თბილისში ღამის საათებში ლურჯი ავტობუსები ივლისიდან ივლიან
ფოტო: არქივი
დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის საათებში ივლისიდან იმოძრავებს. სავარაუდოდ, ავტობუსები 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კონკრეტულ მარშრუტებზე იმოძრავებენ. ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ თქვა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
„ჩვენი ინიციატივაა, რომ ტრანსპორტმა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე იმოძრაოს ქალაქში - ბოლო წერტილები რომ იყოს მეტრო „ახმეტელი“ და მეტრო „ვარკეთილი“. როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, შეუძლებელია ერთი გაბმული მარშრუტი იყოს. ამიტომ საჭირო იქნება გარკვეული ლოჯისტიკის შექმნა. უდავოა, რომ ტურისტული კერები უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთს - მაგალითად, პირველი რესპუბლიკის მოედანი, თავისუფლების მოედანი. შემდეგ გვინდა რომ სანაპიროს გაუყვეს ეს მარშრუტი, აბანოთუბანში და ავლაბარში გაიაროს. მეტრო „ავლაბართან“ იქნება ერთ-ერთი ჰაბი; ამის შემდეგ დავუკავშირდეთ ვარკეთილს. იდეაა, რომ ტრანსპორტის ჩართვა მოხდეს იმ პერიოდში, როდესაც მეტრო აღარ იმუშავებს - 00:00-დან დილის 06:00 საათამდე მონაკვეთში“, - განაცხადა გვარჯალაძემ.
გვარჯალაძე დასძენს, რომ ტრანსპორტის ღამით მოძრაობა ივლისის ბოლოდან უნდა დაიწყოს და ოქტომბრამდე მაინც უნდა იმოძრაოს.
"როცა არ არის მოძრაობა, მოთხოვნა, ვფიქრობთ, მიზანშეწონილი არ იქნება დიდმა ავტობუსმა იმოძრაოს. ამიტომ თავიდან მხოლოდ პარასკევი, შაბათი და კვირით შემოვიფარგლებით“, - განაცხადა გვარჯალაძემ და დასძინა, რომ ღამით ტრანსპორტი ნახევარსაათიანი ინტერვალით იმოძრავებს.
ყველა სიახლე
04 ივნისი 2026, 17:57
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: ზოგიერთი ოპოზიციონერი საერთოდ არ არის საქმის კურსში და დირექტივები აღარ მოსდის, ამიტომ უყურებენ ვინ რა განცხადებას აკეთებს, უცებ ხვდებიან სიომ საიდან შეიძლება დაუბეროს და უნდათ, რომ ამას აჰყვნენ
ზოგიერთი ოპოზიციონერი საერთოდ არ არის საქმის კურსში და დირექტივები აღარ მოსდის, ამიტომ უყურებენ ვინ რა განცხადებას აკეთებს, უცებ ხვდებიან სიომ საიდან შეიძლება დაუბეროს და უნდათ, რომ ამას აჰყვნენ. იმ სიტუაციიდან გამომდინარე აკეთებენ სრულიად რადიკალურად განსხვავებულ განცხადებას, ვიდრე ორი კვირის წინ აკეთებდნენ, - განუცხადა „დღის ქრონიკას“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
04 ივნისი 2026, 17:56
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი რადიკალებზე: რაიმე სერიოზულ ნაბიჯებს მათგან ნამდვილად არ ველი, რაიმე სერიოზული რომ დაგეგმო პოლიტიკაში, რესურსი უნდა გქონდეს. ქართველი ხალხის ძირითადი ნაწილი კარგად დარწმუნდა რა ხასიათის პოლიტიკოსები არიან ისინი
რაიმე სერიოზულ ნაბიჯებს მათგან ნამდვილად არ ველი, რაიმე სერიოზული რომ დაგეგმო პოლიტიკაში, რესურსი უნდა გქონდეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.
04 ივნისი 2026, 17:52
მსოფლიო
Euronews-ის სარედაქციო დირექტორი: გერმანია რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება - ეს საფრთხეა მთელი ევროპისთვის
გამოცემა Euronews-ის სარედაქციო დირექტორი კლაუს შტრუნცი გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად გერმანიის არ არჩევის საკითხს სტატიას უძღვნის და აღნიშნავს, რომ ოფიციალური ბერლინის მდგომარეობა პაციენტის რეანიმაციულ განყოფილებაში ყოფნის ვითარებას ჰგავს.
