებელი იქნება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია და სხვა ხელშემწყობი პროგრამები.

„კანონპროექტის მიზანია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ენიჭება  მშობელს ასაკის შეუზღუდავად. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება  მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი ელექტროენერგიის სუბსიდიის სახით მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე- დამატებით 10-10 ლარს.“- განაცახდა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატის ინფორმაციით, 2014  წლის აღწერით, საქართველოში 12 369 ოჯახია, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს.

სულ საქართველოში 9 316 ოჯახია, სადაც ოთხი ბავშვი ცხოვრობს. მათ ელექტროენერგიის მოხმარებაზე თვეში 20 ლარიანი  შეღავათი ექნებათ, რაც ჯამში 2235840 ლარია;  5 ბავშვიანი ოჯახები კი 2190-ია. მათ თვეში 30 ლარის შეღავათი (20 ლარს + 10 ლარი მე-5 ბავშვისთვის) ექნებათ, რაც მთლიანობაში 788400 ლარს შეადგენს; 6 ბავშვისგან შემდგარი ოჯახი სულ 583-ის, ისინი თვეში 40 ლარიან შეღავათს მიიღებენ, რაც მთლიანობაში 280 000 ლარია; ხოლო 7 და მეტ შვილიანი ოჯახები 280-ია და ჯამში თანხა 184560 ლარს შეადგენს. ყველა კატეგორიაზე  თანხის საერთო მოცულობა დაახლოებით 3489000 ლარია. რაც ასევე მნიშვნელოვანია, მიღებული შეღავათი სოციალურად დაუცველების ქულებზე გავლენას არ მოახდენს.       

„შეღავათს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც რეგისტრირებული იქნებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ისა.   თებერვლის მონაცემებით კი ბაზაში რეგისტრირებულია 7525 მრავალშვილიანი ოჯახი, რომელთა 99.8% აქვს 300 000 და ნაკლები ქულა. აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შეღავათს  მრავალშვილიანი ოჯახების დიდი უმრავლესობა მიიღებს. შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში ჩაიწერება, რომ სარეიტინგო ქულის მისანიჭებლად, აღნიშნული შეღავათი გათვალისწინებული არ იქნება“, - აღნიშნა დეპუტატმა.

რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, ამ  სტატუსის მატარებელთა დახმარება მხოლოდ  ელექტროენერგიის სუბსიდირებით არ შემოიფარგლება. ისინი სხვადასხა მიმართულების - სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სპორტულ აქტივობებშიც ჩაერთვებიან. კანონპროექტის ავტორები დიმიტრი ხუნდაძე და აკაკი ზოიძე არიან.

არქივი

ბახმარო

19 აგვისტო 2018, 15:50

საქართველო

ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება

„გენერალური გეგმა მოიცავს ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევის კონცეფციასაც. ის შემუშავებულია ოთხი სეზონის კურორტის კონცეფციიდან გამომდინარე. ბახმაროს უახლოეს პერიოდში დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება“, - ამბობს მინისტრი.

ჯული ჯენდერი

19 აგვისტო 2018, 15:47

ტაბლოიდი

ახალზელანდიელი მინისტრი სამშობიარომდე ველოსიპედით მივიდა

მწვანეთა პარტიის წარმომადგენლმა ჯული ჯენდერმა ორსულობის 42-ე კვირაში იმშობიარა. მან და მისმა პარტნიორმა სოციალურ ქსელში ფოტოები უკვე დადეს. აღსანიშნავია, რომ ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი ჯესინდა არდერნი თავის მოვალეობებს სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დეკრეტულ შვებულებაში იყო.

19 აგვისტო 2018, 15:37

მსოფლიო

ესპანეთში ბარში ჩხუბს მსხვერპლი მოჰყვა

ესპანეთში, კასტილიო-ტეხერეოს მინიციპალიტეტში სროლისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე მოხდა. სროლის მიზეზი ბარში მომხდარი ჩხუბი გახდა. თავდასხმის შემდეგ 32 წლის დამნაშავე მიიმალა, თუმცა ის მალევე პოლიციამ დააპატიმრა.