04 ივნისი 2026, 17:49
პოლიტიკა
ავთანდილ ცინცაძე: ფორუმის მიმდინარეობისას ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის
„ის, რომ კერძო სექტორი ჩვენს ქვეყანაში თავისუფლად ოპერირებს ქმნის არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის საფუძველს, არამედ ბიზნესს აძლევს საშუალებას უფრო აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნის პროცესში. შედეგებიც თვალსაჩინოა: ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის დონე 14,9%-მდე შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ ბიზნესის ვალდებულება არ არის. ეს არის სახელმწიფოს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა, საერთო პასუხისმგებლობა და საერთო მიზანი. სწორედ ამიტომ, ფორუმის მიმდინარეობისას ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის; რა ნაბიჯებია საჭირო იმისათვის, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა უფრო ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული გახდეს და რაც მთავარია, როგორ მივაღწიოთ იმას, რომ ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის შედეგები თითოეული მოქალაქისთვის უფრო მეტად ხელშესახები იყოს“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
04 ივნისი 2026, 17:46
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: ფაქტი ერთია - უკვე აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე ავიდა ჩვენი სპეცსამსახურების შესაძლებლობები. ძალიან ბევრი რამ კონტროლს ექვემდებარება და ჯაშუშური საქმიანობის არცერთი ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩება
„ამავე დროს, პოლიტიკური ნებაც არის მომწიფებული, იმისთვის რომ თუ ზოგიერთი ქვეყანა არ შეანელებს თავისი სპეცსამსახურების საქმიანობას ჯაშუშების გადაბირების ან მსგავსი სპეციალური ოპერაციების სახით, საქართველო უფრო გადამჭრელ ზომებს მიიღებს. ეს არის მთავარი გზავნილი და ალბათ შეისმენს მომავალში ის, ვინც უნდა შეისმინოს“, - მიიჩნევს შარმანაშვილი.
04 ივნისი 2026, 17:38
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო: ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში აყვანილი ძაღლები პირვანდელ ლოკაციაზე დაბრუნდებიან
ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ცხოველთა მოყვარულებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან. პროგრამის ფარგლებში გადაწყვეტილებები ცხოველთა კეთილდღეობის, საზოგადოების უსაფრთხოებისა და საერთაშორისო მიდგომების გათვალისწინებით მიიღება.
04 ივნისი 2026, 17:37
ჯანდაცვა
მშობელი ზაქარია გვიშიანი პრემიერთან შეხვედრაზე: დღევანდელ შეხვედრაზე მიღწეული იყო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნება მუდმივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ მედიკამენტებთან მიმართებით. საუბარია ორ მედიკამენტზე
დღევანდელ შეხვედრაზე მიღწეული იყო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნება სამუშაო მუდმივი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ მედიკამენტებთან მიმართებაში, - განუცხადა ჟურნალისტებს მშობელმა ზაქარია გვიშიანმა პრემიერთან გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ.
04 ივნისი 2026, 17:35
პოლიტიკა
იან პრაუდი: ჩვენ სხვა ქვეყნებს ვასწავლით ღირებულებებსა და სიტყვის თავისუფლებას, შემდეგ კი სანქციებს ვუწესებთ იმ ქვეყნების მედია კომპანიებს, რომელთა პოლიტიკასაც არ ვეთანხმებით. ეს ფაქტობრივად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა
დასავლურ მედიაში, განსაკუთრებით კი ბრიტანულ მედიაში, საკმაოდ დიდი ზეწოლა და პროპაგანდაა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, - განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.
04 ივნისი 2026, 17:34
ეკონომიკა
ინგა ფხალაძემ UNESCAP-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორთან ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარების საკითხები განიხილა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორს, ჰონგპენგ ლიუს შეხვდა. მხარეებმა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარების საკითხები, საქართველოსა და UNESCAP-ს შორის თანამშრომლობის არსებული და სამომავლო მიმართულებები, მდგრადი განვითარების დღის წესრიგი და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.
04 ივნისი 2026, 17:29
პოლიტიკა
გლენ დისენი: ევროკავშირი საქართველოსგან ევროკავშირის ინტერესების წინ წამოწევას ითხოვს. პრობლემა ის არის, რომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტად, არსებითად მარიონეტად გადაქცევას ითხოვს. სურთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას მართავდნენ დასავლური მთავრობების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები
ევროკავშირს შეუძლია ზეწოლა მოახდინოს პატარა ქვეყნებზე. ევროკავშირი საქართველოსგან არსებითად ევროკავშირის ინტერესების წინ წამოწევას ითხოვს, - განაცხადა სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა გლენ დისენმა, რომელიც საქართველოში მიმდინარე მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის მონაწილეა.
04 ივნისი 2026, 17:25
მსოფლიო
The Guardian: კირ სტარმერი მასკს ბრიტანეთის პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ამერიკელ მილიარდერს და კომპანიების SpaceX-ის და Teslas-ს ხელმძღვანელს ილონ მასკს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
04 ივნისი 2026, 17:21
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებზე: გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებითაც, რომ არსებობდეს ბავშვების და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა
გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის, რომ არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებითაც არსებობდეს ბავშვების და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
04 ივნისი 2026, 17:09
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე, შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც ახლა არ ვასახელებთ, თუმცა მშობლების სრულ წრეს ამაზე ექნება სათანადო ინფორმაცია
დღეს გაიმართა მეორე შეხვედრა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან, დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
04 ივნისი 2026, 17:04
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა.
04 ივნისი 2026, 17:01
ჯანდაცვა
ირინე წაქაძემ ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე „Pathfinding Global Alliance“-ის კონფერენციის ფარგლებში ისაუბრა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე „Pathfinding Global Alliance“-ის კონფერენციის ფარგლებში ისაუბრა. „Pathfinding Global Alliance“ გაეროს (UN) ეგიდით შექმნილი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც 2024 წელს დაფუძნდა და ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების საკითხებზე მუშაობს.
04 ივნისი 2026, 16:55
მსოფლიო
ტრამპი წარმომადგენელთა პალატის მიერ მისთვის საომარი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას არაპატრიოტულ საქციელს უწოდებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ წარმომადგენელთა პალატის მიერ მისთვის იმ უფლებამოსილების შეზღუდვას გამოეხმაურა, რომელიც მას ირანის წინააღმდეგ ომის კონგრესის თანხმობის გარეშე გაგრძელების საშუალებას აძლევდა.
04 ივნისი 2026, 16:46
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მეგობრულ სტრატეგიულ ურთიერთობას და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოსა და თურქეთის პარლამენტებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები როგორც სპიკერების, ასევე მეგობრობის ჯგუფებისა და კომიტეტების დონეზე.
04 ივნისი 2026, 16:41
კულტურა
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „ისინი“ გახსნიან
5 ივნისს, 19:00 საათზე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „ისინი“ გახსნიან.
04 ივნისი 2026, 16:21
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ბიზნესაქტივობის მაღალი ტემპით ზრდა გრძელდება, პირველ კვარტალში, ფაქტობრივად, ყველა მაჩვენებელი რეკორდულია, რასაც ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი
ქვეყანაში გრძელდება ბიზნესაქტივობის მაღალი ტემპით ზრდა - 2026 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 10.7%-თ არის გაზრდილი, ფაქტობრივად, ყველა მაჩვენებელი რეკორდულია. ასევე რეკორდულია და 12%-ზე მეტად არის გაზრდილი ბიზნესსექტორის გამოშვება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ბიზნესსექტორში დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებლების შეფასებისას.
04 ივნისი 2026, 16:18
მსოფლიო
გერმანიის მოქალაქე ფრიდრიხ მერცის მიმართ ინტერნეტში დაწერილი კომენტარის გამო დააჯარიმეს, მოქალაქეს 1 თვის ხელფასის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა
„ინტერნეტში გერმანიის კანცლერისთვის მატყუარას წოდება ახლა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ქუჩაში ჩადენილი დანაშაული. როდესაც კანცლერისთვის საკუთარი მოქალაქეების დევნა უფრო მარტივია, ვიდრე სიტყვის შესრულება, ეს უკვე ნაკლებად ჰგავს თავისუფალ ქვეყანას“, - აცხადებს გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი დეპუტატი, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი ევგენ შმიდტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.