19 აგვისტო 2018, 15:33

ვიდეო

დიკლოს მიმართულებით რუსეთის მიერ საზღვრის გადმოწევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

19 აგვისტო 2018, 15:28

ვიდეო

3 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი სოფელ ფსორში დაფიქსირდა

19 აგვისტო 2018, 15:22

ტექნოლოგიები

კაცები მხედველობით აღქმულ ინფორმაციას უფრო სწრაფად ამუშავებენ, ვიდრე ქალები

ქალები და კაცები ერთმანეთისგან მხლოდ გარეგნობით არ განსხვავდებიან. სხაობები ღრმად ტვინებშია დალექილი და ვლინდება, მაგალითად, სივრცეში ორიენტირების დროს, რაც კაცებს უფრო იოლად შეუძლიათ, ვიდრე ქალებს. მაგრამ არის ერთი გამონაკლისი.

19 აგვისტო 2018, 15:21

ვიდეო

კახეთში, მოსახლეობა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

19 აგვისტო 2018, 15:15

ვიდეო

კახეთში სეტყვამ ვენახები და ხეხილის ბაღები გაანადგურა

დონალდ ტრამპი

19 აგვისტო 2018, 15:14

მსოფლიო

მსოფლიო ლიდერებთან დიალოგის აუცილებლობა ტრამპმა 1 წუთზე ნაკლებ დროში განმარტა

ტრამპმა მსოფლიოში მიმდინარე მნიშნელოვან მოვლენებზე ილაპარაკა და განმარტა, თუ რა პრინციპებითაა განპირობებული აშშ-შ საგარეო პოლიტიკა. როგორც ტრამპმა ახსნა მსოფლიო ლიდერებთან დიალოგი აუცილებელია.

19 აგვისტო 2018, 15:10

ვიდეო

სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული საქართველოს მოქალაქეა

19 აგვისტო 2018, 14:57

ვიდეო

ინდოეთში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

19 აგვისტო 2018, 14:45

ტაბლოიდი

სასტუმროებში ყველაზე უცნაური სერვისები დასახელდა

თუკი მაგალითად, თქვენ მოგინდებათ, რომ იოგაში ხელოვნება სპილოს ზურგზე დახვეწოთ, ასეთ სერვისს ტაილანდში არსებული სასტუმრო გთავაზობთ. ხოლო მათ ვისაც სიმღერა უნდა, ბერლინში მდებარე სასტუმრო თავის ხმის ჩამწერ ორ სტუდიას დაუთმობს.

19 აგვისტო 2018, 14:43

ტექნოლოგიები

კვლევა: მწეველი მშობლების ბავშვებში ფილტვის ქრონიკული დაავადებების რისკი მაღალია

მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ბავშვობიდან პასიური მწეველობა ავტომატურად ნიშნავს, რომ ყოველწიურად სიგარეტის გამონაბოლქვით გარდაცვლილ 100 ათასს ადამიანს, კიდევ 7 უნდა დაამატონ.

19 აგვისტო 2018, 14:38

ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

ბექა ბურჯანაძე

19 აგვისტო 2018, 14:30

სპორტი

ბექა ბურჯანაძე ესპანეთის უმაღლესი ლიგის გუნდში ითამაშებს

ბურჯანაძემ გასული 3 სეზონი ესპანური ლიგის „ანდორაში” გაატარა, თუმცა გასული სეზონი ტრავმის გამო გაუცდა. ამავე მიზეზით ბექა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გასული წლის „ევრობასკეტზე“ და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ვერ დაეხმარა.

19 აგვისტო 2018, 14:30

ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

19 აგვისტო 2018, 14:21

ვიდეო

ისრაელის მოქალაქეს, კოჰენ დავითის უკვე მეორე დღეა ეძებენ

ივან სტრინიჩი

19 აგვისტო 2018, 14:16

სპორტი

ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელს გულის დაავადების გამო თამაში აუკრძალეს

31 წლის ხორვატ ფეხბურთელს გამოკვლევები თავიდან უნდა ჩაუტარდეს, პასუხების მიღებამდე კი მას ყველანაირ სპორტულ აქტივობაში ჩართვა ეკრძალება. სტრინიჩმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრებთან ერთად ფინალში ითამაშა. მუნდიალის დასრულების შემდეგ, ის „მილანმა” „სამპდორიადან” შეიძინა.

ლევან დავითაშვილი

19 აგვისტო 2018, 14:12

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნება

დავითაშვილის განმარტებით, შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რომელიც ფერმერებსა და ჩამბარებელს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ამასთან, მინისტრმა ფერმერებს აგროდაზღვევის გამოყენებისკენაც მოუწოდა.

19 აგვისტო 2018, 14:10

ვიდეო

სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული საქართველოს მოქალაქეა